"შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა"
"შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა"
ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთებში ქალები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ და მამაკაცებთან ერთად ისტორიის ჩარხის წაღმა შემობრუნებას ცდილობდნენ. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოს დედოფლები ხშირად ქვეყნის თანამმართველებიც იყვნენ, თუმცა დედოფლის ძალაუფლება მეფის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული.

ქართველი დედოფლების ძლიერებისა და დიდსულოვნების მაგალითად მხოლოდ თამარ მეფე კმარა. მეფე თამარი სახეა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე გადაჭიმული ძლიერი საქართველოსი, კლდეში ნაკვეთი ვარძიისა. თამარის მეორე სახეა ის ზორტებდაჭიმული "გორგასლიან-დავითიანი" დროშა, რომელიც ატარებდა საქართველოს გარუჯულ სახეს მონღოლთა და სელჩუკთა ატეხილ ურდოებში. მარტო ეს დროშა ტრიალებდა თამამად ყველა ცეცხლში და იერუსალიმის მკაცრი ალაყაფიც გადარღვეული იყო ქართული დროშის ფრიალით...

თამარის გარდა რეალურ ძალაუფლებას ფლობდა ქართლის დედოფალი სარდუხტი, ვახტანგ გორგასლის დედა. მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში ვახტანგის მცირეწლოვნების გამო ქვეყანას სარდუხტ დედოფალი განაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქართლის სამეფოს რამდენჯერმე ლაშქრავენ ალან-ოსები და ჰუნ-თურქები, დედოფალი ახერხებს ქვეყანა საბოლოო განადგურებისგან იხსნას. სარდუხტი ირანელი ქალი იყო. როდესაც ცოლად გაჰყვა მირდატს, ვახტანგის მამას, გაქრისტიანდა და სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანული რელიგიის ერთგული დარჩა.

სარდუხტი ერთადერთი არაქართველი დედოფალი არ ყოფილა საქართველოსი. ქართველი მეფეები ხშირად პოლიტიკური მიზნით ქორწინდებოდნენ, რათა შემოერიგებინათ რომელიმე სახელმწიფო ან გაეძლიერებინათ თავიანთი გავლენა. ასე გახდნენ ქართველი დედოფლები ოსთა მეფის ასული ალდე, ბურდუხანი, მარიამ პალეოლოგი, ელენე არდიოსი, ტრაპიზონის კეისრის ასული ირინე და სხვები. უცხო წარმოშობის დედოფლები სულით ხორცამდე იცვლიდნენ მენტალიტეტს და ქართველდებოდნენ. ამის მაგალითია დავით აღმაშენებლის ქორწინება ყივჩაღთა ბელადის, ათრაქა შარაღანის ძის ასულზე. ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ გურანდუხტი არის სჯულიერი, ანუ იმ აღმსარებლობისა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აღიარებს, პოლიტიკური ქორწინების ბრწყინვალე მაგალითია დავით ულუსა და მონღოლი ყაენის ქალიშვილის, ჯიგდა-ხათუნის შეუღლებაც. მონღოლი დიდებულის ასულს დედოფლობის ჟამს თამარ ხათუნი უწოდეს. ის ქმართან ერთად ეკლესიებს აშენებს, ამას ადასტურებს აბელის ეკლესიის სამშენებლო წარწერა.

ყველა ქართველ თუ არაქართველ დედოფალს ერთი რამ აერთიანებს. ესაა შვილების საოცარი ერთგულება და ლტოლვა იმისკენ, რომ უფლისწულებს ურყევი უმაღლესი სამეფო სტატუსი ჰქონდეთ. სწორედ ასეთია დედოფალი მართა-მარიამი. მისი სახელი მეთერთმეტე საუკუნის ბიზანტიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ის გახლდათ ქართველი მეფის, ბაგრატ მეოთხის ასული, სხვადასხვა დროს კი ბიზანტიის ორი იმპერატორის მეუღლე. დაახლოებით 1056 წელს ჩაიყვანეს პირველად ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვანი ასული ბიზანტიაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბიზანტიის იმდროინდელმა დედოფალმა თეოდორამ მძევალი მოითხოვა საქართველოს მეფისგან. ცნობილია, რომ ქართველ პრინცესას სამშობლოში მართა ერქვა. Dედოფალი თეოდორა ბიზანტიაში მართას ჩასვლისთანავე გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ მართასა და ქართული დელეგეციის ბიზანტიის სამეფო სასახლეში შებრძანების მთელ პროცესს გიორგი მთაწმინდელი ესწრებოდა, რის შემდეგაც მას წარმოუთქვამს სიტყვები, რომელიც წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. "უწყოდეთ ყოველთა, რამეთუ დღეს დედოფალი შემოვიდაო", - უთქვამს მას. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 15 წლის შემდეგ ბიზანტიას ახალი დედოფალი მოევლინებოდა მართა-მარიამის სხით.

დედოფლის გარდაცვალებიდან ძალიან მალე მეფის პატარა ასული სამშობლოში ბრუნდება. წლების შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ ბაგრატ მეოთხეს ქალიშვილის - მართას ხელი სთხოვა სარძლოდ. რამდენიმე წლის შემდეგ მართა ბიზანტიის ახალი იმპერატორის მიხეილ მეშვიდე დუკას მეუღლე და ბიზანტიის დედოფალი გახდა. მართას კორონაციის შემდგომ მარიამი ეწოდა. მალე მარიამ დედოფალს მომავალი უფლისწული - კონსტანტინე პორფიროგენეტი შეეძინა.

მართა-მარიამის ცხოვრება ბიზანტიაში საკმაოდ ტრაგიკულად წარიმართა. საქმე ისაა, რომ მიხეილ მეშვიდე დუკა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მონარქი, რომელსაც შეეძლო იმპერია კრიზისიდან გამოეყვანა. ქვეყანაში კიდევ უფრო მძაფრდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება. 1078 წელს ნიკიფორე მესამე ბოტანიანმა მიხეილ მეშვიდე ტახტიდან ჩამოაგდო და ბერად აღკვეცა აიძულა, რის შემდეგაც მართა-მარიამმა საგანგებოდ მოითხოვა პატრიარქისგან, რომ მას ნიკიფორეზე ქორწინების უფლება მიეცა. ვინაიდან მიხეილ დუკა უკვე ბერობაში იყო წასული, დედოფალმა ეს თანხმობა მიიღო.

იმპერატორმა ნიკიფორემ იქორწინა მართა-მარიამზე და, ამრიგად, მარიამი უკვე ახალი იმპერატორის მეუღლე გახდა. მაშინდელ ბიზანტიაში უამრავი ჭორი და ვერსია ტრიალებდა იმის შესახებ, თუ რატომ გადადგა მარიამმა ეს ნაბიჯი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამ ნაბიჯით სურდა დედოფალს, საკუთარი შვილისთვის ტახტი შეენარჩუნებინა. არ გამართლდა დედოფლის გათვლა. მართა-მარიამისა და ნიკიფორეს თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი ბოტანიანმა ხელთ იგდო ძალაუფლება, გადაწყვიტა სხვა პიროვნება გამოეცხადებინა მემკვიდრედ, რამაც იმპერატორსა და დედოფალს შორის ურთიერთობა დაძაბა.

მართა-მარიამმა კომნენოსების აჯანყებას დაუჭირა მხარი და მეორე მეუღლეც ჩამოაგდებინა. ტახტზე ავიდა ალექსი კომნენოსი, რომელიც დედოფალმა იშვილა იმ პირობით, რომ მის ვაჟ კონსტანტინეს თანაიმპერატორად გამოაცხადებდა. ბიზანტიის სამეფო კარს არ ახსოვდა, ერთი იმპერატორი წასულიყო და მისი ცოლყოფილი იმავე პატივში დაეტოვებინათ. მხოლოდ მართა-მარიამს ერგო ეს პატივი, მეტიც, ის სრული ძალაუფლებით სარგებლობდა. ალექსი კომნენოსმა თავდაპირველად შეასრულა პირობა, მაგრამ როგორც კი შვილი გაუჩნდა, მარიამის ვაჟს საიმპერატორო პატივი ჩამოაშორა. ამიტომაც დედოფალმა კიდევ ერთი შეთქმულება დაგეგმა ალექსის ჩამოსაგდებად, მაგრამ მარცხი იგემა. ალექსიმ მაინც ვერ დასაჯა დედოფალი, მხოლოდ სახელმწიფოს მართვას ჩამოაშორა.

კახეთის დედოფალი ქეთევანი ჭეშმარიტი მაგალითია დედოფლობისა და დედობისა საქართველოს ისტორიაში. განუსაზღვრელია მისი მსხვერპლი, სწორედ ამიტომ შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა ეკლესიამ.

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი დედოფალია დარეჯანი - სამეგრელოს მთავრის, გიორგი დადიანის ასული, ერეკლე მეორის მესამე ცოლი. მან და მისმა შვილებმა - მარიამ, ქეთევან და თეკლა ბატონიშვილებმა ერეკლე მეფის რისხვა არაერთხელ დაიმსახურეს, რადგან დამოუკიდებლობის მომხრეები იყვნენ და მეფის ლტოლვა რუსეთისკენ აღიზიანებდათ. მეფე ერეკლეს ყველაზე მეტად სწორედ დარეჯან დედოფალი აკრიტიკებდა. რაც უფრო ილტვოდა ერეკლე რუსეთისკენ, მით უფრო აქტიურად ერეოდა შინაურ საქმეებში დარეჯან დედოფალი. მან ირგვლივ შემოიკრიბა თანამოაზრენი და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, საქართველოში პირველი ანტირუსული კერა სწორედ პრორუსულად განწყობილ მეფის სასახლეში გაჩნდა. დარეჯან დედოფლის ძალისხმევის მიუხედავად მოხდა ის, რაც მოხდა: 1783 წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელმაც უკუღმა დაატრიალა საქართველოს ისტორიის ბორბალი.

არც ამის შემდეგ შეუწყვეტია დედოფალს აქტიურობა, იმდენი მოახერხა, რომ ბაგრატიონებმა ერთმანეთთან შუღლი და უთანხმოება დროებით გვერდზე გადადეს და დარეჯან დედოფლის გარშემო გაერთიანდნენ, რომელიც ტრაქტატის გაუქმებას მოითხოვდა.

რუსეთმა გადაწყვიტა, როგორმე მოეშორებინა საქართველოდან დარეჯან დედოფალი და მისი სახით - მორიგი აჯანყების საფრთხე. რუსეთის მეფემ მოსკოვში იხმო დარეჯან დედოფალი და ამას, ხალხის თვალის ასახვევად, "სადარბაზოდ მიწვევა" დაარქვა.

1803 წელს დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლეს. რუსული ჯარით გარშემორტყმულ დედოფალთან გამოსათხოვებლად უამრავი ადამიანი მივიდა. სწორედ ასე, შეიარაღებული პირების თანხლებით მიაცილეს საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მამაცი დედოფალი. 4 წლის შემდეგ დარეჯან დედოფალი პეტერბურგში გარდაიცვალა.

საოცარია დედოფლების ისტორია, უმრავლესობა პოლიტიკური მოღვაწე იყო და მეფესთან ერთად თუ მის გარეშე ქვეყნის ბედის შეცვლას ცდილობდა. ზოგს საარაკო სილამაზე ჰქონდა, ზოგსაც შესაშური სულიერი სიმტკიცე და გონიერება, ყველას ერთად კი უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat