თამარ მეფე - 800
თამარ მეფე - 800
დავკარგავ საფლავს, მეც შენგვარად გავქრები, თამარ!
გასული საუკუნის 70-იან წლებში ბერძენმა არქეოლოგმა ათანასიოს იკონოპულოსმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით 1982 წელს ირაკლი აბაშიძე სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა ათენში, სადაც შეხვდა ბერძენ არქეოლოგს. ამ შეხვედრის შედეგები და შთაბეჭდილებები ირაკლი აბაშიძემ გააცნო ქართველ საზოგადოებას. 1990 წლის 20 ივლისს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა ირაკლი აბაშიძის წერილი ამ არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით.

მრავალი წლის შემდეგ ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ ამ წერილს (დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #10,11)

ერთი სურათის გამო ანუ ვისია ეს საფლავი?
ათანასიოს იკონოპულოსი ასკვნის, რომ ჯვრის მონასტრის ნეკროპოლის საფლავში მოთავსებული ორი მანდილოსანი ნამდვილად უმაღლესი საერო წოდების ადამიანები არიან და იმასაც ვარაუდობს, რომ ამ მიცვალებულთა ნეშტები აქ ადგილობრივ, პალესტინელ გარდაცვლილებს არ უნდა ეკუთვნოდეს, ისინი საიდანღაც ჩამოტანილი უნდა იყოსო.

...და აქ ჩვენც ამ საფლავის ფოტოსურათს დავხედოთ: ჩვენს მიერ ჩამოტანილ ამ სურათზე აშკარად და გარკვევით ჩანს, რომ ამ ორი მანდილოსნის ნეშტი საფლავში ბუნებრივად განლაგებული კი არაა, არამედ ყოვლად უსისტემოდ, ერთმანეთშია არეულ-დარეული.

ეს კი ერთი მთავარი და უტყუარი საბუთი უნდა იყოს. ეს საფლავი ნამდვილად აქ საიდანღაც ჩამოტანილი დიდებული მანდილოსნის ნეშტს ეკუთვნის.

ხოლო რაც შეეხება ქართველი მეცნიერის განცხადებას, რომ თამარ დედოფლის საფლავი უნდა ვეძიოთ მაცხოვრის საფლავის ტაძარში, "რადგან... ქართველი ბაგრატიონები წარმოშობით და სისხლით დავით წინასწარმეტყველსა და თვით მაცხოვარს ენათესავებიანო", ესეც ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ჩვენი მეცნიერების მომავალი კვლევის საქმეა. მე აქ მხოლოდ იმას დავურთავ, რომ ბერძენ მეცნიერს თამარ მეფის ერთადერთ სავარაუდო საფლავად მხოლოდ ჯვრის მონასტრის ნეკროპოლი მიაჩნდა.

ახლა მოვუსმინოთ მეორე მხარეს:

1989 წელს "საბჭოთა საქართველომ" გამოსცა პროფესორ ივანე ლოლაშვილის წიგნი "თამარ მეფის აკლდამა გელათში", სადაც პირველყოვლისა თავმოყრილია ყველა ცნობა და მოსაზრება, რაც ჩვენს ისტორიულ წყაროებსა და ჩვენს დღევანდელ საისტორიო მეცნიერებაში გაგვაჩნია. ამ მასალათა დაგროვებისა და შესწავლის შემდეგ პროფესორი ივანე ლოლაშვილი ასკვნის: "დროა, გელათში დაიდგას მემორიალი წარწერით: "აქ განისვენებს საქართველოს გვირგვინოსანი მეფე თამარი (1184-1213)!"... მოსაზრება გელათიდან თამარის სხვაგან გადასვენების შესახებ მიმაჩნია არა შესაძლებლადო.

ეკამათება რა რიგ ქართველ მეცნიერთ, რომლებიც "დარწმუნებით იუწყებიან, რომ ლაშა-გიორგიმ დედის ნეშტი წაასვენა იერუსალიმს და უფლის ტაძარში (თუ ჯვრის მონასტერში) დაკრძალა, ი. ლოლაშვილი განაგრძობს: "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლაშა-გიორგიმ ჯვაროსნებთან ერთად წმინდა ადგილების გათავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. იგი დედის გარდაცვალების შემდეგ იერუსალიმის მიმართულებით გალაშქრებისათვის ემზადებოდა, მაგრამ ეს ლაშქრობა ვერ მოეწყო, რადგანაც აღმოსაველთიდან საქართველოს მონღოლები მოადგნენ და ქართველები მათთან ბრძოლაში გაებნენო".

ჩვენი მკითხველი ალბათ მატყობს, რომ ამ მეცნიერული დასკვნებისკენ უფრო ვიხრები, რომელთა მტკიცებითაც თამარ დედოფლის საფლავი დღეს იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში უნდა გვეგულებოდეს, მაგრამ რადგანაც ამ საქმეში თავისი საბოლოო და ავტორიტეტული სიტყვა უცილობლად ჩვენმა დღევანდელმა და ხვალინდელმა მეცნიერებამ უნდა თქვას, აქ მხოლოდ ზოგიერთ თარიღს და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს აღვნიშნავ:

ზურაბ ავალიშვილის ცნობით, ფრანგი ჯვაროსნის წერილის ადრესატს, ბეზანსონის მთავარეპისკოპოსს, ეს კათედრა ეჭირა 1195-1220 წლებში. მაშასადამე, გ. დე ბუას წერილი დაწერილია, რასაკვირველია, არა უგვიანეს 1220 წლისა. მონღოლები კი, რამდენადაც ვიცით, საქართველოს საზღვრებზე სწორედ 1220 წელს გამოჩნდნენ და არა ამაზე ადრე: "1220 წელს მონღოლთა 20000 მხედრისგან შემდგარ ჯარს, ჯებესა და საბუდაის მეთაურობით, საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი გადმოულახავსო", - წერს აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. საბოლოოდ, მონღოლებთან შეტაკებაში დაჭრილი გიორგი-ლაშა 1221 თუ 1222 წელს უკვე გარდაიცვალა. რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გიორგი-ლაშამ მონღოლთა გამოჩენამდე აღასრულა დედის ანდერძი. ფრანგი ჯვაროსანი ხომ, როგორც ხედავთ, სწორედ 1220 წელს წერს წერილს ბეზანსონში? რა არის აქ შეუთავსებელი და დაუშვებელი? თამარი ხომ 1213 წელს მიიცვალა? (თუ 1207 წელს არა); ხომ შეიძლებოდა, მისი სავარაუდო გადასვენება მომხდარიყო, ვთქვათ, 1218-1219 წლებში?

რაც შეეხება გ. დე ბუას ცნობას, რომ ივერიიდან ვინმე ქრისტეანები, გეორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობითა და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ დახმარებით ალით ფრიად აღჭურვილით, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციესო, უსათუოდ შეეხება არა თამარის ნეშტის გადასვენების შემთხვევას, არამედ ქართველთა დიდ ლაშქრობას სპარსეთში 1210 წელს ან თამარის გარდაცვალების მეორე დღესვე გამდგარი სატელიტების წინააღმდეგ წარმოებულ ძლევამოსილ ომებს და აქ ამ წერილის ავტორს იგი ქართველთა გმირობის და სიძლიერის დასახასიათებლად თუ მოჰყავს მხოლოდ. რამდენადაც ვიცით, იერუსალიმის გზაზე ქართველებს არასდროს აუღიათ "ურწმუნო წარმართთა" 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი. მით უფრო, რომ როგორც ამ ბოლო ხანებში მაგალი თოდუამ სპარსული წყაროებიდან მოიპოვა და თავის "ქართულ-სპარსულ ეტიუდებში" გამოაქვეყნა, თამარ მეფეს სალადინისთვის ფიცის წიგნი ჰქონდა მიცემული: "ესაა პირობა, რომელსაც ვდებთ და ესაა ფიცი, რომელსაც ვიძლევით მე, რომელიც თამარი ვარ, გიორგი ასული... მავან და მავანის ძესთან კეთილი განზრახვით და კარგი სურვილით ვიქნები. მისი მოყვრის მოყვარე ვიქნები და მტრის მტერი ვიქნები, სანამდე ცოცხალი ვარ და არასოდეს მავანი ქალაქისა და ვილაიეთის და მისი ციხეების აღებას არ განვიზრახავ და არ ვინებებ და არც აშკარად და არც ფარულად და თავს ნებას არ მივცემ, დავიმორჩილოთ მისი ხალხი და ლაშქარი". და აქ საკამათო ბევრი რამ არც უნდა იყოს. ხოლო თუ დავუშვებთ და ვერწმუნებით ცნობას, რომ მეფე თამარი გელათიდან მართლაც იერუსალიმს წაასვენეს, მაშინ შესაძლოა ლეგენდაც თამარის საფლავის გასაიდუმლოების, მისი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობის შესახებ, იქნებ სწორედ მაშინ შეიქმნა.

თამარს ხომ "ურწმუნო წარმართთა" - თურქ-სელჩუკთა სამყაროში მიასვენებდნენ და შესაძლოა, ამით აიხსნება ისიც, რომ თამარის იქ წასვენების შესახებ სდუმს ჩვენი ისტორია, ისტორიული წყაროები. რამდენი საუკუნის მანძილზე არავინ არაფერი იცოდა თემურის საფლავის შესახებ (გურ-ემირში).

არ შეიძლება არ დავეთანხმოთ პროფესორ ივანე ლოლაშვილს, რომ "საერთოდ უცხოური წყაროების ცნობებს ყველა მკვლევარმა ჯეროვანი ანგარიში უნდა გაუწიოს, მაგრამ მათ საფუძვლიანი შემოწმება სჭირდებათ, რადგანაც ზოგიერთი მათგანი ყურმოკრული ამბის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეწინააღმდეგება ქართულ საისტორიო წყაროთა ჭეშმარიტ ჩვენებებსო", მაგრამ ივანე ლოლაშვილის რწმენით, "ფრანგი რაინდის წერილიც ერთ-ერთი ასეთი ხასიათის დოკუმენტია და მასზე დაყრდნობით საეჭვოა, ვინმემ თამარის ცხოვრების უკანასკნელ წლებთან დაკავშირებული რომელიმე სადავო საკითხი გაარკვიოსო". დავიჯეროთ ეს?

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დაახლოებით ასევე ფიქრობს ზურაბ ავალიშვილიც და რიგი ქართველი მეცნიერებისა, რომელთა მოსაზრებანიც ლოლაშვილს უხვად და კეთილსინდისიერად მოჰყავს თავის წიგნში.

მაშ, ათასმეერთჯერაც ვიკითხოთ - საიდან დაესიზმრებოდა XIII საუკუნის I მეხუთედში ფრანგ ჯვაროსანს ქართველი რაინდები იერუსალიმის გზაზე, როცა XIII საუკუნეში კი არა (და ამას მე უკვე ერთხელ თქმულს აქაც ვიმეორებ), დღესაც ბევრმა ფრანგმა და ევროპელმა არამც თუ ქართველი რაინდები, არამედ საქართველოს არსებობაც კი ხეირიანად არ იცის. ათასმა გენიოსმაც რატომღაც რომ შეიტანოს ეჭვი ამ ისტორიული დოკუმენტის ჭეშმარიტებაში, იგი მაინცდამაინც, ნამდვილად და უსათუოდ არსებულია და ჭეშმარიტია.

ივანე ლოლაშვილი ჯვაროსნებზე წერს: "როცა საქმე ცუდად წავიდა, მოლაშქრეთა მორალური სიმტკიცისა და რწმენის ასამაღლებლად კათოლიკე მისიონერები ავრცელებდნენ ლეგენდებს იოანე ხუცესად წოდებულ დავით მეფეზე და თუკი მათ რაიმე ისტორიული საფუძველი მიეცემოდათ ახალი ამბების შესათავაზებლად, არც ამგვარ საქმეზე აიღებდნენ ხელს. გ. დე ბუას წერილი გამოძახილია სწორედ მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს გავრცელებული ლეგენდებისა და დაწერილია იმ წლებში, როდესაც ქალაქ დამიეტში მყოფი ჯვაროსნები წმინდა ადგილებისკენ სალაშქრო შეტევისთვის ემზადებოდნენო". დავიჯეროთ ესეც?

გელათში წარმოებული გათხრების შესახებ პროფესორი ივანე ლოლაშვილი წერს: "ე. თაყაიშვილის არქივში გელათის გათხრების შესახებ დაცულია ხელნაწერად შავი ჩანაწერი სათაურით "გელათი, 1920 წ. 26 ივლისი. აქედან ირკვევა, რომ ხსენებულ მეცნიერს არქეოლოგიური გათხრა უწარმოებია ერთი წლით გვიან, ვიდრე ეს ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი. ამ დოკუმენტში იგი არაფერს წერს გათხრის ორგანიზაციისა და დამსწრეთა შესახებ, მაგრამ მისი შედეგი კი აღწრილია" და ლოლაშვილს მოაქვს ეს ცნობები, საბოლოოდ კი იგი ასკვნის, რომ ამ დიდად გახმაურებული არქეოლოგიური გათხრის შედეგად გამოვლინდა ახალი და მოულოდნელი ფაქტი: "გაიხსნა არა თამარის საფლავი, არამედ სხვა სამარხიო..." "იგი საძიებელია სხვა ადგილას მისსავე ეკვდერშიო". მას მოჰყავს აგრეთვე გელათის მოღვაწის ცნობა: "გადმოცემით ცნობილია, რომ სოლომონის მამის - ალექსანდრე მეფის დრომდე, თამარ მეფის ხსოვნის დღეს ამ ეკვდერში იხდიდნენ პანაშვიდს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ დიდი მეფის, თამარის, დაკრძალვის ადგილი აქ არის, ამ ეკვდერში და არა სხვა ადგილას.

ვითომ თაყაიშვილს არ ეცოდინებოდა ყოველივე ეს?

პროფესორ ივანე ლოლაშვილის დასკვნაა: "საძიებელი არეალი თანდათან ვიწროვდება: გელათი, ღვთისმშობლის ტაძარი, სამხრეთის მინაშენი, თამარის ეკვდერი".

ახლა მოვუსმინოთ მესამე მხარესაც:

არის მოსაზრება, რომ თამარის პალესტინაში გადასვენება სინამდვილეში არ შედგა და არ შედგა იმიტომ, რომ არ შემდგარა ქართველთა მონაწილეობა მეხუთე ჯვაროსნულ ომში.

"საქართველოს ისტორიის ნარკვეევბი" გვაუწყებს: "სწორედ ამ ხანებში (თუ მოვლენათა მსვლელობას გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იყო 1221 წლის გაზაფხულზე და უფრო ადრეც, როცა პელაგიუსი ახალ მოკავშირეებს აგროვებდა) ჯვაროსნებმა დახმარებისთვის გიორგი-ლაშას მიმართეს. ქართველებს ამ ომში უშუალოდ პელაგიუსი იწვევდა. საამისოდ საქართველოს მეფეს და მის დიდებულებს დამიეტიდან პაპის სახელით სათანადო რჩევა და ბრძანებაც მოუვიდათო".

ქართველებმაც, როგორც ირკვევა, სათანადო თანხმობა განაცხადეს და შორეული ლაშქრობისთვის კონკრეტული სამზადისიც დაიწყეს. ეს კარგად ჩანს რუსუდან მეფისა და ივანე მხარგრძელის ეპისტოლეებიდანო".

და შემდეგ: "მიუხედავად დიდი სამზადისისა, ქართველთა მონაწილეობა ჯვაროსანთა მეხუთე ლაშქრობაში აღარ შედგა საქართველოში მონღოლთა შემოსევის გამო".

მე აქ უკვე ზემოთქმულს, ბევრს რასმე აღარ გავიმეორებ, მხოლოდ ვიკითხავ:

კი, მაგრამ ყოველივე ეს ხომ 1220 წლის შემდეგ ხდება, იმ თარიღის შემდეგ, როცა ფრანგი ჯვაროსანი რაინდის ბეზანსონელი ადრესატი, მთავარეპისკოპოსი დეტრემლეი უკვე ისტორიის სარბიელზე აღარაა? ყოველივე ეს ხდება გიორგი-ლაშას სიკვდილის შემდეგ (ეპისტოლეებს ხელს აწერენ რუსუდანი და ივანე მხარგრძელი), გ. დე ბუას წერილში კი უცნობ გეორგიანთა ეს მეფე არის "ჭაბუკი ესე" და ისედაც ხომ მართლაც წარმოუდგენელია, რომ შორეულ ჯვაროსანთა ამ მრისხანე ომში, ფათერაკებით აღსავსე სამხედრო ოპერაციაში მოქმედი არმიისთვის გაეტანებინათ საქართველოსთვის ასეთი ძვირფასი საუნჯე.

თუ გადასვენება სინამდვილეში შედგა, იგი შედგებოდა მხოლოდ მშვიდობიანობის პირობებში, როცა საქართველო-პალესტინის ხელშეკრულების თანახმად, პალესტინელები ქართველებს ალეპოში ხვდებოდნენ და ალეპომდე მიაცილებდნენ. როცა ქართველები ჯერ კიდევ გაშლილი დროშებით, იარაღასხმულნი, ამხედრებულნი შედიოდნენ იერუსალიმში.

ამრიგად, საქართველოში არსებულ ლეგენდებში (მათ შორის ვარძია, სვანეთი) თამარ მეფის საფლავისკენ დღეს მხოლოდ ორი გზა მიდის - ერთი გზა მთავრდება აქვე, ჩვენს გელათში "პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა", მეორე მიემართება შორეულ პალესტინის ჯვრის მონასტრის ახალგათხრილ ნეკროპოლისაკენ.

დღეს ორივე ეს მისამართი ჩვენი საისტორიო მეცნიერებისთვის სავსებით მისაწვდომია, უსათუოდ უნდა მოხერხდეს, გაისინჯოს და შესწავლილ იქნას ბერძენი მეცნიერის ათანასიოს იკონოპულოსის მდიდარი არქეოლოგიური მონაპოვარი ჯვრის მონასტრიდან, ვინ იცის, რა საიდუმლო იმალება იმ ყუთებში და ვინ იცის, დროდადრო სად გაიფანტოს ეს ძვირფასი მასალა.

მეფე თამარის სამუდამო განსასვენებელი ჩვენ ისევე გარკვევით უნდა ვიცოდეთ, როგორც საქართველოს დიდ მეფეთა - ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის საფლავები.

ასე შორს წამიყვანა ფიქრებში ათენელი არქეოლოგის მიერ ჩვენთვის გადმოცემულმა ფოტოსურათმა პალესტინიდან. პირადად მე როგორც არ უნდა მიზიდავდეს რომელიმე ეს დასკვნათაგანი, თავს ვერასგზით ვერ მივცემ უფლებას, მხოლოდ ერთ მათგანს ვერწმუნო და სხვისი დარწმუნებაც განვიზრახო. აქ თავისი საბოლოო ავტორიტეტული სიტყვა უნდა თქვას ჩვენმა საისტორიო მეცნიერებამ.

მე აქ მხოლოდ ერთსაც დავურთავ:

თუ მხოლოდ გადაჭარბებულ პოეტურ ფანტაზიად ჩამეთვლება იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა თამარის ნეშტის შორეულ პალესტინაში გადასვენების პროცესიას თან მიჰყვებოდა მისთვის "სისხლისა ცრემლდათხეული", ერთი უსაზღვროდ მგლოვიარე დიდი ქართველიც, იმაში მაინც ხომ არავის შეიძლება შეეპაროს ეჭვი, რომ მას ზუსტად ეცოდინებოდა, სად მიუჩინეს საბოლოოდ საუკუნო თავშესაფარი დიდებულ დედას მისმა მადლიერმა შთამომავლებმა.

ეს ხომ აღარაა ფანტაზია?

და სავსებით სწორად კითხულობს ზოგიერთი ჩვენი მეცნიერი და მეც ვუერთებ ჩემს ხმას - თუ მის საყვარელ მშობლიურ მიწაში არა, და თუ მაინცდამაინც უცხო მხარეში, რატომ მაინცდამაინც პალესტინის ჯვრის მონასტერში უნდა ეძებნა "ვეფხისტყაოსნის" შემოქმედს თავისი საუკუნო განსასვენებელი და არა უცხოეთის სხვა ქართულ სამონასტრო ცენტრში, ვთქვათ, სინას მთაზე, ან ვთქვათ, თორნიკე ერისთავის ზღაპრულად ულამაზეს სავანეში - საბერძნეთში.

"დავკარგავ საფლავს, მეც შენგვარად გავქრები, თამარ!"

რუსთაველის საუკუნო განსასვენებელი ჩვენთვის ცნობილი გახდა აგერ, ჩვენს დროში.

თამარ მეფე.
მ. ზიჩი

ახლა კი, ჩვენს ხელთ არის ერთი უახლესი საბუთიც - ფოტოსურათი დიდებულ ქალთა საფლავისა ჯვრის მონასტრის მარცხენა სვეტის ქვემოთ (ვიმეორებ: მარჯვენა სვეტზე რუსთაველის პორტრეტია) ზედ საკურთხეველთან.

მაშ, ვისია ის საფლავი?

ბოლოთქმა: ეს რიტორიკული შეკითხვა, რომლითაც მთავრდება პოეტი-აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის სტატია, დარწმუნებული ვარ, ბევრს აუშლის ფიქრის საღერღელს.

მას შემდეგ, რაც 1990 წლის 20 ივლისს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" ეს წერილი დაიბეჭდა, ისე წარიმართა ჩვენი ქვეყნის ბედი თუ ავბედითობა, თამარის საფლავის მოსაძიებლად აღარავის ეცალა. 1990 წლის 22 დეკემბერს საქართველოში ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელმაც 2 კვირაზე მეტხანს გასტანა, რაც 1991 წლის 6 იანვარს ეროვნული ხელისუფლების დამხობითა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით დასრულდა. უცხო ქვეყნიდან ინსპირირებული ომი საბედიწერო აღმოჩნდა ქვეყნისთვის, რის შემდეგაც საქართველომ ვეღარ შეძლო ფეხზე წარმოდგომა მთელი ამ ხნის განმავლობაში. სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც დიდი სახელმწიფოების ინტერესთა სფეროში მოექცა და რომლის ტერიტორიის 20%, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, რუსეთმა ოფიციალურად მიიტაცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

22 წლის შემდეგ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ბატონი ირაკლი აბაშიძის წერილის გამოქვეყნება, რომელზეც, ჩვენი ვარაუდით, არაერთი ქართველი მკვლევარი და ამ საკითხით დაინტერესებული მეცნიერი გამოთქვამს თავის კომპეტენტურ აზრს.

მომავალ ნომერში ამ სტატიას გამოეხმაურება ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, "კავკასიის" დამფუძნებელი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat