წმინდა მარიამ მაგდალინელი (I) - 22 ივლისი (4 აგვისტო)
წმინდა მარიამ მაგდალინელი (I) -  22 ივლისი (4 აგვისტო)
მენელსაცხებლე დედები მუდამ მაცხოვრის გვერდით იდგნენ. მათგან ერთ-ერთმა პირველმა მარიამ მაგდალინელმა უჩვენა ღვთისმოსავური მაგალითი სხვებს; თავისი მონდომებითა და ერთგულებით იგი ყველაზე წინ იდგა და ტოლთა შორის საუკეთესო იყო. "და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნენ სულთაგან არაწმიდათა უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალინელი, რომლისაგან შვიდნი ეშმაკნი განსრულ იყვნენ" (ლუკა 8,2).

წმინდა მარიამ მაგდალინელი წარმოშობით გალილეის მდიდარი ქალაქიდან, მაგდალადან იყო. გალილეველები გამოირჩეოდნენ უფლისადმი თავდადებული სიყვარულით. ისინი იყვნენ მგზნებარენი, გულშემატკივარნი, მადლიერნი, პატიოსანნი, მამაცნი, რელიგიის ბავშვური აღტაცებით შემთვისებელნი, უყვარდათ მოძღვრების მოსმენა ღმერთსა და სარწმუნოებაზე, იყვნენ შრომისმოყვარენი, გულღია, პოეტურნი... და მარიამ მაგდალინელი თავის ხალხს ჰგავდა.

წმინდა წერილით - მარიამი მძიმე, უკურნებელი სენით იყო შეპყრობილი. მასში შვიდი ეშმაკი, ლეგეონი ბატონობდა. მიზეზი ამ უბედურებისა არაა ცნობილი. მაცხოვრის მოძღვრების თანახმად, უნდა ვიფიქროთ, რომ მარიამის ეშმაკეულებით შეპყრობა მოხდა არა საკუთარი ცოდვების გამო, არამედ იყო დაშვებული ღვთის განჭვრეტით, რათა უფალს, იესო ქრისტეს, განეცხადებინა უდიდესი სასწაული, ეჩვენებინა მისი გონების განათება, მისი მოქცევა სარწმუნოებისკენ, ქრისტე მაცხოვრისაკენ, მარადიული ნეტარებისაკენ.

თუ არა ასეთი მძიმე ტანჯვა, მარიამ მაგდალინელი შესაძლოა მაცხოვრის საქმეებს არც გასცნობოდა და განზე დარჩენილიყო მათგან, ან მხოლოდ ცნობისმოყვარეობა და განცვიფრება გამოეჩინა ღმერთკაცის სასწაულების მიმართ და ყოველივე ამით დამთავრებულიყო. ცოცხალი და მხსნელი რწმენის გარეშე იგი ვერ შეძლებდა ამაღლებას ღვთისადმი იმ მტკიცე, თავმდაბალი და ჭეშმარიტი სიყვარულით, რითაც დააჯილდოვა უფალმა; მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი თავის მოციქულებზე ადრე სწორედ მას გამოეცხადა. გატანჯულ მარიამს არ შეეძლო, გულგრილი დარჩენილიყო იმ ხმათა მიმართ, რომელიც გავრცელებული იყო საოცარ სასწაულთმოქმედზე, ყოველგვარი უკურნებელი სენის აღმომფხვრელზე და ისიც ისწრაფოდა, ის ეპოვა. იპოვა კიდეც... თან საკუთარი თვალით იხილა ყოველივე - განკურნებულნი, თვალხილული ბრმები, სმენადაბრუნებული ყრუნი, მკვდრეთით აღმდგარნი. ღრმად ირწმუნა მარიამ მაგდალინელმა მაცხოვრის სასწაულთმოქმედება, ყოვლისშემძლეობა. იგი მტკიცე გადაწყვეტილებით მივიდა იესოსთან, სთხოვა განკურნება და რწმენისაებრ მიიღო კიდეც იგი - გათავისუფლდა დემონებისაგან. ღვთიური ნათლით გაბრწყინდა მისი ცხოვრება და მადლიერმა გალილეველმა ამიერიდან თავი მთლიანად მიუძღვნა მაცხოვარს. მისი სული საოცრად სუფთა და ამაღლებული, მადლიერი და თავგანწირული სიყვარულით აინთო იესო ქრისტეს მიმართ და უკვე სამუდამოდ შეუერთდა მას; ყველგან მოუშორებლად თან დაჰყვებოდა, ცდილობდა, შეემეცნებინა მისი დარიგებები; შემთხვევას ეძებდა, რაიმეთი მაინც მომსახურებოდა თავის გამომხსნელს.

ღვთისმოსავი ქალების თავდადებული, უანგარო სამსახური ქრისტესადმი იმ დროს, როცა მაცხოვარს "თავის მისადრეკი" ადგილიც კი არ გააჩნდა, როცა იგი ადამიანებისგან მხოლოდ გაკვირვებას, სიცივეს ან მტრობას გრძნობდა, უდიდესი სიამისა და ნუგეშის მიმნიჭებელი გახლდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარიამ მაგდალინელის საგანგებო სიმტკიცე და უჩვეულო გმირობა. ვერაფერი აბრკოლებდა მაცხოვრისადმი სიყვარულით ანთებულ ღვთისმოსავს. ქრისტეს ტანჯვა-წამების მძიმე დღეებში მარიამმა არნახული გმირობა გამოიჩინა და მაშინ, როცა მოციქულები შეშინდნენ, სიკვდილის შიშით შეპყრობილებმა დატოვეს მაცხოვარი და გაიქცნენ... მარიამ მაგდალინელმა სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალით დაამარცხა შიში და ერთგული დარჩა თავისი სიტყვისა - ყოფილიყო მაცხოვართან თვით ყველაზე მძიმე წუთებში და მასთან ყოფნით, მისი ტანჯვის გაზიარებით შეემსუბუქებინა ეკლიან გზაზე სიარული. როდესაც ჯვარზე გაკრული მაცხოვარი სასტიკად იტანჯებოდა, როცა ბრბოს უგუნურება და ველურობა, იუდეველი მღვდელმთავრების ღვარძლი და ბოროტება უკიდურეს ზღვარს აღწევდა, წამებულის მზერა მისწვდა ღვთისმოსავი ქალების მანუგეშებელ ცრემლებს, რომელთა შორის მარიამ მაგდალინელი პირველი იყო. ცოდვების ბნელ სამეფოში სინათლის სხივმა გაიელვა; ამ სხივმა შვება და სიამე მოჰგვარა უდანაშაულოდ დასჯილ მაცხოვარს... ეს სხივი ღვთისმოსავ ქალთა ცრემლები იყო, დამადასტურებელი იმისა, რომ ჯერ კიდევ მთლიანად არ გახრწნილა, საბოლოოდ არ გადაგვარებულა კაცის ბუნება.

მარიამი მოწიწებით იდგა არა მარტო სასწაულმოქმედი, სახელგანთქმული და დიდებით შემოსილი მაცხოვრის, არამედ დამცირებული, პატივაყრილი, სამარცხვინო ჯვარზე გაკრული, საკუთარი მოციქულების მიერ მიტოვებული ქრისტე ნაზარეველის ფეხებთან. არც სიკვდილის შემდეგ მიუტოვებია, წუთითაც არ მოშორებია იოსებ არიმათიელსა და ნიკოდიმოსს, რომელთაც ჯვრიდან ჩამოხსნეს მაცხოვრის სხეული და სამარხთან მიიტანეს; ესწრებოდა დაკრძალვას და მაშინაც კი, როცა მოახლოებული დიდი დღესასწაულის - პასექის პატივსაცემად მაცხოვრის დაკრძალული სხეული დატოვა, მგზნებარე, მადლიერმა სიყვარულმა ღრმა მწუხარებაში მყოფს აღმოუჩინა წყარო ნუგეშისცემისა. სიყვარულმა აღუძრა დიდი სურვილი, პატივი ეცა უკანასკნელად იუდეველებისგან დამცირებულისთვის... იყიდა ნელსაცხებელი, რათა ქრისტესთვის ეცხო და ამით, ებრაელთა ჩვეულებისამებრ, პატივი ეცა მისთვის. მარიამმა პირველმა წამოიწყო და პირველმა შესრულა ეს საქმე. "ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალინელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა" (იოან. 20,1)... "და ვითარცა გარდახდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალინელმან და მარიამ იაკობისმან, და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მოვიდენ და სცხონ მას..." (მარკ. 16,1) ამიტომ მათ მენელსაცხებლე დედები უწოდეს.

და ჯერ კიდევ ღამის ბინდბუნდში, იმ საშინელი შაბათის შემდეგ, კვირის პირველ დღეს, მიუხედავად იუდეველებისგან მოსალოდნელი დიდი საფრთხისა, მაშინ როცა მაცხოვრის ჯვარცმით სულიერად გატეხილი მოწაფეები შინ ჩაიკეტნენ, მარიამ მაგდალინელი, რამდენიმე ღვთისმოსავი ქალის თანხლებით, უშიშრად გაემართა ქრისტეს სამარხისაკენ. "ვინ გარდაგვიგორვოს ჩვენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?" (მარკ. 16,3), - ერთმანეთს ეკითხებოდნენ შეშფოთებული მენელსაცხებლე დედები.

ფიქრით შეწუხებული და გულდამძიმებული მარიამ მაგდალინელი გამოეყო მათ, წინ წავიდა და როცა გამოქვაბულს მიუახლოვდა, დაინახა, ლოდი უკვე გადაგორებული იყო, შესასველი - თავისუფალია. უპირველეს ყოვლისა, დაიბადა ეჭვი, რომ იესოს სხეული ვიღაცამ აიღო და სხვაგან დაკრძალა. საშინელმა ფიქრმა, რომ მაცხოვრის სხეულს ვერ იპოვიდა და ვერ სცემდა მას უკანასკნელად თაყვანს, პატივს ვერ მიაგებდა, ისე შეაძრწუნა მარიამ მაგდალინელი, რომ დაუყოვნებლივ, გამოქვაბულში შეუსვლელად, უკან, იერუსალიმში გაიქცა, რათა ეს ამბავი მოციქულებისთვის შეეტყობინებინა. იმედი ჰქონდა, ისინი იპოვიდნენ ქრისტეს სხეულს.

მწუხარე და უნუგეშო მარიამმა მაცხოვრის სამარხის ადგილას დაინახა ორი ანგელოზი - "სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერხით, სადა-იგი იდგა გუამი უფლისა იესოსი" (იოან. 20,12). "დედაკაცო, რასა სტირ?" - ეკითხებიან ისინი. "აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი", - პასუხობს მარიამ მაგდალინელი (იოან. 20,13). ანგელოზები ამზადებენ მარიამს ქრისტეს საოცარი აღდგომის შესახვედრად. სხვა მენელსაცხებლე დედებისგან განსხვავებით, ანგელოზებმა მარიამს არ გაუმჟღავნეს ქრისტეს აღდგომა, რადგან უფალმა ისურვა, უშუალოდ მიენიჭებინა მისთვის ბედნიერება - თავად გამოეცხადა მას და აუწყა ეს სასიხარულო ამბავი. უფალმა მარიამი ქრისტეს აღდგომის უშუალო მაცნედ აირჩია. მწარე ფიქრებით მოცულმა მარიამმა თავიდან ვერ შეიცნო გამოცხადებული მაცხოვარი და იოსებ არიმათიელის მებაღე ეგონა: "უფალო! უკეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი" (იოან. 29,15), - შეევედრა მას. უფალმა გულაჩვილებულ მარიამს ნაცნობი, მადლიანი და საამური ხმით მიმართა: "მარიამ!" მარიამ მაგდალინელმა ამ ხმის გაგონებისთანავე იგრძნო ღვთიური მოძღვრის სიახლოვე, ენით გამოუთქმელმა სიხარულმა შეიპყრო და აღფრთოვანებულმა მის ფეხებთან დამხობა დააპირა. ხოლო ქრისტემ შეხების აკრძლავით აამაღლა, აკურთხა მისი გონება, ზრახვები, მისცა გულისხმისყოფა იმისა, რომ მასთან სულიერი ურთიერთობის უმჭიდროესი კავშირი ჯერ არ დამდგარიყო, არამედ დადგებოდა მაშინ, როცა იგი ცად ამაღლდებოდა მამასთან.

მარიამ მაგდალინელი ქრისტეს აღდგომის თვით უფლისგან გამოგზავნილი პირველი მაცნეა, პირველი მახარობელია. სწორედ ამიტომ ეკლესია მას მოციქულთა სწორად აღიარებს. იგი ღირსი გახდა ყველა მოციქულსა და მოწაფეზე უწინ, პირველს ეხილა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. უფლის უშუალო დავალებით მარიამ მაგდალინელი ქრისტეს აღდგომის მქადაგებელ-მახარებელი გახდა მოციქულთათვის.

"ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!" - საზეიმოდ გაისმოდა და გაისმის მთელ მსოფლიოში წმინდა მარიამ მაგდალინელის მიერ პირველად წარმოთქმული და შემდეგ მის მიერვე ქვეყნად გახმაურებული ეს სიტყვები.

ქრისტეს გამოცხადებით და აღდგომის ბედნიერებით მოცული მარიამ მაგდალინელის ქადაგებით მთავრდება მისი მოღვაწეობის აღწერა წმინდა სახარებაში. მისი შემდეგდროინდელი ცხოვრების შესახებ რამდენიმე ადგილობრივი ეკლესია გვაწვდის ცნობებს. ეს ცნობები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მარიამის ერთგული სიყვარულისა და თავდადებული მოღვაწეობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური გადმოცემებით, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს გამოცხადებიდან მის ამაღლებამდე და შემდეგაც მარიამ მაგდალინელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მოციქულებთან იმყოფებოდა. მონაწილეობდა იერუსალიმში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში. განსაკუთრებული მონდომება და თავდადებული სიყვარული გამოიჩინა მან სხვა ქვეყნებში ქადაგებისას. ყველგან, სადაც კი გამოჩნდებოდა, ზეციური წყალობა, სიხარული და ხსნის იმედი შეჰქონდა.

იტალიასაც ესტუმრა, წარუდგა იმპერატორ ტიბერიუს პირველს, აღმოსავლეთში გავრცელებული ჩვეულების თანახმად, წითლად შეღებილი კვერცხი მიართვა: "ქრისტე აღსდგა!" იმპერატორს არ გაჰკვირვებია წმინდა მარიამ მაგდალინელის ძღვენი. მან კარგად იცოდა უძველესი ჩვეულება: საერთოდ აღმოსავლეთში, აგრეთვე იუდეაში, როცა უმაღლეს პირთან პირველად ცხადდებოდნენ, პატივისცემის ნიშნად ისეთი საჩუქარი უნდა მიერთმიათ, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა. ტიბერიუს პირველმა იხილა უცნაური, მანამდე არნახული საჩუქარი, გაიგონა მანამდე უცნობი სიტყვები: "ქრისტე აღსდგა!" მარიამ მაგდალინელმა აუხსნა, მხურვალე ქადაგებით ამცნო მას ქრისტეს მოძღვრება. გადმოცემის თანახმად, ტიბერიუს პირველმა ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, მისი სასწაულთმოქმედებანი. იგი დასჯით ემუქრებოდა ყველას, ვინც გაბედავდა და შეურაცხყოფდა ქრისტეს თაყვანისმცემლებს. ამგვარად, თავგამოდებული და შეუპოვარი ქადაგებით მარიამ მაგდალინელმა, სხვა ღვთისმოსავ ქრისტიანებთან ერთად, იუდეველების წარმართი განმგებელი აიძულა, წერილობით დაემოწმებინა ქრისტეს აღდგომის მსოფლიო მოვლენა წარმართთა სამყაროს წინაშე, ხოლო თვით რომის წარმართ იმპერატორს ქრისტეს ღვთიური დიდება და ყოვლისშემძლეობა შეაცნობინა. ამით მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას.

როდესაც ქრისტიანებმა დაინახეს, თუ რა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მარიამ მაგდალინელმა ტიბერიუს პირველზე წითლად შეღებილი კვერცხის ბოძებით და სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა!", თვითონაც დაიწყეს მიბაძვა ქრისტეს აღდგომის მოსაგონებლად. ისინი წითლად შეღებილ კვერცხებს გადასცემდნენ ერთმანეთს სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა... ჭეშმარიტად აღსდგა". ასე თანდათან გავრცელდა ეს ჩვეულება ყველგან და მთელი მსოფლიოს ქრისტიანების საყოველთაო წესად გადაიქცა.

დიდი იყო მარიამ მაგდალინელის წვლილი ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებაში. მისი ღვაწლი მოციქულთა ღვაწლის თანაბარია, ეს ღვაწლი მისი გმირობა იყო. წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ იგი საჭიროების შემთხვევაში ფულითაც მსახურებდა, არავითარ საფრთხეს არ უშინდებოდა, მოგზაურობდა მძიმე პირობებში მოციქულებთან ერთად და ყოველგვარ გასაჭირს იტანდა. გადმოცემით, მარიამი მცირე აზიაში, ცნობილ ქალაქ ეფესოში ჩავიდა. წმინდა მამებისა და ეკლესიის მწერალთა გადმოცემით, წმინდა მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი საღვთისმეტყველო საქმეში წმინდა მოციქულსა და მახარებელს, იოანე ღვთისმეტყველს ეხმარებოდა. სიცოცხლის ბოლო წლები ქალაქ ეფესოში გაატარა. იქვე დაკრძალეს.

წმინდა მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელის გაუხრწნელი წმინდა ნაწილები IX საუკუნეში იმპერატორ ლევ მეექვსის დროს ზეიმით გადაიტანეს ეფესოდან კონსტანტინოპოლში და წმინდა ლაზარეს მონასტრის ტაძარში მოათავსეს. XIII საუკუნის დასაწყისში, თურქთა შემოსევის დროს, წმინდანების წმინდა ნაწილები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაანაწილეს. რომის კათოლიკური ეკლესია ამტკიცებს, რომ მარიამ მაგდალინელის ნაწილები რომში, წმინდა იოანე ლატერანის მთავარ ტაძარში, საკურთხევლის ქვეშ განისვენებს.

წმინდა მოციქულთასწორმა მარიამ მაგდალინელმა თავგანწირული ერთგულებით შეასრულა პირველი და მთავარი მცნება ქრისტესი: შეიყვარა უფალი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით. ღვთისადმი ასეთი ჭეშმარიტი, სრული სიყვარულის განხორციელება ყოველგვარ პირობებში თითოეული ქრისტიანისთვის არის შესაძლებელი... და ჩვენც, მარიამ მაგდალინელის მაგალითისაებრ, უნდა შეგვეძლოს, გამოვავლინოთ ღვთისადმი თავდადებული სიყვარული, მთელი გულით, სულით, სურვილით, მისწრაფებით, სულიერი ძალებით, გონებით, ჩვენი შემმეცნებელი უნარით მივეჯაჭვოთ ჩვენს მხსნელს - უფალ იესო ქრისტეს. დაე, ჩვენი სიყვარულის ძალა ღვთის მიმართ იმდენად განმტკიცდეს, გაიზარდოს, რომ "არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა" (რომ. 8,33-39)
..............................

წმინდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

ქრისტეს ჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, სანატრელო მარიამ მაგდალინელო, რომლისა სჯული და მცნებანი დაიმარხენ; ამისთვისცა წმიდასა ხსენებასა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ მორწმუნენი და წადიერად გაქებთ და გიგალობთ.

კონდაკი

ჰსდგე რა წინაშე ყოვლადდიდებულისა მაცხოვრისა ჯუარისა სხუათა მათ მრავალთა თანა და დედისა თანა უფლისა, შენცა მწუხრებით მტკივნეულისა ცრემლეოდი და ქებას ამას შესწირავდი, მეტყუელი: რა არს უცხო ესე და საკვირველი, ვითარ მპყრობელმან ყოვლისა დაბადებულისამან, ვნება თავს-იდევ, დიდებაი ძლიერებასა შენსა.
...........................

აქვე წაიკითხეთ:

წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I) - 22 (04.08) ივლისი

წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat