თითქმის აღარავის ახსოვდა იუდეის სამეფოს დამოუკიდებლად არსებობის პერიოდი
თითქმის აღარავის ახსოვდა იუდეის სამეფოს დამოუკიდებლად არსებობის პერიოდი
ისრაელის სახელმწიფოს ორად გაყოფის შემდეგ ისრაელის სამეფომ სამი საუკუნე იარსება, იუდეველთა სამეფომ კი 150 წელზე მეტხანს. ისრაელის სამეფო ასურელებმა გაანადგურეს, იუდეველთა სამეფო კი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა. ამის შემდეგ ისრაელიანები ბაბილონელთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. მანამდე მათი ნაწილი ასურელებმაც გაასახლეს აღთქმული ქვეყნის ტერიტორიიდან და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოიფანტნენ...

რატომ ინება უფალმა ისრაელისა და იუდეველთა სამეფოების დაცემა და რGეული ერის აღთქმული ქვეყნის ტერიტორიიდან გასახლება? რატომ უნდა ეცხოვრათ ებრაელებს 70 წელიწადი ბაბილონელთა ტყვეობაში და რატომ უნდა მიმოფანტულიყო მათი ნაწილი დედამიწის სხვადასხვა ადგილას? რა იყო იუდეველთა სამეფოს უფრო მეტხანს შენარGუნების მიზეზი?..

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ისრაელის სამეფოს დაცემა
- როგორც ვიცით, ისრაელის სახელმწიფოს გაყოფისთანავე ისრაელის სამეფო უფრო მეტად განუდგა ღმერთს, ვიდრე იუდეველთა სამეფო. ისრაელის სამეფოს პირველივე მეფემ - იერობოამმა სამეფოს დედაქალაქში სამარიაში ააშენა სამსხვერპლო და ისრაელიანებს უბრძანა, იქ შეეწირათ მსხვერპლი, უფალს კი ნაბრძანები ჰქონდა, მსხვერპლი იერუსალიმში შეეწირათ. ამდენად, ისრაელიანნი უკვე ემსახურებოდნენ არა ჭეშმარიტ, არამედ თავინთ წარმოდგენილ ღმერთს. ადამიანის წარმოდგენის ღმერთი კი ეშმაკია. ისრაელის სახელმწიფოში ხელისუფლებამ გადაუხვია ღვთის გზიდან, ფაქტობრივად, ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბების შემდეგ ისრაელის სამეფოს ღვთის მადიდებელი მეფე აღარ ჰყოლია. ამიტომაც იყო, რომ ისრაელის სამეფოს თავიდანვე გაცილებით მეტი სასჯელი ევლინებოდა ღვთისგან, რათა ისრაელიანნი გამოფხიზლებულიყვნენ და ჭეშმარიტი ღვთის მსახურებასა და დიდებას მიბრუნებოდნენ. უფალი ხშირად მოუვლენდა წინასწარმეტყველებსაც. მათი უმეტესობა სწორედ ისრაელის სამეფოში წინასწარმეტყველებდა, ერს ღვთის მოსალოდნელი სასჯელის შესახებ აფრთხილებდა, ღვთის მცნებების აღსრულებას შეაგონებდა.

- მაგრამ ისრაელიანები და მათი მეფეები არ უჯერებდნენ წინასწარმეტყველებს, შეურაცხყოფდნენ და დევნიდნენ, თითქმის ყველა წინასწარმეტყველი მოაკვდინეს...

- როდესაც ადამიანი არ ისმენს ღვთის სიტყვას, ეს მისი პიროვნული დანაშაულია. შესაბამისად, თუკი ისრაელიანებმა არ მიიღეს და არ ისმინეს ღვთისგან მივლინებული წინასწარმეტყველებისა, ამაში დამნაშავე სახელმწიფო კი არა, ასობით, ათასობით ისრაელიანი იყო, რომლებმაც პიროვნულად არ მიიღეს წინასწარმეტყველები. ისინი, ვინც ისმინა მათი, იმდენად მცირერიცხოვანნი იყვნენ, რომ გავლენას ვერ ახდენდნენ ერზე, ერი კი, როგორც ვთქვით, უსჯულოებით ცხოვრობდა, მთლიანად დაევიწყებინა ღმერთი.

- ამიტომაც ინება უფალმა ისრაელის სამეფოს დაცემა და განადგურება - ძველი წელთაღრიცხვის 722 წელს ასურეთის სამეფომ ისრაელი ერთიანად გაანადგურა და სამეფოც გააუქმა...

- ...იუდეის სამეფოს კი ხარკი დააკისრეს. იმ დროს ისრაელიანთა დიდი ნაწილი ასურელებმა ამოწყვიტეს, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს ან გადაასახლეს. ამგვარად აღსრულდა უფლის შთაგონებით წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამი, რომ ჭეშმარიტი სჯულის დავიწყებისთვის ღმერთი მათ მტრის ხელში ჩაყრიდა და სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტავდა.

ასურეთის მიერ ისრაელის სამეფოს განადგურების შემდეგ იუდეის სამეფოს საზღვრები გაფართოვდა - ისრაელის სამეფოს კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი იუდეველთა სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. იუდეველთა სამეფოში მცხოვრებ ისრაელიანებს ისრაელიანთა ის ნაწილიც შეუერთდა, რომელიც ასურეთის მეფის მიერ გადასახლებას გადაურჩა.

- სწორედ ასურეთის სამეფოს მიერ ისრაელის სამეფოს განადგურებას მოჰყვა სამარიტელთა სექტის წარმოშობა, რომელიც ჭეშმარიტი სჯულიდან წარმოქმნილი პირველი მწვალებლობა იყო...

- ასურეთის მეფემ ისრაელიდან გადასახლებული ისრაელიანების ადგილას კერპთაყვანისმცემელი ასურელები დაასახლა. ჩამოსახლებულ ხალხსაც უამრავი სასჯელი მოევლინებოდა - გარეული მხეცები ავიწროებდნენ, სხვა განსაცდელებიც ეწეოდათ. თავიანთი წარმართული აზროვნებით ჩათვალეს, ეს იმის გამო ხდებოდა, რომ თაყვანს არ სცემდნენ ადგილობრივ ღმერთს, ამიტომ გადაწყვიტეს ისრაელიანთა სჯულის შესწავლა. მართლაც, ისწავლეს მოსეს სჯული, მაგრამ მიიღეს მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული, რომელსაც თავიანთი წარმართული სწავლებები და წეს-ჩვეულებები შეურიეს. ამგვარად, მათ სარწმუნოებაში შერეული იყო ჭეშმარიტი სჯული და კერპთაყვანისმცემელთა ცრუ სწავლება ღმერთზე. ასე ჩამოყალიბდა სამარიტელთა მწვალებლობა. ასურეთიდან ჩამოსახლებული ხალხი შეერია ადგილობრივ ისრაელიანებს და სარწმუნოებრივ ნიადაგზე ჩამოაყალიბეს ახალი ერი - სამარიტელები, რომელთაც ეს სახელი ქალაქ სამარიის მიხედვით ეწოდათ. ცხადია, ამ ტერიტორიაზე ისევ სახლობდნენ იუდეველნი, რომლებმაც არ მიიღეს სამარიტელობა და ჭეშმარიტი ღვთის სჯულის აღმსრულებლებად დარჩნენ.

სამარიტელები ახალი აღთქმის პერიოდშიც შემორჩნენ და დღესაც არსებობენ.

იუდეველთა სამეფოს გაუქმება და განადგურება
- იუდეველთა სამეფომ ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ კიდევ საუკუნე-ნახევარი იარსება, რადგან იქ უკეთ აღასრულებდნენ მოსეს სჯულს, ეს კი ალბათ იმითაც იყო განპირობებული, რომ იუდეველთა სამეფოს ტერიტორიაზე უამრავი სიწმინდე იყო თავმოყრილი, იქვე იდგა სოლომონის ტაძარიც, მათივე სამეფოში იყო აღთქმის კიდობანი და აღესრულებოდა ჭეშმარიტი ღვთისგან დადგენილი მსხვერპლშეწირვა...

- ცხადია, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა იუდეაში მცხოვრებ ისრაელიანთა შორის სარწმუნოებისა და სამეფოს გაცილებით მეტხანს შენარჩუნებაზე, მაგრამ ყველაზე მეტად ამას ხელი შეუწყო სამეფო ხელისუფლებამ. მართალია, იუდეის მეფეებიც ხშირად გადადიოდნენ ღვთის სჯულს და ერიც მათ ბაძავდა, მაგრამ ხელისუფლებაში ასევე ხშირად მოდიოდნენ ღვთისმოსავი მეფეებიც, რომლებიც სიმართლითა და მოშურნეობით აღასრულებდნენ ღვთის მცნებებსა და სჯულს და ერსაც ამისკენ მოუწოდებდნენ.

რატომ კნინდებოდა სულ უფრო და უფრო სარწმუნოება ისრაელის სამეფოში? - რადგან ხელისუფლება არ იყო ღვთის მადიდებელი და ხალხსაც არ აძლევდა ნებას, ჭეშმარიტი ღვთისმსახურება აღუსრულებინა, იერუსალიმში წასულიყო და იქ შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ ისრაელის სამეფოში მცხოვრებ ისრაელიანთა შორის იყვნენ ისეთები, რომელთაც სურდათ ღვთის მადიდებლობით ეცხოვრათ. ასეთნი ტოვებდნენ ისრაელის სამეფოს და საცხოვრებლად იუდეაში მიდიოდნენ. მათ ხარჯზეც იზრდებოდა იუდეველთა სამეფოში მორწმუნეთა რიცხვი - ფაქტობრივად იუდეველთა სამეფოში მოიყარა თავი ისრაელიანთა თორმეტივე ტომიდან ყველა ღვთის მადიდებელმა. გავიხსენოთ, რას ეუბნება სოდომ-გომორის დაცემის წინ უფალი აბრაამს: ხუთი კაციც რომ იყოს სოდომსა და გომორში მართალი და ღვთისმოშიში, მათ გამოც კი არ დავაქცევ ამ მხარესო. სწორედ ამ მართალი ადამიანების ზურგზე იდგა იუდეველთა სამეფო. დღემდეც სწორედ ღვთისმოშიში ადამიანების ზურგზე დგას ნებისმიერი ქვეყანა, მთელი დედამიწა და საერთოდ მთელი სამყარო. თუ დავუშვებთ, რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც დედამიწაზე არც ერთი ღვთისმოშიში ადამიანი აღარ იარსებებს, სამყარო მეყსეულად განადგურდება, მაგრამ, ცხადია, ეს არ მოხდება.

იუდეველთა ბოლო ღვთის მადიდებელი მეფე იყო იოშია, რომლის შესახებაც "ბიბლია" გვაუწყებს - ისეთი მოშურნეობით არც ერთ მეფეს არ აღუსრულებია ღვთის სჯული, როგორც მეფე იოშიამ აღასრულაო. იოშიას შემდეგ მისმა შთამომავლებმა მიატოვეს მოსეს სჯულისა და ღვთის მცნებების აღსრულება. იუდეველებმაც დაივიწყეს ღმერთი და სულ მალე მათ სამეფოს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი შეესია ურიცხვი ჯარით, დაიპყრო და იუდეველთა ელიტის ნაწილი ბაბილონში გადაასახლა, თუმცა სამეფო არ გაუუქმებია, მეფედაც კვლავ იოშიას შთამომავალი ანუ დავითის შტოს წარმომადგენელი დასვა, რომელიც ბაბილონის მეფეს ემორჩილებოდა. იუდეას კი ხარკის გადახდა დააკისრა. იუდეველებმა რამდენჯერმე მოაწყვეს აჯანყება ბაბილონელთა წინააღმდეგ. სწორედ ერთ-ერთი აჯანყების დროს, იუდეის ბაბილონელთაგან დაპყრობიდან დაახლოებით 35-ე წელს, ბაბილონის მეფემ მთლიანად გაანადგურა იუდეა და დაანგრია იერუსალიმი, ერთიანად დაწვეს და ფერფლად აქციეს სოლომონის ტაძარი, მეფის სასახლე, იერუსალიმის ციხესიმაგრის კედლები. მთელი სიმდიდრე ბაბილონში გაზიდეს. იუდეველთა ელიტის ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს, ფაქტობრივად მთელი ერი გადაასახლეს, მხოლოდ მიწის მუშები და მდაბიოთა მცირე ნაწილი დატოვეს იუდეის ტერიტორიაზე. ვერც გადარჩენილებმა შეძლეს აოხრებულ სამშობლოში დარჩენა და უცხო ქვეყნებში გაიფანტნენ. იუდეის სამეფოს საბოლოოდ დაცემა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბოლოს, 586 წელს, მოხდა.

ებრაელებმა ბაბილონელთა ტყვეობაში 70 წელიწადი გაატარეს, ვიდრე ბაბილონი სპარსეთის მეფე კიროსმა არ დაიპყრო - სპარსეთი არ გახდა დომინანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. შემდეგ სწორედ სპარსეთის მეფის ხელშეწყობით აღდგა ისრაელის სახელმწიფო და ისრაელიანები კვლავ დაბრუნდნენ აღთქმული ქვეყნის მიწაზე.

უფალი იუდეველთა სამეფოშიც მიავლენდა ხოლმე წინასწარმეტყველებს, რომლებიც აფრთხილებდნენ ღვთის მოსალოდნელი მსჯავრის შესახებ და გამოფხიზლებისა და ღვთისკენ მობრუნებისკენ მოუწიდებდნენ. ბოლო აჯანყების წინაც ამხელდნენ ისრაელიანებს და შეაგონებდნენ, არ აჯანყებულიყვნენ, რადგან ღვთის ხელი იყო ნაბუქოდონოსორზე და ამის გამო ღვთის ნებას აღასრულებდა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ თავად ნაბუქოდონოსორი იყო ღვთის მადიდებელი, არამედ მისი ხელით დაისჯებოდნენ ისრაელიანნი, თუკი არ გამოფხიზლდებოდნენ. მათ ყურად არ იღეს წინასწარმეტყველთა მოწოდება. გავიხსენოთ იონა წინასწარმეტყველის ამბავი, რომელიც უფალმა ნინევიაში გააგზავნა საქადაგებლად - თუ არ შეინანებდნენ, ნინევია დაეცემოდა. მათ შეინანეს და უფალმა სასჯელი მოუხსნათ - იმ დროს ნინევია დაცემასა და განადგურებას გადაურჩა. მართალია, ერთი საუკუნის შემდეგ ნინევია მაინც დაეცა, მაგრამ ეს იმ ერთი საუკუნის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების სანაცვლოდ მოხდა და არა შენანებული ცოდვების შედეგად. ასევე, თუკი ისრაელიანები გამოსწორდებოდნენ და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას მიუბრუნდებოდნენ, იუდეველთა სამეფო აღარ დაეცემოდა, მაგრამ, როგორც ვთქვით, ყურად არ იღეს წინასწარმეტყველთა ვედრება. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ ისრაელის ერი, ერთგულთა გარდა, სრულიად დასცილებოდა ღმერთს, ამიტომაც ინება უფალმა, თავიანთ ქვეყანას მოშორებოდნენ, რათა სამშობლოს დაკარგვის გამო მაინც გასჩენოდათ სინანული და აღედგინათ ღვთისმსახურება. მართლაც, ბაბილონის ტყვეობაში ყოფნისას ისრაელიანებმა შეინანეს და უფალმა ინება, ისინი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ.

- რატომ დაუშვა უფალმა ისრაელიანთა მთავარი სიწმინდის - სოლომონის ტაძრის დანგრევა?

- რათა ისრაელიანებს დაენახათ, რომ უფალმა მათი ცოდვების გამო თავისი ტაძარი, საკურთხეველიც არ დაინდო და ამ გზით ბოლომდე შეეგნოთ და შეეგრძნოთ თავიანთი ცოდვები.

- რატომ უნდა გაეტარებინათ ისრაელიანებს 70 წელი ბაბილონის ტყვეობაში?

- უფალი წინასწარმეტყველთა პირით აუწყებს ისრაელიანებს - შაბათებს არ იცავდით და ძალით დაგაცვევინებთ, მე დავასვენებ მიწას, რომელიც შაბათების უქმობის დარღვევით არ დაგისვენებიათო. წმინდა მამები ბრძანებენ, თუკი იმ შაბათებს შევკრებთ, ისრაელის სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში რომ არ დაუცავს ისრაელს, 70 წელიწადი გამოვაო. ამასთან, ისრაელიანთა ბაბილონის ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მთლიანად შეიცვალა თაობა. როდესაც 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ კვლავ აღადგინეს სახელმწიფო, თითქმის აღარავის ახსოვდა იუდეის სამეფოს დამოუკიდებლად არსებობის პერიოდი - როგორ ცხოვრობდნენ იუდეველნი, როგორ არღვევდნენ ღვთის მცნებებს. იუდეის სახელმწიფო აღადგინეს იმ ისრაელიანებმა, რომლებიც ჭეშმარიტად ადიდებდნენ უფალს და სურდათ, აღთქმული ქვეყნის მიწაზე ეცხოვრათ.

- რატომ ინება უფალმა ისრაელისა და იუდეის სამეფოების სრულად განადგურება და გაქრობა? რატომ უნდა დაეტოვებინა რჩეულ ერს აღთქმული მიწა და მიმოფანტულიყო დედამიწის სხვადასხვა ადგილას?

- როგორც ვთქვით, ისრაელიანნი, მით უფრო ისრაელის სამეფოში მცხოვრებნი, განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და თითქოს აღარავინ აღასრულებდა მოსეს სჯულს. განადგურებითა და ტყვეობაში ყოფნით მათ უნდა გაღვივებოდათ სარწმუნოება და დაეწყოთ მცნებების აღსრულება, მათი მეშვეობით კი იმ ქვეყნების მცხოვრებნიც ეზიარებოდნენ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ სიტყვას მოისმენდნენ მათგან და მოემზადებოდნენ მომავალი მესიის მისაღებად, რომელიც მთელი კაცობრიობის გამოსახსნელად უნდა მოსულიყო და მისი მოსვლის ჟამი ახლოვდებოდა. მართლაც, მაცხოვრის მოსვლის, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტიანობა სწორედ ისრაელიანებმა გაავრცელეს მსოფლიოში. თავად უფლის მოციქულები ისრაელიანები იყვნენ. ამასთან, ისინი პირველ რიგში ისრაელიანებს უქადაგებდნენ და მათ მოაქცევდნენ ქრისტიანობაზე, რადგან ისინი გაცილებით იოლად იგებდნენ მესიის მოსვლის არსს, ვიდრე წარმართები.

ამდენად, ისრაელისა და იუდეველთა სამეფოების განადგურება და ისრაელიანთა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლება, ერთი მხრივ, ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ გზით უნდა მომხდარიყო ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება მსოფლიოში, თვითონ ისრაელის ერი კი ამ სასჯელით ჭეშმარიტებაზე მობრუნებულიყო.

ამ პერიოდში ჩამოვიდა ისრაელიანთა ნაკადი საქართველოშიც და მაშინდელ სატახტო ქალაქ მცხეთაში დასახლდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat