წმინდა სინოდის განჩინებით სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) წმინდანად შეირაცხა
წმინდა სინოდის განჩინებით სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) წმინდანად შეირაცხა
ყვარელში ყოფნის დროს წილად მხვდა ბედნიერება, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში სტუმრად მივსულიყავი. მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა მზიური ანასაშვილმა გულდასმით დამათვალიერებინა მარჯანიშილების ხელშენახები ნივთები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა დედა თამარის, ახლა უკვე წმინდა სქემიღუმენია თამარის ოთახის ხილვამ.

-ეს შენობა, რომელიც XIX საუკუნის I ნახევარშია აგებული. ააშენა კოტე მარჯანიშვილის პაპამ, სოლომონ ჭავჭავაძემ. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა - ელისაბედი და ეკატერინე. უფროსი ელისაბედი ცოლად გაჰყა ქუთაისელ სამხედრო ინჟინერს ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილს, რადგანაც სოლომონს ვაჟი არ ჰყავდა მარჯანიშვილები ყვარელში დარჩნენ. 1872 წლის 9 ივნისს ამ შენობაში დაიბადა კოტე მარჯანიშვილი. იგი გახლდათ მერვე შვილი და პირველი ვაჟიშვილი მარჯანიშვილების.

მეცხრეც ვაჟი ვლადიმერი გახლდათ. საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი არაერთი ქართველი გადაურჩენია მას და დიდ პატივს მიაგებდნენ. საინტერესოა ის, რომ იგი იყო ლოცმანი და საქართველოში პირველი საბავშვო თეატრის დამაარსებელი. ამ დარბაზში განთავსებულია ის ნივთები, რომელიც მარჯანიშვილებს ეკუთვნოდათ. შევეცადეთ წარმოგვედგინა ოჯახური სითბო. მუზეუმის კედლებს ამშვენებს იმ ადამიანების ფოტოები, რომელთა გარემოცვაშიც იზრდებოდა კოტე მარჯანიშვილი. ესენი იყვნენ მისი დეიდაშვილები - აბელიშვილები, მისი მამიდაშვილები მესხები.


სქემიღუმენია თამარი

ეს ოთახი დედა თამარის ხსოვნისადმია მიძღვნილი, - მიამბობს ქალბატონი მზიური. 19 წლის იყო, როდესაც ბოდბის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. 14 წელი მსახურობდა ბოდბეში. ბოლო სამი წელი ამ თოთხმეტი წლიდან, იგი გახლდათ ბოდბის მონასტრის წინამძღვარი. დედა თამარის შესახებ ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წიგნის მიხედვით შემოკლებით შევეცდებით დედა თამარის ცხოვრება და მოღვაწეობა გადმოგცეთ.

KARIBCHE
დედა თამარის ოთახი

"1933 წლის 4 აპრილი თენდებოდა, ბრწყინვალე აღდგომის მეორე დღე. ცნობილი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი განათლების სახალხო კომისარს ანატოლი ლუნაჩარსკის მისივე მიწვევით სახლში ესტუმრა და გვიან ღამემდე შეყოვნდა, არავინ იცის, რის შესახებ საუბრობდნენ. გამთენიისას, სასტუმროში მიმავალი რეჟისორი მანქანაში გარდაიცვალა.

იმ პერიოდში კოტე მოსკოვსა და პეტერბურგში ახალი სპექტაკლების დასადგმელად მიიწვიეს და, ბუნებრივია, საზრუნავიც უამრავი ექნებოდა. თუმცა ამჯერად მის გულსა და გონებაში უფროსი დის - სქემიიღუმენია თამარის ბედზე წუხილი გამეფებულიყო. ამ დროს დედა თამარი სამოც წელს გადაცილებული იყო და მისნაირი სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის შორეულ ციმბირში გადასახლება ლამის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი გახლდათ. უკვე ორი წელი სრულდებოდა, რაც მარჯანიშვილი უშედეგოდ ცდილობდა შორეული გადასახლებიდან მის დროზე ადრე დაბრუნებას. ლუნაჩარსკიმ კარგად უწყოდა ეს, და როგორც ამბობენ, თანაუგრძნობდა კიდეც. ამ საქმეში კოტეს ცეკას აღმასრულებელი კომიტეტის მაშინდელი მდივანი აბელ ენუქიძეც შუამდგომლობდა, თუმცა იმ დროს უკვე მის თავზედაც ცას კუშტად შეეკრა პირი და კოტეს ბოლომდე ვერ აიმედებდა: მე უკვე პოლიტიკურად სანდოდ აღარ მცნობენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ამიტომ სჯობს, ჩემთან შეხვედრებს მოერიდო, ყველაფერს ლუნაჩარსკისგან შეიტყობო.

მარჯანიშვილის ავტორიტეტმა, გარკვეულწილად, ალბათ, იმოქმედა კიდეც კრემლის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებზე. თუმცა სერგო ორჯონიკიძემ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია დედა თამარის გადასახლებიდან დაბრუნებას. Uუფრო მეტიც, უთქვამს: გადაეცით რეჟისორ მარჯანოვს, ურჩევნია, სრულიად დაივიწყოს, და რომ ჰყავსო!
შესაძლოა, კოტეს მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა გადაწყვიტეს, ბოლომდე ებრძოლათ თამარის დასახსნელად და ერთობლივი ძალებით კიდეც უშველეს მას. ესენი იყვნენ მწერალი მაქსიმ გორკი, რომელიც პირადად იცნობდა კოტეს ჯერ კიდევ 1905 - 07 წლების რევოლუციიც მღელვარე დღეებიდან; მხატვარი პავლე კორინი, გორკისა და მისი მეუღლის ახლობელი, რომელიც ახლობლობდა ნკვდ-ს იმჟამინდელ ხელმღვანელთან, გ. იაგოდასთან.


***
1869 წლის პირველ აპრილს, ყვარელელი მემამულის, სოლომონ ჭავჭავაძის ასულს_ელისაბედს და სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც თამარი უწოდეს. Gგოგონას ადრიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ ბრწყინვალე მომავალს: ჭკუით, სილამაზით, გონიერებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ თამარს არც აღზრდა_განათლება აკლდა. კავკასიის ქლათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მუსიკალური ცხოვრება და საკონცერტო დარბაზები არასდროს იქცევა თამარის მომავალი მოღვაწეობის ასპარეზად. ჯერ მამის, ალექსანდრე მარჯანიშვილის, მოგვიანებით კი დედის, ელისაბედ ჭავჭავაძის გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში მოხვდა ოცი წლის თამარ მარჯანიშვილი ბოდბეში, სადაც სულ ახალი გახსნილი იყო დედათა მონასტერი. . .

ტაძარში ფეხის შედგმისთანავე გონებაში გაუელვა: მეც მონასტერში დავრჩები, აქ ვიცხოვრებ და მონაზონი გავხდები!. . . თამარი აღფრთოვანებულია, უცნაური მადლითა და სიხარულით გულსავსე, ფრთაშესხმულია და ვერც მალავს საკუთარ განწყობილებას. ახლობლებთან და მეგობრებთან აცხადებს, რომ მონასტერში აპირებს ცხოვრებას. თამარს უკვე აღარ შეუძლია ძველებურად ცხოვრება. ცდილობს, მუდმივად დაესწროს ღვთისმსახურებას, ესწრაფვის განმარტოებას, გაურბის ხალხმრავალ და ხმაურიან თავყრილობებს, თუმცა თითქმის იძულების წესით დაჰყავთ სპექტაკლებსა თუ კონცერტებზე. მოგვიანებით დედა თამარი იხსენებდა: თეატრში ვიჯექი, ჯიბეში კი სკვნილს ვმარცვლადი. ნათესავებმა და "გულშემატკივრებმა" ყველანაირ ხერხს მიმართეს, შინაპატიმრობასაც კი, მაგრამ 1889 წლის გვიანი შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს მან შეძლო სახლიდან უჩუმრად გამოსვლა.

ასე დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება ოცი წლის თამარ მარჯანიშვილმა. მონასტერში მოსვლის დღიდან იგი იღუმენია იუბენალიას (ლოვენეცკაია) თანამესენაკე იყო, უძღვებოდა საკანცელარიო საქმეს, რეგენტობდა და წინამძღვრობამდე მონასტრის ხაზინადარის მოვალეობასაც ასრულებდა. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღკვეცეს და იუბენალია უწოდეს. 1902 წელს კი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს და ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1889 წლიდან, ბოდბეში დედათა მონასტრის განახლების შემდეგ, სავანე მთლიანად რუსული ყაიდისა იყო. 1903 წელს, როდესაც მონასტრის წინამძღვარი უკვე იუბენალია II (ასე უწოდებდნენ თამარ მარჯანიშვილს იღუმენია იუბენალია ლოვენეცკაიასგან გასარჩევად), 121 მონაზონში მხოლოდ ოთხია ქართველი, მათ შორის იღუმენია მარჯანიშვილის თანამესენაკე, 26 წლის ელენე ვაჩნაძე (შემდგომში იღუმენია ნინო), რომელიც 1917-24 წლებში ბოდბის მონასტერს წინამძღვრობდა. თამარისა და ნინო ვაჩნაძის სულიერი ურთიერთობა და მეგობრობა გახდა ის მთავარი ღერძი, რომლის ირგვლივაც შემდგომში თავი მოიყარა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ.

1902-1907 წლები, როდესაც ბოდბის მონასტერს იღუმენია იუბენალია II (მარჯანიშვილი) წინამძღვრობდა, უმძიმესი წლებია რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოსა და ქართული ეკლესიისათვის. თითქმის საყოველთაოდ აკრძალულია წირვა_ლოცვა ქართულ ენაზე, 1907 წელს ეს აკრძალვა შეეხო თბილისის სიონსაც, ბოდბესა და ბათუმს.

1906 წელს მარჯანიშვილს ბოდბის მონასტრიდან ნოვგოროდის ეპარქიაში გადაყვანა დაუპირეს, რაც იმ პერიოდში ვერ შეძლეს, თუმცა რუსეთის სინოდმა ქართველ იღუმენიას ბოდბის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში პედაგოგიური მოღვაწეობა აუკრძალა. იღუმენია მარჯანიშვილს, მართალია, რუსული განათლების მქონეს, მაგრამ ქართველ დიდგვაროვანთა შთამომავალს, ილია ჭავჭავაძის იდეების თაყვანისმცემელს და მის ახლობელს, ბუნებრივია, ცარისტული პოლიტიკის მესვეურები ბოლომდე ვერ ენდობოდნენ. არადა, "ახალგაზრდა კავკასიელი იღუმენია",

როგორც რუსულის სასულიერო წრეების წარმომადგენლები უწოდებდნენ მარჯანიშვილს, გონიერებით, ნიჭით, ენერგიითა და პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ადამიანი, წინამძღვრობისათვის ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატურა იყო. აქვე გავიხსენებთ, რომ როდესაც 33 წლის თამარ მარჯანიშვილმა მტკიცე უარი განაცხადა წინამძღვრის მძიმე ჯვარზე, სამასამდე მონაზონმა და მორჩილმა ერთხმად სტხოვა ახალგაზრდა იუბენალიას, მათი სულიერი დედობა ეტვირთა. რუსეთის სინოდისა და საქართველოს საეგზარქოსო ხელმძღვანელები დაჟინებით და ერთხმად შეაგონებდნენ იუბენალია II-ს, ბედს დამორჩილებოდა. სინოდის ობეტპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა წერილობითაც კი დაასაბუთა, "თუ რატომ იყო სასურველი ბოდბის მონასტერში ახალგაზრდა იუბენალიას დატოვება".

არქივში მრავლადაა შემორჩენილი წერილები, რომელთა ტონი ზოგჯერ საყვედურნარევიც კია: როგორც თქვენი მაღალყოვლადუსამღვდელოებისთვისაა ცნობილი, უწმიდესი სინოდის სასწავლო საბჭომ ყველა ორკლასიანი სკოლის ასაშენებლად გამოყო თანხა, ჩვენთვის კი არ გამოუყვია, ამიტომ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას უმორჩილესად ვთხოვ, გვიშუამდგომლოთ, რათა ჩვენი სკოლისთვისაც იგივე თანხა გამოყონ, რაც დანარჩენი ორკლასიანი სკოლისთვის იყო გათვალისწინებული.

1907 წლის შემოდგომაზე, ილია მართლის მკვლელობიდან სამიოდე თვის შემდეგ დედაქალაქიდან მონასტერში მომავალი ბოდბის სამგზავრო ეკიპაჟს თავს დაესხა შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი. ეტლში იჯდა იღუმენია მარჯანიშვილი რძალთან, ორ - ხუთი და შვიდი წლის გოგონასთან და მორჩილ ელენე ვაჩნაძესთან ერთად. იღუმენიამ მაშინვე განაცხადა, რომ თავდასხმა მის წინააღმდეგ იყო მიმართული და ეტლიდან გადასვლა გადაწყვიტა, რათა თანამგზავრნი სიკვდილისაგან ეხსნა, მაგრამ ამ უკანასკნელთ არაფრით დაანებეს.

რამდენიმე წუთში ოთხივე ცხენი უსულოდ ეგდო მიწაზე, მეეტლე და ცხენოსანი დაცვის რაზმელი დაიღუპნენ, კონდუქტორი და მსახური მძიმედ დაიჭრნენ, ეტლი თითმის მთლიანად დაეცხრილა ტყვიებს, მინები ჩამსხვრეულიყო, იატაკი ცარიელი მასრებით იყო მოფენილი, შიგ მსხდომთაგან კი არავინ დაშავებულა. მეორე დღეს დედა იღუმენია უკვე თანაგრძნობის დეპეშებს ირებდა. მათში იყო "მანუგეშებელი" ტელეგრამაც პეტერბურგიდან, მიტროპოლიტი ვლადიმერის ხელმოწერით: გამხნევდით, გადაყვანილი იქნებით მოსკოვში~. სულ რაღაც ათიოდე დღეში ეს დაპირებაც შესრულდა. სინოდმა იღუმენია მარჯანიშვილი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვის პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად დანიშნა ანუ რუსეთში გადაასახლა.

***
იღუმენია მარჯანიშვილს ჯერ კიდევ 1906 წელს აიძულებდა რუსეთის უწმინდესი სინოდი, დაეტოვებინა ბოდბის მონასტერი, მაშინ ეს უთანხმოება რამდენიმე თვეში დასრულდა და იგი მონასტრის წინამძღვრად დატივეს, თუმცა საეჭვოდ ჩამოაშორე ქალთა სკოლას. 1906 წლის 6 აპრილის ბრძანებით, რუსეთის უწმინდესმა სინოდმა ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იუბენალია (მარჯანიშვილი) ნოვგოროდის ზვანსკის დედათა მონასტრის წინამძღვრად და ამავე მონასტერთან არსებული დერჟავინის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის ხელმძრვანელად დაინიშნა. ბოდბეში მონასტრის დროებითი განმგებლობა დაევალა მონაზონ ფილარეტას, რომელიც ხაზინადარიც იყო და გადაწყდა, სასწრაფოდ ჩაეტარებინათ ახალი წინამძღვრის არჩევნები.

1906 წლის 10 აგვისტოს საბოლოოდ გადაწყდა საკითხი: "უწმიდესი სინოდის 8558 ბრძანებულებით მონასტრის წინამძღვარი და ამავე მონასტერთან არსებული დერჟავინის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის ზელმძღვანელი იღუმენია იუბენალია გადაყვანილ იქნას საქართველოს ეპარქიაში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრად და დათხოვნილ იქნას სასულიერო - სასწავლო სამსახურიდან".
თამარ მარჯანიშვილის მიდრეკილება განმარტოებული, დაყუდებული ცხოვრებისაკენ ბოდბეშივე გამოჟღავნდა. სულ ახალმოსული იყო მონასტერში, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად სავანიდან მოშორებით უჩუმრად რომ დაიწყო გამოქვაბულის თხრა. გულწრფელად ფიქრობდა, რომ მალე დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგებოდა.

პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით, სამშობლოდან მოწყვეტილს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განუცხადა თავისი წმინდა ნება, დაეარსებინა განდეგილ დედათა სავანე და თავადვე ექინამძღვრა იქ მოღვაწეობის მსურველთათვის.
სერაფიმე-ზნამენსკი სკიტი 1910-1912 წლებში შენდებოდა. ამ საქმეში თამარ მარჯანიშვილს მხარში ედგა საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელი, სერგი რომანოვის ქვრივი და დედოფალ ალექსანდრას და, მართა-მარიამის სავანის დამაარსებელი და წინამძღვარი, რუსული ეკლესიის მიერ დრეს უკვე წმინდანად შერაცხილი ელისაბედ თეოდორეს ასული, რომელთანაც თამარს გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდა. რუსეთის უმაღლესი არისტოკრატიული წრეების წარმომადგენლებს და რუსეთში მოღვაწე ქართველებს თამარი ჯერ კიდევ პეტერბურგში,

ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლისას დაუახლოვდა. იმ დროს ქართველებმა სატახტო ქალაქში სათვისტომოც კი შექმნეს. სერაფიმე - ზმანესკი სავანემ 1924 წლამდე იარსება, ვიდრე ბოლშევიკური დარბევის მსხვერპლი გახდებოდა. ეპისკოპოსი არსენიც (ჟადანოვსკი) წერს: როდესაც ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომისიამ სავანე ინახულა, განცვიფრდა იმ მაღალი იდეით, რაც მასში იყო ჩადებული, რომელშიც ეწერა: "სერაფიმე - ზმანესკი სავანე თავისი ინდივიდუალურ - თვითმყოფადი შინაგანი და გარეგანი წყობით განსაკუთრებულ ყურადღებას და დაცვას იმსახურებს, როგორც იშვიათი საეკლესიო ძეგლი". ამ სავანეში მოღვაწეობისას მარჯანიშვილი დიდ სქემაში აღკვეცეს.

1915 წლის 21 სექტემბერს იღუმენია იუბენალია სქიიღუმენია თამარი გახდა. აღკვეცაზე კურთხევა მხოლოდ იმ პირობით მისცეს, რომ სავანის წინამძღ რობაზე უარს არ იტყოდა. 1931 წლის ზაფხულში დედა თამარი დააპატიმრეს. 1924 წელს წამოყენებული ბრალდებისგან (ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებთან კავშირი) განსხვავებით, ამჯერად საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისა და კოლექტივიზაციის წინააღმდეგ გამოსული გლეხებისადმი თანაგრნობა ჩაუთვალეს დანაშაულად. განაჩენის გამოტანის შემდეგ იგი ციმბირში, ირკუტსკიდან ორასი ვერსის დაშორებით გადაასახლეს.

***
კოტე მარჯანიშვილის მოულოდნელი სიკვდილიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ სქიიღუმენია თამარი ვადაზე ორი წლით ადრე დააბრუნეს გადასახლებიდან და უფლება მისცეს, მოსკოვთნ ახლოს, სადგურ "პიონერსკაიაზე", პატარა სახლში ეცხოვრა. ციმბირში ყოფნისას ყელის ტუბერკულიოზიც აღმონდა და უკვე ძალზე სუსტად გრძნობდა თავს. სწორედ აქ გარდაიცვალა 1936 წლის 10 (23) ივნის, 67 წლის ასაკში. დაკრძალულია მოსკოვში, ვედენიმოს სასაფლაოზე. რუსულმა სინოდმა გადაწყვიტა დედა თამარის კანონიზირება, მაგრამ ცოტა გაუგრძელდათ ამ გადაწყვეტილების მიღება.

***
მისი სულიერი შვილი მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა) წერდა: "ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობდით სულიერებას. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლასა და დალაპარაკებას. მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უკეთ, მორიდება, შიშნეულობა, მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი საოცრად დიდრონი შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეს მაინც შეენარჩუნებინა არაჩვეულებრი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა კავკასია, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. უყვარდა სამშობლო, მონაზვნები და ბავშვები".

ბეჭდვაელფოსტა
15.10. 2017
ლევანი
თეა ცაგურიშვილო ძალიან კარგი ისტორია გაგვაცანი მაგრამ გთხოვ ქართულად სწორად სწერო.
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat