მან ღვთაებრივი ნათლის გაცისკროვნებაც იხილა და სამოთხეც
მან ღვთაებრივი ნათლის გაცისკროვნებაც იხილა და სამოთხეც
წმინდა ათანასე დიდმა აღწერა ღირსი დედის - სვინკლიტიკიას ცხოვრება და ღვაწლი.

ნეტარი სვინკლიტიკია ალექსანდრიაში დაიბადა. მისი ოჯახი, ერთობ პატივცემული და მდიდარი, წარმოშობით ალექსანდრიიდან იყო. ღირსი სვინკლიტიკიას წინაპრებს თავის დროზე ალექსანდრიელთა განსაკუთრებული ღვთისმოსაობის შესახებ შეუტყვიათ, მაკედონია მიუტოვებიათ და ალექსანდრიაში დასახლებულან. აქ მათ მართლაც ჰპოვეს წრფელი რწმენა და ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული.

წმიდანი მშობლიურ სახლში უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით, რაც კი ამ წუთისოფელში საუკეთესოდ და სასარგებლოდ შეიძლება იწოდებოდეს. მაგრამ ნეტარს ყოველივე ეს ამძიმებდა, რადგან მისი გული უკვე ზეციერის სურვილითა და ღვთისადმი სიყვარულით ანთებულიყო. მას აგრეთვე ამძიმებდა სხეულის ფუფუნებაზე ზრუნვა, რაც აგრერიგად მიღებული იყო დიდგვაროვანთა ოჯახებში, თვითონ მას კი სძულდა ეს. ყველაზე საშიშ მტრად სვინკლიტიკია თავის ახალგაზრდა, მშვენიერ სხეულს მიიჩნევდა და ყოველმხრივ ცდილობდა მის დათრგუნვას მარხვით, შრომითა და მღვიძარებით.

ოჯახში სვინკლიტიკიას გარდა კიდევ ორი ვაჟი და ქალიშვილი ცხოვრობდა. ნეტარის უმცროსი ძმა ბავშვობაში გარდაიცვალა, და უსინათლო იყო; უფროსმა ძმამ დაოჯახებაზე უარი თქვა და უდაბნოში გავიდა. ამდენად, მშობლებისთვის შთამომავლობის შენარჩუნების ერთადერთი იმედი სვინკლიტიკია იყო. ლამაზსა და ბრწყინვალე გვარიშვილს ადრიდანვე ჰყავდა მთხოვნელები, რაც მშობლებს ახარებდათ. კეთილგონიერ და მამაკაცურად განბრძნობილ ქალწულს როცა ხორციელ შეუღლებაზე ლაპარაკი ესმოდა, უკუაგდებდა ამ აზრს და გულისსიტყვებით ზეციური ქორწინებისაკენ მიილტვოდა. მან მთელი ძალით შეიყვარა ქრისტე და დღედაღამ მხოლოდ მასზე ფიქრობდა.

ამიტომაც ის ვერ მოხიბლა ვერაფერმა ამქვეყნიურმა - ვერც ოქროქარგულმა სამოსელმა, ვერც ძვირფასმა ქვებმა, ვერც ვნებით აღსავსე მუსიკამ, ვერც ლხინმა, ვერც რაიმე სხვა საერო სიამოვნებამ; მშობლების ცრემლებმა და ნათესავთა შეგონებებმა კი ოდნავადაც ვერ შეარყიეს. პირიქით, მისი ნება-სურვილი კლდესავით მტკიცე იყო და ქრისტესადმი ურყევად მიდრეკილი. სვინკლიტიკიამ ხორციელი გრძნობები მთლიანად განარიდა გარეგან შთაბეჭდილებებს; იგი მხოლოდ თავის ღვთაებრივ სასიძოს ესაუბრებოდა და "ქებათა ქებიდან" სასძლოს სიტყვებს უძღვნიდა: "მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი" (ქება 6,3).

სვინკლიტიკია ფუჭ საუბრებს ყურს არ უგდებდა, მაგრამ თუკი სულისათვის რაიმე სასარგებლოს გაიგონებდა, ყურადღებად იქცეოდა, რათა გაგონილს გონებით ჩაწვდომოდა და საკუთარ სულში ჩაებეჭდა.

იმდენად უყვარდა კრძალულება, რომ მარხვის თანასწორად არც ერთ სხვა სათნოებას არ მიიჩნევდა. მარხვას იგი ყველა სათნოებათა საფუძვლად და მცველად მოიაზრებდა. იკვებებოდა მკაცრად დაწესებულ ერთსა და იმავე დროს და, თუ რაიმე მიზეზით ამ წესის დარღვევა უწევდა, ძალიან განიცდიდა, ფითრდებოდა, უძლურდებოდა, ანუ სრულიად საწინააღმდეგო განცდა ეუფლებოდა, ვიდრე უკრძალველებს გააჩნიათ. ვინაიდან უდროოდ მიღებული საზრდელით მისი სული ტკბობას არ განიცდიდა, სხეული განმტკიცების ნაცვლად სუსტდებოდა. რადგან მათ, ვინც ვნებით იღებს საკვებს, აქვთ მსუქანი და სავსე სხეული, ხოლო სხეული იმისა, ვინც უმადოდ ჭამს, გამხდარი და დასუსტებულია.

ნეტარი სვინკლიტიკია აუძლურებდა სხეულს და სულიც უმტკიცდებოდა მოციქულის სიტყვისაებრ: "დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (2 კორ. 4,16). თავშეკავებასა და შრომას ნეტარი სხვათა თვალთაგან ფარავდა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ სვინკლიტიკია ყველა მიწიერი მოვალეობისაგან გათავისუფლდა. საკუთარი მემკვიდრეობა მან ღატაკებს დაურიგა, უსინათლო დასთან ერთად გაემგზავრა ალექსანდრიის მახლობლად, ხეროში, და იქ თავისი ნათესავის აკლდამაში დასახლდა.

სვინკლიტიკიას სული წუთისოფლისგან სრულ განშორებას ითხოვდა. ის მიჰყვა ამ სურვილს და გააკეთა ის, რამაც გარეგნულადაც კი დააშორა წარსულ ცხოვრებას. ქალები იმ დროში თმას თავიანთი სქესის მთავარ მშვენებად და ღირსებად მიიჩნევდნენ, ხოლო თმის შეჭრა დიდ სირცხვილად და საძრახისად ითვლებოდა. ღირსმა დედამ ეს იცოდა და თმის შესაკვეცად მღვდელი მოიწვია; თმის შეკვეცა ყოველგვარი ამქვეყნიურისაგან მისი სულის სრული გათავისუფლების ნიშანი იყო.

იმ დროს ღირსი დედა ამბობდა: "დიდია წოდება, რომლის ღირსიც გავხდი და არაფრით შემიძლია მივაგო მას, ვინც მომიწოდა. ხალხი ამ ქვეყნის დროებითი დიდებისათვის მთელ თავის სიმდიდრეს ხარჯავს, მით უფრო მმართებს მე, რომელსაც მონაზვნად აღკვეცის უდიდესი წყალობა მომეცა, ჩემი მეუფისათვის, ქრისტესათვის, ჩემი სიმდიდრისა და სხეულის შეწირვა. მაგრამ ამას რას ვამბობ, ჩემი სიმდიდრე და სხეული-მეთქი, როცა ყველაფერი ეს თავიდანვე მას ეკუთვნის? "უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი" (ფსალმ. 23,1). წმიდანმა თავისი ქველმოქმედება ამ მდაბალ სიტყვებში დაფლა და მდუმარებაში ცხოვრებას შეუდგა.

იგი მშობლების სახლშიც მოღვაწეობრივ ცხოვრებას ეწეოდა, ხოლო მონაზვნად აღკვეცის შემდეგ ღვაწლი უფრო გააძლიერა. ეს ჩვეული საქმიანობა იყო მისი სულისათვის, რომელიც მან ჯერ კიდევ ამქვეყნიური ცხოვრებისას მოამზადა მსხვერპლშესაწირად, რადგან გააცნობიერა, რომ ისინი, ვინც მონაზვნური ცხოვრების საღმრთო საიდუმლოს მოსაგრეობაში წინასწარი გამოცდილებისა და განსჯის გარეშე შეუდგებიან, ოდნავადაც ვერ წარემატებიან და ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, რადგან არ იციან, რას მოითხოვს მონაზვნური ცხოვრება და რა არის მისი მიზანი. ზღვაზე სამოგზაუროდ მიმავალთა მსგავსად, რომლებიც წინასწარ ამზადებენ მოგზაურობისათვის ყველაფერ აუცილებელს, ღირსი დედაც ემზადებოდა მოსაგრეობითი ცხოვრებისათვის. შემდეგ კი უშიშრად წარმართა თავისი გზა ზეციური სასუფევლისაკენ. მან წინასწარ მოიმარაგა სახლის მშენებლობისათვის ყველა აუცილებელი სათნოება და მტკიცე სულიერი შენობა აღმართა. ხილული სახლი შენდება წინასწარ მომზადებული ქვებით, კირით, მორებითა და სხვა მასალებით, სულიერი სახლი კი სათნოებებით. ღირსი დედა არ აგროვებდა ნივთიერს, პირიქით, თავისი ქონება განაბნია, გლახაკებს დაურიგა და ამით უპოვარება მოიპოვა. განაბნია მან თავისი ვნებებიც: მრისხანება და გულღვარძლიანობა; განაგდო შური და ამპარტავნება, და ამ გზით, სახარების სიტყვის თანახმად, კლდეზე ააგო თავისი სახლი. ამიტომ გახდა მისი სახლი მტკიცე და შეურყეველი.

როცა მოახლოვდა ღირსი დედის ბრძოლის დასასრული და გამარჯვების გვირგვინი, მან იხილა საღვთო გამოცხადება: ანგელოზები და წმინდა ქალწულები, რომლებიც მას ზეცაში აღსვლას მოუწოდებდნენ; მან ღვთაებრივი ნათლის გაცისკროვნებაც იხილა და სამოთხეც. ღირსმა დედამ ეს ყოველივე დებს მოუთხრო და უანდერძა მათ ახოვნად დაეთმინათ დროებითი მწუხარებანი, არ ჩავარდნილიყვნენ სულმოკლეობაში. მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ სამი დღის შემდეგ გარდაიცვლებოდა და ზუსტი საათიც კი დაასახელა თავისი აღსასრულისა. და როცა დადგა ჟამი, ნეტარი სვინკლიტიკია უფალს მიეახლა და ღვაწლისათვის ზეციური სასუფეველი მიიღო, საქებელად და სადიდებლად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat