ყველა ხელისუფლის გული ღვთის ხელშია, უფალს რაც ნებავს და რაც ერისთვისაა საჭირო, იმის აღსრულებას შთააგონებს ხელისუფლებას
ყველა ხელისუფლის გული ღვთის ხელშია, უფალს რაც ნებავს და რაც ერისთვისაა საჭირო, იმის აღსრულებას შთააგონებს ხელისუფლებას
სამოცდაათწლიანი ტყვეობის შემდეგ უფალმა ინება, რომ ისრაელიანები აღთქმულ მიწაზე დაბრუნებულიყვნენ. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში, მას შემდეგ, რაც სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონი და წინა აზიის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სპარსეთი გახდა ერთადერთი მბრძანებელი. უფლის შთაგონებით, მეფე კიროსმა გამოსცა ბრძანება: "ყოველი სამეფონი ქვეყანისანი მომცა მე უფალმან ღმერთმან ზეცათამან და მიბრძანა მე: აღუშენო მას სახლი (ტაძარი) იერუსალიმში". კიროსმა ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ებრაელებს ნება მისცა, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, დასახლებულიყვნენ იერუსალიმში და იქ კვლავ აეშენებინათ დანგრეული ღვთის ტაძარი... არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ვიდრე ისრაელიანთა სამშობლოში დაბრუნებაზე ვისაუბრებთ, დანიელ წინასწარმეტყველისა და მისი სამი მეგობრის - ანანიას, აზარიასა და მისაილის მიწიერი მოღვაწეობა გავიხსენოთ. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში ისინი მეფე ნაბუქოდონოსორმა სამეფო სამსახურში ჩააყენა. საინტერესოა, რატომ ინება უფალმა, რომ მათ, კერპთმსახურთ, ხელისუფალთა გული მოეგოთ და სახელმწიფო სამსახურში ემსახურათ?

- მათში საღვთო სიბრძნე იყო, ისინი მიწიერ საქმეებშიც კი ყველაზე განსწავლულნი იყვნენ იმდროინდელ ბაბილონის სამეფოში და სწორედ თავიანთი სიბრძნის გამო მოხვდნენ სამეფო სამსახურში.

ადამიანები გაცილებით მეტად იჯერებენ იმ ადამიანებისას, რომლებიც მიწიერად, ხელისუფლებრივად აღმატებული არიან. დანიელი და მისი სამი მეგობარი გახდნენ პირველი ვეზირები და ფაქტობრივად მთელი ქვეყანა ემორჩილებოდათ. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ შეხედულებებს და მსოფლმხედველობას, - ადამიანები მთლიანად ემორჩილებოდნენ ხელისუფლებას. მათი ცხოვრება, მათი სწავლება ხალხისთვის იყო მისაღები. ამიტომაც უფალმა ინება, რომ ვისი გულიც მიმღები იყო ჭეშმარიტებისა, დანიელისა და მისი სამი მეგობრის საშუალებით შეეტყოთ ჭეშმარიტების შესახებ და მიეღოთ იგი. ისინი იყვნენ გამავრცელებლები ჭეშმარიტი სწავლებისა. როგორც ვიცით, როდესაც მაცხოვრის შობის ჟამს აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს, სწორედ დანიელის, ანანიას, აზარიასა და მისაილისგან მომდინარე სწავლებიდან იცოდნენ, რომ უნდა შობილიყო მეუფე, გამომხსნელი კაცთა. რა თქმა უნდა, მოგვებმა ჭეშმარიტი სწავლება იმ სიზუსტით ვერ შეიმეცნეს და შეინარჩუნეს, როგორც დანიელსა და სამ ყრმას ჰქონდა, მაგრამ მათში იყო ჭეშმარიტების მარცვალი, ამიტომაც შეიქნენ ღირსნი იმისა, რომ მოსულიყვნენ და თაყვანი ეცათ მაცხოვრისთვის, კაცობრიობის მხსნელისთვის.

ებრაელების დაბრუნება ბაბილონის ტყვეობიდან
- ებრაელები ისრაელში ორ ნაწილად დაბრუნდნენ. პირველი დაბრუნება მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 530 წელს, როდესაც სპარსეთის მეფე კიროსმა ბაბილონი დაიპყრო. მეფე კიროსმა სხვა ტერიტორიებიც დაიპყრო, სპარსეთის სამეფო თანდათან განავრცო და წინა აზიის ქვეყნების ერთადერთი მბრძანებელი გახდა. სწორედ მან მისცა ისრაელიანებს სამშობლოში დაბრუნებისა და იერუსალიმის ტაძრის აღდგენის უფლება. იერუსალიმის ტაძრის ხელახლა ასაგებად შესაწირიც გაიღო, ამასთან იუდეველებს იერუსალიმის ტაძრიდან ნაბუქოდონოსორის მიერ წამოღებული ჭურჭელიც დაუბრუნა. იუდეველთა პირველი დაბრუნება მოხდა ზორობაბელის წინამძღოლობით. იგი მეფეთა შთამომავალი გახლდათ დავითის შტოდან. მასთან ერთად დაბრუნდა მღვდელმთავარი ისეც. ებრაელები დაბრუნებისთანავე შეუდგნენ იერუსალიმის ტაძრის აღდგენას. ამ საქმეს თითქმის ორი ათეული წელი დასჭირდა. მშენებლობა დასრულდა 510 წელს. ზეიმით აკურთხეს იგი და დაიწყეს შიგ ღვთისმსახურება მოსეს სჯულის თანახმად. განახლებული ტაძარი არ იყო ისეთი დიდებული და მშვენიერი, როგორიც სოლომონ მეფის მიერ აგებული ტაძარი. ეს აწუხებდათ ხანდაზმულ ისრაელიანთ, რომელთაც სოლომონის ტაძრის ბრწყინვალება ახსოვდათ, მაგრამ იმ დროს მოღვაწე წინასწარმეტყველები - ანგია, ზაქარია და მალაქია ხალხს ანუგეშებდნენ - ამ ტაძრის ბრწყინვალება და დიდება უფრო დიდი იქნებოდა, რადგან მასში მოვიდოდა აღთქმული მესია, მაცხოვარი ქვეყნისა - ქრისტე. ახალ ტაძარში თავად უფალს იხილავდნენ. წინასწარმეტყველებმა იუდეველებს აუწყეს ღვთის ნება: "დიდებით ავავსებ ამ სახლს... პირვანდელზე დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება" (ანგია წინასწ. 2,7-9); "უცბად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ" (მალაქია წინასწ. 3,1). მართლაც, როდესაც უფალი განკაცნა, სწორედ ამ ტაძარში ინება შობიდან მეორმოცე დღეს მსხვერპლშეწირვის აღსრულება - მირქმა. ამ ტაძარში ქადაგებდა იერუსალიმში ყოფნისას.

- რატომ აძლევს სპარსთა მეფე კიროსი ისრაელიანებს სამშობლოში დაბრუნების ნებას?

- რა თქმა უნდა, ეს იყო ღვთის ნება, უფლის განგებულება. ყველა ხელისუფლის გული ღვთის ხელშია, უფალს რაც ნებავს და რაც ერისთვისაა საჭირო და აუცილებელი, იმის აღსრულებას შთააგონებს ხელისუფლებას. თავად კიროსი შინაგანად იყო კეთილი ადამიანი, არ იყო მოძალადე. ამიტომაც, როდესაც ისრაელიანთა ტყვეობიდან გათავისუფლების დრო დადგა, უფალმა ინება, რომ სწორედ კიროსს, ასეთი შინაგანი მდგომარეობის კაცს, აღესრულებინა ღვთის ნება - შთააგონა კვიროსს, რომ იუდეველები თავიანთ სამშობლოში დაებრუნებინა. ანუ წარმართ მმართველთა შორის ვინც უკეთესი იქნებოდა, უფალმა სწორედ ის მოიყვანა ამ დროს ხელისუფლების სათავეში.

ისტორიკოსთა ცნობით, კიროსი არა მხოლოდ იმდროინდელ მსოფლიოში, საუკუნეების შემდგომაც გაცილებით გვიანდელ ხელისუფალთაგანაც გამოირჩეოდა საოცარი ჰუმანურობით. ჯერ ერთი, სპარსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნების ხალხებს არ აიძულებდა სარწმუნოების შეცვლას, არ ცვლიდა ადგილობრივ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. ამასთან, სპარსეთის ქვეშევრდომობაში მყოფ ქვეყნებში თავის წარმომადგენლებად ნიშნავდა ადგილობრივ პირებს, მათ მხოლოდ სამეფო გადასახადს უწესებდა და სპარსეთის ჯარში იწვევდა, რაც მაშინაც ხდებოდა, როდესაც ამ ქვეყნებს საკუთარი მეფე ან მმართველი ჰყავდათ. მეფე კიროსმა ერთიანი იმპერია შექმნა ამ თანხმობითა და ჰუმანურობით, სადაც, როგორც ვთქვით, ცხოვრობდნენ სხვადასხვა ერისა და სარწმუნოების წარმომადგენლები, მაგრამ კიროსის ჰუმანურობის გამო მას იშვიათად უჯანყდებოდნენ.

- ისრაელიანთა მეორე ნაწილი როდის დაბრუნდა სამშობლოში?

- ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის 60-იან წლებში. პირველი დაბრუნებიდან 80 წლის შემდეგ სპარსეთის მეფემ იერუსალიმის გამგებლად დანიშნა სპარსეთის სამეფო კარის მსახური ნეემია. მისი დახმარებით იუდეველებმა აღადგინეს იერუსალიმი და მტერთაგან თავდასაცავად შემოავლეს გალავანი. რადგან იერუსლიმში ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობდა, ნეემიამ ისრაელის სოფლებიდან და ქალაქებიდან წილისყრით ყოველი მეათე ოჯახი გადმოასახლა იერუსალიმში. მეორე დაბრუნების დროს სულ 1700 ისრაელიანი დაბრუნდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ამის შემდეგ მოხდა იერუსალიმის საბოლოო აღორძინება. ნეემია ათი წლის მანძილზე მართავდა იერუსალიმს, შემდეგ კვლავ სპარსეთის სამეფო კარზე დაბრუნდა. ამის შემდეგ ისრაელში იწყება მღვდელმთავართა მმართველობის ხანა, უშუალოდ ისრაელის ხალხის მართვა დაევალა მღვდელმთავარს, რომელიც იყო სინედრიონის თავმჯდომარე. სინედრიონს სპარსეთის მორჩილების პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა სპარსეთის ხელისუფლებასთან, შემდეგ უკვე ალექსანდრე მაკედონელთან...

- რატომ დაუშვა უფალმა რჩეულ ერზე მღვდელმთვართა და სინედრიონის მმართველობა? ვინ იყვნენ სინედრიონის წევრები და რა იყო სინედრიონის დანიშნულება და ვალდებულება?

- სინედრიონის წევრები იყვნენ ყველზე განათლებული, სჯულის მცოდნე იუდეველები. მათ ევალებოდათ სჯულის აღსრულებაზე კონტროლი. ყველა ქალაქს ჰყავდა მცირე სინედრიონი, რომლებიც იერუსალიმის სინედრიონს ემორჩილებოდნენ. სინედრიონს ჰქონდა სასამართლო ფუნქციაც. იუდეველთა შორის დავებს მოსეს სჯულით წყვეტდნენ.

უფალი ისრაელის ერზე მღვდელმთავართა მმართველობას უშვებს იმის გამო, რომ ახლოვდება მაცხოვრის მოსვლის ხანა და რათა სამღვდელოებას უფრო მეტად მოემზადებინა ადამიანები რჩეული ერი მხსნელის მისაღებად. მართლაც, მოსეს სჯულის და წესების აღსრულება ისრაელის ერმა გაცილებით უკეთ შეძლო მღვდელმთავართა ხანაში, ვიდრე სამეფო ხელისუფლების პერიოდში, თუმცა შემდგომ იმდენად სიტყვასიტყვითა და გარეგნულად დაიწყეს სჯულის აღსრულება, რომ მის შინაგან სიღრმეებს ვეღარ ხედავდნენ. როგორც ვიცით, როდესაც მაცხოვარი, განკაცებული უფალი, ამქვეყნად მოვიდა, ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილმა, სინედრიონიდან სულ რამდენიმე - ერთმა თუ ორმა კაცმა მიიღო მაცხოვარი. ერთი იყო გამალიელი, რომელიც, ნამდვილად ვიცით, რომ სინდრიონის წევრი იყო: ცნობილია, რომ ის ესწრებოდა მოციქულთა - პეტრეს და იოანეს განსჯას, ასევე სტეფანე პირველმოწამის განსჯას, რაც ამოწმებს, რომ გამალიელი სინედრიონის წევრი იყო. სავარაუდოდ, სინედრიონის წევრები იყვნენ ნიკოდიმოსი და იოსებ არიმათიელიც. ყველაზე მეტად სინედრიონი აღდგა მაცხოვრის წინააღმდეგ, სინედრიონმა არ მიიღო ის, არადა ყველაზე მეტად უნდა მიეღო და დაეცვა იგი. ეს მოხდა სწორედ იმის შედეგად, რომ სინედრიონის წევრების მიერ სჯულის დაცვა გადავიდა მიწიერი წესების აღსრულებაში, ანუ მათი რწმენა გამიწიერდა და სჯულის მხოლოდ გარეგნულად აღასრულებდნენ. ეს არ შეიძლება ითქვას ძველი წელთაღრიცხვით III-II საუკუნეებში არსებულ სინედრიონზე - იმ პერიოდის სინედრიონი ერს მოსეს სჯულის მიწიერი და სულიერი აღსრულებისკენ მოუწოდებდა.

ჰეროდე მეფემ 14 ათას ყრმასთან ერთად იმ დროს არსებული მთელი სინედრიონიც ამოხოცა, მათ შორის სვიმეონ ღვთისმიმრქმელიც იყო. ამის შემდეგ მოხდა ახალი სინედრიონის არჩევა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აღარ ჰქონდა ძველ სინედრიონთან, ანუ მათი სწავლება ხელიდან ხელში აღარ გადასულა. ახალი სინედრიონი შეიქმნა "ჰეროდეს ხელდასხმით", ამიტომაც იქ თავისთავად ბევრმა ისეთმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად ცდილობდნენ სჯულის აღსრულებას, ხალხის დასანახად, სინამდვილეში ჭეშმარიტ სარწმუნოებას ეწინააღმდეგებოდნენ. მაცხოვრის მოღვაწეობის, ქადაგების დროსაც სინედრიონი ჭეშმარიტი სარწმუნოების მოწინააღმდეგე იყო.

- რა მდგომარეობაა ებრაელების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების პერიოდისთვის მსოფლიოში?

- ამ პერიოდისთვის უკვე დასუსტებულია ეგვიპტე, იგი ჯერ კიდევ ბაბილონის სამეფოს არსებობის პერიოდში დაამარცხეს ბაბილონელებმა და დაიპყრეს მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. სხვა რომელიმე ჩამოყალიბებული ქვეყანა ამ დროისთვის არ არსებობს. უკვე ხდება ბერძნული კულტურის აღორძინება, მაგრამ იქ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები მხოლოდ ქალაქ-სახელმწიფოების სახით არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ იმდროინდელ მსოფლიოში სამეფო ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობდა. რომი ახალი დაარსებულია და ჯერ კიდევ თანამედროვე იტალიის ტერიტორიასაც კი არ მოიცავს სრულად.

როგორც ვიცით, ამ პერიოდიდან იწყება სპარსეთის იმპერიის ჩამოყალიბება. სპარსულმა ტომებმა და მიდიელებმა დაიპყრეს ბაბილონის იმპერია და ეგვიპტე, მთლიანად თანამედროვე თურქეთის ტერიტორია და ირანის სახელმწიფოს დიდი ნაწილი. დაკავებული ჰქონდათ არაბეთის ნახევარკუნძული, ასევე დღევანდელი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიები... მათ ქვეყანა 120 ნაწილად ჰქონდათ დაყოფილი. ამ ნაწილებს სატრაპოები, სამმართველოები განაგებდნენ. სპარსეთის იმპერიაზე დიდი და ძლიერი იმპერია ამ დრომდე მსოფლიოში არ ყოფილა, რომელიც შემდგომ ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული იმპერია უკვე სპარსეთის იმპერიაზე ძლიერია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat