ფრანკების დედოფალი რედეგუნდა (+587) - 13 (26) აგვისტო
ფრანკების დედოფალი რედეგუნდა (+587) - 13 (26) აგვისტო
წმინდა რედეგუნდა დაიბადა 520 წელს გერმანიაში. იგი გახლდათ ქალიშვილი მეფე ბარტაჰარისა, სამიდან ერთ-ერთი მმართველისა, რომელთაც თიურინგიის სამეფო გაიყვეს. ბიძამისმა გერმენეფრიდმა მოკლა ბარტახარი და მისი სამეფო ხელში ჩაიგდო. ამის შემდეგ რედეგუნდა ბიძის კარზე იზრდებოდა. გერმენეფრიდმა თიურინგიის მთლიანად ხელში ჩაგდება გადაწყვიტა და დაუკავშირდა ფრანკების მეფე თეოდორიხ I-ს, დაჰპირდა, თუ დამეხმარები, ტიურინგის ნახევარს მოგცემო. მაგრამ, მერე პირობა არ შეასრულა და თეოდორიხი ძმასთან ხლოტარესთან ერთად გერმენეფრიდზე გაილაშქრა, დაამარცხა და მთელი მისი ქონება, ოჯახის წევრებთან ერთად ნადავლად გაუყო ძმას. ნორჩი რედეგუნდა ხლოტარეს შეხვდა, რომელიც თავისი უზნეობით გამოირჩეოდა. ხლოტარემ მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა, როგორც კი ქალიშვილი წამოიზრდებოდა. რედეგუნდამ კარგი ლიტერატურული განათლება მიიღო, რაც იშვიათი იყო იმ დროისთვის. ცხოვრობდა ვერმანდუაში, ატეს სამეფო სასახლეში. ის ხშირად ღარიბ ბავშვებს შეკრებდა, დაბანდა, სუფრასთან დასვამდა, დააპურებდა და შემდეგ ეკვდერში ლოცვაზე მიჰყავდა. ხუთი წლის მერე ხლოტარი დაქვრივდა და ბრძანა, ახალგაზრდა ტყვე-ქალი მასთან მიეყვანათ. შეძრწუნებულმა რედეგუნდამ გაქცევა სცადა, მაგრამ შეიპყრეს და სუასონში ჩაიყვანეს, სადაც მეფეზე დააქორწინეს.

ქალიშვილი საღმრთო განგებულებას დაემორჩილა, კეთილსინდისიერად ასრულებდა ცოლისა და დედოფლის მოვალეობას, თან ზეციურ მეუფესაც არ ივიწყებდა. ის ქველმოქმედებას უძღვნიდა დროის უმეტეს ნაწილს, მთელ თავის სამკაულებს, ნივთებს, თვით აუცილებელსაც კი, ეკლესია-მონასტრებს ურიგებდა. გლახაკში ის ქრისტეს ხედავდა, და რომელ ნივთის გაცემასაც ვერ მოახერხებდა, მას დაკარგულად თვლიდა. დაბა ატეში, რომელიც მას მეფემ აჩუქა, საავადმყოფო ააშენა და იქ თავის ხელით უვლიდა სნეულებს. სასახლეში რედეგუნდას სამეფო სამოსლის ქვეშ უხეში ძაძა ეცვა. თუ ნადიმზე სუფრასთან დაჯდომა მოუწევ¬და, მხოლოდ ერთ თეფშ ცერცვს, ან ოსპს შეჭამდა და როცა საეკლესიო ღვთისმსახურების დრო მოაწევდა, რაიმეს მოიმიზეზებდა, სუფრიდან რომ ამდგარიყო. შუაღამისას მეფის საძინებელ ოთახს დატოვებდა და თავის ეკვდერში იატაკზე დამხობილი საათებს ლოცვაში ატარებდა. ამას რომ ხედავდა, ხალხი მეფეს ეუბნებოდა: - მონაზონი მოგიყვანია და არა ცოლიო. ხლოტარიც საყვედურობდა ცოლს საქციელს, მაგრამ მისი სიწმინდით აღფრთოვანებული, ცდილობდა დანაშაული საჩუქრებით გამოესყიდა, ან ცოლის თხოვნით სიკვდილმისჯილებს შეიწყალებდა. როცა მეფე სადმე წასული იყო, დედოფალი მთელ დროს ქრისტეს ხატის წინ მუხლმოდრეკილი ლოცულობდა, ატარებდა, რომლის სიახლოვესაც ძალუმად გრძნობდა, მაშინ როცა სხვები სიამოვნებას იყვნენ მიცემულნი, ის მუდმივად ცრემლმორეული ლოცულობდა და მარხულობდა. როცა ვინმე ღვთის კაცის გამოჩენას შეიტყობდა, რამდენიმე თანამგზავრთან ერთად მასთან მიდიო¬და, და მთელი დღეები მის ქადაგებას, საუბარს ისმენდა.

როცა მეფემ მისი ძმა თიურინგიის აჯანყებაში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასაჯა, რედეგუნდამ მწარედ დაიტირა იგი და ვეღარ შეძლო ძმის მკვლელთან თანაცხოვრება. მეფემ ნება მისცა, თავი ღვთისთვის მიეძღვნა. რედეგუნდამ ნუაიონის ეპისკოპოსს, წმინდა მედარდს მიმართა, მაგრამ ის ვერ ბედავდა დედოფლის მონაზვნად აღკვეცას. მაშინ დედოფალი მონაზვნის სამოსით შეიმოსა, მივიდა ეპისკოპოსთან და უთხრა: "მეუფეო, თუ ჩემს შემონაზვნებას ვერ ბედავ და კაცის უფრო გეშინია, ვიდრე ღმერთისა, მაშინ იცოდე, რომ შენი სამწყსოს თითოეული წევრის სულის გულისთვის პასუხი მოგეთხოვება. ბოლოს და ბოლოს ეპისკოპოსმა ის დიაკონისად აკურთხა (ეს მაშინ მონაზვნად კურთხევასაც ნიშნავდა). რედეგუნდამ სასწრაფოდ დაარიგა თავისი ქონება და ტურში წმინდა მარტინის საფლავის თაყვანსაცემად წავიდა. იქ მან დედათა მონასტერი დააარსა და შემდეგ სეს მამულში წავიდა. თავისი კურთხევიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ნედლი ბოსტნეულისა და ხილის გარდა, არაფერს ჭამდა. მარხვის დროს ოთხ დღეში ერთხელ წისქვილში ხორბალს ფქვავდა და მეზობელ ეკლესიებს ურიგებდა, თვითონ კი ქატოს ჭამდა. სიხარულსა და მწუხარებაში ყოველთვის მშვიდი დედოფალყოფილი მზად იყო, ყველას მომსახურებოდა, განსაკუთრებით გლახაკებს, ყო¬ველდღიურად ისვამდა მათ მაგიდასთან, თვითონ უსხამდა ხელებზე წყალს. თუ კეთროვანი მივიდოდა, მას ცალკე, სხვებისგან შეუმჩნევლად იღებდა, სიყვარულით მოეხვეოდა, ჰბანდა, უვლიდა, მათ დაჩირქებულ წყლულებს სწამლობდა, შემდეგ კი დასაჩუქრებულს უშვებდა. ამგვარი ღვთივსათნო ცხოვრების გამო მას ხილვაში ეკლესიამ უთხრა: "აქამდე მუხლებზე მეჯექი, ახლა კი გულში მიზიხარო".

როცა სეში შეიტყვეს, რომ ხლოტარს ცოლის დაბრუნება სურდა, რედეგუნდამ მარხვა და ლოცვა გააორმაგა და დახმარება დაყუდებულ მამა იოანე შინონეს სთხოვა. მოსაგრემ დაამშვიდა, ღმერთი არ დაუშვებს, მეფემ განზრახვა აისრულოსო. საფრთხეს რომ გაქცეოდა, წმინდანმა მოისურვა მონასტერი დაეარსებინა, რომელიც მეფის ახალთახალ ხრიკებისაგან დაიცავდა და მის გარშემო შემოკრებულ თემშიც, წმინდა მამათა ტრადიციებზე დაფუძნებულ კინოვიური ცხოვრების წესს შეიტანდა.

მან გადაწყვიტა, პუატეში წმინდა ჰილარის (ხს. 13 იან¬ვარს) მფარველობით დასახლებულიყო. ხლოტარმა ამის ნება მისცა, და ფულიც კი გამოუყო შენობის და სათემოს შესანახად. ამან საშუალება მისცა რედეგუნდას, მშენებლობა სწრაფად დაესრულებინა, სადაც ის დასახლდა თავის თემთან ერთად, რომელიც ორას მონაზვნამდე გაიზარდა და რომელთა უმეტესობა სამეფოს ცნობილი ოჯახებიდან იყვნენ. წმინდა რედეგუნდა იყო მათი სულიერი დედა და მაგალითი, მაგრამ მან სიმდაბლით წინამძღვრობაზე უარი თქვა და ეს მოვალეობა, თავის ერთგულ მოწაფეს და ბავშვობის მეგობარს დედა აგნესას ჩააბარა. ერთხელაც მან შეიტყო, რომ პუატეს მოლოცვის შემდეგ მეფე მის წაყვანას აპირებდა და დახმარებისთვის ეპისკოპოსს, წმინდა გერმანე პარიზელს მიმართა. წმინდა გერმანე წმინდა მარტინის საფლავთან მეფეს მუხლებში ჩაუვარდა და მეფემაც თავი ანება წმინდა რედეგუნდას. მეფისგან თავისუფლებამიღებულს განმარტოება სურდა, მაგრამ თავისი დაარსებული მონასტრისთვის შესაფერისი ტიპიკონი რომ მიეცა, ის აგნესასთან ერთად გამოცდილების მისაღებად არლეში, წმინდა კესარიას დედათა მონასტერში დასახლდა, რომლის ტიპიკონიც ორსაუკუნოვანი გამოცდილებით სამაგალითო იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთში, იმისთვის, თუ როგორ უნდა ეარსება ქალაქში დედათა მონასტერს. თავიდან წმინდა რედეგუნდას პუატეს ეპისკოპოსებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა გაუარესდა ეპისკოპოს მეროვეს დროს, რომელიც ეჭვით უცქერდა მის ეპარქიაში წმინდანის სულიერ წარმატებას. როცა იმპერატორმა იუსტინემ რედეგუნდას ძელიცხოვლის ნაწილი გადასცა (569), შურისგან გაღიზიანებული ეპისკოპოსი სიწმინდეს არც შეეგება. ამ სიწმინდის მობრძანების შემდეგ მონასტერს პატიოსანი ჯვრის სახელი ეწოდა. წმინდა რედეგუნდამ ტურში გამართულ ეპისკოპოსთა კრებას მიმართა და მათგან მონასტრისთვის პრივილეგია გამოითხოვა, რომელიც დაიცავდა მას საერო თუ სასულიერო ხელისუფლების თვითნებობისგან. თვითონ თავისთვის სხვა პრივილეგია არ სურდა, გარდა ერთისა - დების მსახური ყოფილიყო. როცა მონაზვნებს ეძინათ, წმინდანი მათ ფეხსაცმელს უწმენდდა და ზეთს უსვამდა, დერეფნებს ჰგვიდა, თეთრეულს ურეცხავდა და უკემსავდა, ნაგავი გაჰქონდა, ცეცხლს თვალს ადევნებდა, ავადმყოფებს უვლიდა, ბოლოს, კელიაში ქანცგაწყვეტილი იატაკზე დაემხობოდა და ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებდა ღამეს. დებს ეუბნებოდა: "მე თქვენ გიშვილეთ, თქვენ ხართ ჩემი სინათლე, ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიმშვიდე და ჩემი ბედნიერება, თქვენ ჩემი ახალნერგნი ხართ. მოდი, ერთად ვიშრომოთ ამ სოფელში, რომ იმქვეყნად სიხარული დავიმსახუროთ. მოდი, ვემსახუროთ ღმერთს მთელი რწმენით და გულმოწყალებით, ვეძიოთ ის შიშით და ჩვენი უბრალო გულით, რათა შეგვეძლოს სასოებით ვთქვათ: "უფალო, მოგვეცი ის, რაც დაგვპირდი, რადგან ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ რაც გვიბრძანე".

მისი კაცთმოყვარეობა მთელ სამეფოზე ვრცელდებოდა. მან უხვად მოიპოვა მადლი სულიწმიდისა და ღვთისაგან სასწაულქმედების ნიჭიც მიიღო. ის ბრმებს თვალებს უხელდა, ეშმაკეულებს კურნავდა. საკმარისი იყო სნეულისთვის, წმინდანისგან ნაკურთხი (ჯვარდასახული) ფურცელი, ან სანთელი მიეცათ, რომ ის იმწამსვე იკურნებოდა. ერთხელ მისი ლოცვით, ერთი მკვდარი ახალგაზრდა მონაზონი გაცოცხლ¬და და მას მერე წმინდა მარტინს ადარებდნენ.

ფრანკი ქრისტიანებისგან სიცოცხლეში პატივმიგებულმა რედეგუნდამ სამოც წლამდე მიაღწია და ქრისტეს ხილვის ღირსი შეიქნა. მას უჩვენეს ზეცაში მისთვის გამზადებული ადგილი. რამდენიმე დღის შემდეგ, 587 წლის 13 აგვისტოს წმინდა რედეგუნდა მშვიდად აღესრულა. მის დაკრძალვას ეპისკოპოსი მეროვი არ დასწრებია და წესი წმინდა გრიგოლ ტურელმა აუგო. შემდგომში მთელ ევროპაში გავრცელდა მისი თაყვანისცემა.

წმინდა რედეგუნდას წმინდა ნაწილები, საფრანგეთში, პუატეში მისსავე სახელზე აშენებულ ტაძარშია დასვენებული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat