წმინდა მარიამნა (I) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
01.03.2022
მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ, მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ სახარების საქადაგებლად.
წმინდა ფილიპემ თავის დასთან, მარიამნასთან და ბართლომე მოციქულთან ერთად სახარების ქადაგებით ლიდია და მიზია შემოიარა და შემდეგ ფრიგიის ქალაქ იეროპოლში გაემგზავრა.
მათი მისვლისთანავე ამ ქალაქში შეწყდა კერპების თაყვანისცემა. მათი ქადაგებების წარმატებით გაღიზიანებულმა ქალაქის თავმა ფილიპე, ბართლომე და მარიამნა შეაპყრობინა და საპყრობილეში ჩაჰყარა. შემდეგ კი წმინდა ფილიპე მისივე ბრძანებით ჯვარს აცვეს. როცა კი ეს მოხდა, ღვთის რისხვამ არ დააყოვნა და ქალაქის თავი, ექიდნეს (კერპის) მოგვთან ერთად მიწა გაიპო და ჩაყლაპა. ამ სასწაულის შემდეგ წმინდა ბართლომე და წმინდა მარაიამნა გაათავისუფლეს. წმინდა მარიამნამ ჯვარიდან ჩამოხსნა ძმა, ეამბორა მის ნაწამებ სხეულს, ადიდა ღმერთი და სახარების საქადაგებლად ლიკაონიაში წავიდა და მრავალი ღვაწლის შემდეგ იქვე აღესრულა მშვიდობით.