ღირსნი - ქსანთიპა ტოლედოელი და პოლიქსენია (+109) - 23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)
05.10.2022
ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ იმპერატორ კლავდიუსის (41-54 წწ) ზეობისას.
ქრისტეს მოძღვრების შესახებ დებმა პირველად პავლე მოციქულისგან შეიტყვეს, რომელიც იმ დროს ესპანეთში ქადაგებდა, ქსანთიპა ოლქის მმართველის, პროვოს მეუღლე იყო. მოციქულმა ორივე ცოლ-ქმარი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმინდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ღირსი დედა შეესწრო მოციქულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მის წამებასაც დაესწრო და იხილა, თუ როგორი სიმშვიდით ითმენდა სასტიკ სატანჯველებს. ანდრია პირველწოდებულის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა დედა ესპანეთში დაბრუნდა და აქ დაახლოებით ორმოცი წელი ქადაგებდა. ნეტარს მხარში ედგა და - ქსანთიპაც, რომელიც ხალხმრავალ ქალაქ ტოლედოში ქადაგებდა.