ტიხვინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (+1383) - 26 ივნისი (9 ივლისი)
ტიხვინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (+1383) - 26 ივნისი (9 ივლისი)
26 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ტიხვინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ტიხვინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, თვით ლუკა მოციქულმა დაწერა და სახარებასა და მოციქულთა საქმეებთან ერთად ანტიოქიის ახალმოქცეულ მმართველს - თეოფილეს გამოუგზავნა. მისი სიკვდილის შემდეგ ხატი რომში გადააბრძანეს, ხოლო V საუკუნეში ბერძენი მეფის თეოდოსი უმცროსის მეუღლემ, ევდოკიამ - კონსტანტინოპოლში, სადაც მის სახელზე ააგეს ტაძარი, რომელსაც ვლაქერნისა ეწოდა. აქ ის 539 წელი იმყოფებოდა. როცა ხატმებრძოლობა გამძვინვარდა, ხატი პანტოკრატორის სავანეში გადამალეს. ხოლო დევნის დამთავრების შემდეგ კვლავ ვლაქერნის ტაძარს დაუბრუნდა. დიდი მთავრის, დიმიტრი ივანეს ძე დონელის და მიტროპოლიტ პიმენის დროს, 1363 წელს, ვლაქერნის ხატი, რომელზედაც ღვთისმშობელს ყრმა მარცხენა ხელით უპყრია, კონსტანტინოპოლიდან გაუჩინარდა. ეს იოანე პალეოლოგოსის მეფობისას, კონსტანტინეპოლის დაცემამდე 70 წლით ადრე მოხდა. იგი ნოვგოროდის საზღვრებში გამოჩნდა. ამ გადმოცემას საფუძვლად შემდეგი ამბავი უდევს: იმ დროს, როცა ტიხვინში სასწაულმოქმედი ხატი განდიდდა, ნოვგოროდელი ვაჭრები კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ და პატრიარქთან საუბრობდნენ. პატრიარქმა სასხვათაშორისოდ ჰკითხა მათ: "რუსეთში რაიმე ხომ არ გაგიგიათ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შესახებ, რომელიც ცარგრადიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა?" ვაჭრებმა მას ტიხვინის ხატის შესახებ აცნობეს და პატრიარქმა, როცა მისი გამოჩინება ხატის გაუჩინარების დროს შეუთანხმა, გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ხატი უნდა ყოფილიყო. მისი სიტყვით, ხატი რამდენიმეგზის მიიმალა და შემდეგ ისევ თავის ადგილას გამოჩნდა და "ახლა ჩვენი ამპარტავნობისა და უსამართლობის გამო მან სამუდამოდ მიგვატოვა".ვაჭრები ტაძარში შეიყვანა და ხატის ადგილი და ჩარჩო აჩვენა. რუსეთში დაბრუნებულმა ვაჭრებმა ამის შესახებ აცნობეს და მაშინ ტიხვინის ხატი კონსტანტინოპოლის მიბაძვით მარჯვენა მხარეს, პირველი სვეტის დასავლეთით მოათავსეს.

ძველ მატიანეში სასწაულმოქმედი ხატის გამოჩინების ამბავი ასეა აღწერილი: 1383 წელს ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც მას ყრმა-ღმერთი მარცხენა ხელით უპყრია, ლადოგის ტბის წყალზე სხივცისკროვანი ნათლით გამობრწყინდა. უხილავმა ძალამ ის წყლის ზემოთ გადმოატარა და ქ. ტიხვინთან, მდინარე ტიხვინის ნაპირზე შეჩერდა. თავისი მოგზაურობის ჟამს ის ხუთ ადგილას გამოუჩნდა მორწმუნეებს. ყველგან, სადაც ღვთისმშობელმა მისვლა ინება, ეკლესია დაარსდა. იმ ადგილას, სადაც ხატი საბოლოოდ გაჩერდა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ხის ეკლესია აიგო. ეს ტაძარი ხანძარმა არაერთხელ აქცია ფერფლად, მაგრამ სასწაულმოქმედი ხატი უვნებელი გადარჩა. ბოლოს, 1510 წელს დიდი მთავრის, ვასილი იოანეს ძის გულმოდგინებით, ტიხვინის ხატისთვის ქვის ეკლესია ააგეს. ხოლო ხატის გამოჩინებიდან 177 წელის შემდეგ მეფე იოანე ვასილის ძემ მამათა მონასტერი დააარსა. ხატი უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა, უძლურნი განიკურნებოდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, შეპყრობილნი თავისუფლდებოდნენ (თვით ისინიც კი, ვინც შორეულ მხარეებში ზეციური მფარველის წმინდა ხატს მიმართავდნენ, უბედურებისა და განსაცდელისაგან ხსნას იღებდნენ).

1613 წელს, როცა შვედებმა დელაგარდის წინამძღოლობით ნოვგოროდი დაიპყრეს, ტიხვინის სავანემ ღვთისმშობლის მფარველობით ძლიერ თავდასხმას გაუძლო. განსაკუთრებით მიქაელ თეოდორეს ძის გამეფებისას, როდესაც მისმა აღსაყდრებამ შვედებს იმედი გაუცრუა. ამასთან, მათი რაზმები დამარცხდნენ მდინარე უსტაზე და თვით ტიხვინის სავანესთან. სავანიდან განდევნის გამო, შურისძიების მიზნით, წინამძღვარმა დელაგარდიმ თავისი ლეგიონები მონასტერს მიუშვა და მისი ძირფესვიანად განადგურება ბრძანა. შემოგარენის შეშინებული მოსახლეობა მონასტრისკენ გაეშურა და იქ ბერებთან და მეომრებთან ერთად შეაფარა თავი. ყველა ერთად გალავნის სიმტკიცეზე კი არა, ზეციური დედოფლის მეოხებაზე ამყარებდა იმედს.

შვედების ჯარებმა სავანე ალყაში მოაქციეს და ქრისტეს მხედართა თავშესაფარზე მძვინვარე თავდასხმებს არ წყვეტდნენ. ზოგი ბერი მეომრების გვერდით გალავანზე იდგა და იბრძოდა, სხვები ხალხთან ერთად ტაძარში შეგროვილიყვნენ და უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედის ხატის წინაშე ლოცულობდნენ. ამ ალყის დროს ერთ ღვთისმოსავ ქალს მარიამს, რომელსაც სასწაულმოქმედი ხატის მადლით მხედველობა დაუბრუნდა, ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: "აცნობე ყველას, ვინც სავანეშია, ხელში აიღონ ჩემი ხატი, გალავნის გასწვრივ შემოატარონ და თვით იხილონ წყალობა ღვთისა". მაშინ ალყაშემორტყმულთა გულები სიხარულმა და სასოებამ აავსო. ღვთისმშობლის ხატით ხელში და პარაკლისის გალობით შემოიარეს მონასტრის გალავანი და მაშინ, როცა მართლმადიდებლები ერთადერთ შუამდგომელს შეწევნას სთხოვდნენ, შვედები მოულოდნელად ისეთმა შიშმა მოიცვა, რომ ყოველგვარი განდევნის გარეშე გაიქცნენ სავანის მისადგომებიდან.

მაგრამ მალე მტრები უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოჩნდნენ და გარშემოერტყნენ მონასტერს. მართლმადიდებლებს ერთი ძალა და ერთი იმედი ჰქონდათ: ყველა ღვთისმშობლის ხატს შეუვრდა და ევედრებოდა, რომ წყალობა მოეღო. მონასტერში ამ დროს სოლოვეცკის მონასტრის მორჩილი ღვთისმოსავი მარტინიანე იმყოფებოდა. ღამეულ ხილვაში მას დედა ღვთისა გამოეცხადა - ბარლაამ ხუტინელსა და ზოსიმე სოლოვეცკელთან ერთად და უთხრა, რომ ეს სავანე დაღუპვის პირას მისი სიწმინდის შემბილწველი ცოდვების გამოა მისული. მარტინიანემ, რომელიც ღვთისმოსავი და წმინდა ადამიანი იყო, შეძრულმა გამოიღვიძა და თავისი ხილვა სავანეში ყველას აცნობა. შეუნანებელი ბოროტმოქმედები მონასტრიდან გააძევეს, ეკლესიის კარიბჭე განიწმინდა და ყველა ცრემლებით ევედრებოდა უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას, რომ თავისი ერი მტრის ხელში არ ჩაეგდო. ზეციურ შუამდგომლობაზე დამყარებული იმედით ალყაშემორტყმულები მტერს თავს დაესხნენ და ღვთისმშობლის შეწევნით გამარჯვება მოიპოვეს.

მაგრამ შვედებს არ სურდათ, ბედს შერიგებოდნენ. დამარცხების სამაგიეროდ გაძლიერებული რაზმებით სავანეს კიდევ უფრო მჭიდროდ შემოერტყნენ და კარიბჭისა და გალავნის ქვეშ საიდუმლო თხრილების გაყვანა დაიწყეს. 13 სექტემბერს მარტინიანესა და კიდევ ერთი ღვთისმოსავი ადამიანის გრიგოლის წინაშე ღვთისმშობლის გამოცხადებით უფალმა მტრები საშინელი სასწაულით განაცვიფრა. მათ დაინახეს, რომ მოსკოვის მხრიდან სავანისკენ შეიარაღებული მეომრების მრავალრიცხოვანი ლეგიონების ჯვრებით მოემართებოდნენ და მეტად შეშინდნენ. მაგრამ მიწისქვეშა თხრილების იმედმა ისინი დააყოვნა. ალყაშემორტყმულები ზეციური შეწევნის იმედით გაძლიერდნენ და სასწაულმოქმედი ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს. კვლავ დაესხნენ თავს მტერს, რომელიც ისე შეშინდა, რომ სასწრაფოდ გაიქცა. არეულ-დარეულობის გამო ერთმანეთს თელავდნენ. ტყვე შვედები ამბობდნენ, რომ მათ დაინახეს აურაცხელი მხედრობა, რომელიც მონასტრიდან მათზე გამოდიოდა. ეს დიდებული გამარჯვება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მართლმადიდებლებს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს, 1614 წლის 14 სექტემბერს მიანიჭა.

ტიხვინის სავანეზე გაბოროტებულმა შვედმა მხედართმთავარმა უწინდელზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა და დაავალა, რომ ის საძირკვლამდე დაერღვია. სასწაულმოქმედი ხატი ნაწილ-ნაწილ დაექუცმაცებინა და მისი ეკლესია დაექცია. როცა ეს მონასტერში შეიტყვეს, შეშინდნენ და ხატის მოსკოვში გახიზვნაც კი სურდათ, მაგრამ ის ურყევად იდგა და ადგილიდან დაძვრა დიდი ძალისხმევითაც კი ვერ შეძლეს. მაშინ ერთი მუჭა დამცველთა გუნდი სავანეში ჩაიკეტა და მთელი იმედი ზეციური მეოხის ყოვლისშემძლე დახმარებაზე დაამყარა. მსწრაფლშემწემ არ დაუშვა, რომ მტერი მათ მიწვდენოდა. ის ახალი სასწაულით განაცვიფრა. შვედებს მოეჩვენათ, რომ ურიცხვი მხედრობა დაესხათ თავს, საოცრად შეშინდნენ, რადგან იმედი არ ჰქონდათ, რომ ასეთ ძალას წინ აღუდგებოდნენ, გაქცევა არჩიეს.

მხედრობა წინამძღვრებთან ერთად და მთელი ხალხი ადიდებდა დედა ღვთისას - მისი უხილავი და ყოვლადძლიერი შეწევნის გამო. ამის შემდეგ წმინდა სავანეზე თავდასხმა მტერს აღარ გაუბედავს.

ასეთი სასწაულებრივი გამარჯვების შემდეგ მონასტერში მეფის ელჩები ჩამოვიდნენ, რათა შვედებთან მშვიდობა დაემყარებინათ. მათ ხატის ასლი გადაიღეს და მდინარე სიასის გასწვრივ 55 ათასი ვერსის გავლის შემდეგ ლადოგთან ახლოს, სოფელ სტოლბოვოში მივიდნენ. აქვე იმყოფებოდნენ შვედებიც.

1617 წლის 17 თებერვალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, როგორც რუსეთის მხრიდან მთავარი თავდების წინაშე დაიდო სტოლბოვოს ზავი, აქედან ელჩები ამავე ხატით გაემგზავრნენ ნოვგოროდისკენ, ის შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ კვლავ რუსეთის ხელში გადავიდა. სამადლობელი ცრემლით შეხვდნენ ზეციურ დედოფალს, რომელმაც მტრისგან მარტო სავანე კი არა, მთელ თავის სიწმინდეებთან ერთად ნოვგოროდიც გაათავისუფლა და აქ მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება განამტკიცა.

ტიხვინის ხატის მეშვეობით ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნის მოსახსენიებლად ეკლესიამ 26 ივნისი დაადგინა.

ტაძარს, სადაც ხატია დაბრძანებული, არასოდეს მოკლებია თაყვანისმცემლები. თუ ეკლესია დაკეტილია, მლოცველები გარეთ დგანან და ფართო ფანჯრიდან, საიდანაც ღვთისმშობლის სახე მოჩანს, მისდამი მხურვალე ლოცვას აღავლენენ.

წყარო: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება

და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია".

თბილისი, 2001 წ. თარგმანი თინათინ გოგოჩაშვილისა
...............
ლოცვანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "ტიხვინის" ხატის მიმართ

ტროპარი, ხმა 4

დღეს ვითარცა მზეჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანათლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რაჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოსვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმინდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო.

ლოცვა

გმადლობთ შენ, ყოვლადსახიერო და ყოვლადწმინდაო ქალწულო, დედუფალო, დედაო ქრისტჱსა ღვთისა ჩუენისაო, ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელსა გარდამოუვლენ კრებულსა ქრისტეანეთასა, რომელთა მდაბალთა უხუებით მიჰმადლებ ხმასა ანგელოზთა გალობისასა, რამეთუ აწცა განგუაკჳრვა ჩუენ წყალობამან შენმან უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა - სასწაულებრივთა თჳთგამოჩინებითა წმინდისა ხატისა შენისათა, რომელმან განანათლა ქუეყანაჲ ყოველი. ამისთვისცა სიხარულითა და შიშით თაყუანისვცემთ მას ცოდვილნი ესე და გიგალობთ შენ: ჰოჲ, ყოვლადწმინდაო ქალწულო, დედუფალო და ღვთისმშობელო, აცხოვნე და შეიწყალე უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩუენი და ყოველი ქუეყანაჲ, მღვდელმთავარნი და ყოველნი ერნი, ქალაქნი და ქუეყანანი ქრისტეანეთანი დაიცვენ, განათავისუფლე წმინდა ეკლესიაჲ ჩუენი ყოველისაგან წვალებისა და ყოველთა აქა მდგომარეთა სარწმუნოებით მვედრებელთა და თაყუანისმცემელთა წმინდისა ხატისა შენისათა ყოველივე კეთილად მოჰმადლე, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, შენგან შობილისა ძისა და ღვთისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
..................

აქვე წაიკითხეთ:

ტიხვინის ხატი ბრმებს სინათლეს უბრუნებდა, უძლურნი იკურნებოდნენ, უსაზღვრო იყო ღვთისმშობლის მადლის ძალა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat