ნეტარი მატრონა აღმსარებელი, ბელიაკოვა (+1936) - 16 ივლისი (29 ივლისი)
ნეტარი მატრონა აღმსარებელი, ბელიაკოვა (+1936) - 16 ივლისი (29 ივლისი)
ნეტარი მატრონა დაიბადა 1864 წლის 6 ნოემბერს, რიაზანის გუბერნიაში, სოფელ ანემნიასევოში. მისი მშობლები -გრიგოლი და ევდოკია სოფელში ყველაზე ღარიბები იყვნენ, გამხდრები, სუსტი აღნაგობის, გარეგნულად განუვითარებლებს ჰგავდნენ.

მამამისი ლოთი იყო. ჰყავდათ ექვსი ქალიშვილი და ორი ვაჟი. სამი გოგონა ადრევე დაეღუპათ. მატრონა დებს შორის მეოთხე იყო.

იგი შვიდ წლამდე ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ. მაგრამ გაუხარელი იყო მისი ცხოვრება. მშობლებს რატომღაც არ უყვარდათ და ბევრი წყენის დათმენა უწევდა. შვიდი წლისას ყვავილი შეეყარა - საბოლოოდ დაბრმავდა. საბრალო ბავშვის მოვალეობა უმცროსი და-ძმების ძიძაობა იყო. ერთხელაც ათი წლის მატრონას და შემთხვევით დაუვარდა ძირს. მის ტირილზე სახლში დედა შემოვიდა და ამის გამო მატრონა სასტიკად სცემა. ამ დროს მატრონამ სულიერი თვალებით ღვთისმშობელი იხილა და დედას უთხრა, მაგრამ მან ბავშვის ცემა უფრო ძლიერ გააგრძელა. ხილვა სამჯერ გამეორდა.

მეორე დღეს ბავშვმა წამოდგომა ვეღარ შეძლო და სამუდამოდ ლოგინად ჩავარდა. მშობლების სახლში მატრონა ჩვიდმეტი წელი იწვა. ბევრი ლანძღვის, შეურაცხყოფის დათმენა უწევდა და მხოლოდ ლოცვაში პოულობდა ნუგეშსა და სიხარულს. თანასოფლელებმა იცოდნენ მისი გატანჯული ცხოვრების შესახებ და მისადმი პატივისცემით განიმსჭვალნენ. უკვე ჩვიდმეტი წლის მატრონასთან ხალხი დადიოდა. პირველად თანასოფლელი მხერხავი მივიდა და დახმარება სთხოვა: წელი მტკივა და ვეღარ ვმუშაობ. ამდენი ხანია წევხარ, ღვთისმოშიშ ადამიანს ღმერთი მოგისმენს, ილოცე ჩემთვისო. მატრონას ლოცვის შემდეგ კაცი გამოჯანმრთელდა. მას მერე მასთან ხალხმა მრავლად დაიწყო სიარული, მოდიოდნენ, გაჭირვებულები, სნეულები. ზოგს რჩევა უნდოდა და ნეტარი მატრონას ლოცვა და სიტყვა მათზე დიდ გავლენას ახდენდა. მალე სახელი გაუვარდა და რუსეთის იმპერიის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მასთან. ასე გაგრძელდა ორმოცდაათი წელი, ათეულობით, ზოგჯერ ასეულობით ადამიანი ყოველდღიურად მოადგებოდა მათ ქოხს. ხალხი სამადლობელოდ საჩუქრებსა და ფულს ტოვებდა, მამამისი ყველაფერს ართმევდა და სასმელში ხარჯავდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ ბევრი დაითმინა და-ძმებისგან, რომლებიც, როგორც შემოსავლის წყაროს, ისე უცქერდნენ მას. დამ წმინდა მატრონას სახლის გამო უჩივლა, რომელიც ნეტარს პატივისცემის ნიშნად აუშენეს. დისაგან მატრონა საცხოვრე-ბლად ძმისშვილთან, კეთილ და რელიგიურ ადამიანთან გადავიდა.

წმინდა მატრონა ჩვეულებისამებრ ქოხის განცალკევებულ პატარა ოთახში იწვა. ზაფხულობით, როცა ქოხში ჰაერი დაიხუთებოდა, დერეფანში გაჰყავდათ და იქ იწვა ზამთრამდე. თვითონ არასოდეს ითხოვდა ქოხში შეყვანას და დაითმენდა შემოდგომის ნესტსა და სიცივეს.

გარეგნულად მატრონა ისეთი პატარა იყო, რომ ათი წლის ბავშვსა ჰგავდა. ერთმა სტუმარმა სამოსი მისცა, რომელიც წმინდანს ფეხებს უფარავდა -სიგრძით 90 სანტიმეტრი იყო. როგორც ჩანს, ათი წლის ასაკში, მას მერე, რაც სიარული ვეღარ შეძლო, სხეული აღარ გაიზარდა და პატარა დარჩა. მას გვერდზე გადაბრუნება შეეძლო, ხელებს ამოძრავებდა და თავისუფლად საუბრობდა. საგალობლებს კი წმინდა ბავშვური ხმით გალობდა. არავინ იცის, როგორ ევედრებოდა ღმერთს. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მატრონამ ზეპირად იცოდა ძალზე ბევრი ლოცვა, უამრავი დაუჯდომელი და სხვა საეკლესიო საგალობლები. მნახველებთან საუბრისას ხშირად ხმამაღლა ამბობდა სხვადასხვა ლოცვას, რაც თავისი შინაარსით იმ კონკრეტულ შემთხვევას მოუხდებოდა. კითხულობდა სწრაფად, დარწმუნებით. ერთმა სტუმარმა გაოცებულმა ჰკითხა, ბრმამ ასე ზეპირად როგორ ისწავლე დაუჯდომელებიო, უპასუხა: "მოვა კეთილი ადამიანი, წამიკითხავს რაიმეს და მე ღვთის შეწევნით ყველაფერს ვიმახსოვრებ". ხშირად, თვეში ერთხელ აუცილებლად ეზიარებოდა. მკაცრად იცავდა მარხვებს. 17 წლიდან ხორცი აღარ უჭამია. საეკლესიო მარხვების დროს ან საერთოდ არ ჭამდა, ან ძალზე ცოტას.

წმინდა მატრონა თავის მადლმოსილი ხედვით ადამიანების დაფარულ სამყაროს ჭვრეტდა. მასთან მისულებს, ზოგს ასწავლიდა, სხვებს ამხილებდა და მათ ცოდვებსა და ბოროტ ჩვევებს ღიად ეტყოდა, სხვებს გაამხნევებდა. ზოგს აფრთხილებდა, სახიფათო გზაზე მიმავალთ, სხვებს კი კურნავდა სნეულებისგან და ცდილობდა ყველა ერთად ცხონების გზაზე დაეყენებინა. ამით აიხსნება მნახველებთან მისი ურთიერთობა. ერთს უზომოდ ალერსიანად ხვდებოდა, სიხარულით, თითქოს ახლობელი ადამიანი ყოფილიყო; ზოგს არ იღებდა და გააგდებდა ხოლმე, ეს მაშინ ხდებოდა, როცა მასთან უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო მიდიოდნენ, ანდა როცა ეს კაცის გამოსწორებისთვის იყო საჭირო. თუ გაგდებული ადამიანი მიხვდებოდა თავის დანაშაულს, მას უკვე თბილად იღებდა. წმინდა მატრონას ლოცვით უამრავი ადამიანი იკურნებოდა, ისეთებიც კი ექიმებს მათზე ხელი რომ ჰქონდათ ჩაქნეული.
1933 წლის დიდი მარხვიდან მოყოლებული მატრონა შესამჩნევად შეიცვალა. თითქოს მიწიერი ცხოვრება აღარ აინტერესებდა. ამქვეყნიურ საქმეებზე იშვიათად და უხალისოდ საუბრობდა. სამაგიეროდ, სულიერ ცხოვრებაზე მზად იყო, დღედაღამ ესაუბრა.

1935 წლის ზაფხულში ბელკოვეში დააპატიმრეს მღვდელი ნიკოლოზ პრავდოლუბოვი და მასთან ერთად ათი კაცი. დაპატიმრების სანქცია მატრონაზეც იყო გაცემული, მაგრამ მის ხელის ხლებას ვერ ბედავდნენ, მაშინ როცა დანარჩენები უკვე რიაზანში გააგზავნეს.

ბოლოს გაიმართა კოლმეურნეობის კრება, სადაც დაადგინეს, რომ მატრონა "აეღოთ", როგორც "მავნე ელემენტი" -ძალზე მოქმედებს ბნელ ხალხზეო. როცა მატრონას წასაყვანად მივიდნენ, ბოლშევიკები შიშმა შეიპყრო, მიახლოებას ვერ ბედავდნენ. მაშინ სოფლის საბჭოს თავმჯდომარემ შიში დაძლია, მატრონა ხელში აიყვანა და გარეთ გამოიყვანა. კარში თქვა: რა მსუბუქი ყოფილაო.

წმინდა მატრონამ უთხრა, -შენი შვილებიც ასეთი მსუბუქები იქნებიანო. მართლაც, ამ კაცის შვილებმა წმინდა მატრონას დაპატიმრების შემდეგ ზრდა შეწყვიტეს და პატარა ტანისანი დარჩნენ. თვითონ თავმჯდომარე, რამდენიმე წლის შემდეგ მძიმედ დაავადდა და საშინელ ტკივილში შეიცნო თავისი დანაშაული, მღვდელს უხმო და ეკლესიასთან შერიგებული გარდაიცვალა.

წმინდა მატრონა ჯერ რიაზანში, შემდეგ მოსკოვში ჩაიყვანეს. ის იქ ერთი წელი იყო. სავარაუდოდ, ბუტირის ციხეში ჰყავდათ დამწყვდეული. მაგრამ იქ დიდხანს არ დაუყვია, რადგან პატიმრების თაყვანისცემის ობიექტი გახდა, რომლებიც მასთან ერთად ლოცულობდნენ. ზოგიერთი ცნობით, წმინდანის ლოცვით გამომძიებლის მძიმე ავადმყოფი დედა გამოკეთდა და მან შეძლო წმინდანის გათავისუფლება, როგორც ავადმყოფისა და მომაკვდავისა. მან ის მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლში მოათავსა.

წმინდა მატრონა 1936 წლის 29 ივლისს (ახალი სტილით) გულის უკმარისობით გარდაიცვალა. უცნობია, სად არის მისი საფლავი. 2000 წელს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სხვა ახალმოწამეებთან და აღმსარებლებთან ერთად ნეტარი მატრონა წმინდანად შეირაცხა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat