საქართველოს მანათობელი მზე
საქართველოს მანათობელი მზე
წმინდა თამარ მეფე
ვინ იყო თამარ მეფე, ასე რომ შეიყვარა ქართველმა კაცმა? საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანადაც შერაცხა და ჩვენი სამშობლოსა თუ თითოეული ჩვენგანის მარადიულ მფარველად აღიარა. ძნელია, სრულად შეაფასო ამ ბუმბერაზი პიროვნების ღვაწლი.

თამარი - მეფე, თამარი - დიდი მოღვაწე, თამარი - დედა, წმინდა თამარ მეფე - თავმდაბალი პიროვნება... უფლისთვის სათნო თვისებებით შემკულმა თამარ მეფემ სწორედ სიმდაბლით მოიპოვა ღვთის წყალობა. ღვთიურმა მადლმა გააბრწყინა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და მარადიული უხრწნელი შარავანდედით შეამკო მისი სამეფო გვირგვინი.

საოცარია ადამიანის ცხოვრება! მიუხედავად იმისა, რომ თამარის მეფედ კურთხევის ჟამს საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მტერი ხშირად გვესხმოდა თავს. ეგონათ, რაკი ქვეყანას ქალი მართავდა, ადვილად დაამარცხებდნენ, გადატეხდნენ წელში. ის კი ავიწყდებოდათ, რომ თამარ მეფის დედობრივი სიყვარულით ანთებული ლოცვა ერთიორად აძლიერებდა ქართველ ერს.

ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, როგორ ამზადებდა ჯარს წმინდა მეფე ბრძოლის წინ. ყოველ ჯარისკაცს ავედრებდა უფალს, მთელი ჯარი მიჰყავდა ეკლესიაში, ღვთისმსახურთ დაალოცვინებდა, აზიარებდა მაცხოვრის წმინდა სისხლსა და ხორცს, მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდა ბრძოლის ველზე. თვითონ მეფე კი ფეხშიშველა მონასტერში მიდიოდა, სადაც დღესა და ღამეს განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა. აი, ასეთი იყო წმინდა მეფე თამარი, ჩვენი ერისთვის გულმხურვალე მლოცველი.

გულმოწყალე მეფე ამქვეყნიურ სიმდიდრესა და ფუფუნებას არ მიელტვოდა. მუდამ ცდილობდა, სიკეთე ეკეთებინა და მოეხვეჭა წარუვალი, უხრწნელი საუნჯე, რათა გაემდიდრებინა სათნოებათა სკივრი, რომელიც უფლისთვის უნდა წარედგინა საშინელ სამსჯავროზე.

წმინდა თამარ მეფის მთელი ცხოვრება დაუღალავი შრომა იყო. ერთხელ ხილვა ჰქონდა: იდგა ორი ტახტი - ერთი დიდებული, ბრწყინვალე, მეორე კი მომცრო. თამარი დიდისკენ გაემართა, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და უთხრა, ეს არ არის შენი ტახტი, მეორეაო. "ჩემზე აღმატებული განა არის ვინმე ამ სახელმწიფოშიო?" - გაუკვირდა მეფეს. "არის - შენი მსახური და ეს დიდებული ტახტიც მას ეკუთვნისო", - მიუგო ანგელოზმა. "რით დაიმსახურაო?" - დაინტერესდა თამარი. "თორმეტ მღვდელს მოუქსოვა და შეუკერა სამოსელი და ამ შესამოსლით თორმეტ ტაძარში სრულდება წირვა წმინდა ტრაპეზის წინ, ამიტომ ღმერთმა შეიწირა ეს შესაწირიო", - მიიღო პასუხად. წმინდა მეფემ დილით ადრიანად იხმო მსახური და ჰკითხა, მართლა შესწირა თუ არა თორმეტ მღვდელს შესამოსელი. "მართალია, - მიუგო მსახურმა, - თუმცა არ ვიცი, რაში შემეწევაო". მაშინ თამარმა ბრძანა, ძაფი მოეტანათ. თვითონაც დაიწყო ქსოვა და თავისი ხელით შეკერა თორმეტი სამღვდელო შესამოსელი თორმეტი ტაძრისთვის შესაწირად.

ბრძენი მეფის გამჭრიახმა თვალმა შენიშნა, რომ საქართველოს დედაეკლესიას დახმარება სჭირდებოდა. იერუსალიმიდან იხმო სიბრძნითა და წმინდა ცხოვრებით სახელმოხვეჭილი მცხეთის ყოფილი კათალიკოსი, შეკრიბა მთელი სამეფოს ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი, მეუდაბნოენი და საღმრთო სჯულში განსწავლულნი. თვითონაც მიბრძანდა კრებაზე, სიმდაბლით ეამბორა მამებს, როგორც უბრალო, რიგითი პიროვნება, და ასეთი სიტყვებით მიმართა: "წმინდანო მამანო, უფალმა დაგადგინათ მოძღვრებად და განმგებლებად ეკლესიისა და თქვენ მოგთხოვთ პასუხს ჩვენი ცხონებისთვის. დიდი ყურადღება მიაქციეთ ქრისტიანთა ცხოვრებას, კეთილი მხარე ამ ცხოვრებისა განამტკიცეთ, ხოლო რაც უგვანი და ბოროტია მასში, უთუოდ მოსპეთ, მოკვეთეთ და სასტიკად აკრძალეთ. გასწორება ჩემგან დაიწყეთ, ნუ მოერიდებით მთავრებს მათი დიდკაცობის გამო და ნურც უბრალო პირებს შეურაცხყოფთ იმის გამო, რომ უბრალონი არიან. თქვენ კეთილი დაადგინეთ, მე კი შესრულებაში დაგეხმარებით; თქვენ სწავლა მოგვეცით, მე კი თქვენს სწავლას შევითვისებ და სხვებსაც შევათვისებ; თქვენ მაგალითი დაგვიყენეთ წინ, მე კი მის განხორციელებას ვიდებ თავს. ორივე მხარემ ხელი ხელს მივცეთ სარწმუნოების დაცვაში, რომ ღვთის პასუხისგებაში არ ჩავცვივდეთ - თქვენ, როგორც მღვდლები, მე, როგორც მეფე; თქვენ, როგორც უფროსი გამგენი, მე, როგორც უბრალო დარაჯიო".

ღვთისმოშიშებითა და სიმდაბლით შემკულმა მეფემ მაგალითი მისცა ეკლესიის მესვეურებს, რათა ეზრუნათ ქართველთა სულების გადასარჩენად, რადგან გასულ საუკუნეებში მაჰმადიანთა განუწყვეტელ შემოსევებს საზარელი დაღი დაესვა ქართველი ერის სულიერებაზე, მრავალი ბოროტი ჩვეულება შემოჭრილიყო და მოეკიდებინა ფეხი და ვიდრე ღრმად გაიდგამდა ფესვს, იქამდე უნდა ამოძირკვულიყო.

მეფის ამგვარი საქციელით გამხნევებულმა სასულიერო პირებმა ნელ-ნელა განწმინდეს ქრისტიანების ცხოვრება. დედაეკლესიის სათავეში ჩააყენეს კათალიკოსი ნიკოლოზი, რომელიც, თანამედროვეთა ცნობით, მსგავსი იყო წმინდა ნიკოლოზისა. მან განკვეთა უღირსი ეპისკოპოსები და ყველგან, ეკლესიასა თუ ოჯახებში, სასურველი წესიერება დამყარდა.

ახლა ჩვენთვისაც ნათელია, რატომ ბრწყინავდა საქართველო თამარის მეფობის ჟამს. ქრისტიანული სიყვარულით შედუღაბებულმა ქართველებმა უფლის მცნებების აღსრულებით მოიპოვეს ღვთის აურაცხელი წყალობა. ღვთიური საფარველის ქვეშ ხორციელი მტერი ვერაფერს აკლებდა ჩვენს ერს. ზეციდან მადლი უშრეტ წყაროდ მოედინებოდა და ეფინებოდა სრულიად საქართველოს. ამიტომაც იქმნებოდა უდიდესი ძეგლები ხელოვნების ყველა დარგში, - დაწყებული ხუროთმოძღვრებით, დამთავრებული ლიტერატურით, - დღესაც რომ თავს ვიწონებთ მსოფლიოს წინაშე. რაც მთავარია, ქართველი კაცი ყველაფერს უფლის სამსახურში იქმოდა და ჟამთა სვლა ამიტომაც ვერ აყენებდა ზიანს მის შემოქმედებას.

ქართულ ეკლესიას მზის, ვარდის, სიცოცხლის, სიხარულისა და გაფურჩქვნა-აყვავების თვესთან დაუკავშირებია ქართული ცის მანათობელი წმინდა თამარ მეფის ხსენების დღე. ყოველი ქართველის გული ზეიმობს ამ სასიქადულო წმინდანის ხსენებას, ლოცვით ავედრებს სამშობლოს ჩვენი ერისთვის დაუღალავ მოღვაწეს, სანაცვლოდ კი გამოუთქმელ ნუგეშსაც იღებს.

ჟურნალი "კარიბჭე" თავის ერთგულ მკითხველს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს. დაე, მისი დედობრივი ლოცვით განიწმიდოს თითოეული ჩვენგანის გული და ღვთიური ნათლით გაბრწყინდეს ჩვენი მრავალჭირნახული სამშობლო!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat