დაქანცულს შვების ცრემლი მომერია და სიამაყე ვიგრძენი, რომ ამ ჯგუფის წევრი ვიყავი
დაქანცულს შვების ცრემლი მომერია და სიამაყე ვიგრძენი, რომ ამ ჯგუფის წევრი ვიყავი
წმინდა ნინოს გზის მოგზაურობის დღიურები
ყოველწლიურად, 1 ივნისს, ნინოობას, ფარავნის ტბიდან იწყება წმინდა ნინოს გზა. 42 დღის განმავლობაში პილიგრიმები ქართულ ეკლესია-მონასტრებს მოილოცავენ და იმ გზას გაივლიან, რომელიც წმინდა ნინომ გაიარა. მოგზაურობა 12 ივლისს სრულდება სვეტიცხოველში. გზის წევრებს ის სოფლები მასპინძლობენ, რომელთაც მოილოცავენ. 12 ივლისს კი, სვეტიცხოველში ლოცვის დაწყების წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გზის წევრებს სიგელებს გადასცემს.

***
ჯგუფის წევრებმა ჯვარისმამის ეზოში გავიცანით ჩვენი ხელმძღვანელი ლალი. ირმა ჩინაშვილს ფოკის ექსპედიციიდან ვიცნობდი.

ორი დღეა, ნივთებს ერთი ჩანთიდან მეორეში ვალაგებ, ვამსუბუქებ, ვცდილობ, ზედმეტი არაფერი წავიღო. კურთხევაა მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმლის წაღება, რომ სიარული არ გაგვიჭირდეს. ჩემს ბარგს ოდნავ მძიმე ბლოკნოტი დაემატა, რომელიც ნამდვილად დამჭირდება.

30 მაისს, 10 საათზე სადგურ "ოკრიბიდან" გავდივართ. ჯგუფში ცხრა გოგონა და სამი ვაჟია. ერთმანეთს ნელ-ნელა ვეცნობით.

***
ერთი დღით ნინოწმინდის დედათა მონასტერში ვჩერდებით მე, ირმა, გვანცა, ნანა, მერიკო, კონსტანტინე, გიორგი, დათი და ლალი. სხვების ჩანთებთან შედარებით, მე ყველაზე მოცუცქნული ჩანთა მაქვს, რომელიც საჭიროებისას საწვიმრადაც შეიძლება გადაკეთდეს. ახალდაბაში ცხელი ხაჭაპური მივირთვით და პეპსი დავლიეთ.

მონასტრის ეზოში ხის კუნძზე ვზივარ. ქარი წივის და ჯავახეთის სუნი მოაქვს. ადრე ნინოწმინდას ბოგდანოვკად ვიცნობდი, თუმცა 1990 წლის შემდეგ ნინოწმინდა დაერქვა, მაგრამ ხალხი ისევ ძველი სახელით მოიხსენიებს. ზურგზე დედა სერაფიმას ყავისფერი, პომპონებიანი შალი მაქვს მოხურული. სასიამოვნოდ თბილა, გრილა, ცივა - როგორც იცის ჯავახეთმა ამინდის ცვალებადობა. დედა სერაფიმა გემრიელი ტრაპეზებით გვანებივრებს. ცა ხუთ წუთში იღრუბლება. წვიმას აპირებს. გვანცა ტალახიანი ხელებით მოდის და იღიმება - დედებს კარტოფილის გათლაში ეხმარებოდა. დღეს ჩვენი ჯგუფის წევრის, ნანას დაბადების დღეა. ბიჭებმა მაღაზიიდან ტკბილეული და ანანასის წვენი მოიტანეს.

გვანცა მოყვარული ფოტოგრაფია და ბაბუაწვერებს და ყვავილებს უღებს ფოტოებს, უფრო ხშირად - ჩვენ.

ჯავახეთში ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს, სახლებიც და ღობეებიც ბლოკითაა ნაშენი. ღობეებზე წივა ხმება.

KARIBCHE

ხვალიდან იწყება წმინდა ნინოს გზა. წინ წმინდა ნინოს ჯვარი და ხატი გაგვიძღვება. ნინოწმინდაში მსხვილი წვიმა წამოვიდა, საღამოს "მარშრუტკით" ფოკაში გადავალთ და ალბათ ღამისთევას დავესწრებით. დათი ამბობს, რომ ამ გზაზე ყველას უსრულდება სანუკვარი სურვილი. მონასტრის სამლოცველოში სულთმოფენობის ყვავილები და ბალახი ყრია. გვერდით ოთახში ბიჭები ახმაურდნენ. ერთმანეთის სკვნილებს ვათვალიერებთ. მე დედა ვასილისას მონაქსოვი ლამაზბურთულებიანი სკვნილი მაქვს და ძალიან მეამაყება. საშინლად ცივა, პომპონებიანი შალი ვერ მშველის.

1 ივნისი, ნინოობა, საღამო. ფოკა
როცა აბულის მთებს ოხშივარი ასდის და ტბა წყნარია, იმ დღეს კარგი ამინდია ფოკაში. და როცა ცხენი ხტის და მინდორში კოტრიალობს, ამბობენ, პატრონი ძალიან უყვარსო. ფარავანი ცას ეჯიბრება სილივლივეში, თოლიებს კი გამოჩენა ავიწყდებათ, ალბათ სძინავთ.

მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, ღია ტრაპეზზე წირვა ტარდება. წირვის მერე ჩვენს სკვნილებს აკურთხებენ. მეუფე იოსები გვლოცავს, მამა ანტონმა კი გვითხრა, რომ ჩვენი სახით წმინდა ნინო ივლის და ვინც ჩვენ მიგვიღებს და გვისტუმრებს, ის წმინდა ნინოს მიიღებს თავის გულში.

სიარული ძალიან გამიჭირდა. ცხელოდა. 14 კილომეტრი გავიარეთ და 4 საათზე ჩავაღწიეთ სოფელ საღამოში. 35-კომლიანი სომხური სოფელია, ერთადერთი ქართული აქ საღამოს დედათა მონასტერია.

სახე და ხელები დამებრაწა. რა თქმა უნდა, არათანაბრად დავიწვი. ჯგუფის წევრების ნაწილი დედათა მონასტერში ვრჩებით, დანარჩენები ერთმა სომხურმა ოჯახმა წაიყვანა მოსასვენებლად. ჩვენი ოთახის ფანჯრიდან საღამოს ულამაზესი ტბა მოჩანს. მარიამ ღონღაძე მიყვება, თურმე თამარ მეფეს ძალიან უყვარდა ამ ტბასთან ჩამოჯდომაო.

KARIBCHEსაწოლები გაშლილია. გუშინდელი ღამენათევი საწოლის დანახვაზე ლამის ავტირდე. ცხრა საათიდან მონასტერში მდუმარების კანონი იწყება. ირმა და ლალიკო კანონებს ასრულებენ. დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომელი წავიკითხე - ძალიან მიყვარს. ვგრძნობ, ეს გზა ბევრ რამეს მასწავლის და მაინც მიხარია დაძინება, რადგან ხვალ 6 საათზე უნდა ავდგეთ, ვილოცოთ და გზას დავადგეთ.

წამითაც არ ვნანობ არაფერს.

2 ივნისი, საღამო. ნინოწმინდა
დილით მონასტრის სამლოცველოში პარაკლისი გადავიხადეთ. დედებმა ცხელი ხაჭაპურით გვატრაპეზეს. დღე დიდი ნუგეშით დაიწყო.

როცა ნინოწმინდაში მონასტრის ჭიშკარი დავინახე და ჭიშკართან დედა სერაფიმა, დაქანცულს შვების ცრემლი მომერია და სიამაყე ვიგრძენი, რომ ამ ჯგუფის წევრი ვიყავი.

საღამოს მონასტრიდან ორი თეთრი ძაღლი გამოგვყვა. უცნაური სახელები ჰქვიათ - თომბალი და მუშთხარი. ჩვენთან ერთად გაიარეს 20 კილომეტრი. ბიჭები ძაღლებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, პურს და კვერცხს აჭმევენ.

სადაც კი მივდივართ, ყველგან უგემრიელესი ტრაპეზი გვხვდება. ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ზეგ პეტრეპავლობის მარხვა იწყება. ხვალ ახალქალაქში მივდივართ. ასფალტზე სიარული მახარებს.

3 ივნისი. ნინოწმინდა-ახალქალაქი
დილით გრილოდა და ჩვენც სწრაფად გავიარეთ სოფლები: ჯიგრაშენი, მამწვარა, პატარა ხორენია.

გზაში ხეებქვეშ ვისვენებდი. ბიჭები მოშორებით, თავიანთ პარალონებზე განმარტოებულნი წმინდა ნინოს დაუჯდომლის კითხვაში მეცადინეობენ. გზაში ქართულ-ინგლისური წარწერების დანახვისას თვალები სიხარულით მინათდება, ისე იშვიათია რაიმე ქართული ამ ტერიტორიაზე. ხვალიდან მარხვა იწყება, ნაყინს ვნატრობთ.

3 საათისთვის ახალქალაქში, მეუფე ნიკოლოზის რეზიდენციაში ვიყავით. წმინდა ნინოს დაუჯდომელი წავიკითხეთ და ვიგალობეთ, ძალიან მომინდა გალობის სწავლა. ერთ მოზრდილ ოთახში ხუთი გოგო დაგვაბინავეს. მე საწოლის მეორე სართულზე დაძინება მხვდა წილად. ეს დღეებია, უცნაურობა დამჩემდა - ლოგინში როგორც კი ჩავწვები, მეტირება. ირმამ შემამჩნია მოწყენილობა და ცხელი კაკაო შემომიტანა. დალი აღსარებას წერს. დღეს ჩემთვის ყველანაირად მძიმე დღეა. ჩემს სახლსა და ბიძაშვილებზე ვფიქრობ, ძალიან მენატრებიან.

მომწონს ეს მეორე სართული, რატომღაც ფინური სახლის სხვენს მაგონებს. დედა მაკრინემ დამირეკა, - აუცილებლად ეზიარე, ეშმაკი გებრძვისო. მამა ანტონი ჩვენს გამო ჩამოვიდა ფოკიდან, რომ წიროს. განთიადის 4 საათზე უნდა ავდგე. აღსარებაზე ვფიქრობ, ალბათ მაზიარებს.

4 ივნისი. ახალქალაქი- ბარალეთი
ბარალეთი ქართული სოფელია. 40-მდე ქართული ოჯახი ცხოვრობს. აქვეა დედათა მონასტერი. დღეს დილით ვეზიარე. ყველანაირი სულიერი ტკივილი დამიცხრა, მხოლოდ ფეხის კუნთი მაწუხებს. იმედი მაქვს, გამივლის. მგონია, რომ დღეს ყველაზე დიდი გზა გამოვიარეთ. დღესაც ჯავახეთის ცვალებადი ამინდი იყო. პაპანაქებაში გავიარეთ მტვრით გაბუღული სოფელი არაგოვა და ზაკვი, მერე ცოტათი დავიკარგეთ წვიმით დასველებულ ბუღაშენში. ბარალეთის შემოსასვლელთან უამრავი ბავშვი დაგვხვდა იასამნის ყვავილებით.

ულამაზესი სოფელია. თითქმის ყველა ეზოში იასამანი ყვავის. მე, ნანა, გვანცა და პატარა ნინიკო ერთ ოჯახში ვრჩებით. ოჯახის დიასახლისი ნინელი სკოლის დირექტორი და უსაყვარლესი ქალია. ყავა მოგვიდუღეს. მეგონა, ოდნავ გამოვფხიზლდებოდი, მაგრამ ჩემს დაღლილობას ყავა ვერ შველის, ფეხის კუნთი საშინლად მტკივა. პირველი მე მივდივარ დასაძინებლად. ხვალ დილით ძალიან სასიამოვნო სიმღერა გაგვაღვიძებს.

5 ივნისი. ბარალეთი-კოთელია
დღეს ერთი ციცქნა გზა გვაქვს გასავლელი, კოთელიამდე სულ რაღაც 4კმ-ია. დილით ნანას მობილური ისე სასიამოვნოდ აჟღერდა, არაფრით არ მინდოდა წამოდგომა ქათქათა ლოგინიდან. ოჯახში გვითხრეს, ამ გზაზე ვინც ყოფილა და ჩვენთან ღამე გაუთევია, ყველას სურვილები უსრულდებაო.

KARIBCHEდღესაც არ დაგვტოვა მამა ანტონმა და წირავს ტაძარში. როგორც გვითხრეს, ლაშა-გიორგის დროს ყოფილა აშენებული. დღეს არ ვეზიარები. ტაძარში ძალიან ცივა და ცოტა ხნით ეზოში გამოვდივარ. ტაძრის სახურავზე წეროებს უზარმაზარი ბუდე გაუკეთებიათ. ლამისაა სასოწარკვეთილებაში ჩავვარდე ჩემი გაშეშებული ფეხის გამო, მგონია, ამ მოკლე გზასაც ვერ გავივლი.

წირვის მერე მონასტერში ვიტრაპეზეთ. მანამდე დედა სოსანას ოთხი გოგო ვეხმარებოდით. მე ნამცხვარს კრემი წავუსვი. ტრაპეზზე იყო ლობიო, შემწვარი კარტოფილი და სალათა.

დღეს წმინდა ნინოს ჯვარი მე ვატარე, ვცდილობდი, კარგად მევლო, მწკრივისთვის ხელი რომ არ შემეშალა. მამა ანტონიც ჩვენ გამოგვყვა და ხანდახან ხმამაღლა გვამხნევებდა. ფეხის ტკივილი არც მიგრძნია. პარაკლისი ახალაშენებულ ტაძარში გადავიხადეთ. დღეს მირიანის და ნანას ხსენების დღეა. მირიანს მივულოცე. მადლობა გადამიხადა ყურადღებისთვის.

უკვე ოჯახში ვართ მე და ირმა. როგორც ჩანს, გემრიელად ვიძინებ.

6 ივნისი. კოთელია-თოკი
ორ მებატონეს ერთ სოფელზე დიდხანს ჰქონდა დავა. შემდეგ გადაწყვიტეს, ვინც ხელში ნაჯახს ჩაირტყამდა, სოფელიც მას დარჩენოდა. ერთმა გაბედა და მისი ხელისგულიდან სისხლმა თოკივით ამოასხა. სოფელი ამ ბატონს დარჩა და სახელადაც თოკი დაერქვა, - ასე განმარტავს სოფლის სახელს ჩვენი მასპინძელი, რომელმაც მცირე ექსკურსია მოგვიწყო და ამ მხარის ისტორია მოგვიყვა.

დღეს დილით ოდნავ გვიან გამოვედით კოთელიიდან. ორმა ბიჭმა ცხენებით გადმოგვაცილა და გზა გვასწავლა. გზა ტალახიანია. ასიცხდა. გავიარეთ სომხური სოფელი ვარევანი, სადაც ერთ ქართულ ოჯახში წყალი დავლიეთ. დღესაც ხან მზე აცხუნებდა, ხან წვიმდა. ამინდიც ჩემს ხასიათს უწყობდა ნაბიჯს. ძალიან რომ დავიღალე და ნაბიჯის გადადგმა აღარ შემეძლო, მამა ანდრიას ვთხოვე შემწეობა. როგორც კი დავიწყებ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებზე ფიქრს, ყველანაირი პრობლემა მავიწყდება.

7 ივნისი. თოკი-ჩუნჩხა-პტენა
საშინლად დავიქანცე და მოვიწყინე, მოსახსენიებელში რატომღაც კიდევ მიდევს ჩემი აღსარების ფურცელი, სადაც ერთადერთი ცოდვაა ჩაწერილი - "მოწყინებაში ჩავარდნა". ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ცოდვები არ მაქვს, უბრალოდ, ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. გარეთ თავსხმაა. მთელი დღე მზე ჩახჩახებდა. როგორც კი ტაძარს მოვაღწიეთ, გაწვიმდა. დაუჯდომელი წავიკითხეთ, რომელსაც სოფლის ბავშვები დაესწრნენ.

ტაძრის ახლოს ერთ ოჯახში ვართ მე, ნინიკო და მერი. დილით მაინც 6 საათზე მოგვიწევს ადგომა. ხვალ ყველაზე დაძაბული მარშრუტი გვაქვს, კუმურდოში მივდივართ. დღეს ერთმა ფეხსაცმელმა დაასრულა მოღვაწეობა.

ტელევიზორში, საინფორმაციო გამოშვებაში, რაღაც ღორის ჭირზე ლაპარაკობენ და მკვდარ ღორებს უჩვენებენ. მგონი, სულ დამავიწყდა ტელევიზორის არსებობა. უმისოდ თავს მშვენივრად ვგრძნობ. ცხრის ოცი წუთია და ყველაფერს ძილი მირჩევნია, თოკის დაღმართ-აღმართმა საშინლად დამღალა. როგორც კი დავწვები, ყველაფერი დამავიწყდება.

8 ივნისი. პტენა-კუმურდო-გოგაშენი
მაღვიძარას დარეკვამდე 10 წუთით ადრე გამეღვიძა და ეს 10 წუთი სასიამოვნოდ გაგრძელდა. ნაწვიმარ ჰაერში სველი ნაკელის სუნი ტრიალებს. დიასახლისმა ცხელი ჩაი შემოგვთავაზა, მაგრამ ამისი დრო ნამდვილად არ იყო. ტაძარში კონსტანტინე, დათი და გიორგი დაგვხვდნენ. პარაკლისი ნანამ წაიკითხა - მისი რიგი იყო, მე ალბათ ხვალ მომიწევს, მწკრივში ნანას შემდეგ მე ვდგავარ.

KARIBCHEდღევანდელ მარშრუტზე ორი დღე ვფიქრობდი. პტენიდან მოხარშულ კარტოფილს და პურებს გვატანენ. ერთი ყმაწვილი მოგვყვება გზის მასწავლებლად. მინდორ-მინდორ ვიარეთ. ფეხსაცმელები ტალახისგან დამიმძიმდა. ტყის პირას შევისვენეთ და კარტოფილი და პური ვჭამეთ. ზოგმა პიტნის ჩაის დალევაც მოასწრო.

კუმურდოს თავში ჩვენს გამცილებელს დავშორდით, პრობლემები რომ არ შექმნოდა კუმურდოელებთან.

სოფელში წყნარად და თავდახრილები შევდივართ. სოფლის შესასვლელში სომეხი ქალები მოგვესალმნენ. ყველა ჭიშკართან თვალის დახამხამებაში გამოეფინა ხალხი. გეზი პირდაპირ ტაძრისკენ ავიღეთ. ვგრძნობ, რომ საშიში არაფერი გვემუქრება, მაგრამ ნერვიულობა მაინც მივლის ტანში და სკვნილს ელვის სისწრაფით ვმარცვლავ. ჭიშკარს იოლად ვაღებთ. ტაძარში სიგარეტის ნამწვავები ყრია. ღვთისმშობლის პარაკლისი გადავიხადეთ. მოსახსენიებელი წავიკითხე, ვცდილობდი, არავინ გამომრჩენოდა. რაღაც სხვანაირი მადლი ჰქონდა აქ ლოცვას. 15 წუთში ყველაფერს მოვრჩით. ნანამ მოასწრო და შიდა ტაძარი მობილურით გადაიღო.

სოფლის ცენტრში თითქმის მთელი სოფელი ელოდა ჩვენს გამოჩენას. პრეზიდენტის წყაროზე, სადაც ეს სიტყვები ქართულად და სომხურად ეწერა, თერმოსები ავავსეთ, წყალი დავლიეთ. გასვლის ლოცვას ყველა ერთად ვამბობთ. მთავარანგელოზ რაფაელის ლოცვის წარმოთქმა დათის ზომაზე მეტად ომახიანად გამოუვიდა.

ემოციებისგან გადაღლილნი კუმურდოს ბოლოს, გორაზე, ლოდებზე ჩამოვსხედით. შორს, ქარაფებზე მოჩანდა გოგაშენი, ქართული სოფელი.

გზა იმაზე გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ქვიანმა აღმართ-დაღმართებმა ძალიან დაგვღალა. ირმამ გვითხრა, რომ ეს ბოლო დღე იყო ჯავახეთში. "ეს ჯავახეთის ქვებია. აი, ეს არის ნამდვილი ჯავახეთის ქვები", - და დიდ, ხავსით გაყვითლებულ ლოდებზე მიგვითითა.

კუმურდოდან გამოსვლის მერე ვფიქრობ, სულაც არაა სომხების ბრალი, რომ უხმოდ და თავდახრილები დავდივართ ჩვენივე მიწაზე, კარგი იქნებოდა, ვიცოდეთ ჩვენი კარგის დაფასება. სოფელ თოკში ჩვენი მასპინძლის დედა წუხდა, საერთოდ არავინ გვაქცევს ყურადღებასო. ამიტომაც გარბიან ახალგაზრდები ქალაქშიო. წყალს ქარაფებს ქვემოთ, ღრმა ხევიდან ეზიდებიან სახედრებით. ზამთარში, ყინვაში წყლის ამოზიდვა უფრო ჭირს...

გოგაშენში, როცა ეკლესიაში შევედით, ისეთი სეტყვა წამოვიდა, მინდორი გადათეთრდა. ღვთისმშობლის დაუჯდომელი წავიკითხეთ და მერე ოჯახებში გაგვანაწილეს მოსასვენებლად.

დღეს ჯავახეთის მარშრუტის ბოლო დღეა, ხვალ ვარძიაში გადავდივართ. აქედან უკვე მოჩანს თამარ მეფის ქალაქი...

მოამზადა
შორენა ტყეშელაშვილმა

ფოტომასალა მოგვაწოდა გვანცა ბუაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat