ღირსისა გერასიმე იორდანელისა (+475) - 4 (17) მარტი
ღირსისა გერასიმე იორდანელისა (+475) - 4 (17) მარტი
დიდი მამა გერასიმე წარმოშობით რომის ერთ-ერთი პროვინციიდან, ლიკიიდან გახლდათ. სიყრმიდან ღვთისათვის იყო შეწირული და მონასტერში იზრდებოდა, სადაც სამონაზვნო წესებს ითვისებდა და იწვრთნებოდა. შრომასა და თავის წვრთნაში, მარხვითა და დიდი ღვაწლით ემსახურებოდა შემოქმედს, ესწრაფოდა, მიეღო სათხოვარი ღვთისაგან და შეესრულებინა ნება მისი.

საღვთო სიყვარულმა უდაბნო შეაყვარა და მასვე განუმარტოვდა, მინდვრის მხლით საზრდოობდა და ლოცვით და მარხვით ებრძოდა ბნელ სულებსა და ხორციელ ბრძოლებს.

მრავალი წლის შემდეგ გერასიმემ ღვთით სძლია ბოროტს და მადლი განიმრავლა.

ამის შემდგომ მოვიდა წმინდა ქალაქ იერუსალიმში სიწმინდეთა მოსალოცად, შემდეგ ჩავიდა იორდანეზე და იმყოფებოდა მკვდარი ზღვის უდაბნოებში და ცხოვრობდა მძოვართა მსგავსად.

სწორედ წმინდა გერასიმემ განანათლა იორდანეს უდაბნონი და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი - უკვე მონახვეჭ სიქველეებს ახალ სათნოებებს ჰმატებდა და ღვთით შეიმოსა.

მალე მრავალი დაემოწაფა. იმ დროს, მონაზონთათვის ფრიად მშფოთვარე წლებში, ქალკედონის კრების შემდგომ (451 წელი) ათი ათასზე მეტი მონაზონი მოწამლა ერესმა. გერასიმე, თავისი უბრალოების გამო, ერთხანს ცთუნდა კიდეც მონოფიზიტ თეოდოსის სიტყვით, რომელმაც იმხანად იერუსალიმის საეპისკოპოსო კათედრა მიითვისა, წმინდა იუბენალი (ხსენება 2 ივლისს) რომ განაგებდა, მაგრამ როდესაც უდაბნოში წმინდა ექვთიმეს (ხსენება 20 იანვარს) შეხვდა, ცთომილება შეინანა და ძველი მოშურნეობით განაგრძო მოღვაწეობა, რათა სიტყვით და საქმით დაემარხა ჭეშმარიტი სარწმუნოება.

ექვთიმე დიდთან წმინდა გერასიმეს დიდი სიყვარული და მეგობრობა აკავშირებდა - ყოველწლიურად სტუმრობდა უდაბნოში. დიდმარხვას განუწყვეტელ ლოცვასა და უმკაცრეს მარხვაში ატარებდნენ, ვნების შვიდეულში კი საზრდელს არ ეკარებოდნენ. გარკვეული ხნის შემდგომ იმდენი მოწაფე დაუგროვდა, ლავრის დაარსება აუცილებელი გახდა. მის წიაღს მრავალი შეეფარა.

წმინდა მამის განგებით, ახალმოსულნი განსასწავლად მონასტერში რჩებოდნენ, ხოლო ისინი, ვისაც სულიერი წარმატებისთვის უკვე მიეღწია, განმხოლოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. ღირსმა გერასიმემ ისინი გამოქვაბულებში განაწესა და წესად დაუდო, რომ თითოეულს თავის სენაკში უნდა გაეტარებინა მთელი შვიდეულის ხუთი დღე, პურის, ველური ხილისა და წყლის გარდა არა ეხმია რა, შაბათს კი - წმინდა ზიარების მისაღებად ტაძარში შეკრებილიყვნენ.

მონასტერშივე უნდა მიეღოთ საზრდელი, მცირეოდენი ღვინო და წვენი, ღამე კი, ცისკრის ლოცვამდე, ლოცვასა და ფსალმუნთგალობაში გაეტარებინათ.

სენაკებში არც რაიმე სახმარი გააჩნდათ და სიმდაბლითა და მორჩილებით განირჩეოდნენ, რითაც ხორციელ ვნებებსაც სძლევდნენ და ნაყროვანების ცოდვასაც თრგუნავდნენ.

მათთვის უცხო იყო შფოთი და მრისხანება - ყოველ ჟამს განიწმენდდნენ გულისსიტყვებსა და ცოდნას, რომელიც საღმრთო ცოდნას ეწინააღმდეგებოდა, ცდილობდნენ, ამქვეყნიური ყოფიდან მრავალი მიეზიდათ ზეციური მსახურებისაკენ.

მამები ხელსაქმობდნენ. წმინდა გერასიმეს კურთხევით, სენაკებში ჭილობებსა და გოდრებს წნავდნენ. ყოველი კვირის ბოლოს მონასტერი პურს, ფინიკსა და წყალს უნაწილებდა სანუგეშოდ და თვინიერ ამისა, სხვა ქვეყნიურ ნუგეშს არც კი იცნობდნენ, რამეთუ მკვდარნი იყვნენ მისთვის.

სენაკებში არავის ჰქონდა რაიმე ქვეყნიური სახმარი, გარდა აუცილებელისა - ერთი კვართი, მოსასხამი და კუნკული. სარეცლად ჭილობი ეგოთ, სასთუმლად კი - თიხის ძველი ჭურჭელი, რომლის მეშვეობითაც საზრდელსაც მიირთმევდნენ და ბალახსაც ალბობდნენ.

წმინდა მამის დადგინებით, სენაკების კარნი მუდამ ღია ჰქონდათ. თუ ვინმეს სენაკიდან რაიმეს წაღება უნდოდა, არავინ აჩერებდა. ცხოვრობდნენ ერთგულებითა და ერთსულოვნებით. გულის გარდა არავის არაფერი გააჩნდა, ყოველივე საზიარო ჰქონდათ.

წმინდა მეუდაბნოე კვირიაკოს მძოვარი (ხსენება 29 სექტემბერს) იხსენებდა, როგორ გაგზავნა ექვთიმე დიდმა ღირს გერასიმესთან, რადგან ჯერაც ყმაწვილი იყო და უდაბნოში მარტო ვერ იმოღვაწებდა, როგორ იხილა ძილში მისმა წინამძღვარმა ზეცად აღწეული ცეცხლოვანი სვეტი და ბრძანა: - დიდი ექვთიმე ახლახან მიიცვალა და მის დასაკრძალად უდაბნოს გავლით იერიქონს უნდა წავიდეთო.

აი, მისი მონათხრობიც:

- ოდეს ჭაბუკი ვიყავ და მეუდაბნოე მამობა მწყუროდა, ექვთიმე დიდის ლავრას მივაკითხე. სამონაზვნო სქემითაც ამ დიდი მამის წმინდა ხელთაგან შევიმოსე და მალევე მიმავლინა ღირს გერასიმესთან, რადგან არ ისურვა, ლავრაში ყოფილიყო ყრმა, ამიტომ მიმიღო ზოგადცხოვრებულთა მონასტერში და მიბრძანა, მამებს მოვმსახურებოდი. მამათა მსახურებაში გავატარე ხუთი წელი. მეხუთე წლის დასასულს, იანვრის ცხრამეტს, მეხუთე ჟამზე, როცა შაბათი თენდებოდა, მღვიძარედ ვიჯექი და მამებისათვის მხალს ვარჩევდი; ჩემთან მოვიდა მამა გერასიმე და მითხრა:

- კვირიაკოს, ადექი მალე, ჩაიცვი სამოსი და სანდალნი და გამომყევიო!

მაშინვე გავყევი, ხოლო ოდეს იერიქონს მივადექით, ბერს ვკითხე:

- მამაო პატიოსანო, რა არის ჩვენი ასეთი აჩქარების მიზეზი-მეთქი. მითხრა:

- წმინდა ექვთიმემ შეისვენაო.

დიდად გამიკვირდა:

- მერედა, როგორ შეიტყვე ეს?

ბერმა მომიგო:

- ღამით, მესამე ჟამზე, ოდეს ვილოცვიდი, საიდანღაც გარდამოვიდა ელვისებური ნათელი, როგორც ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც ცამდე ანათებდა. ვერ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა ეს ხილვა და უფალს შევთხოვე, განეცხადებინა. და აჰა, ზეგარდამო მესმის ხმა:

- ეს არის ზეცად აღმავალი სული წმინდა ექვთიმესიო და ამ ნათლის სვეტმა იწყო ასვლა დედამიწიდან ზეცას მრავალთა გალობის თანხლებით. ამით შევიტყვე, რომ შეისვენა დიდმა ექვთიმემ. მართლაც, მივედით და თაყვანი ვეცით წმინდანის გვამს, დავკრძალეთ, უკან გამოვბრუნდით და ღმერთი ვადიდეთ.

ღირს გერასიმეს ანტონი დიდის დარი მადლი ჰქონდა, ჭეშმარიტად სულიწმიდის ჭურჭელი და ღვთის სიტყვის ტაძარი გახლდათ იგი, უფლისაგან განბრძნობილი და სულიერი ჭვრეტით ცხებული. ღვთის ძალით მწყსიდა ძმებს და თესდა მათში ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რითაც განსწავლა და განანათლა ისინი.

ღირსი მამის მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, იორდანეს ნაპირას, გერასიმეს შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში ხიჭვი შესობოდა და გასიებოდა.

მხეცი ბერს მიუახლოვდა და ნაჭრილობევი ფეხი უჩვენა.

შეეწყალა ცხოველი გერასიმეს, ფეხიდან ხიჭვი გამოუღო, ჭრილობიდან ამოუწმინდა სისხლი და ჩირქი, ჩვრით შეუხვია.

ლომი მალევე განიკურნა და ბერს აღარც შორდებოდა, - საკვირველი სიყვარულით შეიყვარა და მოწაფისებრ ჰმორჩილებდა, გერასიმე კი, მძოვარ პირუტყვთა მსგავსად, მას დამბალი ცერცვითა და პურით კვებავდა.

მეუდაბნოეებს ერთი ვირი ჰყავდათ, რომლითაც იორდანედან წყალს ეზიდებოდნენ. ლავრა მდინარიდან ერთ მილზე იყო, ამიტომ მამები სახედარს ლომს ჩააბარებდნენ ხოლმე, რომ მდინარის ნაპირთან ებალახებინა.

ერთ დღესაც ლომი ვირს წუთით მოშორდა, ამასობაში გზად ვინმე მეაქლემემ ჩამოიარა და ვირიც თან გაიყოლა.

ლომმა, რა ვეღარ პოვა სახედარი, ბერთან დამწუხრებული დაბრუნდა, მის წინ თავი მოიდრიკა და დამნაშავის მსგავსად დადგა.

ღირსმა მამამ იფიქრა, - ალბათ, ლომს ვირი თავად შემოეჭამაო და მხეცს ეს უთხრა:

- იმისთვის, რომ ვირი შეჭამე, ღვთის სახელით გეუბნები: - მამებს მის ნაცვლად მოემსახურებიო.

მართლაც, იმ დღიდან ზურგზე კოკებაკიდებული ლომი ბერებს წყალს უზიდავდა.

ერთ დღეს ღირს გერასიმეს ვინმე უცნობმა მოაკითხა და რა იხილა წყლის მორჩილად მზიდავი ლომი, ძლიერ განკვირდა, მამებს მის შესახებ დაეკითხა, შეეწყალა მხეცი, ვირის საფასურად სამი დრაჰკანი გაიღო და ლომი ამ მძიმე შრომისაგან განათავისუფლა.

გამოხდა ხანი და ის მეაქლემე, მამების ვირი დაუკითხავად რომ გაიყოლა, იერისალემს ქარავნითურთ და იმ სახედრითურთ მიდიოდა...

გასცდა თუ არა იორდანეს, ლომს გადააწყდა, შიშით ყოველივე დააგდო და გაიქცა, ლომმა კი მაშინვე იცნო სახედარი, საბელში პირი ჩაავლო, როგორც წესად ჰქონდა და აქლემებიანად მონასტერს მიაყენა.

იხილა რა ყოველივე, აბბა დარწმუნდა, რომ ლომი უსამართლოდ დასაჯა, დაუყვავა, სახელად იორდანე შეარქვა და ხუთი წლის მანძილზე აღარც განშორებია.

ამ ხნის გასვლის შემდგომ, 475 წლის მარტში ღირსი გერასიმე მიიცვალა. საიმდროოდ იორდანე მონასტერში არ იყო. რომ დაბრუნდა, პატრონი მოიკითხა, ღირსი მამის ერთ-ერთმა მოწაფემ, საბატიოსმა სევდიანად უთხრა:

- იორდანე, დაგვტოვა ბერმა ობლად და უფალთან წავიდა, ამიერიდან საზრდელს მე გაჭმევო, მაგრამ მხეცმა საჭმელზე უარი თქვა, კვლავ ღირს გერასიმეს დაეძებდა და როს ვერ იხილა, შემზარავი ხმით იწყო ღრიალი და სირბილი.

მამა საბატიოსი და ბერის სხვა მოწაფენი საბრალო ცხოველს სანუგეშოდ ზურგს ფხანდნენ და ეტყოდნენ: - წავიდა ჩვენი მამა უფალთან და დაგვტოვაო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა.

ბოლოს, მის სამარესთან მიიყვანეს, იორდანემ ჯერ ქედი მოიდრიკა, შემდეგ თავი მთელი ძალით დაანარცხა მიწას და სული განუტევა.

ამ დიდი ხუცესის ლავრა XIII საუკუნემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ და პატივდებულ სავანედ ითვლებოდა, შემდეგ კი, სამწუხაროდ, დაიქცა.

მაშინ მამებმა ღირსი გერასიმეს წმინდა ნაწილები იქიდან ამოაბრძანეს და კალამონის ლავრაში (რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა) დაფლეს.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი ღვთის წინაშე!
..............................

კონდაკი:

აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი იორდანისა უდაბნოსა აღირჩიენ უფროს ყოვლისა სოფლისა სიტკბოებათა, ვინაჲცა მხეცი დაგამორჩილა შენ ვიდრე სიკუდილადმდე, მამაო მორჩილებისაო, და მწუხარებით საფლავსა შენსა ზედა აღესრულა, და აწ ჩუენთჳსცა ევედრე ესრეთ მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, მამაო გერასიმე, რომელნი მოგიხსენებთ შენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat