მოვედით ყოველნი მორწმუნენი და მოსწრაფედ შემოვჰკრებთ დღეს, და ვადიდოთ დედოფალი ჩვენი წმიდა... ნეტარებისა ყვავილი გარდაფენილი, რომელი ჰფშვის სუნნელებასა, სიქადული და შემწე ყოველთა ქართველთა...
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე
1624 წელს ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბასის ბრძანებით, საშინლად აწამეს, რკინის მაშებით ხორცი დააგლიჯეს და გახურებული შანთებით დადაღული ცეცხლში დაწვეს. სარწმუნოებისთვის წამებული დედოფალი ათი წელიწადი იყო სპარსეთს პატიმრად. იქ გამართა მცირე ეკლესია, სადაც მისი მოძღვარი ყოველდღე აღასრულებდა წირვას. წმინდა ქეთევანი ხვდებოდა, რომ წამება ელოდა და საამისოდ ემზადებოდა, მარხულობდა, დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებდა, ეძინა მიწაზე, სასთუმლად ქვა ედო. სპარსელები ყოველი ღონით ცდილობდნენ დედოფლის გამაჰმადიანებას, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაიბირეს...
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქადაგებაში ამბობს: "როდესაც დასრულდა წმინდა ქეთევანის წამება, უფალმა ღმერთმა განადიდა წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც იქვე იყო შეკრებილი მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და დაადგა წამებულის გვამს. როცა შაჰის ბრძანებით წმინდა ქეთევანის გვამი ქალაქგარეთ გაიტანეს და სადღაც ერთს უწმინდურს ადგილზე დააგდეს, ეს სამი ბრწყინვალე სვეტი იქაც თავს დაადგა მოწამის გვამს.
ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაიღეს მოწამის გვამი და მიწაში დამარხეს. ცოტა ხნის შემდეგ ფრანგის ბერებმა იპოვეს... და დიდხანს ინახავდნენ მის სხეულს. ბოლოს გვამს მოაშორეს თავი და მარჯვენა ხელი და საჩუქრად გაუგზავნეს დედოფლის შვილს თეიმურაზ პირველს, რომელმაც ეს წმიდა ნაწილი დაასაფლავა წმიდა გიორგის ალავერდის საკრებულო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. დანარჩენი ნაწილი წმინდანის გვამისა საიდუმლოდ გაგზავნეს რომში და იქ ჩასვენებულ იქნა წმიდა პეტრეს საფლავში. აი, ასეთ მაღალ პიროვნებას, სამშობლოს სიკეთისთვის ზვარაკად შეწირულს, თავისი ერის მშვიდობიანობისთვის სასტიკ ტანჯვათა გამცდელს, საყვარელ სამშობლოში ქრისტიანობის განმტკიცებისთვის მწარე სიკვდილის დამთმენს ქართველი ერი არ იცნობს. ვისი ბრალია ეს? ვის მოჰკითხავს ამაში პასუხს ღმერთიც და კაციც?"
***
ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით,1998 წელს, ტაძარი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა გიორგი კვლავ განაგრძობს წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების მოძიებას. ღვთის შეწევნით და წმინდა ქეთევანის მეოხებით, იმედია მალე დაუბრუნდება მშობლიურ მიწას წმინდანის წმინდა ნაწილები.