ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
ხალხისა და უფლის არჩევანი
დავით მეფემ სათავე დაუდო დინასტიას, რომელიც იერუსალიმს სამას ორმოცდაათ წელზე მეტხანს მართავდა. დავითის ცხოვრების ამსახველ უმთავრეს წყაროდ მეფეთა პირველი და მეორე წიგნები გვევლინება. ამ წიგნებში დიდი ადგილი საულისა და დავითის დაპირისპირებას ეთმობა. უფალმა ებრაელთა პირველი მეფე საული ხალხისთვის მომხიბვლელი მონაცემების მიხედვით შეარჩია. წმინდა წერილში ვკითხულობთ: საული იყო ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი; "ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე" (1 მეფ. 9:2). როგორც ჩანს, იმ დროს ხალხი ყურადღებას ადამიანის გარეგნობასა და ფიზიკურ მონაცემებზე ამახვილებდა და დავითის მიერ გოლიათის დამარცხება ამ ტრადიციული თვალსაზრისის მარცხის მომასწავებელ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. უფალმა აღიარა საული, როგორც ებრაელი ხალხის რჩეული: "უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე" (1 მეფ. 8:22). ამის შემდეგ ღვთის სული გადმოვიდა საულზე (1 მეფ. 11:6), მაგრამ გარეგნულად სრულყოფილმა საულმა ვერ გააცნობიერა, რამხელა მისია დაეკისრა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხალხმა აირჩია და უფალმა მიიღო საული, ღმერთი შეხვდა მას, მაგრამ საული სათანადოდ ვერ შეეგება ღმერთს, მან თავისი და ებრაელი ხალხის ცხოვრებაში უფლის ადგილი სწორად ვერ დაინახა და ვერ შეაფასა. ის წარმატებები, მის გამეფებას რომ მოჰყვა, საულმა პირად დამსახურებად მიიჩნია და თვითნებობა დაიწყო. სამუელმა საულს უფლის სახელით ასე მიმართა: "ხოლო აწ მეფობა ეგე არა დაადგრეს შენ თანა, არამედ მოიძიოს უფალმან კაცი, სათნო გულისა თვისისა, და დაადგინოს იგინი მთავრად ერსა თვისსა ზედა, რამეთუ არა დაიმარხე მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან" (1 მეფ. 13:14). საულის გამეფების მაგალითი გვიჩვენებს, რომ, ერთი მხრივ, მოვიდა დრო, როდესაც ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა და უფალმა მათ ისეთი წინამძღოლი შეურჩია, როგორიც სურდათ, მეორე მხრივ კი, საულის ამპარტავანი ბუნებისა და ხალხის უგუნური ქმედების გამო ეს პირველი მცდელობა ცუდი შედეგით დასრულდა.

საულის შემცვლელის მოძიებას სამუელი კვლავ გარეგნობის მიხედვით ცდილობდა. ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ "უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს" (1 მეფ. 16:7). თუმცა არანაკლები გარეგნული ღირსებების მქონე იყო უფლის მიერ გულის მიხედვით შერჩეული დავითი: "იყო იგი მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნილკეთილ ხილვითა" (1 მეფ. 16:12), "კეთილად გალობდა სახიობასა უფლისასა მეცნიერებით, და კაცი ბრძენი და ძალით ძლიერი და მხნე, მჭევრი სიტყვითა და შუენიერი ხილვითა, და უფალი არს მის თანა" (1 მეფ. 16:18). აი, ამგვარი იყო ის უპირატესი პიროვნება, რომელიც იმ დროს ადამის მოდგმიდან შეიძლებოდა ყოფილიყო შერჩეული, ანუ ასეთი იყო დავითის საწყისი მახასიათებლები მაშინ, როდესაც უფალმა იგი თავისი ხალხის მწყემსად აკურთხა. მაგრამ მთავარი თავისებურება, რითაც დავითი გამოირჩეოდა, ის იყო, რომ უფალი კი არ უნდა შეხვედროდა მას, არამედ უფალი უკვე მასთან იყო და ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს ისრაელში ყველაზე უკეთ დავითი შეიგრძნობდა.

დავითი - ცხებული მეფე და ადამიანი
ცხადია, დავითიც არ არის ის იდეალი, რომელშიც ღმერთისა და ადამიანის შეხვედრისა და ურთიერთობის ყველა მიზანი შეიძლებოდა აღსრულებულიყო. დავითმა, როგორც მეფემ, მოიპოვა, გააფართოვა, გაამდიდრა და გააძლიერა სამეფო. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების ფონად შეიძლება მივიჩნიოთ. ღმერთს საქმესთან ერთად თვით პიროვნებაც აინტერესებს. დავითის ცხოვრებაში იყო ისეთი საბედისწერო ამბები, როგორიც არის საულისა და მისი დაპირისპირება; აბესალომის, საბეეს (სხვაგან შებაყის) აჯანყება; ადონიას და სხვა მეამბოხეების ჩამოცილება; დაბოლოს, თვით სოლომონის დაბადება. შესაბამისად, ამ და სხვა მოვლენებში დავითი მოჩანს როგორც მამაკაცი და მამა, რომლის პირად ცხოვრებაშიც არაერთმნიშვნელოვანი ადგილი მელქოლამ, ბერსაბემ, ამონმა, აბესალომმა, სოლომონმა და ადონიამ დაიკავეს. დავითის სახით ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომლის გულშიც, ერთი მხრივ, მუდამ ღმერთის სიყვარული ანთია, ხოლო, მეორე მხრივ, ის ცოდვილი ადამის ჩვეულებრივი შთამომავალია, რომელიც პოლიტიკურ ინტრიგებსა და ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ სერიოზულ გადახრებს ვერ ჩამოსცილებია.

მომხიბვლელი ქალისადმი ინტერესი იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დავითი და ურიას ცოლი ბერსაბე უმძიმეს ცოდვაში ჩააგდო. ამ ისტორიაში ბერსაბემ პასიური პოზიცია დაიჭირა - მან ფაქტობრივად არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია მეფეს, არ შეეცადა დაეცვა თავისი ოჯახის სიწმინდე (თუმცა მოგვიანებით, სოლომონის გამეფებასთან დაკავშირებულ ბრძოლაში, დიდი აქტივობა გამოიჩინა).

როდესაც ბერსაბე დავითისგან ფეხმძიმედ შეიქნა, მეფეს თავისი და ქალის ცოდვა რომ დაეფარა, იძულებული გახდა, ურია ბრძოლის ველიდან გამოეწვია და დროებით მაინც დაებრუნებინა შინ. მაგრამ ეს უკანასკნელი ისე არ მოიქცა, როგორც დავითს სურდა - მეფის ერთგული მეომარი ურია, რომელმაც არაფერი იცოდა დავითის მიზნების შესახებ, განადიდებდა მეფეს და მისი ერთგულებისთვის ბრძოლის მოლოდინში საკუთარ ცოლთან ინტიმური ურთიერთობისგან რიტუალური თავშეკავების წესს პატიოსნად იცავდა. ურიამ დავითს, კითხვის პასუხად, თუ რატომ არ მიდიოდა შინ დასასვენებლად, ასე უპასუხა: "როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენს თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!" (2 მეფ. 11:11). მეფემ კი, იმის მაგივრად, რომ თავადაც ბრძოლის ველზე ყოფილიყო, ცხებული მეფისთვის კვლავ შეუფერებელი შეცდომა დაუშვა - სიტუაცია ისევ ურიას ცოლთან განმარტოებისთვის გამოიყენა, ურიას კი მხედართმთავარ იოაბთან ისეთი წერილი გაატანა, რომლის აღსრულებასაც არაერთი საუკეთესო მეომრის, მათ შორის ურიას სიკვდილი მოჰყვა. ბერსაბემ ქმარი გამოიტირა და დავითს ცოლად გაჰყვა.

წმინდა წერილში შემდეგ ვკითხულობთ: "მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი. მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა, ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა. ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს. დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი! ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა. უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან. მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოკალი იგი. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა. ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენ თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან. თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს. უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები. ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა. როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს. თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი...… როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებდნენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა. ჰკითხეს მისმა მორჩილებმა: ეს რა იყო, რომ გააკეთე? ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა, წამოდექი და პური შეჭამე. მიუგო: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი; ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი. ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება" (2 მეფ. 12:1-23).

ამ ეპიზოდში ჩანს, რომ დავითს ნათლად ესმის უფლის სამართალი და ის მხოლოდ ლოცვითა და მარხვით ცდილობს განაჩენის შემსუბუქებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავითი ჭეშმარიტად გულით გრძნობდა ღმერთს, უყვარდა და სწამდა უფალი.

ის, რაც უფლის რჩეულის - დავითის ცოდვას მოჰყვა
ღმერთთან შეხვედრის შემდეგ უფლის რჩეული ღმერთის ნების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. სხვა შემთხვევაში ადამიანი უფლის ნების მოწინააღმდეგე ხდება. რა მოჰყვება უფლის ნების უგულებელყოფას და ადამიანური ნების მორევში ჩაძირვას, ამაზე კარგად მეტყველებს დავითის ცოდვით დაცემის შემდგომი მოვლენები.

დავითის უფროსმა ვაჟმა ამნონმა დავითის მესამე ვაჟის აბესალომის და თამარი, ანუ თავისი ნახევარდა, გააუპატიურა (2 მეფ. 13:1-22). აბესალომმა შური იძია, მოკლა ამნონი და სამი წლით გესურში გადაიხვეწა. ბოლოს დავითი დათანახმდა, კონფლიქტი ამოწურულად ჩათვლილიყო: "შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ამნონის გამო, რომელიც მოუკვდა" (2 მეფ. 13:39). სამი წლის შემდეგ აბესალომი იერუსალიმში დაბრუნდა, მაგრამ ორი წელი მამის სახის ხილვის უფლება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც აბესალომი თავის უფლებებში იქნა აღდგენილი, მან ეტლები, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი გაიჩინა (2 მეფ. 15:1). შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ქებრუნში სალოცავად წასვლა მოიმიზეზა და მამის წინააღმდეგ შეთქმულების მოსაწყობად გაემგზავრა.

"უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ" (2 მეფ. 15:12). ამის მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ დავითი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა, ხოლო აბესალომი ისრაელის უხუცესობასთან მოთათბირების გარეშე არც ერთ ნაბიჯს არ დგამდა. შეიტყო დავითმა, რომ ყოველი ისრაელელის გული აბესალომს ეკუთვნოდა და დატოვა იერუსალიმი, "შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა, და ტიროდა, თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ" (2 მეფ. 15:30). მას შემდეგ, რაც დავითმა ქალაქი დატოვა, აბესალომი იერუსალიმში შევიდა (2 მეფ. 16:15); თავისი მეფური ძალაუფლება ყველასთვის თვალნათლივი რომ გაეხადა, მრჩეველთა დარიგების შესაბამისად, "გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ" (2 მეფ. 16:22). წარმატებით გათამამებულმა აბესალომმა დავითის ჯართან შებრძოლება დაახანა. დავითმა პაუზა კარგად გამოიყენა, ხელსაყრელ დროს იორდანეზე გადმოვიდა და ჯარი მახანაიმში განალაგა. უთხრა მეფემ თავის მხედართმთავრებს: "დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი. მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს" (2 მეფ. 18:5). გადამწყვეტი ბრძოლა მახანაიმიდან ოდნავ ჩრდილოეთით, ეფრემის ტყეში გაიმართა: აბესალომის ჯარმა, რომელსაც აბესა მეთაურობდა, სასტიკი მარცხი განიცადა. "შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა" (2 მეფ. 18:9). დავითის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა იოაბმა მეფის ბრძანება არ შეასრულა და ამ მდგომარეობაში მყოფი მეფისწული მთელი სისასტიკით განგმირა. "გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე...… დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო!" (2 მეფ. 19:3,5). აბესალომის სიკვდილის შემდეგ დავითი იერუსალიმში მანამდე არ დაბრუნდა, ვიდრე "ერთი კაცივით არ გადაიბირა მთელი იუდა და მათაც შეუთვალეს მეფეს: დაბრუნდი შენს მორჩილებთან ერთად" (2 მეფ. 19:15). დაბრუნების შემდეგ დავითმა დიდსულოვნება გამოიჩინა: ერთ-ერთ მხედართმთავრად აბესალომის ყოფილი სარდალი აბესა დააყენა; აპატია სემეის, რომელიც იერუსალიმის დატოვების შემდეგ მეფეს ულმობლად წყევლიდა (2 მეფ. 19:13-23); დაინდო და არ მოაკვდინა იონათამის ძენი მემფიბოსთე და სიბა, რომლებმაც მოატყუეს (2 მეფ. 21:7; 9:9); დავითმა ბერეზელი, რომელიც მახანაიმეში სანოვაგით ამარაგებდა, იერუსალიმში მიიწვია საცხოვრებლად (2 მეფ. 19:31-39).

მაგრამ ბერსაბესგან გაჩენილი პირველი შვილის სიკვდილით დაწყებული დავით მეფის განსაცდელები ამით არ ამოწურულა. ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის აჯანყებას საბეე ჩაუდგა სათავეში. საბეეს მოწოდებას მთელი ისრაელის მოსახლეობა გამოეხმაურა და დავით მეფეს მომხრედ მხოლოდ იუდას ტომი შემორჩა. ბოლოს ისევ აბესალომის მკვლელობის გამო გადაყენებული მხედართმთავრის იოაბის მცდელობით მოკვდა საბეე (2 მეფ. 20:1-22).

კიდევ ერთი შეცოდება დავითისა
ცხოვრების ბოლომდე დავითი თავისი რწმენის ერთგული დარჩა. მას არათუ ღმერთის, არამედ ღვთის მიერ ცხებული პირველი მეფის, საულის მიმართაც არ გაჰქრობია ღრმა პატივისცემა, არ დაურღვევია იონათანის წინაშე დადებული ფიცი. ბოლო პატივი დავითმა ასე მიაგო საულის სახლს: წავიდა და წამოიღო საულის, მისი ძის იონათანისა და ნათესავების ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოეპარათ ისინი. დაამარხვინა დავითმა მათი ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, საულის მამის კიშის სამარხში (2 მეფ. 21:1-14). უფლის მიმართ დავითი ყოველთვის დიდი მადლიერების გრძნობით იყო განმსჭვალული. ფილისტიმელებზე გამარჯვების შემდეგ თავის საგალობელში უფალს სცემს თაყვანს და აღნიშნავს, რომ სწორედ უფალმა იხსნა იგი ყველა მტრის ხელიდან (2 მეფ. 22:1-51), ხოლო მომდევნო - მეფეთა წიგნის 23-ე თავის დასაწყისში ასეთ "უკანასკნელ სიტყვებს" ვკითხულობთ:

"2. უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.

3. მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.

4. იქნება იგი როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მიწიდან ამობრწყინვებული ბალახი.

5. განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა?" (2 მეფ. 23:2-5).

ისევე, როგორც წინა (2 მეფ. 22:1-51) ფსალმუნში, აქაც ხაზგასმულია, რომ დავითი ცხებული მეფეა, უფლის მიერ დავითის სახლთან დადებულია მუდმივი აღთქმა და ამ აღქმას მომავალში არაფერი ემუქრება. როგორც ვხედავთ, დავითის ყოველი ფრაზა რწმენის სიმტკიცითა და ღვთის უდიდესი სიყვარულით არის გაჟღენთილი. ამიტომ, ერთი შეხედვით, გაურკვევლობა შეიძლება გამოიწვიოს მომდევნო - 24-ე თავში წარმოდგენილმა დავითის გადაწყვეტილებამ და ღმერთის პასუხმა. დავითის ცხოვრების ამ ბოლო მნიშვნელოვან ისტორიაში ჩვენ ვხედავთ ღმერთის მორჩილი მეფის უნებლიე შეცდომას, რომელიც მისი ჩვეულებრივი, ადამიანური ბუნებიდან მომდინარეობს. ასევე თვალნათლივია მისი გულწრფელი აღსარება და უფლისადმი სრული სასოება (ნახე 12,13 მუხლები). სწორედ ამ თვისებებით განსხვავდება დავითი საულისგან და სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა მისი საბოლოო ბედი, რომელიც ღვთის მადლით არა მხოლოდ დავითისთვის, არამედ ყველა ღვთისმოსავისთვის სასიკეთოდ დასრულდა. ცხადია, აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა იმ აღთქმას ჰქონდა, რომელშიც უფალი ბრძანებს: "მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ დააშავებს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით. არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე. მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ" (2 მეფ. 7:14-16).

დავითის ბოლო შეცოდების ამბავი ასე იწყება: "უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო… და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი" (2 მეფ. 24:2). ისრაელის მოსახლეობა ადრეც აღურიცხავთ: პირველად - სინას მთასთან ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ (რიცხ. 1:1-46), მეორედ - უდაბნოში მრავალწლიანი მოგზაურობის დასასრულს, აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ (რიცხ. 26:1-51). ორივე შემთხვევაში ღვთის ნებით ხდებოდა აღრიცხვა და ის ისრაელის მთელი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყო. აღრიცხვა საერო და სასულიერო პირების რაოდენობის განსაზღვრასა და მთელი საზოგადოების კარგად ორგანიზების საქმეს ემსახურებოდა. მესამე აღრიცხვის ინიციატორი თვითონ დავით მეფე გახდა. ეს ბოლო ინიციატივა კი ღმერთის ნებას ეწინააღმდეგებოდა. ამ აღრიცხვის შესახებაა დაწერილი: "სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს" (1 ნეშტ. 21:1). როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში უფლის რჩეულ პიროვნებაზეც მოახდინა სატანამ გავლენა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად ღმერთის მუდმივად შეგრძნებისა, დავითში მაინც არ იყო დაძლეული ადამის ცოდვის შედეგები. არ მოსულიყო დრო და მაცხოვრის გამომხსნელი მოქმედებით ჯერ საბოლოოდ არ დამხობილიყო სატანის ბოროტი ქმედებები. ღვთის მორწმუნე ადამიანის გონება და სული არ იყო აღვსილი მაცხოვრის პირადი მაგალითებითა და მადლით. წმინდა წერილი მთლიანად იმის მტკიცებულებაა, რომ ღმერთი ერთადერთი მფლობელია და მასთან შეხვედრას ვერავითარ სხვა ძალასთან შეხვედრა ვერ გაუტოლდება (1 მეფ. 2:25; გამ. 4:21; 3 მეფ. 22:20-23; იობ. 1:12; ეზეკ. 14:9; საქმ. 4:26-27. 28; 2 კორ. 12:7).

მოსახლეობის აღწერაში თავისთავად მიუღებელი არაფერია. მაგრამ ისევე, როგორც მაშინ, როდესაც ისრაელმა მეფე მოითხოვა (1 მეფ. 8), ამ შემთხვევაშიც შებრკოლების ქვად თავად აღწერის მოტივი იქცა. მეფის სიტყვებში: "აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი" (2 მეფ. 24:2), - მინავლულია ღვთის სასოება და აშკარად გამოსჭვივის მეფური სიამაყის გრძნობით გამოწვეული დაინტერესება, თუ რამდენი ადამიანი ემორჩილება, რა ტერიტორიაზე ვრცელდება მისი ძალაუფლება. დავითის ამ ბოლო შეცოდების შინაარსი საუკუნეების მანძილზე მრავალი ადამიანისთვის იდუმალებით მოცულ ბიბლიურ ეპიზოდს წარმოადგენდა.

დაახლოებით ოცი საუკუნის შემდეგ ამ ერთგვარ ბიბლიურ გამოცანას ქართული სახელმწიფოს ქრისტიანმა მეფემ თავისი გადაწყვეტილებით ამომწურავი პასუხი გასცა. ურიცხვი ჯარით კარს მომდგარ ურჯულო მტერს უმძიმეს ისტორიულ მომენტში წმინდა თამარ მეფემ ღვთის რწმენით აღვსილი სიტყვებით მიმართა: "მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისასა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილ ვარ", - და შემდეგ ბრწყინვალე გამარჯვებით უპასუხა. ამას ელოდა უფალი მეფე დავითისგან, რომელსაც ღვთის სამწყსო ებარა. მაგრამ მაშინ მორწმუნეთა ცნობიერებაში ჯერ არ დამკვიდრებულიყო იესო ქრისტეს ბრწყინვალე ადამიანური მაგალითი, რომლის დროსაც "აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე" (მათ. 4:8-10).

დავითის დროს ქრისტე არ იყო დაბადებული, ადამიანის ღმერთთან შეხვედრაც ჯერ ისევ არაპირდაპირად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ბრწყინვალე მეფსალმუნე მეფის შემდგომმა ნაბიჯებმა მაინც გვიჩვენა, როგორ იწყებოდა აღმშენებლობა და განგებულება საიდუმლოისა და მზადდებოდა კაცობრიობა ქრისტესთან შესახვედრად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat