ღირსი ტაისია (IV) - 08 (21) ოქტომბერი
ღირსი ტაისია (IV) - 08 (21) ოქტომბერი
ეგვიპტეს ოდესღაც ერთი ქალი ცხოვრობდა, გარყვნილი, უსირცხვილო და უწმინდურად მცხოვრები. ერთი ასული ჰყავდა - ტაისია, რომელსაც ის სამარცხვინო საქმე შეასწავლა, რასაც თავად იყო ჩვეული, საროსკიპოში მიაბარა და სატანას მისცა მსახურად - კაცთა სულების წარსაწყმედად.

ტაისია გარეგნობით მეტად ლამაზი იყო და მისი პირისახის მშვენების ამბავი შორს განითქვა. ოქროსა და ვერცხლს, ძვირფას და ბრწყინვალე შესამოსელს არ აკლებდნენ ქალს ბილწი გულისთქმით შეპყრობილი თაყვანისმცემლები.

მისმა მომხიბვლელობამ ბევრი გაკოტრებამდე მიიყვანა, სიღატაკეში ჩააგდო, სხვები კი - ერთურთს ისე წაჰკიდა, რომ მისი სახლის ზღურბლი ხშირად სისხლით ირწყვებოდა, გონებააბნეული ყმაწვილკაცები ერთურთს რომ დაერეოდნენ ხოლმე.

ეს ამბავი ღირსი პაფნუტის ყურს მისწვდა. ბერმა საერო ტანსაცმელი გადაიცვა, ოქროს მონეტა აიღო და ტაისიას სახლს მიადგა. ქალს მონეტა ჩაუდო ხელში საზღაურად, თითქოსდა მასთან დროსტარებას ელტვოდა. ტაისიამ მონეტა გამოართვა და მოსულს ოთახში შეუძღვა.

- შემოდი ოთახში, - უთხრა ქალმა.

პაფნუტი ოთახში შეჰყვა. მაღალ, განმზადებულ საწოლს შეხედა, დაჯდა და ჰკითხა:

- სხვა საიდუმლო ოთახი ხომ არა გაქვს? მინდა იქ ჩავიკეტოთ, რომ არავინ შეიტყოს ჩვენი ამბავი.

ტაისიამ უპასუხა:

- კი, არის. თუმცა, თუკი შენ ხალხის გრცხვენია, ეს ოთახიც დაგვფარავს. კარი ჩაკეტილია. აქ არავინ შემოვა და ჩვენს საქმეს ვერავინ შეიტყობს. ხოლო თუ ღვთისა გეშინია, ისეთ ადგილს ვერსად მოიძიებ, მას რომ დაემალო. მიწაშიც რომ ჩაძვრე, ღმერთი იქაც ყველაფერს ხედავს.

ამ სიტყვების გაგონებაზე პაფნუტი შეეკითხა:

- განა შენ რაიმე გსმენია ღვთის შესახებ?

- ღმერთზეც ვიცი და მართალთა ნეტარებაზე და ცოდვილთა სატანჯველზეც მსმენია, - უპასუხა ტაისიამ,

მაშინ ბერმა უთხრა:

- თუკი ღმერთზეც იცი და საუკუნო ნეტარება და სატანჯველიც უწყი, კაცთ რაღად ბილწავ? აი, უკვე რამდენი სული გყავს წარწყმედილი. გეჰენიის ცეცხლის თანამდები ხარ და არა მარტო საკუთარი ცოდვები დაგტანჯავს, მათიც მოგეკითხება, ვინც წაგიბილწავს!

ამ სიტყვების სმენაზე ტაისია ბერს ტირილით ჩაუვარდა ფეხებში და წამოიძახა:

- მე ისიც ვიცი, რომ ცოდვილებისთვისაცაა სინანული და ცოდვებისთვის - მიტევება. შენი ლოცვებით ვსასოებ ცოდვებისაგან გათავისუფლებას და ღვთის შეწყალების მიღებას. გვედრი, ცოტა მადროვე, მხოლოდ სამი საათი, და მერე, სადაც მიბრძანებ, იქ წამოვალ და რასაც მეტყვი, იმას ვიქმ!

ბერმა ადგილი დაუთქვა: აქ დაგელოდებიო, და წავიდა. ტაისიამ გარყვნილებით მოპოვებული მთელი განძეულობა მოაგროვა, დაახლოებით ოთხას ლიტრამდე ოქროს ფასისა გამოვიდოდა, ქალაქის შუაგულში გამოიტანა, ცეცხლი გააჩაღა, ყველაფერი შიგ ჩაყარა და ხალხის თვალწინ დაწვა. თან გაიძახოდა:

- მოდით ყველა ჩემთან შემცოდე და უცქირეთ, როგორ დავწვი ყოველივე, რაც თქვენ მიბოძეთ!

უწმინდური გზით შეგროვილი სიმდიდრე ცეცხლს რომ მისცა, მაშინვე იმ ადგილისაკენ გაეშურა, სადაც წმინდა პაფნუტი ელოდა. ბერმა ის დედათა მონასტერში წაიყვანა. მისთვის პატარა სენაკი გამოითხოვა, შიგ შეიყვანა და ჩაკეტა.

სენაკის კარები კი მყარად აჭედა, მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი დაუტოვა, ცოტა პური და წყალი რომ შეეწოდებინათ.

- როგორ ვევედრო ღმერთს, რას მიბრძანებ, მამაო? - ჰკითხა ტაისიამ პაფნუტის,

- არც ღვთის სახელის ხსენების ღირსი ხარ და არც ხელების ზეცად აღპყრობისა, შენი ბაგეები სიბილწითაა შესვარული, ხელები - უწმინდურებით გაქვს დაბინძურებული. აღმოსავლეთისკენ მიაქციე პირი და მხოლოდ ასე იმეორე ხშირად: - ჩემო შემოქმედო, შემიწყალე მე!

სამი წელი დაჰყო ტაისიამ ასე დაყუდებაში. ისე ევედრებოდა ღმერთს, როგორც პაფნუტიმ დაარიგა. ცოტა პურსა და წყალს თუ მიიღებდა, იმასაც დღეში ერთხელ.

განვლო სამმა წელიწადმა. პაფნუტის შეეწყალა ტაისია და ანტონი დიდთან გაეშურა იმის გასაგებად, მიუტევა თუ არა ცოდვები ღმერთმა მეძავყოფილს.

ბერთან მივიდა თუ არა, ტაისიას ცხოვრებაზე უამბო. წმიდა ანტონიმ მოწაფეებს უხმო, ყველას თავის სენაკში ჩაკეტვა უბრძანა და მთელი ღამე ილოცეთო, - აკურთხა, - ეგებ, ღმერთმა რომელიმეს მაინც გამოგიცხადოთ ტაისიას შესახებო.

მოწაფეებმაც სულიერი მამის ბრძანებისამებრ ილოცეს და, აი, ერთ-ერთს, სახელად პავლეს, ყოვლადუბრალოდ წოდებულს, უფალმა გამოუცხადა: ღამის ლოცვაზე მდგარმა განხმული ზეცა იხილა და იქ მდგარი ტახტრევანი, მდიდრად შემკული და დიდი დიდებით შემოსილი. მასთან სამი უსპეტაკესი სახის ქალწული იდგა მცველად. ტახტრევანზე გვირგვინი იდო.

პავლემ იკითხა:

- ჭეშმარიტად, ჩემი სულიერი მამის - ანტონის გარდა, სხვა ვისთვისღა უნდა იყოს განმზადებული ასეთი ტახტრევანი?

მაშინ ხმა ესმა:

- არა, ეს ანტონისათვის არაა. მეძავყოფილი ტაისიასთვის განმზადდა იგი.

გონს რომ მოეგო, ამ გამოცხადებაზე დაიწყო ფიქრი პავლემ. როცა გათენდა, ნეტარ მამებს - ანტონის და პაფნუტის უამბო ნანახი. ღმერთი ადიდეს ბერებმა, ჭეშმარიტ მონანულთა მიმღებელი. მაშინ პაფნუტი იმ დედათა მონასტერს ეწვია, სადაც ტაისია დატოვა, სენაკთან მივიდა, კარები შეამტვრია და მისი გამოყვანა მოინდომა. ქალმა შესთხოვა:

- ნება მომეცი, მამაო, სიკვდილამდე აქ დავრჩე და ცოდვები ვინანიო. ძალზე ბევრი მაქვს.

ბერმა მიუგო:

- კაცთმოყვარე ღმერთმა უკვე მიიღო შენი სინანული და ცოდვები მოგიტევა, - და ამ სიტყვებით სენაკიდან გამოიყვანა.

მაშინ ნეტარმა ტაისიამ უამბო:

- მერწმუნე, მამაო, რაც აქ შემოვედი, გონებაში მთელი ჩემი ცოდვები წარმოვაჩინე და განუწყვეტლივ ვტიროდი მათი მჭვრეტელი. აქამდეც არ წამშლია თვალთაგან ჩემი ბოროტი საქმენი. შიშს მგვრიან ჩემი ცოდვები, აკი მათ გამო განვისჯები!

სენაკიდან გამოსული ნეტარი ტაისია თხუთმეტი დღის შემდეგ შეუძლოდ შეიქნა, ღვთის მადლით, სამი დღე დაჰყო სნეულებაში და აღესრულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat