ღირსი პარასკევა (პეტკა) სერბი (XVI) - 14 (27) ოქტომბერი
ღირსი პარასკევა (პეტკა) სერბი (XVI) - 14 (27) ოქტომბერი
წმინდა პარასკევა (ერში მას პეტკას ეძახდნენ) დაიბადა ქალაქ კალიოკრატის სიახლოვეს, სოფელ ეპივატში (დღევანდელი თურქეთი, კონსტანტინოპოლის მახლობლად). მისი მშობლები ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ და გულმოდგინედ ასრულებდნენ ღვთის მცნებას, ყველასგან გამოირჩეოდნენ ქველმოქმედებით და მოწყალებით. პარასკევას გარდა ვაჟიც ჰყავდათ, რომელიც სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო გოგონას შინ ზრდიდნენ. ძმა შემდგომში მშობლების ნებართვით, ექვთიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა. ექვთიმე შემდგომში მადიტის ეპისკოპოსი გახდა, თრაკიის ქერსონესში, სადაც ღვთივსათნო მუშაკობით სახელი გაითქვა სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდეგ უამრავი სასწაული მოახდინა.

პარასკევასაც სიყრმეში გაუჩნდა სურვილი, მხოლოდ უფლისთვის ეცხოვრა. ტაძარში მოსმენილმა სახარების სიტყვებმა: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8,34), ისარივით გაუარა გულში. ტაძრიდან გამოსვლისთანავე თავისი ძვირფასი სამოსი გლახაკს მისცა და სანაცვლოდ მისი ძონძები ჩაიცვა. ასე მოიქცა რამდენჯერმე, რისთვისაც ახლობლები გაუწყრნენ, მაგრამ სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო.

მშობლების სიკვდილის შემდეგ პარასკევას განსაცდელებით სავსე ცხოვრება დაუდგა. ქალიშვილი მარხვითა და ლოცვით მოაუძლურებდა სხეულს, მაგრამ მისთვის ესეც არ იყო საკმარისი. ქალიშვილმა წმინდა მიწაზე მოსაგრეობა გადაწყვიტა, თუმცა მანამდე კონსტანტინოპოლში ჩავიდა, მოილოცა იქაური წმინდა ადგილები, მოუსმინა მოშურნე მოსაგრეების დარიგებებს. მათი რჩევით ჰერაკლიის გარეუბანში ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრის სიახლოვეს დასახლდა, სადაც ხუთი წელი დაჰყო მარხვა-ლოცვასა და ცრემლთა ღვრაში. შემდეგ კი სურვილი აისრულა, გაემგზავრა პალესტინაში, თაყვანი სცა წმინდა ადგილებს და საცხოვრებლად იორდანიის უდაბნოში დარჩა. იგი ჰბაძავდა წმინდა ილია წინასწარმეტყველსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს და მხოლოდ უდაბნოს ბალახით საზრდოობდა, თანაც დღეში ერთხელ, მცირე რაოდენობით და მზის ჩასვლის შემდეგ. რა ენამ გამოთქვას წმინდა ქალწულის ღვაწლი, რომელიც ზეციური სასიძოს შესახვედრად განიმშვენებდა სულს. ეშმაკი გულისთქმებით, ფიქრებით, ჩვენებით ათასნაირ განსაცდელს მოუვლენდა, მაგრამ წმინდა მოღვაწე მათ როგორც ობობას ქსელს, ისე დაარღვევდა. წმინდანს, მიუხედავად მისი დედაკაცური ბუნებისა, ჰქონდა ჭეშმარიტად მამაკაცური გონება და როგორც დავითმა გოლიათს, მანაც სძლია ბოროტს.

ერთხელაც ღამით, უდაბნოში, ხელებაპყრობით მლოცველს უფლის ანგელოზი წარმოუდგა და უთხრა:

- დატოვე უდაბნო და სამშობლოში დაბრუნდი, რამეთუ იქ უნდა მიაბარო სხეული მიწას, ხოლო სულით წარდგები უფლის წინაშე.

წმინდა პარასკევამ გულისხმაჰყო, რომ ეს ხილვა უფლისგან იყო და დიდად გაიხარა, რადგან მალე დატოვებდა მიწიერ ცხოვრებას. დაემორჩილა უფლის ნებას და სამშობლოში დაბრუნდა. უკანა გზაზე კონსტანტინოპოლი მოილოცა და ბოლოს ეპივატში ჩავიდა, სადაც ერთხანობა ჩვეული ღვაწლით იცხოვრა. როცა ამქვეყნიდან განსვლის ჟამი დაუდგა, წმინდა პარასკევამ ლოცვით ჩააბარა სული უფალს. მისი სხეული მორწმუნეებმა ქრისტიანული წესით დაკრძალეს, არა საერთო სასაფლაოზე, არამედ ცალკე, როგორც მწირი და ყველასთვის უცნობი, რადგან ვინაობა არავის გაუმხილა. ეს მოხდა XI საუკუნის I ნახევარში.

მაგრამ მრავალი წლის შემდეგ უფალმა მოისურვა განედიდებინა თავისი სათნომყოფელი.

წმინდანის საფლავის საიხლოვეს ერთი მესვეტე მოსაგრეობდა. ერთხელ ზღვამ ერთი მეზღვაურის სხეული გამო-რიყა, რომელიც მძიმე სნეულებით გარდაცვლილი წყალში გადააგდეს. გვამი საშინლად ყარდა და იმ ადგილს შეუძლებელი იყო გავლა. სიმყრალემ მოსაგრეც შეაწუხა, სვეტიდან ჩამოვიდა, ბრძანა, ღრმა ორმო გაეთხარათ და გვამი დაემარხათ.
მაგრამ როცა მუშებმა ორმო გათხარეს, იქ უცნობი მოღვაწის უხრწნელი სხეული აღმოაჩინეს. გამოუცდელმა და უცოდინარმა ხალხმა ეს ამბავი არაფრად მიიჩნია. თქვეს: თუ ეს წმინდანია, მაშინ ღმერთმა რაიმე სასწაული მოახდინოსო. აყროლებული გვამი ორმოში, უხრწნელი სხეულის გვერდით ჩააგდეს და მიწით ამოავსეს. იმავე ღამეს ერთმა მათგანმა, ღვთისმოსავმა კაცმა, სახელად გიორგიმ, განთიადისას ძილში იხილა ვინმე დედოფალი, რომელიც ბრწყინვალე ტახტზე იჯდა და გარშემორტყმული იყო უამრავი დიდებული მეომრით. გიორგიმ ვეღარ შეძლო თვალი გაესწორებინა მისი მეფური დიდებულებისთვის და მის წინაშე მიწაზე დაემხო. მაშინ მას ერთ-ერთი ბრწყინვალე მეომარი მიუახლოვდა, ფეხზე წამოაყენა და უთხრა:

- გიორგი, რატომ შეურაცხყვე ღირსი პარასკევას სხეული და აყროლებულ გვამთან ერთად დაკრძალე? სასწრაფოდ ამოიღე და შესაფერის ადგილას დაასვენე. რამეთუ ღმერთმა მოისურვა, მიწაზეც განადიდოს თავისი სათნომყოფელი.

მას ბრწყინვალე დედოფალმაც უთხრა:

- სასწრაფოდ ამოიღე ჩემი სხეული და შესაფერის ადგილას დაასვენე, რამეთუ მეტად აღარ შემიძლია იმ გვამის სიმყრალის დათმენა. რამეთუ მეც ადამიანი ვარ და ჩემი სამშობლო ეპივატია, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ.

იმავე ღამეს ერთ ღვთისმოსავ ქალს, ეფემიას, იგივე ხილვა ჰქონდა. მეორე დღეს ორივემ ხალხს უამბო ნანახი. ღვთისმოსავმა ხალხმა მიწიდან ამოთხარა წმინდა პარასკევას გვამი და დიდი პატივით დაასვენა სოფელ ეპივატის, ყოვლადქებული მოციქულების - პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. წმინდა პარასკევას ლოცვით, მრავალი დიდებული სასწაული აღესრულა: ბრმებს თვალი აეხილათ, კოჭლებმა გამართულად გაიარეს, სნეულები განიკურნენ, ეშმაკეულები გამოჯანმრთელდნენ.

1238 წელს კონსტანტინოპოლში, ჯვაროსნების ბატონობის ჟამს, ბულგარეთის და სერბეთის ღვთისმოშიშმა მეფემ, იოანე ასენმა, შეიტყო, სადაც იყო დასვენებული წმინდა პარასკევას სხეული. ბულგარეთის მიტროპოლიტს პერეიასლავს დაავალა მათი ტერნოვოში (ბულგარეთის მთავარი ქალაქია), კარის ეკლესიაში გადასვენება. სადაც ის უხრწნელი ესვენა და მრავალ სასწაულს უხდენდა რწმენით მისულთ.

გამოხდა ხანი. მუსლიმანებმა თანდათან დაიპყრეს საბერძნეთის იმპერია. XIV საუკუნეში სულთანმა ბაიაზიდ I-მა ტერნოვო აიღო და გაძარცვა. წმინდა პარასკევას სხეული ვლახეთში გადაასვენეს. თურქებმა ვლახეთიც აიღეს და 1396 წელს სერბი დედოფლის, მილიცას შუამდგომლობით, ეს სიწმინდე ბელგრადში გადაასვენეს.

1521 წელს სულთანმა სულეიმან II-მ ბელგრადი აიღო. მან წმინდა პარასკევას წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში, თავის სამეფო პალატში დაასვენა. წმინდა პარასკევა აქაც უამრავ სასწაულს ახდენდა და თვით მუსლიმანების პატივისცემაც დაიმსახურა. მათ შეეშინდათ, რომ წმინდა პარასკევას სასწაულმოქმედი ძალის გამო ქრისტიანული რწმენა უფრო ფართოდ არ გავრცელებულიყო და იგი კონსტანტინოპოლელ ქრისტიანებს გადასცეს, რომელთაც წმინდა ნაწილები დიდი პატივით საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს.

1641 წელს მოლდავეთის ღვთისმოსავმა მთავარმა და სარდალმა ვასილი-ლუპულმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნებართვით, წმინდა პარასკევას სხეული იასეში, წმინდა სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში დაასვენა. ეს მოხდა 1641 წლის 14 ოქტომბერს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat