ღირსი მარიამ, მარინი ბითვინიელი და მამა მისი ევგენი (VI ს.) - 12 (25) თებერვალი
ღირსი მარიამ, მარინი ბითვინიელი და მამა მისი ევგენი (VI ს.) - 12 (25) თებერვალი
ბითვინიაში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი კაცი, სახელად ევგენი. ცოლიც ღვთისმოშიში ჰყავდა. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ - მარიამი. ცოლი ადრე მოუკვდა და ევგენიმ შვილი ღვთის მცნებებით აღზარდა. როცა ყრმა მოიზარდა, მამამ უთხრა:

- ჩემო საყვარელო შვილო, აი, მთელ ჩემს ქონებას შენ გიტოვებ და თვითონ მონასტერში სულის საცხონებლად წავალ.

გოგონა მამას შეეწინააღმდეგა:

- ჩემო მამავ, თუ შენ ცხონება გინდა, ჩემი ცხონებისთვის არ იზრუნებ. შენ ხომ იცი, რომ უფალმა სახარებაში თქვა: "მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს" (იოანე 10:11); რამეთუ, ვინც რომელიმე სულს აცხონებს, ის თითქოს აღაშენებს მას.

ეს რომ ევგენიმ გაიგო, ძალზე გაუხარდა, თურმე მისი შვილი ასე ღვთისმოშიში ყოფილა. ნორჩი მარიამი მამასთან საუბრისას თრთოდა.

- ჩემო საყვარელო ქალიშვილო, - უთხრა ევგენიმ, არ ვიცი, როგორ მოგექცე. შენ ხომ ქალი ხარ, მე კი მამათა მონასტერში მივდივარ. იქ ჩემთან ერთად როგორ შეძლებ ყოფნას, ეშმაკს შეუძლია შენი სახით ვინმე აცდუნოს.

ეს რომ გოგონამ გაიგო, მამას უთხრა:

- ჩემო მამავ, მე მამათა მონასტერში ქალის სახით არ შემოვალ. თმას შევიჭრი, მამაკაცის ტანსაცმელს ჩავიცვამ და შენთან ერთად შევალ მონასტერში და ვერავინ გაიგებს, რომ ქალი ვარ.

ეს რომ ნეტარმა ევგენიმ გაიგო, ძალზე გაიხარა; გლახაკებს. ქვრივ-ობლებს მთელი თავისი ქონება დაურიგა, თავის ქალიშვილს თმა შეჭრა, მისცა მას მამაკაცის სამოსი და მარიამის ნაცვლად მარინი დაარქვა.

- ჩემო გოგონავ, - უთხრა მამამ, - უნდა გაფრთხილდე და სქესი დამალო. შენ იცი, რომ დედაკაცები მამათა მონასტერში არ შედიან, შენ მამაკაცებს შორის იქნები, როგორც შუა ცეცხლში. დაიცავი შენი ქალწულობა. თუ ჩვენ აღვასრულებთ ჩვენს აღთქმას, მაშინ მემკვდრენი ვიქნებით ცათა სასუფევლისა.

შეევედრნენ ღმერთს მამა-შვილი და ევგენი ვაჟურად გადაცმულ ქალიშვილთან ერთად მონასტერში შევიდა. ორივემ სხვა მონაზვნებთან ერთად დაიწყო ცხოვრება. ქალიშვილი დღითი დღე წარემატებოდა ღვთივსათნო ცხოვრებაში. ის გამოირჩეოდა თავისი მორჩილებით, თავმდაბლობით და ყოველთვის დიდი ღვაწლისკენ ისწრაფოდა. გავიდა რამდენიმე წელი. ამავე მონასტრის მონაზვნები მას საჭურისად თვლიდნენ, რამეთუ წვერ-ულვაში არ ჰქონდა და წვრილი ხმით ლაპარაკობდა. სხვები კი ფიქრობდნენ, ასეთი ხმა მარინს დიდი ღვაწლისა და მარხვისაგან ჰქონდა, რამეთუ ის მხოლოდ მცირეოდენ საკვებს იღებდა, ისიც დღეგამოშვებით.

რაღაც დროის შემდეგ ევგენი, უკვე როგორც მონაზონი, გარდაიცვალა, და მისი დაობლებული ქალიშვილი, ახლა უკვე მარინი, მონასტერში დარჩა. ამის მერე იგი უფრო მეტად მოსაგრეობდა, თავის სხეულს მრავალი შრომითა და მარხვით მოაკვდინებდა. ღვთის მადლით ისე წარემატა სათნოებათა ქმნაში, რომ ბოროტ სულებზე ხელმწიფება მიიღო: მასთან ხშირად მიჰყავდათ არაწმინდა სულისაგან გატანჯული ადამიანები; წმინდანი მათ ხელებს დაადებდა, ლოცვით ეშმაკებს განდევნიდა და სნეულები სავსებით გამოჯანმრთელდებოდნენ.

ამ მონასტერში ორმოცამდე ძმა ცხოვრობდა ყოველგვარი სათნოებებით და სულიერი სიბრძნით გამორჩეულნი. მონასტერს სოფელი ჰქონდა, რომელიც სავანიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. სოფელში ბოსტანი ჰქონდათ გაშენებული, სადაც ყოველთვიურად მონასტრიდან ოთხ ძმას აგზავნიდნენ და პროდუქტი მოჰქონდათ. მონასტერსა და ბოსტანს შუა სასტუმრო იყო აშენებული, სადაც სამუშაოდ მიმავალი, ან უკან ბოსტნიდან მობრუნებული ძმები ისვენებდნენ. თვითონ ამ სასტუმროს უფროსს ძალზე უყვარდა ბერები და ცალკე შენობაში მოასვენებდა ხოლმე მათ. კაცთა მოდგმის მტერმა ვერ დაითმინა მამაკაცის სახით მოღვაწე ყრმის მოსაგრეობა და მოთმინება და აღდგა მის წინააღმდეგ. მან მისი შეურაცხყოფა მოინდომა და მზაკვრულად საქმე შემდეგნაირად მოაწყო. ერთხელ ამავე მონასტრის იღუმენმა მონაზონი მარინი თავისთან მოიხმო და უთხრა: "ძმაო მარინ, მე ვიცი შენი სათნო ცხოვრება, ვიცი, რომ მორჩილებით იღვწი, უარს ნუ მეტყვი, წადი მონასტრის ბოსტანში სამუშაოდ. რადგან ზოგიერთ მონაზონს არ მოსწონს, რომ შენ სულ მონასტერში ხარ და არასოდეს მიდიხარ ბოსტანში სამუშაოდ. წადი და მრავალ საზღაურს მიიღებ ყოვლადსახიერი ღვისაგან, რამეთუ მას არ იუკადრისებია თავის მოწაფეთა სამსახური". ეს რომ გაიგო, მარინი იღუმენის წინ მუხლებზე დაემხო და უთხრა: "მაკურთხე, პატიოსანო მამაო: წავალ სადაც მიბრძანებ".

სხვა სამ ძმასთან ერთად მარინი სამონასტრო საქმეზე წავიდა. გზად მათ ზემოხსენებულ სასტუმროში გაათენეს ღამე. სასტუმროს პატრონს ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც სავსებით ზრდასრული იყო. ის ვინმე ჯარისკაცმა გახრწნა, რომელმაც მათ სასტუმროში ღამე გაატარა. იმ ჯარისკაცმა ასწავლა მას, რომ თავის დაცემაში მარინისთვის დაედო ბრალი. მართლაც, როცა მშობლებმა ჰკითხეს, ვინ გაცდუნაო. მან მარინზე მიუთითა. მამა ძალზე გაბრაზდა, მონასტერში მივიდა და განრისხებულმა ყვირილი მორთო:

- სად არის ის მზაკვარი და ცრუ ქრისტიანი, რომელიც თავს ბერად ასაღებს?

მონასტრის დარაჯმა ჰკითხა:

- კარგ დროს მოხვედი, მაგრამ ასე განრისხებული რატომ ყვირი, რამ შეგაწუხა? დამშვიდდი, გთხოვ.

რაზეც სასტუმროს მეპატრონემ უთხრა:

- წყეულიმც იყვეს ის საათი, როცა თქვენს მონასტერს დავუახლოვდი. ვაი მე! ეს რა უბედურება დამატყდა თავს, არ ვიცი, რა ვქნა.

იღუმენმა მისი ყვირილი რომ გაიგო, მოუხმო და ჰკითხა, რა დაგემართა, რატომ ტირი, ჩვენ რას გვერჩიო.

- რა მინდა? - თქვა განრისხებულმა მესასტუმროემ, რა მინდა და ამქვეყნად არასოდეს დავინახო მონაზონი.

როცა იღუმენმა ჰკითხა, ასე რატომ ამბობო, კაცმა უთხრა:

- ერთადერთი ქალიშვილი მყავს. ვფიქრობდი, რომ ის მანუგეშებდა სიბერეში. და აი, რა გააკეთა თქვენმა მარინმა, რომელსაც ყველა ღვთისმოშიშად და წესიერ ქრისტიანად თვლიდით - მან ჩემი ქალიშვილი შებილწა და დააორსულა.

ეს რომ იღუმენმა გაიგო, ძალზე გაოცდა და კაცს უთხრა:

- რა ვქნა: ახლა მარინი მონასტერში არ არის, მონასტრის ბაღიდან არ დაბრუნებულა. როცა მოვა, მაშინვე გავაგდებ.

ამასობაში მარინი სამ ძმასთან ერთად სავანეში დაბრუნდა. იღუმენმა მაშინვე მოიხმო და უთხრა:

- ასეთია, ძმაო, შენი ცხოვრება, ასეთია შენი ღვაწლი: სასტუმროში ღამის გათენებისას, ამ სასტუმროს უფროსის ქალიშვილი გახრწენი. მამამისი მოვიდა და შენ გამო გაგვლანძღა.

- მამაო, შემინდე მე ცოდვილს, შემინდე უფლის გულისთვის, შევცოდე, როგორც კაცმა.

განრისხებულმა იღუმენმა მარინი უპატიოდ გააგდო მონასტრიდან.

მონასტრიდან განდევნის მერე უდანაშაულო მარინი სავანის კარს არ მოშორებია; იჯდა თბილი სამოსის გარეშე და მოთმინებით დაითმენდა ყინვასა და სიცივეს. მონასტერში შემსვლელ-გამომსვლელები ეკითხებოდნენ:

- აბბა, აქ გაშიშვლებული რატომ ზიხარ და ამდენ გაჭირვებას დაითმენ?

- შევცოდე, - პასუხობდა მარინი, ამიტომაც გამაგდეს მონასტრიდან.

ამასობაში სასტუმრს უფროსის ქალიშვილმა ბავშვი გააჩინა, მამამ ჩვილს ხელი მოჰკიდა და მონასტერში წამოიყვანა, იქ კარის წინ მჯდარი მარინი მოძებნა, ბავშვი წინ დაუგდო და თვითონ წავიდა.

მარინმა ბავშვი ხელში აიყვანა და აქვითინებულმა წარმოთქვა:

- ვაი მე ცოდვილსა და უბედურს. ჭეშმარიტად ბილწი ვარ და ჩემი საქმეების გამო მომეგო, მაგრამ ამ საბრალო ყრმამ ჩემს ხელში რატომ უნდა იტანჯოს და მოკვდეს?

მარინი მწყემსებს რძეს სთხოვდა და ბავშვს ზრდიდა, როგორც ნამდვილი მამა. გარდა იმისა, რომ მუდმივად შიმშილსა და სიცივეს, დაცინვასა და გაჭირვებას დაითმენდა, ბავშვის მოვლაც დიდ შრომას მოითხოვდა. ხშირად ბავშვი ტანსაცმელსაც უჭუჭყიანებდა, მაგრამ ღირსი მარინი მოთმინებით დაითმენდა სამი წლის მანძილზე. სამი წლის მერე ძმებს შეებრალათ მარინი, მონაზვნები შეიკრიბნენ, იღუმენთან მივიდნენ და უთხრეს: - მამაო პატიოსანო, ეყოფა მარინს მონანიება; გთხოვთ, რომ მიიღო მონასტერში. მან ხომ შეინანა და ყველას წინაშე აღიარა თავისი დაცემაო.

მაგრამ იღუმენს მათი თხოვნის მოსმენა არ უნდოდა და კვლავ არ სურდა მარინის მიღება. მონაზვნებმა კვლავ სთხოვეს და უთხრეს:

- თუ შენ მონასტერში არ მიიღებ ძმა მარინს, მაშინ ყველანი წავალთ აქედან. განა როგორ შევძლებთ უფალს ჩვენი ცოდვების მიტევება ვთხოვოთ, მაშინ როცა ჩვენ თვითონ არ შევუნდობთ ძმა მარინს, რომელიც სამი წელია ჩვენი მონასტრის წინ თავშესაფრის გარეშე იტანჯება.

ეს რომ გაიგონა, იღუმენმა მონაზვნებს მიუგო:

- იმ ცოდვის გამო, რაც მარინმა ჩაიდინა, ჭეშმარიტად არ არის ღირსი აქ კვლავ შემოსვლისა, მაგრამ თქვენი სიყვარულისა და თხოვნის გამო მივიღებ მას.

იღუმენმა მარინს მოუხმო და მონაზვნების წინაშე უთხრა:

- ძმაო, შენ მიერ ჩადენილი ცოდვის გამო, არა ხარ ღირსი თავდაპირველი ადგილი დაიკავო ძმათა შორის, მაგრამ ძმათა სიყვარულისთვის, შენ გამო რომ მთხოვეს, მონასტერში უკანასკნელ ადგილს გაძლევ და მონაზვნებს შორის უკანასკნელი იქნები.

ატირებულმა მარინმა იღუმენს უთხრა:

- პატიოსანო მამაო, ჩემთვის უკვე ისაც მეტისმეტია, რომ მონასტერში შემოსვლის ნებას მაძლევ, სადაც შემიძლია ძმებს ვემსახურო.

იღუმენმა მარინი მიიღო და მონასტერში ყველაზე მძიმე და უკანასკნელ სამუშაოებს ავალებდა. წმინდა მარინიც მთელი გულმოდგინებით, გულისშემუსვრილებით და სრული თავმდაბლობით ასრულებდა. მის გვერდით იყო ის ყრმაც, რომელიც მუდამ თან დასდევდა, მამას ეძახდა და საჭმელს სთხოვდა. ღირსი მარინი ბავშვზეც ზრუნავდა. როცა ბიჭი წამოიზარდა, თავისი ვითომდა მამის ლოცვით, თავმდაბლობასა და ლოცვებში წარემატა, ის ყველას უყვარდა სათნოებების გამო და მან მონაზვნის ხარისხიც მიიღო; მაგრამ ეს მოხდა უკვე მას მერე, რაც წმინდა მარინი გარდაიცვალა, მისი ნეტარი აღსასრული ასე მოხდა: ქრისტე ხედავდა რწმენას და მოთმინებას თავისი სასძლოსი, რომელიც ვაჟურად გადაცმული, მისი სახელის გულისთვის ამდენ გაჭირვებას და შეურაცხყოფას ითმენდა. უფალმა ინება, რომ ის ენუგეშებინა და მრავალი ღვაწლის შემდეგ განსვენება მიეცა და სამოთხის სავანეში დაესახლებინა. ღვთის ნებით, მარინი თავის კელიაში გარდაიცვალა და არავინ იცოდა ამის შესახებ. იღუმენმა შეამჩნია, რომ უკვე სამი დღეა, მარინი არც ეკლესიაში შემოსულა და არც მონასტრის საქმეებში ჩარეულა და შეფიქრიანებულმა მონაზვნებს სთხოვა: უკვე სამი დღეა, რაც მარინის ვეღარ ვხედავ. ის პირველი მოდიოდა ხოლმე ღვთისმსახურებაზე, ახლა კი არ არის აქ. შედით მის კელიაში, ნახეთ ავად ხომ არ არისო.

ძმები წავიდნენ და ნახეს, რომ მარინს სული უკვე ჩაებარებინა უფლისათვის, ცხედრის გვერდით კი მტირალი ყრმა იჯდა. ძმებმა მაშინვე შეატყობინეს იღუმენს, მარინი გარდაიცვალაო, გაოცებულმა წინამძღვარმა თქვა:

- მისმა სულმა სხეული დატოვა; ნეტავ რა პასუხს მისცემს უფალს თავისი ცოდვებისთვის?

ამის მერე ბრძანა მარინის სხეული წესისამებრ გაეპატიოსნებინათ. როცა მარინის სხეული უნდა განებანათ, ძმებმა ნახეს, რომ მარინი სინამდვილეში დედაკაცი იყო. შეძრწუნებულებმა ერთხმად ყვირილი მორთეს: "უფალო, შეგვიწყალენ!" ხმაურზე გაოცებული იღუმენი გამოვიდა და იკითხა, რა ხდებაო.

- ჩვენი ძმა მარინი ბუნებით ქალი ყოფილა.

იღუმენი მიუახლოვდა და მართლაც მის წინაშე დედაკაცი იწვა, დაემხო მიწაზე, გარდაცვლილის ფეხებს შეეხო და შეჰღაღადა:

- შემინდე მე, უფალო იესო ქრისტე, რომ ჩემის უცოდინრობით ასე დავამწუხარე შენი წმინდა და უბიწო სასძლო. - შემდეგ კი წმინდანს შესთხოვა: - აქ მოვკვდები შენს პატიოსან ფერხთა წინაშე და შეგევედრები, ვიდრე იმ ცოდვებს არ შემინდობ, რომლითაც შეგაწუხე.

დიდხანს ტიროდა და ქვითინებდა იღუმენი. უეცრად ზეციდან ხმა მოესმა:

- შენ ეს რომ უცოდინარობის გამო არ ჩაგედინა, მაშინ არ გეპატიებოდა, მაგრამ რადგანაც არ იცოდი საქმის ვითარება, შეგენდო ცოდვები.

მაშინღა წამოდგა იღუმენი და კაცი გააგზავნა სასტუმროს პატრონთან, - მობრძანდი, საქმე მაქვსო.

როცა სასტუმროს პატრონი მოვიდა, იღუმენმა უთხრა:

- ძმა მარინი მოკვდა.

მან უპასუხა:

- ღმერთმა აპატიოს ცოდები!..

იღუმენმა შეაწყვეტინა:

- შეინანე, ძმაო, რამეთუ შესცოდე უფლის წინაშე და მეც შემაცდინე შენი სიტყვებით. მარინი - დედაკაცია!

ეს რომ სასტუმროს უფროსმა გაიგო, შეძრწუნდა, დადუმდა, თითქოს დამუნჯდაო. იღუმენმა ხელი მოჰკიდა და იმ ადგილას წაიყვანა, სადაც ნეტარი მარინის უსულო სხეული ესვენა, და კაცს უთხრა, ტყუილად დააბრალე მარინს ქალიშვილის გახრწნაო. საკვირველი ამბავი როცა შეიტყო, ,სასტუმროს უფროსი ატირდა და შეინანა თავისი გამძვინვარება, გაბოროტება, რაც მარინის მიმართ ჰქონდა. ამასობაში იღუმენმა და ძმებმა ქრისტეს უბიწო ქალწულის სხეული გალობით გადაასვენეს მონასტერში საგანგებოდ მომზადებულ ადგილას. მონასტერში მოვიდა სასტუმროს უფროსის ქალიშვილი, რომელსაც არაწმინდა სული სტანჯავდა, მან სიმართლე სახალხოდ აღიარა. და როცა ის წმინდა მარინის კუბოსთან მიიყვანეს, ეშმაკმა დატოვა მისი სხეული და ქალი სავსებით გამოჯანმრთელდა.

წმინდა მარინი-მარიამის სხეული შემდგომში გადაასვენეს კონსტანტინოპოლში, ხოლო იქიდან 1113 წელს ვენეციაში წააბრძანეს და დღემდე იქ არის დასვენებული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat