რაც ბოროტების ქმნით შეგროვებულა, სიკეთის ქმნაში დაიხარჯოს
რაც ბოროტების ქმნით შეგროვებულა, სიკეთის ქმნაში დაიხარჯოს
დამშვიდდი და ნუღარ ტირი, შვილო
8 ოქტომბერს (ძვ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია ორი წმინდა დედის, ორი პელაგიას ხსენებას აღნიშნავს.

ერთი მათგანი, წმინდა პელაგია ქალწული IV საუკუნეში ცხოვრობდა ასურეთის ქალაქ ანტიოქიაში. ყოფილა მდიდარი ოჯახის შვილი, ქრისტიანი. ავადსახსენებელ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დევნა დაიწყო. პელაგიას შესაპყრობად ქალაქის მთავარმა ჯარისკაცები გაგზავნა, რომელთაც სახლი ალყაში მოაქციეს. არაწმინდა სურვილით ანთებული ჯარისკაცები 15 წლის პელაგიას ნამუსის ახდასაც უპირებდნენ. ქალწული შეევედრა ჯარისკაცებს, მცირე ხნით მოეცადათ. თვითონ კი ავიდა სალოცავ ადგილას, აღაპყრო ხელნი, ილოცა; მერე, ქალწული რომ ჩაბარებოდა უფალს, გადმოეშვა სახლის ზედა სართულიდან და აღესრულა. პელაგია ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მის ცხოვრებას მორწმუნეებს მაგალითად დაუსახავდნენ წმინდა ამბროსი მედიოლანელი და წმინდა იოანე ოქროპირი.

***
მეორე პელაგიაზე კი ასეთ რამეს მოგვითხრობს ილიოპოლისელი დიაკონი იაკობი: სირიის ანტიოქიის მთავარეპისკოპოსმა საეკლესიო საკითხებზე სათათბიროდ მახლობელი ქალაქებიდან რვა ეპისკოპოსი მოიწვია, მათ შორის იყო ნონე ილიოპოლისელი, კაცი წმინდა და ღმერთშემოსილი. წმინდა იულიანეს სახელობის ტაძრის კარებთან ჩამომსხდარნი ღირსი ნონეს სულის მარგებელ დარიგებებს ისმენდნენ. ამ დროს ერთმა ანტიოქიელმა მეძავმა დედაკაცმა გამოიარა. მოდიოდა მედიდურად, ოქრო-ვერცხლითა და თვალმარგალიტით მორთული, უთავსაბურავო, მხრებშიშველი. მოაფრქვევდა ნელსაცხებელთა სურნელს. ძალზე ლამაზი იყო და მისი ცქერით ვერ ძღებოდნენ იქვე მდგომი ახალგაზრდები. ისე ურცხვად მოდიოდა, რომ ეპისკოპოსებმა თვალები დახუჭეს და თავი მიიბრუნეს, თითქოს უდიდეს ცოდვას გაურბოდნენ. წმინდა ნონე კი მანამ უყურებდა დედაკაცს, ვიდრე თვალს არ მიეფარა. შემდეგ ღრმად ამოიოხრა და მღვდელმთავრებს ჰკითხა, - ნუთუ არ დატკბით მისი მშვენიერების ხილვითო. ეპისკოპოსები დუმდნენ. ნონემ განაგრძო: - ჭეშმარიტად ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ამ დედაკაცს ღმერთი თავის საშინელ სამსჯავროზე დააყენებს და მისით განგვიკითხავს. რა დიდ დროს მოანდომებდა ასე მოსართავ-მოსაკაზმავად, რათა თავი მოეწონებინა თაყვანისმცემლებისთვის? ჩვენ კი ზეცაში გვყავს ზეციური სასიძო, რომლის შეხედვას ანგელოზნიც კი ვერ ბედავენ, თუმცა კი ძლიერ სურთ. ჩვენ კი არ ვზრუნავთ ჩვენი სულის გასამშვენებლად, რომელიც შელანძღულია, განშიშვლებული და საშინლად ყარს. არ ვცდილობთ, განვბანოთ სული სინანულის ცრემლით და შევმოსოთ სათნოებათა მშვენიერი სამოსით, რომ სასურველი შეიქმნას ღვთისათვის.

დაასრულა ტკბილ-მწარე სიტყვა ღირსმა მამამ და ტაძრის ახლოს თავის სენაკში შევიდა. დაემხო მიწაზე და ტირილით შესთხოვა უფალს: "უფალო, ნუ დაუშვებ დაიღუპოს შენი ქმნილება. დაე, ასეთი მშვენიერი ნუ იქნება ეშმაკთა ხელში, მოაქციე სინანულად, რათა იდიდოს სახელი შენი, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, უფალო". მეორე დღეს ეპისკოპოსმა უთხრა დიაკვანს: სიზმარი ვნახე, საკურთხეველში ვიდექ წირვაზე. უეცრად საიდანღაც შავი მტრედი შემოფრინდა და გარშემო დამიწყო ტრიალი. ისე ყარდა, სუნთქვა მეკვროდა. როცა დიაკვანმა კათაკმევლებს ტაძრის დატოვება მოუწოდა, მტრედი გაფრინდა და აღარ მინახავს ლიტურგიის დამთავრებამდე. წირვის შემდეგ ტაძრიდან გამოსულს მტრედმა ისევ გარშემო ფრენა დამიწყო. ვტაცე ხელი ტაძრის კარიბჭეში, ჭურჭელში მდგარ წყალში ჩავაგდე, საიდანაც თოვლივით თეთრი, სუფთა ამოფრინდა, ზეცად აღვიდა და უჩინო შეიქმნაო.

სიზმრის მოყოლის შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი ტაძარში წავიდა ღვთისმსახურებაზე. წირვის შემდეგ ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის თხოვნით იქადაგა. ღვთის სახიერებით და კაცთმოყვარებით ტაძარში ამ დროს ის მეძავი დედაკაცი მოსულიყო. წმინდა ნონეს ქადაგებამ შეუძრა სული, ჩააფიქრა, სინანული მოჰგვარა და მწარედ აატირა. ვეღარ გაუძლო ტაძარში ყოფნას, გარეთ გამოვიდა, მსახურები კი გააფრთხილა, წირვის შემდეგ გაჰყოლოდნენ ამ წმინდა კაცს და მისი სამყოფელი გაეგოთ. დედაკაცმა წერილი სწერა ნონეს: ქრისტეს წმინდა მოწაფეს სწერს ეშმაკის მოწაფე და ცოდვილი დედაკაცი. შევიტყვე, რომ შენი ღმერთი ზეციდან მიწაზე გარდამოხდა არა მართალთათვის, არამედ ცოდვილთა სახსნელად. ის, ვისაც ანგელოზნი ვერ უცქერდნენ, მეზვერესთან ჭამდა პურს და მეძავებს ესაუბრებოდა. უფალო ჩემო, თუ შენ მართლაც ისეთი მონა ხარ ქრისტესი, როგორსაც ამბობენ, ხელს ნუ მკრავ, შემეწიე, მივიდე სოფლის მაცხოვართან და ვიხილო უწმინდესი მისი სახეო. წმინდა ნონემ პასუხად მისწერა: - ღმერთმა უწყის შენი სურვილები. გთხოვ ნუ გამომცდი მე უღირს ღვთისმსახურს. თუ გსურს ირწმუნო ჩემი ღმერთი, მოდი აქ, ჩემთან, ტაძარში, სადაც სხვა ეპისკოპოსნიც იქნებიან, მარტო კი არ შეგხვდებიო.

KARIBCHEგახარებული ქალი მივიდა ეკლესიაში. იქ უკვე მისულიყო ღირსი ნონეც და მისი თხოვნით სხვა მღვდელმთავარნიც. დედაკაცი დაემხო მის წინაშე და მონათვლა სთხოვა. ღირსმა მამამ წამოაყენა ფეხზე ცოდვილი დედაკაცი, უთხრა: ეკლესიის კანონებით, მეძავის მონათვლა არ შეიძლება მიმრქმელის გარეშე, რომელიც თვალს მიადევნებს, რათა ნათელღებული ისევ ცოდვებს არ დაუბრუნდესო. თუ არ მომნათლავ, ღმერთის წინაშე აგებ პასუხს, - უთხრა დედაკაცმა, - თუ არ გამხდი ქრისტეს სასძლოდ და არ მიმიყვან ღმერთთან, მაშინ არც შენ გექნება მასთან წილი და არც მის წმინდანებთანო. ყველა განაცვიფრა ცოდვილის ნათქვამმა, მაშინ ღირსმა ნონემ ნებართვისთვის დიაკვანი გაგზავნა ანტიოქიის მთავარეპისკოპოსთან. ეპარქიის მმართველმა ნება დართო და მიმრქმელად პირველი დიაკონისა, დედა რომანა გაუგზავნა.

დიაკვანს დედაკაცი ღირსი ნონეს წინ დამხობილი დახვდა. ადექი, შვილო, რომ კათაკმევლის ლოცვები წაგიკითხოთო, - უთხრა მღვდელმთავარმა, შემდეგ ცოდვების აღიარება მოსთხოვა. დედაკაცმა ქვითინით მიუგო: - თუ განვიხილავ ჩემს სინდისს, ერთ კეთილ საქმესაც ვერ ვიპოვი. ზღვის ქვიშასავით ურიცხვია ჩემი ცოდვები, მაგრამ მაქვს ღვთის იმედი, რომ მომიტევებს უსჯულოებას და მოწყალებით მომხედავსო. რა გქვია, შვილო? - ჰკითხა ეპისკოპოსმა. მშობლები პელაგიას მეძახდნენ, მაგრამ ანტიოქიელებმა მარგარიტა დამარქვეს, იმ ძვირფასეულობისა და ცოდვების გამო, ასე რომ მამშვენებდნენო. წმინდა ნონემ ნათელი სცა პელაგიას, მიმრქმელად დიაკონისა რომანა დაუდგა. ნათლობის მერე კი ღირსმა ნონემ ყველა ტრაპეზზე მიიწვია - მოდით, ძმებო, დაკარგული ცხვრის პოვნისა გამო ღვთის ანგელოზებთან ერთად ვიხაროთ, ვიტრაპეზოთ, ვჭამოთ ზეთით მომზადებული საჭმელი და ღვინოც შევსვათ სულიერი ნუგეშისცემის გამოო. როცა სატრაპეზოდ დასხდნენ, ეშმაკმა ვეღარ დაითმინა და კაცის ხმით გლოვა დაიწყო: "ვაიმე, რამდენს ვუთმენ ამ ყბედ ღვინისმსმელ, ბოროტ ბერიკაცს, განა არ გეყო, 30000 სარკინოზი რომ მონათლე და მომტაცე, ილიოპოლისიდანაც გამომაძევე და ახლა ჩემი ბოლო იმედიც წამგვარე. რაღა ვქნა, ჯიუტო და მატყუარავ! წყეულიმც იყოს შენი დაბადების დღე. შენმა ცრემლთა მდინარემ გადარეცხა ჩემი საცხოვრებელი და უდაბნოდ აქცია". იქ მყოფნი შეძრწუნდნენ. უსმენდნენ ეშმაკის გოდებას, რომელმაც ახლა პელაგიას მიმართა: "რას შვრები, ჩემო ქალბატონო პელაგია, რად ემსგავსები იუდას, რომელმაც მოციქულის სახელი და დიდება დაუტევა და უღალატა თავის ბატონს". პელაგიამ ჯვარი გამოისახა და ეშმაკიც უჩინო შეიქმნა. ორი დღის შემდეგ კი ეშმაკმა პელაგია მძინარე მოიხელთა და გააღვიძა: - ძვირფასო ქალბატონო მარგარიტა, განა რა ბოროტება გამიკეთებია შენთვის, განა თვალმარგალიტით არ გამკობდი? გევედრები, ნუ დამტოვებ სხვათა დასაცინადო. პელაგიამ ჯვარი გამოისახა და ეშმაკი კვლავ გაქრა. შეშინებულმა გააღვიძა თავისი მიმრქმელი. დედა რომანამ დაამშვიდა - ნუ გეშინია, შვილო, ეშმაკს ახლა შენი ჩრდილიც კი აძრწუნებსო.

ნათლისღებიდან მესამე დღეს წმინდა პელაგიამ მსახურს მთელი საგანძური მოატანინა და წმინდა ნონეს გადასცა. მან კი იკონომოსს ჩააბარა და მკაცრად გააფრთხილა: - გაფიცებ ყოვლადწმინდა სამებას - ამ სიმდიდრეს არ შეიტან არც ეპისკოპოსის, არც ღვთის სახლში და არც საკურთხეველში. ყველაფერი ქვრივ-ობლებს, ავადმყოფებსა და გლახაკებს დაურიგე. რადგან რაც ბოროტების ქმნით შეგროვებულა, სიკეთის ქმნაში დაიხარჯოს, რათა ცოდვის სიმდიდრე იქცეს სიმდიდრედ სიმართლისა. ანათემა შენ და შენს სახლს, თუ ჩემს ნათქვამს არ შეასრულებო.

ქონების გაცემის შემდეგ პელაგიამ მსახურნიც გაათავისუფლა.

მერვე დღეს, როცა, ჩვეულებისაებრ, ახალნათელღებული იმ თეთრ ტანსაცმელს იხდის, რომელიც ერთი კვირა ატარა, პელაგია დარდიანად წამოდგა, გაიხადა თეთრი სამოსი, ჩაიცვა წმინდა ნონეს ძველი ტანსაცმელი და უჩუმრად გაეცალა ანტიოქიას. დიაკონისა რომანა ძალზე წუხდა მის დაკარგვას. ნონე ეპისკოპოსს კი ღმერთმა განუცხადა პელაგიას სამყოფელი - იერუსალიმში წასულიყო. დამშვიდდი და ნუღარ ტირი, შვილო, - გაამხნევა დიაკონისა, - პელაგიამ მარიამის მსგავსად კეთილი ნაწილი გამოირჩიაო.

გავიდა სამი წელი. დიაკონ იაკობს იერუსალიმის მოლოცვა მოუნდა. ნონე ეპისკოპოსმა წასვლის წინ უთხრა: - მამაო იაკობ, როცა მიხვალ იერუსალიმში, მოძებნე იქ ბერი პელაგე. ის საჭურისია. რამდენიმე წელია, დაეყუდა. მასთან საუბრით დიდ სარგებელს ნახავ, რადგან ის სრულყოფილების საზომს არის მიღწეულიო.

იაკობმა ზეთისხილის მთაზე მიაგნო მამა პელაგეს, რომელიც სინამდვილეში პელაგია გახლდათ. იაკობმა ვერ იცნო ღირსი დედა, ანდა როგორ იცნობდა, როცა მისი სილამაზიდან მხოლოდ ძვალი და ტყავი დარჩენილიყო. წმინდა პელაგიამ იცნო იაკობი და წმინდა ნონესთან დააბარა, რომ მისთვის ელოცა. მისი ნახვის შემდეგ იერუსალიმის მიდამოები მოიარა იაკობმა, ყველგან ესმოდა საჭურის პელაგეს ქება. ამის გამო იყო, რომ კვლავ ბერი პელაგეს ნახვა მოინდომა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი დახვდა. იაკობმა შეატყობინა იერუსალიმელ ბერებს პელაგეს გარდაცვალება. ბერებთან ერთად იერუსალიმის პატრიარქიც მოვიდა. როცა წესისაებრ ცხედრის გაპატიოსნებას შეუდგნენ, ნახეს, რომ მათ წინაშე დედაკაცი ესვენა. ეს ამბავი მთელ იერუსალიმს მოედო და მრავალი ქრისტიანი მოისწრაფოდა, თაყვანი ეცა ღირსი დედის წმინდა სხეულისთვის. წმინდა პელაგია დაახლოებით 457 წელს აღესრულა და მას შემდეგ პირისპირ ჭვრეტს ზეციურ სასიძოს...
ბეჭდვაელფოსტა
21.10. 2014
rusudan demetrashvili
ufals vtxov magaliti yofiliyves yvela qalisatvis deda pelages moqceva da uflis wminda gzis danaxva gaunatos yvelas goneba ufalma
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat