ტიხვინის ხატი ბრმებს სინათლეს უბრუნებდა, უძლურნი იკურნებოდნენ, უსაზღვრო იყო ღვთისმშობლის მადლის ძალა
ტიხვინის ხატი ბრმებს სინათლეს უბრუნებდა, უძლურნი იკურნებოდნენ, უსაზღვრო იყო ღვთისმშობლის მადლის ძალა
1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები თევაზაობდნენ. უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს. მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და ისე მოდიოდა წყალზე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა. მეთევზეები დააკვირდნენ, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა ჰაერში და ისევ ანათებდა. ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და თვალს ადევნებდნენ ხატს  ღვთისმშობლისა, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში. მაშინ ღვთისმშობელმა ინება მიწაზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალ სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროის შემდეგ ტიხვინიდან 20 მილის მანძილზე მთის წვერზე გამოჩნდა იმავე სახით.

მოძღვრებმა ჯვრებით და ხატებით მოაწყეს მისკენ მსვლელობა. მათ მრავალარიცხოვანი ხალხი შეუერთდა ფსალმუნებთა გალობით. ლოცვით და ცრემლებით შეევედრნენ ღვთისმშობელს, გაეხადა ისინი ღირსნი, რომ მიეღოთ ეს სიწმინდე. ხატმა შეიწირა მათი ლოცვა და მოძღვრებს გადაეცა. ხალხმა გადაწყვიტა, მთაზე მისთვის აეშენებინათ ტაძარი, მოჭრეს ხეები და დაიწყეს მიწის თხრა და როცა მოსაღამოვდა, დაიშალნენ. ხატი მომავალი ტაძრის საძირკველთან დაბრძანებული დატოვეს. დილით ხატი კვლავ გაუჩინარდა. ხალხმა დაიწყო გოდება და გულმხულვარე ლოცვა, უფალს გამოეცხადებინა ხატის ადგილსამყოფელი. ცოტა ხანში იხილეს ნათება, გაყვნენ სხივს და მივიდნენ მდინარე ტიხვინის მახლობლად უდაბნოში. ხატი სწორედ აქ იმყოფელობა. იგი ჰაერში იყო, არავითარი სადგომი არ ჰქონდა. უდაბნოში ჭაობიანი ადგილი იყო. გადაწყვიტეს აქ დაემუშავებინათ მიწა და აეგოთ ტაძარი.

ამ ამბის საუწყებლად ნოვგოროდში მთავარეპისკოპოსთან გაგზავნეს კაცი. მან მოსკოვის თავადს შეატყობინა ტიხვინში მომხდარი ეს სასიხარულო ფაქტი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენების შესახებ მისცა ლოცვა–კურთხევა, ტაძარი სწრაფად ააშენეს. ტაძარი უნდა ეკურთხებინათ მიძინებისათვის. მართმადიდებელთა მოსაწვევად ამ ღირსესანიშნავ დღეზე ღვთისმოშიში მნათე გიორგი გაგზავნეს. უკან მობრუნებულმა გზაში იგრძნო კეთილსურნელება და შეჩერდა. მას გამოეცხადა თვით ღვთისმშობელი, ნაძვის კუნძზე იჯდა და მარჯვენა ხელში ეჭირა ვერცხლის კვერთხი. მის წინ იდგა ვიღაც წმინდანი, რომელიც ასევე ანათებდა. მნათემ იგი წმინდა ნიკოლოზს მიამსგავსა. გიორგი ამ ხილვის დანახვაზე უგონოდ დაეცა. ღვთისმშობელი შეეხო მას და უთხრა:"ადექი ნუ გეშინია. წადი ტაძარში და უთხარი: ნუ გააკეთებენ ლითონის ჯვარს მასზე, არამედ გაკეთონ ხის ჯვარი". გიორგიმ მიუგო: არ დამიჯერებენო. ღვთისმშობელი შეპირდა, რომ მისცემდა ნიშანს, თუ არ დაუჯერებდნენ. გიორგიმ უამბო ხალხს მომხდარის შესახებ, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, გამოეჭედათ რკინის ჯვარი. ერთ–ერთმა მშენებელმა აიტანა ჯვარი გუმათზე და ცდილობდა დაემაგრებინა, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და გადმოაგდო იგი მიწაზე ჯვარიანად სრულიად უვნებელი. მაშინ კი ირწმუნეს გიორგის სიტყვები და მყისვე შეასრულეს ღვთისმშობლის ბრძანება.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მოძღვრები გაემართნენ იმ ადგილას, სადაც გიორგიმ იხილა ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი. ამ ადგილას ააშენეს სამრეკლო წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ხოლო კუნძისაგან, რომელზედაც იჯდა დედა ღვთისა, გააკეთეს ხის ჯვარი და დადგეს სამრეკლოში.

ღვთისშობლის ტაძარი და წმინდა გიორგის სამრეკლო 2–ჯერ დაიწვა, მაგრამ ორივეჯერ ხატიც და ხის ჯვარიც უვნებელი გადარჩა. მესამე მშენებლობის დროს თვად ვასილის ბრძანებით იგი დაანგრიეს და აშენეს ხის ტაძარი. ამავე დროს უდაბნოში აშენდა ხის ტაძარი, სადაც სამრეკლო იდგა და გააშენეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხის ტაძართან ქვისაგან ააშენეს მამათა მონასტერი ქვის გალავანითურთ.

ხატის სასწაულები ტიხვინის მონასტერში

ერთ–ერთი ბერი აბრაამი, სერგიევის მონასტრიდან, მძიმედ დაავადდა. მივიდა აღსარებაზე მოძღვარ მარტირისთან. მან იცოდა ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულები და ურჩია სულიერ შვილს, წასულიყო და ელოცა ხატის წინ. აბრაამი მივიდა ხატთან, თაყვანი სცა და მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით განცვიფრებულმა მონასტრის წინამძღვარმა დატოვა იგი ტაძარში, მისცა გასაღები და დაავალა ღვთისმშობლის ხატის მოვლა. ამასობაში მოხუცი მარტირი ძალიან განიცდიდა რომ თვითონაც არ მივიდა ხატთან და ერთ დღესაც იხილა, ხატი მოუწოდებდა მასაც თავისთან. მარტირი წავიდა, თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატს და თვითონაც დარჩა იმავე მონასტერში. მაგრამ ცოტა ხანში ღვთის ნებით იგი მოშორებით უდაბნოში გადავიდა. გადაწერა ხატის ასლი, თან წაიღო და დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და ლოცვაში. მან ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ასლით მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ყაზანის მეფის შვილი კი მკვდრეთით აღადგინა ამ ხატმა. მადლიერმა მეფე სიმონმა მოხუც მარტირს უდაბნოში აუშენა სავანე დატიხვინის ხატის სახელობის ღვთისმშობლის ტაძარი. ეს მონასტერი ცნობილია ზელენეცკის სახელწოდებით.

KARIBCHE

ტიხვინიხ მონასტერი

ტიხვინის ხატი ბრმებს სინათლეს უბრუნებდა, უძლურნი იკურნებოდნენ, უსაზღვრო იყო ღვთისმშობლის მადლის ძალა.

ტიხვინის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს ხშირად თავს ესხმოდნენ შვედები. მაგრამ დედა ღვთისა ყოველთვის იცავდა მათ. აშინებდა მტრებს საშინელი ხილვებით და აიძულებდა, უკან დაბრუნებულიყვნენ. თადასხმების შეწყვეტის შემდეგ სავანეში მშვიდობა დამყარდა.

მაგრამ ტიხვინის მონასტრის ბერებმა დაიწყეს უღირსი ცხოვრება. ღვთისმშობელმა დიდხარნს ითმინა მათი უსაქციელობა. ბოლოს გადაწყვიტა დაესაჯა ისინი. ტიხვინში ცხოვრობდა ერთი მორწმუნე ნიკიტა. ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: "წადი იღუმენთან და ძმებთან და უთხარი, შეინარჩუნონ თავშეკავება, ნუ ლოთობენ. ასევე აუკრძალონ ქალებს მონასტრის კედლებში შესვლა და ევედრონ ღმერთს თავიანთი ცოდვების მისატევებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში სავანე ცეცხლით დაისჯება".

ნიკიტამ ყველაფერი გადასცა იღუმენს, მაგრამ მათ არ დაუჯერეს. ცოტა ხანში ერთი ბერის კელიაში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც მთელ სავანეს მოედო და გადაწვა. მაშინ ბერებმა ირწმუნეს ნათქვამი, შეინანეს და დაიწყეს მკაცრი ცხოვრება, რათა გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული. მალე სავანე მორწმუნეთა მონდომებით აღდგა, გაფართოვდა და გაძლიერდა.

წყაროები მოგვითხრობენ, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა კონსტანტინოპოლიდან, მისი თურქების მიერ დაპყრობიდან 70 წლის შემდეგ. როდესაც ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი იდიდა ტიხვინში, ღვთისმორწმუნე ვაჭრები კონსტანტინეპოლში იმყოფებოდნენ უწმინდეს პატრიარქთან. საუბრის დროს პატრიარქმა მოიგონა კონსტანტინეპოლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დიდი ხნის წინ უკვალოდ გაქრა.

მაშინ ვაჭრებმა მოუთხრეს ტიხვინში სასწაულებრივად მოსული ხატის და მისი სასწაულების შესახებ. პარტიარქმა მათი სიტყვებიდან დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად კონსტანტინეპოლის ხატი იყო.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat