სოლომონმა ღვთისგან ბოძებული სიბრძნე თავისად ჩათვალა, დაავიწყდა, რომ ის მას კი არა, უფალს ეკუთვნოდა
სოლომონმა ღვთისგან ბოძებული სიბრძნე თავისად ჩათვალა, დაავიწყდა, რომ ის მას კი არა, უფალს ეკუთვნოდა
დავით წინასწარმეტყველმა ორმოცი წელიწადი იმეფა. როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, შეკრიბა წარGინებულნი, რომლებმაც, დავითის ბრძანებით, მეფედ მირონი სცხეს მის ძეს სოლომონს - ის თავად უფალმა აირჩია.

დავითმა სოლომონს უანდერძა ღვთის სჯულის აღსრულება, ტაძრის აშენება და გადასცა გეგმა ტაძრისა, რომელიც ღვთის შთაგონებით შეადგინა. შემდეგ დალოცა სოლომონი, უფალს შეავედრა ისრაელიანთა ერიც და მათი ახალი მეფეც... ამჯერად სწორედ სოლომონის მეფობის ხანაზე ვისაუბრებთ. არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- სოლომონმა ტახტზე ასვლისთანავე შესწირა ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი და შესთხოვა სიბრძნე, სანაცვლოდ კი ღვთისგან ყოველივე მიეცა...

- მართლაც, როდესაც უფალმა უთხრა სოლომონს, რაც გსურს, მთხოვეო, მან ითხოვა სიბრნე და არა სიმდიდრე, მტრების განადგურება თუ სხვა სახის მიწიერი სათხოვარი. მან ღვთისგან ყველაზე აღმატებული ითხოვა. ამის გამო უფალმა ყოველივე მისცა: "რადგან მე არ მთხოვე არც დიდხანს სიცოცხლე, არც დიდება, არც ჭკუა-გონება, გაძლევ სიბრძნეს, მასთან ერთად სიმდიდრესაც და დიდებასაც", - მიუგებს უფალი.

არ უნდა ვიფიქროთ, თითქოსდა უფალმა არ იცოდა, რა პასუხს გასცემდა სოლომონი. უფალმა კარგად იცოდა, მაგრამ ამით ჩვენ გვაუწყა, რა უნდა ვითხოვოთ უპირველესად ღვთისგან - არა მიწიერი, არამედ სულიერი, საღმრთო სიბრძნე, ჩვენი სულის განბრძნობა, რათა ჩვენი ყველა ქმედება საღვთო სიბრძნით იყოს გამსჭვალული. თუ საღვთო სიბრძნით შეგვეძლება ჩვენი საქმეების ქმნა, ჩვენი ყველა საქმე იქნება ღვთის მადიდებელი, სანაცვლოდ ღვთისგან ყოველივე მოგვეცემა, რაც ჩვენთვის საჭირო და აუცილებელია.

უძრავი - სოლომონის ტაძრის აგება იერუსალიმში
- რა დანიშნულება და მნიშვნელობა ჰქონდა იერუსალიმში ტაძრის აგებას, საერთოდ უძრავ ტაძარს?

- როგორც ვიცით, ისრაელიანებს ჰქონდათ ადგილი, სადაც ლოცულობდნენ და მსახურებას აღასრულებდნენ. ეს გახლდათ მოძრავი ტაძარი, მაგრამ საჭირო იყო, ისინი მთლიანად დამკვიდრებულიყვნენ და განმტკიცებულიყვნენ თავიანთ მიწაზე, განსაკურებით იერუსალიმში და ამის შემდეგ აშენებულიყო უკვე უძრავი ტაძარი. იერუსალიმში ტაძრის აშენება მის გათავისუფლებამდე და თვით ისრაელიანთა დედაქალაქად გახდომამდე რომ მოხდარიყო, მტრის შემოსევისას ისინი ადვილად დათმობდნენ იერუსალიმს, ისეთ წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ მტერს, როგორც მისი გათავისუფლებისა და დედაქალაქად გახდომის შემთხვევაში...

სოლომონმა უძრავი ტაძარი, რომელიც შემდგომ იერუსალიმის, ასევე სოლომონის ტაძრად იწოდა, შვიდ წელიწადში ააგო. მისი ბადალი მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. თლილი მარმარილოს კედლები ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო შემკული. ტაძრის ყველა ნივთი ოქროსი გახლდათ.

უძრავი ტაძარიც ისევე იყო აშენებული, იმავე ნაწილებისგან შედგებოდა, როგორც მოძრავი კარავი, დანიშნულებაც ზუსტად იგივე ჰქონდა, მაგრამ მოძრავი ტაძრისგან განსხვავებით, მიწიერი თვალსაზრისით, გრანდიოზული იყო. როდესაც დავით მეფემ იერუსალიმი აიღო, ქვეყანა გააერთიანა და ღვთისმსახურება გაამშვენიერა, უფრო სულიერი გახადა, ეს იყო გამოხატულება ერის სულიერი მდგომარეობისა. ასევე იყო უძრავი ტაძრის აგების შემთხვევაშიც, დანიშნულება კი იგივე ჰქონდა, რაც მოძრავს - მის გარდა არსად არ აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა, ასევე არ შეიძლებოდა უძრავი იერუსალიმის ტაძრის გარეთ მსხვერპლშეწირვა. რაც მთავარი იყო, უძრავი ტაძრის აგება იყო ნიშანი იმისა, რომ ისრაელის ერმა მთლიანად დაიმკვიდრა აღთქმული ქვეყანა. მართალია, ისრაელის ტერიტორიაზე ამის შემდეგაც იყვნენ სხვადასხვა ერისანნი, რომლებიც (როგორც უფალმა წინასწარმეტყველის პირით აუწყა ისრაელის ერს, ეკლებივით ყოველთვის იქნებოდნენ მათ შორის) სპეციალურად დაუტოვა მათ, რათა ყოველთვის ხსომებოდათ, რომ ბოლომდე არ მიენდნენ უფალს. ისრაელიანები რომ უფალს ბოლოდე მინდობოდნენ, მათ შორის უცხოტომელებიც არ იქნებოდნენ, მაგრამ უძრავი ტაძრის იერუსალიმში აგებით უფალმა ნიშანი დაადო, ბეჭედი დაუსვა, რომ ისრაელის ერმა აღთქმული ქვეყანა დაიმკვიდრა.

სოლომონს ლოცვა უძრავი ტაძრის კურთხევის დროს
დასრულებულ ტაძარში მოძრავი ტაძრიდან აღთქმის კიდობანი სადღესასწაულოდ გადააბრძანეს. ტაძრის კურთხევის დროს დიდება ღვთისა ნათელი ღრუბლის სახით გადმოვიდა და ტაძარი აავსო. სოლომონმა დაიჩოქა და უფალს შეევედრა, მიეღო ამ ტაძარში აღვლენილი ლოცვა არა მხოლოდ ებრაელებისა, არამედ სხვა ხალხებისაც. უფალმა აღუთქვა სოლომონს, თუკი ებრაელები მორწმუნენი იქნებოდნენ ჭეშმარიტი სჯულისა, მიიღებდა ამ ტაძარში აღვლენილ ლოცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი უარყოფდა ამ ადგილს და ისრაელიანებს მთელ დედამიწაზე მიმოფანტავდა.

სოლომონის აღვლენილ ლოცვას მთელი ერი ისმენდა და მთელმა ერმა იცოდა, თუ ისრაელიანები ღვთის მცნებებს შეასრულებდნენ, სამარადჟამოდ იქნებოდნენ აღთქმულ ქვეყანაში, ისრაელის ტერიტორიაზე დამკვიდრბულნი, მოვიდოდა მესია, რომელიც მათ იხსნიდა - ე. ი. ყოველივე სიკეთე, მიწიერიც და ზეციურიც, ექნებოდათ. თუ არ აღასრულებდნენ, მაშინ სასჯელი მოელოდათ - განადგურდებოდა სოლომონის ტაძარიც, იერუსლიმიც და მთელი ერი გაიფანტებოდა. ერთი მხრივ, ეს იყო წინასწარგანჭვრეტა - თუ რა მოელოდა ისრაელის ერს. მეორე მხრივ, უფალმა სოლომონის პირით ისრაელიანებს დაუდო ორი გზა - თუ ღვთისმადიდებლობის გზაზე ივლიდნენ, დაიმკვიდრებდნენ ისრაელს და სამარადჟამოდ დარჩებოდნენ იქ, სოლომონის ტაძარიც იქნებოდა და არც იერუსალიმი დაინგრეოდა...

სოლომონმა ტაძრის აგების შემდეგ გაამშვენიერა იერუსალიმი - აშენდა მეფის სასახლე, უამრავი დიდებული სახლი, გააშენეს ბაღები. იერუსალიმი არა მარტო სულიერად, მიწიერადაც გახდა უკვე ისრაელის დედაქალაქი.

- რატომ აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის პერიოდში მხოლოდ ერთ ადგილზე - ჯერ მოძრავ ტაძარში, სოლომონის ტაძრის აგების შემდეგ კი იერუსალიმის ტაძარში?

- იმის გამო, რომ ადამიანებს ჭეშმარიტი ღვთის სარწმუნოება არ დაეკნინებინათ. მაშინ იერუსალიმში წასვლა და მსხვერპლის შეწირვა საკმაოდ რთული იყო. ამას ადამიანი წელიწადში რამდენიმეჯერ თუ მოახეხებდა. უფალს რომ იმ დროს სხვადასხვა ადგილზე მსხვერპლშეწირვის შესაძლებლობა დაეშვა, ეს კერპთაყვანისმცემლობას დაემსგავსებოდა და ხალხის სარწმუნოებაზე კონტროლი შეუძლებელი გახდებოდა. იერუსალიმში, სადაც მთელი ისრაელის სჯულისმეცნიერნი იყვნენ თავმოყრილნი, მაინც ხდებოდა საღვთო სჯულიდან გადახვევა და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა პატარ-პატარა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც რამდენიმე ლევიტელი და მღვდელი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომაც არ ინება უფალმა, მსხვერპლშეწირვა სხვადასხვა ადგილას აღსრულებულიყო ძველი აღთქმის პერიოდში. რაც შეეხება ახალაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვას - ზიარების საიდუმლოს აღსრულებას, უსისხლო შესაწირს, ეს აუცილებელია ყველა კაცისთვის. ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა არ იყო მაცხოვნებელი. თანაც ახალი აღთქმის პერიოდში ადამიანთა გონება უკვე ამაღლდა. ამასთან, ქრისტიანული სწავლება აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა მიმართულების რელიგიური სწავლებისაგან, მით უმეტეს, წარმართობისგან და თავად უსისხლო მსხვერპლშეწირვა - პურისა და ღვინის შეწირვა არც ერთ სარწმუნოებრივ მიმართულებაში არ არსებობდა, ამიტომ ვერ დაემსგავსებოდა სხვა მიმდინარეობათა მსხვერპლეწირვას. გარდა ამისა, მოციქულთა და მათ მიერ განათლებულ და მოქცეულ სასულიერო პირთა ქადაგებები აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა მოძღვრებისგან. ამდენად, უკვე არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენდა, რომ წირვა - უსისხლო მსხვერპლშეწირვა სხვადასხვა ადგილას აღსრულებულიყო და ამის აღმასრულებელი დაუბრუნდებოდა წარმართობას. თანაც ეს აუცილებელია ყველა კაცისთვის. შემდგომ, მართალია, ქრისტიანობაში წარმოიშვა ერესები, ისინი სცილდებოდნენ დედაეკლესიას და აგრძელებდნენ ისეთსავე მსხვერპლშეწირვას მატერიალური თვალსაზრისით, როგორსაც მართლმადიდებლები, მაგრამ მისტიკურად სულ სხვაა მართლმადიდებლური უსისხლო მსხვერპლშეწირვა. მართლმადიდებლური მსხვეროპლშეწირვის დროს პური და ღვინო გადაიქცევა მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღსრულებისას კი იმავე ნივთიერებად რჩება.

სოლომონის მეფობის ხანა
სოლომონის მეფობის ხანა იყო აბსოლუტურად მშვიდი. ამ ხნის მანძილზე ისრაელს არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია. მისი მეზობელი ერები ძალზე კეთილგანწყობილნი იყვნენ ისრაელის სამეფოს მიმართ, კაცთა შორის ბრძენთაბრძენ სოლომონ მეფესთან მეზობელ ქვეყნებს ჰქონდათ კეთილი ურთიერთობა. მისი სიბრძნის მოსასმენად შორეული ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ, ტაძრის აგებაში ტვიროსისა და სიდონის მეფეებიც ეხმარებოდნენ. ფაქტობრივად, სოლომონის მეფობის ხანაში ისრაელმა მიწიერი და მატერიალური კეთილდღეობის მწვერვალს მიაღწია.

- მიუხედავად ესოდენი სიბრძნისა, მოხუცებულობის ჟამს სოლომონ მეფემაც შესცოდა...

- სოლომონ მეფე სიცოცხლის ბოლოს მართლაც ჩავარდა კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში. მის მრავალ ცოლთა შორის კერპთაყვანისმცემლებიც იყვნენ. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, მოხუცებულობის დროს სოლომონ მეფე მიენდო თავისი წარმართი ცოლების ნებას, უფლება მისცა მათ, კერპები დაედგათ და მათ წინაშე წარმართული მსახურება აღესრულებინათ. შემდეგ თავადაც დაიწყო კერპების წინაშე ლოცვა. უფალმა აქია წინასწარმეტყველის პირით აუწყა, რომ ამის გამო დაისჯებოდა - მისი გარდაცვალების შემდეგ ისრაელის სამეფო გაიყოფოდა, რაც მეფის სიკვდილიდან ორი წლის თავზე აღესრულა.

- რა იყო მიზეზი სოლომონის შეცოდებისა?

- სოლომონ მეფის შეცოდებაზეც იგივე შეიძლება ითქვას, რაც დავითის შეცოდებაზე. ამასთან, მან ღვთისგან ბოძებული სიბრძნე თავისად ჩათვალა, თითქოსდა დაავიწყდა, რომ ის მას კი არა, უფალს ეკუთვნოდა და მის სადიდებლად უნდა გამოეყენებინა. რაკი თავისად ჩათვალა, უკვე საკუთარ თავს მიენდო. როგორც კი საკუთარ თავს მიენდო, მაშინვე მოსწყდა უფალს და სცოდა - თავის ცოლებს ნება მისცა, კერპების სახელზე ტაძრები აეგოთ და წარმართული მსახურებები აღესრულებინათ.

ბოლოს, სოლომონ მეფემ იგრძნო თავისი მძიმე შეცოდება და წრფელი გულით შეინანა.

- საინტერესოა, რატომ უნდა ასახულიყო სოლომონის ცოდვა მთელ ისრაელზე...

- ვიცით, რომ როდესაც ისრაელის ერმა მეფე ითხოვა, ღვთისგან ეუწყათ, რომ ეს არ იყო უფლის ნება, მაგრამ მაინც მოითხოვეს. სამეფო ხელისუფლება ხალხის მოთხოვნილი იყო და მეფის საქციელი, დანაშაული ხალხზეც გადადიოდა, თუმცა მეფის ცოდვა პირადად კი არ მოეკითხებოდათ ადამიანებს, მაგრამ ამით დაისჯებოდნენ და დაისაჯნენ კიდეც სოლომონის შთამომავლები იმით, რომ მათი სამეფო დაკნინდა და მათ აღარასოდეს ღირსებიათ სოლომონ მეფის დროინდელი მიწიერი დიდება. კეთილმორწმუნე ადამიანისთვის, რომელიც უფალს განადიდებდა, იუდეის სამეფოში იცხოვრებდა, ისრაელში თუ გაერთიანებული ისრაელის სამეფოში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, უფალი ყველგან უნდა ედიდებინა.

ისრაელის სამეფოს გაყოფით უფალი ახსენებდა ისრაელის ერს, რა შეიძლება ჰქონოდათ და რატომ არ ჰქონდათ. ეს არ ყოფილა მხოლოდ მეფის ბრალი, არამედ სოლომონის შთამომავლობისა და მთელი ერის ბრალი გახლდათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat