ღირსგყოს უფალმა თავისი სასუფევლისა
ღირსგყოს უფალმა თავისი სასუფევლისა
წმინდა მართალი მართა ქალაქ ანტიოქიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. მშობლები გათხოვებას ურჩევდნენ, მას კი ქალწულებრივი ცხოვრება სურდა. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ნანახმა საღმრთო ხილვამ აიძულა, მშობლების სურვილს დასთანხმებოდა. წმინდა იოანე ნათლისმცემელმა აუწყა, რომ ვაჟი შეეძინებოდა. მართლაც მან შვა ძე, წმინდა სვიმეონ მესვეტე. ადრე დაქვრივებულმა მართამ მთელი ყურადღება შვილის აღზრდას დაუთმო. ევედრებოდა ღმერთს, მიეღო თავის მსახურად, ისევე როგორც წმინდა სამუელი მიიღო წმინდა ანა წინასწარმეტყველისგან.

ერთხელ შვილის მომავალზე ფიქრში გართულს მიეძინა და იხილა: თითქოს ფრთები ჰქონდა, ცისკენ მიფრინავდა, ხელში ყრმა ეჭირა, რათა უფლისთვის ძღვნად მიერთმია და თან ამბობდა: "მინდოდა, შენი ასეთი ამაღლება მენახა, შვილო! დაე, მშვიდობით განმიტეოს უფალმა შემოქმედმა ჩემმა. რამეთუ ვპოვე მადლი მის წინაშე და ღირსმყო მიმეძღვნა მისთვის ნაყოფი მუცლისა ჩემისა". ამ ხილვას, სხვა გამოცხადებასთან ერთად, მართა გულის სიღრმეში ინახავდა და მადლობდა ღმერთს. ის მუდამ ღვთის ტაძარში იმყოფებოდა, არ აკლდებოდა საღმრთო ლოცვებს. ხოლო როცა უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებოდა, ხშირად უნახავთ მისი სახე გაბრწყინებული, როგორც ოდესღაც სახე მოსესი.

შუაღამისას წამოდგებოდა და წმინდა ლოცვას, ამ უსისხლო მსხვერპლს, შესწირავდა უფალს. გონებით ღმერთში სუფევდა, იგი უყვარდა მთელი სულით. უსაზღვროდ მოწყალე იყო გლახაკების მიმართ. აცმევდა შიშველს და აპურებდა დამშეულს. ხშირად ეწვეოდა საავადმყოფოებს და ემსახურებოდა გლახაკებს, ხოლო მიცვალებულისთვის თვითონვე ამზადებდა დასამარხ სამოსს. ასევე თავისივე ხელით შეკერილ თეთრ სამოსელს გასცემდა ახალნათელღებულებისთვის. იყო მშვიდი, მდაბალი, უბოროტო, არავის უნახავს განრისხებულა ანდა ვინმესთან მოკამათე, მწუხარე. ამასთან დაიმარხავდა ბაგეს მრავალმეტყველებისგან, მხოლოდ აუცილებელს თუ იტყოდა. უყვარდა დუმილი, ასე ასწავლიდა გონებას ღვთისმეტყველებას. მისგან უქმი სიტყვა ანდა სიცრუე არავის სმენია. წმინდა მართა მოჩხუბართა მომრიგებელი, უწესოდ მცხოვრებთა დამრიგებელი და თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით სამაგალითო გახლდათ. ალბათ სწორედ ასეთ დედას უნდა ეშვა და გაეზარდა ღირსი მამა სვიმეონ მესვეტე.

როცა უკვე წმინდა სვიმეონი საკვირველ მთაზე სვეტზე იღვწოდა, ძილ-ღვიძილში წმინდა მართას გამოეცხადა წმინდა მოციქული ტიმოთე, წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად, რომლისადმი მართას უფლისა და ღვთისმშობლის მერე განსაკუთრებული სასოება ჰქონდა და რწმენით ევედრებოდა ყოველდღიურად.

წმინდა იოანემ უთხრა: "მე ყოველთვის გშუამდგომლობდი ღვთის წინაშე და არასოდეს დაგიტევებო". შეშინებულს და გახარებულს გაეღვიძა წმინდა მართას და ღმერთი ადიდა. ყველაფერი უამბო შვილს.

უამრავი სნეული მიჰყავდათ წმინდა სვიმეონის სვეტთან, რომლებიც ღირსი მამის ლოცვით იკურნებოდნენ. ამდენი სასწაულის მნახველ წმინდა მართას გულში შიში უჩნდებოდა, ვაითუ ჩემი შვილი ხიბლში ჩავარდესო. ევედრებოდა ღმერთს და სვიმეონის ეშმაკთაგან დაცვას სთხოვდა, ხოლო ამავე დროს თავის ვაჟს ეუბნებოდა: "შვილო, ყველაფრისთვის განადიდე ღმერთი, რომელიც შენს მიერ მოქმედებს. გახსოვდეს შენი უძლურება და დიდი ყურადღებით დაიცავი გულიო".

მრავალი წელი იცხოვრა წმინდა ღვთივსათნო ცხოვრებით. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ძილსა შინა წმინდა დედამ უამრავი ზეციური ანგელოზი იხილა, რომელთაც ხელთ სანთლები ეპყრათ. ანგელოზებმა უთხრეს: "ერთი წლის შემდეგ გაგათავისუფლებთ ხორცთაგან და წაგიყვანთ უფლის მიერ შენთვის აღთქმულ განსასვენებელშიო". იგივე განეცხადა წმინდა სვიმეონსაც.

როცა მიილია ბოლო წელი წმინდა მართას ღვთივსათნო ცხოვრებისა, იგი თავისი ვაჟის მოსანახულებლად მივიდა. წმინდა სვიმეონმა სთხოვა: "დედაო ჩემო, მაკურთხე მე, როგორც აბრაამმა აკურთხა ისააკი!" "მე კი შენთან კურთხევისა და ლოცვისთვის მოვედი, - უთხრა წმინდა მართამ, - სამი თვეღა დამრჩა ამ წუთისოფელში და წავალ ჩემს უფალთან, რომელმან გამოგიყვანა ჩემი წიაღიდან. მანვე მოგცეს კურთხევა და ლოცვა თვისი, რათა კეთილად დაასრულო დაწყებული მოსაგრეობა, ღირსგყოს უფალმა თავისი სასუფევლისა".

ამას ტრილით ამბობდა წმინდა მართა. ატირდნენ იქ მყოფი ძმები, მორჩილნი წმინდა სვიმეონისა: "დაე იცოცხლოს სულმა შენმა და ადიდოს უფალიო", - გაიძახოდნენ.

ის კი იტყოდა: "თუ ასე არ მოხდება, როგორც ვთქვი, ცრუდ ჩათვალეთო".

- ჩვენ შენგან კურთხევას გამოვითხოვთ, - უთხრა წმინდა სვიმეონმა, - ეს სიტყვები კი მტკივნეულია ჩვენი გულისთვის.

- უფლისაგან კურთხეულებო, - უთხრა წმინდა მართამ, - კურთხეულია მაკურთხეველი თქვენი.

ამ სიტყვებზე იქ მყოფნი დაემხნენ მის წინაშე, წმინდა მართაც დაემხო და კურთხევა აიღო მათგან. დედის წასვლიდან მეორე დღეს წმინდა სვიმეონმა თქვა:

- მართლაც მოახლოვდა ამ სოფლიდან განსვლა ჩემი დედისა და ქალბატონისა. წუხელ ხილვა ვნახე. ჩემს წინ მდგარ ტახტზე იჯდა დედაჩემი. ჩვენ მის გარშემო ვიყავით შეკრებილნი. ის დამრიგებლურად წარმოთქვამდა პირველ ფსალმუნს: "ნეტარ არს კაცი..." ამის გარდა, იგი დედაშვილურად გვარიგებდა. მერე წამოდგა და ჩვენზე წინ შევიდა ეკლესიაში, ხელთ გაბრწყინებული ჯვარი ეჭირა, ჩვენ კი ფსალმუნთა გალობით მივყევით".

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წმინდა მართა კვლავ მივიდა შვილთან დასამშვიდობებლად. წმინდა დედამ ახლა უკვე განცხადებულად მოუთხრო მას ყველა საღმრთო ხილვა. მოუთხრო თავის დაფარულ ღვაწლზეც. წმინდა მართამ ის ღამე სვეტთან გაატარა. მიეძინა. სულით კვლავ აღტაცებულ იქნა ზეციურ ქვეყანაში და დაინახა მშვენიერი პალატი, საკვირველი და დიდებული, ენით გამოუთქმელი სილამაზისა. იმ დროს, როცა ის ამ პალატში დადიოდა და ტკბებოდა ხელთუქმნელი შენობის ჭვრეტით, იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ორ ბრწყინვალე ანგელოზთან ერთად. უფლის დედამ ჰკითხა: "ასე რატომ ხარ გაოცებული?" წმინდა მართამ, გახარებულმა, კრძალვით თაყვანისცა ზეცურ დედოფალს და უპასუხა: "რას ფიქრობ, ვისთვის არის გამზადებული ეს პალატი?" - ჰკითხა ღვთისმშობელმა. "არ ვიცი, ქალბატონო", - უპასუხა მართამ. "ნუთუ არ იცი, რომ ეს არის ადგილი განსვენებისა, რომელიც ააგო შენმა ვაჟმა და ამიერიდან შენ გეკუთვნის, - უთხრა ღვთისმშობელმა და დასძინა, - ეს დიდება მოგეცემა, რადგან უფლის შიშით განვლე საკუთარი ღვთივსათნო ცხოვრება. გსურს იხილო კიდევ უფრო აღმატებლად დიდებული ადგილნი?" ღვთისმშობელმა გაყოლა უბრძანა. მაღალ, ზეციურ ადგილზე ავიდნენ და ღვთისმშობელმა დაანახა პირველზე უფრო მშვენიერი პალატი.

- ესეც შენმა შვილმა ააგო, - ბრძანა ღვთისმშობელმა, - მანვე მესამე პალატის მშენებლობაც დაიწყო.

მერე კი უფლის დედამ წმინდა მართა აღმოსავლეთ მხარეს წაიყვანა და დაანახა სამოთხე, სადაც ხარობდნენ მამათა და დედათა ქორონი.

- ეს ადგილი კი ჩემმა ძემ მათ უბოძა, ვინც უმანკოებით, სიმართლითა და ღვთის მცნებათა დაცვით იცხოვრა, გულმოდგინედ, უხვად გასცემდნენ მოწყალებას, ამიტომაც შეიქმნენ ღირსნი უფლის წყალობისა.

ეს ხილვა წმინდა მართამ შვილს უამბო.

კვირა დღეს წმინდა მართა უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარა. ის დღე წმინდა სვიმეონთან და მის მოწაფეებთან ერთად ღვთივსულიერ საუბარში გაატარა. ორშაბათს ცრემლითა და ტირილით გამოემშვიდობა მათ და დაბა ტიბირინტში წავიდა, რომელიც სამი სტადიონით იყო დაშორებული საკვირველი მთიდან. ამ სოფლის მკვიდრნი პატივს მიაგებდნენ წმინდა მართას. სთხოვეს, - დაღლილი ხართ და ჩვენთან დაისვენეთო. ის ღამე იქ გაათენა, მეორე დღეს ისე იყო დასუსტებული, რომ უკვე ოთხთვალათი წაიყვანეს ანტიოქიაში, შინ. ოთხშაბათს, 5 ივლისს, სული თვისი ჩააბარა უფალს. სიკვდილის წინ დაიბარა, - იმ ადგილას დამკრძალეთ, სადაც მწირებსა და გლახაკებს მარხავენო.

წმინდა სვიმეონმა გამოცხადებით შეიტყო დედის გარდაცვალება, მოწაფეები გაგზავნა ანტიოქიაში, რათა დედის წმინდა სხეული საკვირველ მთაზე გადმოესვენებინათ და თავის სვეტთან დაეკრძალათ. წმინდა მართაზე მოგვითხრობენ, როცა მისი სული სხეულს გაეყარა, ზოგიერთმა იქ მყოფმა იხილა, როგორ გაიღიმა წმინდა მართამ და მის ბაგეთაგან მოესმათ: "დიდი მადლი მივიღე ღვთისგან და გამოუთქმელ სინათლესა და სიხარულში ვიმყოფებიო". იქ მყოფნი შეძრწუნდნენ და გაიფიქრეს, - წმინდა მართამ შვილის ლოცვით მიიღო ღვთისგან წყალობაო. წმინდა მართამ მათ უთხრა, რომ ღვთისაგან წყალობა არა იმდენად შვილის ლოცვის გამო, არამედ თავისი მოსაგრე ცხოვრებით მიიღო, ვინაიდან დიდ მოთმინებასა და თავშეკავებას იჩენდა მარხვისას, ღვთის მცნებებს მოშურნედ აღასრულებდა და მთელი გულით შეიყვარა ღვთისმშობელი.

წმინდა მართას ნეშტი პარასკევს დიდი პატივით მხრებით გადაასვენეს საკვირველ მთაზე. კუბოს მტვირთველები ამბობდნენ, რომ მიცვალებულის სხეული უჩვეულოდ მსუბუქი იყო, თითქოს თავისით მიაბიჯებდა ჰაერშიო. ერთ ახალგაზრდას უყურებია, - კუბოს გარშემო მოტრიალე ანტიოქიელებს სურდათ მხარი შეედგათ მიცვალებულისთვის და დაუცინია: "რა სარგებელია მკვდრის შეხებაო". მაშინვე დასნეულებულა, ენა წართმევია და წმინდანის კუბოსთნ მიახლოებითღა უპოვია კურნება ოცდაათი დღის მერე.

მიასვენეს სვეტთან წმინდა მართა, ის ღამე ლოცვაში გაატარა ხალხმა. ღამით წმინდა სვიმეონის ორმა მოწაფემ ცხადში ბრწყინვალე სამოსით მოსილი იხილა წმინდა მართა. "ნუ გეშინიათ, - უთხრა მან მოწაფეებს, - უფალმა მკვდრებში კი არ შემრაცხა, არამედ ცოცხლებთან ჩამწერა. მოვედი, რათა ეშმაკთან ბრძოლაში დაგეხმაროთ, სძლიოთ მას და საუკუნო სიცოცხლე მიიღოთ". გარდაცვლილს სახე შეეცვალა, უფრო ახალგაზრდული და მშვენიერი გაუხდა. დაკრძლავის მერე, როცა კვირის მწუხრი აღესრულებოდა, წმინდა სვიმეონის ერთმა მოწაფემ იხილა სვეტის თავზე ბრწყინვალე სამოსით და სახით მდგარი წმინდა მართა. ქვევით კი ქერუბინთა ეტლი იდგა, ექვსფრთოვან არსებათაგან ტვირთული.

- მადლობა შესწირე უფალს, შვილო, - უთხრა მას წმინდა სვიმეონმა, - რომელმაც ღირსგყო ქერუბიმთა ეტლის ხილვისა.

წმინდა მართას დაკრძალვის მერე მის საფლავზე გაუქრობლად ენთო კანდელი. მაგრამ მერე მას ყურადღებას აღარ აქცევდნენ. წმინდა სვიმეონი დუმდა, რათა მისი ნათქვამი დედისადმი უზომო სიყვარულად არ ჩაეთვალათ.

ამ დროს სავანის ეკონომოსი ავად გახდა. სიკვდილის პირას მისულს წმინდა მართა გამოეცხადა: "რა მიზეზით აღარ ანთებ ჩემს ლამპარს? იცოდე, რომ მე არ მჭირდება იგი, რადგან ჩემი უფლისგან ზეციური სინათლის ხილვის ღირსი გავხდი. თქვენ ჩემს საფლავზე კანდელის ანთებით საკუთარ სულის ცხონებას შეეწევით. ამით უფალთან შუამდგომლობისთვის აღმძრავთო". მერე კი მარჯვენა ხელით შეეხო და უთხრა: "იცოცხლე და იყავ ჯანმრთელი". ამის მერე იკონომოსი სრულიად გამოჯანმრთელდა. წმინდა მართას საფლავიდან კი უამრავი სასწაული ხდებოდა. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.

წმინდა მართას ხსენება დედაეკლესიამ ძველი სტილით 4 ივლისს დააწესა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat