წმინდა გორგონია, გრიგოლ ღვთისმეტყველის და (+370) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა გორგონია, გრიგოლ ღვთისმეტყველის და (+370) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა გორგონია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და გახლდათ. წმინდა გორგონიას დედა, ნონა, შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანი ქალის უმაღლეს ნიმუშად. მამამისი გრიგოლი წარმართი იყო. როდესაც ღვთისმოსავი ნონა მისი ცოლი გახდა, იგი ევედრებოდა უფალს, დახმარებოდა ქმრის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევაში. გრიგოლს ასეთი ხილვა ჰქონდა: იგი გალობდა ფსალმუნებს. ეს სიტყვები, რომლებიც მას არასოდეს წარმოუთქვამს, გაგონილი ჰქონდა მეუღლის ლოცვისას. გალობა მას უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. გაღვიძებულმა ყველაფერი ცოლს უამბო და ნონა მიხვდა, რომ მის ქმარს თავად უფალი უხმობდა თავის სამწყსოში. მან დაიწყო ქმართან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე საუბარი და მალე გრიგოლი მოინათლა კიდეც. შემდგომში კი, თავისი მშობლიური ქალაქის, ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა.

ამ დიდი ხნის ნანატრი წყალობის შემდეგ ნონამ უფალს ძე შესთხოვა და აღუთქვა, რომ მასვე შესწირავდა თავის შვილს. და უფალმა, რომელიც ისმენს ღვთისმოშიშთა ლოცვას, შეასრულა ღვთისმოსავი ქალის თხოვნა. ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. ასე მოევლინა ქვეყანას წმინდა გორგონიას უფროსი ძმა გრიგოლი.

გორგონია ნაზიანზში აღიზარდა, თუმცა თავის ნამდვილ სამშობლოდ ქალწული ყოველთვის იერუსალიმს მიიჩნევდა. გორგონია გათხოვდა და სამი ქალიშვილი გააჩინა. ქორწინებაშიც მკაცრად იცავდა ღვთივსათნო ქრისტიანულ ცხოვრების წესს, ამაში მას მეუღლეც ეხმარებოდა. წმინდა გორგონია ბევრს არასდროს ლაპარაკობდა. გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სიბრძნით, შრომისმოყვარეობით. მისი სახლი მუდამ ღია იყო გლახაკთათვის. ის მოწყალებას მუდამ ჩუმად გასცემდა.

ერთხელ წმინდა გორგონიას უბედურება შეემთხვა, მისი ეტლი გადაბრუნდა და ცხენებმა დიდხანს ათრიეს. გორგონიას შერცხვა და თავისი დასახიჩრებული სხეული ექიმს ვერ აჩვენა. ქალი ღვთის იმედით ელოდა განკურნებას. ასეც მოხდა, უფლის ნებით, წმინდანი სასწაულებრივად განიკურნა. ერთხელ გორგონია ავად გახდა, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. წმინდანი ღამით წავიდა ტაძარში და ტირილით შესთხოვდა უფალს, სასწაული მოევლინებია მისთვის. შემოქმედმა შეისმინა გორგონიას ლოცვა, ის სასწაულებრივად განიკურნა. წმინდა გორგონია საკმაოდ გვიან მოინათლა. მაშინ ეს მიღებული წესი იყო. ლოცვისას ქალს ეუწყა თავისი მიცვალების ჟამი. გორგონიამ გარდაცვალებამდე მეუღლე მონათლა, შემდეგ ყველა ახლობელს გამოემშვიდობა და 372 წელს, 39 წლის ასაკში უფალთან წარდგა. დედა ნონამ გორგონიას გარდაცვალება ძალიან განიცადა, ერთი წლით ადრე მან უმცროსი ვაჟი კესარიოსიც დაკარგა. წმინდა ნონა დარდისგან დასნეულდა. აი, რას იხსენებს ამის შესახებ გრიგოლ ღვთისმეტყველი: "დედაჩემის მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმინდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა.

მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: "საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!" მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო".

წმ. გორგონიას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ასი წლის ასაკში გარდაიცვალა მისი მამა, ეპისკოპოსი გრიგოლი (უფროსი)(ხს. 1 იანვარს). წმინდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.06.2023
ძველი სტილით 24 მაისს (ახალი სტილით 6 ივნისს) ეკლესია წმინდა ქსენია პეტერბურგელის წმინდანად შერაცხვის დღეს აღნიშნავს.
02.06.2023
ძველი სტილით 23 მაისს (5 ივნისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ კლეოპასი მენელსაცხებლე დედის ხსენებას.
02.06.2023
წმინდა ეფროსინია ბელარუსის მფარველი წმინდანია. იგი პოლოცკელი ვიტებსკის მთავრის სვიატოსლავ ვსესლავიჩის შვილი და ვსესლავ ბრიაჩისლავიჩის შვილიშვილი იყო.
15.05.2023
ავგუსტინე ნუმიდიის (თანამედროვე ალჟირი) ქალაქ ტაგასტაში 354 წელს იშვა. მამა წარმართი იყო, დედა, მონიკა კი - ქრისტიანული სათნოების მაგალითი.
24.02.2023
ღირს კელიას სიყმაწვილიდანვე უყვარდა გლახაკების დახმარება, ქმრის სიმდიდრე ამის საშუალებას აძლევდა, მაგრამ ქმარი რამდენადაც მდიდარი იყო, იმდენად ძუნწი გახლდათ.
24.02.2023
ბითვინიაში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი კაცი, სახელად ევგენი. ცოლიც ღვთისმოშიში ჰყავდა. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ - მარიამი.
15.12.2022
გადმოცემით, წმინდა ოდილია დაიბადა 660 წელს ჰერცოგ ატიხის ოჯახში. მამა მემკვიდრის დაბადებას ელოდა
16.11.2022
ღირსი მატრონა კონსტანტინოპოლელი მცირე აზიის ქალაქ პამფილიის პერგეში დაახლოებით 492 წელს დაიბადა.
04.11.2022
ძველი სტილით 25 ოქტომბერს (ახალი სტილით 7 ნოემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს I საუკუნის ქრისტიან მოღვაწეს მართალ ტაბითას.
31.10.2022
იგი გახლდათ ტემზის ზემოწელში მცხოვრები პრინც დიდანის ქალიშვილი. მან დააარსა ოქსფორდში ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი ქალწულთათვის.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net eya depolama papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama transfernakliyat.com.tr medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell eya depolama depolama istanbul evden eve nakliyat malatya rent a car

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper