წმინდა ანას ტერფი მუდმივად თბილია და ადამიანის ტემპერატურას ინარჩუნებს
წმინდა ანას ტერფი მუდმივად თბილია და ადამიანის ტემპერატურას ინარჩუნებს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობასა და ყრმობაზე ვიცით არა ახალი აღთქმის წიგნებიდან, არამედ საღვთო გადმოცემის მიხედვით. ამ მოვლენებზე დაწვრილებით მოგვითხრობს II-III სს-ის აპოკრიფული ტექსტი, ე.წ. "იაკობის სახარება". ეს წიგნი თუმცა არ მიეკუთვნება კანონიკურ ტექსტთა რიგს, მაგრამ ძველთაგანვე ავტორიტეტულად ითვლება. იგი მოგვითხრობს გალილეის ნაზარეთში მცხოვრებ ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარზე - იოაკიმესა და ანაზე. იოაკიმე მეფე დავითის შთამომავალი იყო, რომლის თესლისგანაც უნდა შობილიყო მაცხოვარი სოფლისა. წმინდა ანა უმცროსი ქალიშვილი გახლდათ მღვდელ მატთანისა. მისი მეორე ასული სოფიო კი იყო დედა ელისაბედისა, რომელმაც შვა წმინდა იოანე ნათლისმცემელი.

წმინდა იოაკიმე და ანა მართალნი იყვნენ ღვთის წინაშე, იცავდნენ მის მცნებებს და ცნობილნი იყვნენ სიმდაბლითა და გულმოწყალებით, მაგრამ ღრმა სიბერემდე შვილები არ მიეცათ. მაშინ უშვილობა სამარცხვინოდ ითვლებოდა და ისინი სხვათა დაცინვის ობიექტები გახდნენ. თუმცა იოაკიმე და ანა არასოდეს დრტვინავდნენ და გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს.

ერთხელაც დიდ დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძრის მღვდელმა რუბიმმა არ მიიღო იოაკიმეს მიტანილი შენაწირი, როგორც უშვილო და ამის გამო უღირსი კაცისა. იმავეს ეუბნებოდნენ მას დღესასწაულზე მყოფი თანატოლები. დამწუხრებული წმინდა იოაკიმე შინ აღარ დაბრუნდა, თავი მართლაც ყველაზე ცოდვილად ჩათვალა და უდაბურ ადგილას ორმოცდღიანი მარხვისა და ლოცვისთვის განმარტოვდა, რათა მხურვალე ცრემლებით მოედრიკა ღვთის გულმოწყალება.

წმინდა ანამ შეიტყო ქმრის დამცირებისა და განმარტოების ამბავი, ამან უფრო გაამძაფრა მისი ტკივილი, თავს მთავარ დამნაშავედ თვლიდა. ერთხელაც, როცა ატირებული დადიოდა ბაღში, უეცრად დაფნის ხეზე გაკეთებულ ბუდეში ბარტყები შეამჩნია. "ვაი მე, რომ დაწყევლილი და დამცირებული ვარ წინაშე ძეთა ისრაელისა, - შეჰღაღადა მან, - რამეთუ არ შემიძლია შევედარო ამ ზეციურ ფრინველებს, რომლებიც ნაყოფიერნი არიან შენს წინაშე, უფალო. არ შემიძლია შევედარო ზღვას, რომელიც სავსეა თევზით, და მიწას, რომელიც ნაყოფს გამოსცემს თავის ჟამს და აკურთხებს უფალი". უცქერდა შეღინღლულ ბარტყებს და აღთქმა მისცა უფალს, თუ ეყოლებოდა შვილი, მას ღვთის სამსახურში განაწესებდა. ამ დროს მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: "ანა! უფალმა შეისმინა შენი ლოცვა და შენ შობ კურთხეულ ქალწულს, რომლისგანაც იკურთხებიან ყოველნი ტომნი ქვეყნისანი. მისგან მოგვეცემა მხსნელი სოფლისა და დაერქმევა მას სახელად მარიამი". გახარებულმა წმინდა ანამ იერუსალიმის ტაძრისკენ ისწრაფა, რათა მადლობა შეეწირა უფლისთვის და თავისი აღთქმა კიდევ ერთხელ დაემოწმებინა.

უდაბნოში განმარტოებულ წმინდა იოაკიმესაც გამოეცხადა წმინდა ანგელოზი და მას იერუსალიმში წასვლა უბრძანა. ბედნიერი ცოლ-ქმარი ერთმანეთს იერუსალიმში შეხვდა, ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი. მალე წმინდა ანამ მუცლად იღო და შვა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი.

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როცა ყრმა მარიამს ექვსი თვე შეუსრულდა, წმინდა ანამ ის მიწაზე დააყენა, რომ ენახა, შეეძლო თუ არა ფეხზე დგომა. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის მკლავებს დაუბრუნდა. მაშინ წმინდა ანამ გადაწყვიტა, მისი შვილი მიწაზე არ გაივლიდა, ვიდრე ღვთის ტაძარში არ მიიყვანდა. მან ქალიშვილისთვის განსაკუთრებული საძინებელი ოთახი გამართა, სადაც არაწმინდა ვერაფერი შევიდოდა.

როცა მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ დიდი სუფრა გაშალა, სადაც შეკრიბა მღვდლები, უხუცესები და უამრავი ხალხი. მერე კი მარიამი მოიყვანა და ყველას სთხოვა მისი დალოცვა. იოაკიმეს აღთქმის აღსრულება უნდოდა, მაგრამ ერთი წელი გადადო, რადგან ანას ეშინოდა, ვაითუ ყრმას ტაძარში მოეწყინოს და მშობლების გამო იჯავროსო.

სამი წლის მარიამს ჩააცვეს საუკეთესო სამოსი და ანთებული სანთლებითა და გალობით ტაძარში მიიყვანეს. იქ მათ მღვდელმთავარი შეხვდა უამრავ მღვდელთან ერთად. ყრმა მარიამი გაუსხლტა ხელიდან დედას, ტაძრის თხუთმეტივე საფეხური აირბინა. შემდეგ მღვდელმთავარმა ის წმინდათაწმინდაში შეიყვანა. ყველა გაოცებული იყო ამ უცნაური სახილავით. ამის მერე მშობლები შინ დაბრუნდნენ და გახარებულნი მადლობას სწირავდნენ ღმერთს. ყრმა მარიამს ხშირად მოინახულებდნენ ხოლმე მშობლები. უფრო ხშირად კი წმინდა ანა მიდიოდა და აძლიერებდა ქალიშვილს, რომელიც იერუსალიმის ტაძარში ღვთისმოშიშ ქალწულთა გარემოცვაში იზრდებოდა. მალე წმინდა იოაკიმე გარდაიცვალა. ორი წლის მერე 79 წლისა მშვიდობით მიიცვალა წმინდა ანაც. წმინდა იოაკიმესა და ანას ეკლესია უწოდებს "მშობელთა ღვთისათა", რამეთუ ისინი იყვნენ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარნი და ყოველდღიური ღვთისმსახურებისას განტევების ლოცვებში მათაც სთხოვენ ლოცვებს ტაძრიდან გამოსულ მორწმუნეთათვის.

წმინდა კეთილმსახურმა მეფე იუსტინიანემ (527-565) წმინდა ანას სახელზე ტაძარი ააშენა, იმპერატორმა იუსტინიანე მეორემ კი მისი ტაძარი განაახლა, რამეთუ მართალი ანა გამოეცხადა მის ორსულ ცოლს. იმავე დროს მისი სხეული და მეფორია (საბურველი) გადატანილ იქნა კონსტანტინოპოლში.

წმინდა ანას სახელზე ათონზე აშენებულია ყველაზე დიდი სკიტი, ადრე იქ უამრავი ბერი მოღვაწეობდა, დღეს მხოლოდ 51 კალივაა მოქმედი. საკრებულო ტაძარში, რომელიც 1666 წელსაა აშენებული, ინახება ღვთისმშობლის დედის, წმინდა ანას ტერფი. ის მუდმივად თბილია და ადამიანის ტემპერატურას ინარჩუნებს. წმინდა ანას ნაწილებიდან და ხატებიდან უამრავი სასწაული აღესრულება. ათონზე უამრავი სამადლობელი წერილი მოდის იმ მშობელთაგან გამოგზავნილი, რომელთაც შვილები წმინდა ანას ლოცვით შეეძინათ. ერთი ატიკელი ღვთისმოშიში ინსპექტორი პანტელეიმონ კირიაკოპულოსი უშვილო იყო. ძალზე უნდოდა, მამა გამხდარიყო. მან შეიტყო წმინდა ანასა და მის სასწაულებზე წმინდა ანას სკიტის მღვდლისგან, რომელიც ათენში საქმეებზე იყო ჩამოსული, მხურვალე ლოცვით მიმართა წმინდა ანას და მოხდა სასწაული - მისმა ცოლმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ანა უწოდეს. შემდგომში მამა ათონზე ჩავიდა, წმინდა ანას სკიტში მხურვალედ მადლობა შესწირა ღვთისმშობლის დედას.

დრამელი ხრისტოდულო პაპანდოპულოსი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, უშვილო იყო. ის ევედრებოდა წმინდა ანას და მანაც შეისმინა ღვთისმოსავი ქრისტიანის ლოცვა. მალე მათ შეეძინათ ქალიშვილი ანა და მან სამადლობლად სკიტში სასანთლე გამოაგზავნა სასწაულმოქმედი ხატისთვის, ორი ოქროს ხელი, ორი გადასაფარებელი წმინდა ტრაპეზისთვის და ერთი ფარდაც.

პოლიგიროსელი გიორგი პსაფასის ცოლს მუდივად მუცელი ეშლებოდა. შეწუხებული კაცი წმინდა ანას სკიტში მივიდა და დაჰპირდა, თუ მისი მეუღლე ბავშვს გააჩენდა, წმინდა ანას პატივსაცემად ბავშვის წონა სანთელს ჩამოუქნიდა. წმინდანმა შეისმინა მისი ლოცვა, მისმა ცოლმა ბავშვი მშვიდობიანად შვა და მამამაც მისი წონა სანთელი წმინდა ანას ხატთან დაანთო.

პასხალის ვისელისი მოსალოცად წმინდა ანას სკიტში მივიდა. როცა შეიტყო წმინდანის ლოცვით აღსრულებულ სასწაულებზე, აცრემლებულმა თავისი მძიმე ავადმყოფი ვაჟი შეავედრა და აღუთქვა, რომ ღამისთევის ლოცვას აღასრულებდა, თუ მისი შვილი განიკურნებოდა. როცა მამა სოფელში დაბრუნდა, შვილი სრულიად განკურნებული დახვდა - აღმოჩნდა, რომ სასწაული სწორედ მაშინ მომხდარა, როცა მან აღთქმა დადო. პასხალისმა სკიტში სამადლობელი წერილი გაგზავნა და დაპირებული ღამისთევის ლოცვაც შეასრულა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat