ღირსი იპომონა (+ 1450) - ხსენების დღე 13 მარტს, 29 მაისს
ღირსი იპომონა (+ 1450) - ხსენების დღე 13 მარტს, 29 მაისს
ღირსი იპომონას ხსენების დღეებია: 13 მარტი (ბერძნ.), 23 მარტი - გარდაცვალების დღე (სერბ. ), 29 მაისი (ბერძნ.) და იხსენიება ლაკონიის წმინდანთა კრებულში (ბერძნ.).

ერისკაცობაში ელენე დრაგაში, დაიბადა დაახლოებით 1372 წელს, სერბი დესპოტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მაკედონიის მმართველის კონსტანტინე დრაგაშის ოჯახში, ელენე დრაგაშის დედის წარმომავლობა უცნობია. წყაროებში ნახსენები კონსტანტინე დრაგაშის მეუღლე, ტრაპიზონელი პრინცესა ევდოკია (იმპერატორ ალექსი III დიდი კომნენოსის ასული) ვერ იქნებოდა მისი დედა, რადგან მათი ქორწინება სერბ მმართველთან შედგა 1386 წლის შემდეგ, ხოლო 1392 წელს ელენე უკვე საქორწინო ასაკს მიღწეული იყო.

1392 წლის 10 თებერვალს იგი დაქორწინდა მანუილ პალეოლოგზე. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მანუილი იმპერატორი გახდა, მისი მეუღლე იწოდა ელენე პალეოლოგად, ქრისტეში ღმერთში ავგუსტად და რომაელთა დედოფლად.

მანუილ II-ისა და იოანე VIII პალეოლოგების ანონიმურ "პანეგირიკში" ნათქვამია, რომ მანუილ II-ისა და ელენეს საიმპერატორო ოჯახში ყოველთვის თანხმობა სუფევდა. მათ შეეძინათ 10 შვილი: იოანე VIII პალეოლოგი (1392-1448; ბიზანტიის იმპერატორი 1425 წლიდან), კონსტანტინე XI პალეოლოგი (1405-1453; ბიზანტიის იმპერატორი 1449 წლიდან), ანდრონიკე (1400-1429; თესალონიკის დესპოტი), თეოდორე II (1394-სა და 1399-ს შორის - 1448; მორეის დესპოტი), დიმიტრი პალეოლოგი (1406/07-1470/71; მორეის დესპოტი), თომა პალეოლოგი (1409-1465; მორეის დესპოტი) და ბავშვობაში გარდაცვლილი ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. იოანე ევგენიკოსი "სანუგეშო სიტყვაში" დედოფალს უწოდებს "კეთილ დედას და ქალბატონს და ხელმძღვანელს და მასწავლებელს".

1399-1403 წლებში, როდესაც იმპერატორი მანუილ II დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა თურქების მიერ ალყაშემორტყმული კონსტანტინოპოლისთვის დახმარების სათხოვნელად, ელენე შვილებთან ერთად ცხოვრობდა მისტრაში, ბიზანტიის მორეის დესპოტატის დედაქალაქში. მოგვიანებით იგი ქმართან ერთად კიდევ ორჯერ ეწვია პელოპონესს 1408 და 1415 წლებში. დედოფლის ინტერესით ამ რეგიონის მიმართ აიხსნება მის მიერ ქალთა მონასტრის "იმედი უიმედოთა" დაარსება (ამჟამად პეპელენიცა, ეიოს მახლობლად, აქაიას ნომოსი). პროტოპრესვიტერი ს. მაკრისტატისი ასევე ვარაუდობს, რომ 1415 წელს კორინთოში ყოფნისას ელენე სტუმრობდა ასკიტირიებს გერანიის (ერანია, ლუტრაკის მახლობლად) მთაზე, რომელთაგან ერთ-ერთში - წმინდა პატაპის მონასტერში - დედოფლის ხსოვნა გადაიზარდა მის წმინდანად პატივის მიგებაში. განსაკუთრებულ მფარველობას ელენე უწევდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს კონსტანტინოპოლის პეტრას უბანში, რომელსაც მნიშვნელოვანი თანხები ეძლეოდა მისი მამის მოსახსენიებლად. წმინდა დიონისეს მონასტერში ათონზე ინახება დედოფლის მიერ ნაჩუქარი ჯვარი. პოგანოვოს მონასტერი იოანე ღვთისმეტყველის სახელობისა (ამჟამად სერბეთში) გახლავთ კონსტანტინესა და ელენე დრაგაშების საგვარეულო საძვალე. 1395 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ელენემ დაასრულა ტაძრის მშენებლობა მონასტერში. პოგანოვოს ღვთისმშობლის ხატი ითვლება ელენეს შემოწირულობად ამ მონასტრისთვის.

1426/27 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მალევე, ელენემ მიიღო მონაზვნობა იპომონას სახელით კონსტანტინოპოლის კირა-მართას მონასტერში. უფრო ადრე ამავე სახელით იმავე მონასტერში მონაზვნობა მიიღო მისმა დედამთილმა ელენე კანტაკუზინამ, იმპერატორ იოანე V პალეოლოგის ქვრივმა.

გარდაიცვალა 1450 წლის 23 ან 24 მარტს, დაკრძალულია კონსტანტინოპოლის პანტოკრატორის მონასტერში.

გიორგი სფრანძი იპომონას უწოდებს "წმინდა დედოფალს" (ἁγία δέσποινα). მის პატივსაცემად ბიზანტიელმა მეცნიერმა გიორგი გემისტ პლითონმა შეადგინა მონოდია, რომელშიც აქებდა ელენეს სათნოებებსა და სულის სიდიადეს, აღნიშნავდა მის თავმდაბლობას, მოთმინებას, გონიერებასა და სამართლიანობას:

"დედოფალი დიდი თავმდაბლობითა და მოთმინებით ეკიდებოდა თავისი ცხოვრების ორივე მხარეს. განსაცდელის ჟამს არ სასოწარკვეთილა, კეთილდღეობის ჟამს არ დამშვიდებულა, ყოველ სიტუაციაში აკეთებდა ყველაფერ აუცილებელს. მას გააჩნდა სიმამაცე უფრო დიდი, ვიდრე რომელიმე სხვა ქალს. გამოირჩეოდა გონიერებით, სრულყოფილი სამართლიანობით. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემთხვევა, როდესაც მან ვინმეს ბოროტება მიაყენა - არც მამაკაცს, არც ქალს. პირიქით, ჩვენთვის ცნობილია, რომ ის უამრავ ადამიანს უწევდა წყალობის ხელს. კიდევ რა გზით შეიძლება საქმით გამოავლინო შენი სამართლიანობა, თუ არა ნებაყოფლობითი უარით ბოროტების მიყენებაზე და კეთილი საქმეების კეთებით მრავალი ადამიანისთვის?".

ფსევდო-სფრანძის ქრონიკაში მოთხრობილია, თუ როგორ აიძულა იპომონამ თავისი ვაჟები დიმიტრი და თომა, მორეაში თავიანთ სამფლობელოებში გამგზავრების წინ, დაედოთ საშინელი ფიცი, რომ ისინი არ შეეცდებოდნენ ერთმანეთის სამფლობელოების ხელში ჩაგდებას.

იპომონას დახასიათება ასევე მოცემულია "მანუილ II-ისა და იოანე VIII პალეოლოგების პანეგირიკში", გენადი II სქოლარიოსის "სანუგეშო სიტყვაში იმპერატორ კონსტანტინე XI-ისადმი დედამისის გარდაცვალების გამო", იოანე არგიროპულოსისა და იოანე ევგენიკოსის ნაწერებში. სქოლარიოსი იპომონას უწოდებდა ქალურ სათნოებათა მაგალითს და "უწმინდესს დედოფალთა შორის", აღნიშნავდა, რომ "არ იყო არავინ, ვინც მასთან მისული არ გახდებოდა უკეთესი მასთან ურთიერთობის შედეგად". ჯერ კიდევ მონაზვნობის მიღებამდე დედოფალს განსაკუთრებით უყვარდა ბერები და მონაზვნობა. იოანე ევგენიკოსის "სიტყვიდან იმპერატორ კონსტანტინე XI პალეოლოგისადმი" შეიძლება დავასკვნათ, რომ იპომონა იყო უნიის მოწინააღმდეგე, რადგან როდესაც კონსტანტინოპოლის ეკლესიამ შეწყვიტა გარდაცვლილი იოანე VIII-ის მოხსენიება დიპტიქებში, "ეს წმინდა დედა, ჩვენი ღვთაებრივი ქალბატონი და დედოფალი, სამართლიანად მიჰყვა ამას, ამჯობინა რა ბუნებრივ სიყვარულს ღვთის მიღება".

იმავე სიტყვაში იოანე ევგენიკოსი აღნიშნავს:

"რაც შეეხება ამ მარადხსენებულ ქალბატონს, შენს დედას, ყველაფერი მის ცხოვრებაში იყო გამორჩეული: რწმენა, საქმეები, წარმოშობა, მანერები, ცხოვრება, სიტყვები. ყველა მათგანი იყო თავმდაბალი და მისი წმინდა დიდების ღირსი. და როგორც ცხოვრობდა იგი, ღვთაებრივი განგებულების თანაზიარი, ისე აღესრულა".

მიხეილ კრიტობულოსის "ისტორია", გენადი სქოლარიოსის "ქრონოგრაფია", მოკლე ქრონიკები და მონოდიები კონსტანტინოპოლის დაცემაზე აღნიშნავენ პირველი და უკანასკნელი ბიზანტიელი იმპერატორებისა და მათი დედების სახელების დამთხვევას. ერთ-ერთი მოკლე ბიზანტიური ქრონიკა გაურკვეველი მიზეზით იპომონას ცალთვალას უწოდებს.

ღირსი იპომონას ადგილობრივი თაყვანისცემა წარმოიშვა პოსტბიზანტიურ პერიოდში წმინდა პატაპის მონასტერში ლუტრაკის მახლობლად. იქ გადატანილ იქნა მისი პატიოსანი თავი. ამ მოვლენის ზუსტი თარიღი უცნობია; შესაძლოა, ეს მოხდა ერთდროულად მისი დისწულის ანგელის ნოტარას მიერ წმინდა პატაპის ნაწილების გადატანასთან ერთად წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან კონსტანტინოპოლის პეტრაში, რომელიც განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა დედოფლისგან.

XX საუკუნის ბოლოს იპომონას თაყვანისცემა აღორძინდა წმინდა ათანასე დიდის ეკლესიაში ათენის თისიოს უბანში. ამ ტაძრის პროტოპრესვიტერი ს. მაკრისტატისი გახდა იპომონას კანონიზაციის ერთ-ერთი ინიციატორი.

1992 წელს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იპომონა წმინდანად შერაცხა და დაამტკიცა მის პატივსაცემად შედგენილი მსახურება, რომელიც შეადგინა პროფესორმა ხ. ბუსიასმა. იპომონას ხსენება აღინიშნება 29 მაისს (კონსტანტინოპოლის დაცემისა და მისი ვაჟის კონსტანტინე XI-ის დაღუპვის ხსენების დღეს, მსგავსად მოციქულთასწორი კონსტანტინესა და ელენეს ერთობლივი დღესასწაულისა) და 13 მარტს, როგორც მისი გარდაცვალების დღეს. ეს უკანასკნელი თარიღი მცდარია: ბიზანტიური ქრონიკები იპომონას გარდაცვალებას ათარიღებენ 23 მარტით ან 24 მარტით.

დედოფალ ელენეს პორტრეტი ქმართან და სამ შვილთან ერთად შემორჩენილია "არეოპაგიტიკის" ბერძნული ხელნაწერის მინიატურაზე. წმინდა პატაპის მონასტრის გამოქვაბულის ეკლესიაში შემორჩენილია პოსტბიზანტიური პერიოდის (XV ს.?) ფრესკა იპომონას გამოსახულებით. იპომონას გვიანდელი ხატი, დახატული ხალხურ სტილში, ინახება ამ ტაძრის კანკელში. აქვე ინახება წმინდანის პატიოსანი თავი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat