მოსე იყო ახალი აღთქმის კაცი ძველ აღთქმაში
მოსე იყო ახალი აღთქმის კაცი ძველ აღთქმაში
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ უფალმა უამრავი სასწაული მოუვლინა ისრაელიანებს, რათა განემტკიცებინა ისინი სარწმუნოებაში და დაერწმუნებინა მათზე ღვთის მზრუნველობაში, თუმცა ისრაელიანები განუწყვეტლივ დრტვინავდნენ და წუწუნებდნენ. ამის მუხედავად, უფალმა ორმოცდამეათე დღეს ისინი სინას მთასთან მიიყვანა და მოსეს ხელით შეამზადა სჯულის მისაღებად, თუმცა ვერც ამ დროს შეძლეს გამოევლინათ ღვთის ჭეშმარიტი რჩეულობა, სჯულის მისაღებად სინას მთაზე ასული მოსეს მობრუნებამდე კერპთაყვანისცემისკენაც კი მიიდრიკნენ...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ებრაელები ეგვიპტიდან გამოსვლისთანავე იწყებენ დრტვინვას და ყვედრებას. ღმერთი მოსეს ხელით სასწაულებს აძლევს მათ, რათა დაცხრნენ და ირწმუნონ ღვთის მოწყალებისა - კლდიდან წყალი აღმოუცენა, მოსეს მწარე წყალი დაატკბობინა; შემდეგ, როდესაც საკვებზე იწყეს წუწუნი, ზეციური მანანა მოუვლინა, ხორცი ისურვეს და ღმერთმა მრავალი მწყერი გამოუგზავნა... ამ სასწაულების მეშვეობით უნდა განმტკიცებულიყვნენ ისრაელიანები.

- რას მოასწავებდა, რისი წინასახე იყო ზეციური მანანა და კლდიდან წყლის აღმოცენება?

- საზოგადოდ, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, რეალობაში, ისტორიულ დროში მომხდარი ფაქტები იყო, იმხანად ისრაელიანთა ერისთვის საჭირო, მაგრამ ნებისმიერ ბიბლიურ მოვლენასა თუ ღვთის მოქმედებას თავისი წინასახე და სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ზეციურ მანანაში, ზეციურ პურში უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვრის განკაცება, მისი ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი - წმინდა ზიარება. განკაცებული უფალი ხშირად ბრძანებდა: მე ვარ პური ცხოვრებისა. ზეციური მანანა იყო წინასახე მაცხოვრის განკაცებისა, უფლის ჭეშმარიტი სისხლისა და ხორცისა, რომელიც სულიერად აპურებს ადამიანებს, თუმცა მამათა ცხოვრებიდან არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც წმინდა მამებს ზიარების გარდა თვეობით, ზოგჯერ წლობითაც არავითარი საზრდელი არ მიუღიათ, რამეთუ ვინც უფალს მიენდობა, წმინდა ზიარება არა მარტო სულის საკურნებლად და სულიერ საზრდოდ, ფიზიკურ საზრდელად და ხორცის საკურნებლადაც ეძლევა.

კლდე, რომლისგანაც წყალი გამოვიდა, მოასწავებდა მაცხოვრის ჯვარცმისას მისი გვერდიდან გარდამოსულ სისხლსა და წყალს.

ისრაელიანთა მომზადება სჯულის მისაღებად
მიუხედავად ებრაელთა განუწყვეტელი დრტვინვისა და წუწუნისა, ეგვიპტიდან გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ღმერთმა მოსეს ხელით მაინც შეამზადა ისრაელიანები სჯულის მისაღებად. ეს მოხდა სინას მთაზე, სადაც უფალი ეგვიპტეში წასვლამდე გამოეცხადა მოსეს... ღვთის ბრძანებით, სინას მთასთან დაბანაკებულ ხალხს მოსე ორი დღის განმავლობაში ამზადებდა სჯულის მისაღებად. მესამე დღეს, დილით, სინას მთა სქელი ღრუბლით დაიფარა, დაიწყო ელვა და ქუხილი, მოისმა საყვირის ხმა, მთას ცეცხლის ალი ასდიოდა და მთა ძლიერად ირყეოდა. მოსემ სადღესასწაულოდ მორთული ხალხი კარვებიდან გამოიყვანა და სინას მთის გარშემო დააყენა. ხალხი შიშისგან კანკალებდა. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა და მთელი ერის გასაგონად გაისმა უფლის ხმა, რომელიც წარმოთქვამდა მცნებებს, მაგრამ ისრაელიანებმა მოსეს სთხოვეს, ნუ გაგვაგონებ ამ ხმას, დავიხოცებით მის გაგონებაზეო. ცხადია, უფალს შეეძლო ისე წარმოეთქვა მცნებები, რომ ყველა ადამიანს გაეგო. რატომ არ ინება ეს?

რადგან ადამიანები არ იყვნენ მზად მათ მოსასმენად და მისაღებად. მათ რომ თავიანთი ყურით მოესმინათ და მიეღოთ ღვთის მცნებები, გაცილებით ადვილად დაარღვევდნენ მათ, ვიდრე მაშინ, თუ მათ მოსე გადასცემდა. თუმცა ვიცით, რომ შემდგომ მოსეს მიერ მოტანილ ზებუნებრივ მცნებებსაც არღვევდნენ... ვინც ღვთისმოშიში იყო და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, მცნებები მოსეს მსგავსად მიიღო, მაგრამ ისრაელიანთა უდიდესმა ნაწილმა ცოდვების გამო ეს ვერ შეძლო.

- ამის შემდეგ, კვლავ ღვთის ბრძანებით, მოსე ავიდა სინას მთაზე, სადაც 40 დღე დაჰყო; უსმენდა უფალს და მიიღო ღვთისგან ორი ქვის დაფა, რომლებზეც ხელთუქმნელად, უფლის მიერ იყო ამოტვიფრული ათი მცნება. როდესაც მოსეს მთიდან ჩამოსვლა დააგვიანდა, ისრაელიანებმა იმედი დაკარგეს, იფიქრეს, მოსე მოკვდაო და კერპთმსახურებას მიჰყვეს ხელი. რატომ უნდა გაეტარებინა მოსეს ორმოცი დღე სინას მთაზე ისე, რომ ერს მის შესახებ არაფერი სცოდნოდა და რატომ ვერ შეძლო ამ ხნის მანძილზე უფლის რჩეულმა ებრაელმა ერმა ჭეშმარიტი ღვთის რწმენის მტიცედ შენახვა და შენარჩუნება?

- ეს ორმოცდღიანი პერიოდი საჭირო იყო რჩეული ერის მოთმინების გამოსაცდელად, მაგრამ როგორც ვიცით, მათ ვერ შეძლეს მოთმინებით დალოდებოდნენ მოსეს, იფიქრეს, რომ მას რაღაც შეემთხვა. რა უნდა დამართნოდა მოსეს, რომელსაც უფალმა მოუწოდა, ხალხისთვის მცნებები მოეტანა - ვინმე მოკლავდა გზაში თუ უფალი თავის აღთქმას შეცვლიდა და მოსეს გაიყვანდა ამ ქვეყნიდან? მათი საქციელის მიზეზი ურწმუნოება იყო, რაც საბოლოოდ კერპთმსახურებით გამოვლინდა. ამ ხნის მანძილზე მათ ყოველდღე ეძლეოდათ ზეციური მანანა, მაგრამ ეს ფაქტები ერთმანეთს ვერ დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მოსე მოკვდა. რა უნდა დამართნოდა მოსეს, როდესაც ღვთის ხელში იყო? ან თუკი უფალმა ყველა მიატოვა, ზეციური მანანა საიდანღა მოდიოდა?..

მოსე დაბრუნდა ღვთის მიერ ბოძებული ქვის ფილებით. მას ახლდა ისუ ნავესი, რომელიც მთის ძირას ელოდებოდა. ერის კერპთმსახურება რომ დაინახა, მათი საქციელით გამწარებულმა მოსემ დაამსხვრია სჯულის ფილები. შემდეგ აიღო ხბოს კერპი, ძირს დაანარცხა, ცეცხლში დაწვა და წყალში ჩააგდო. ამით ხალხს აჩვენა უძლურება მათ მიერ ახალგამოგონილი ღმერთისა.

მოსემ მოუწოდა თავისი ტომის ხალხს - ლევიტელებს, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ კერპის შექმნასა და მის მსახურებაში, მსხვერპლშეწირვაში, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს ტომი იყო ღირსი მღვდელმსახურებისა, საღვთო მსახურების აღსრულებისა.

ვიცით, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ აარონმა მიიღო მონაწილეობა კერპის შექმნაში - ისრალიანებს თავიანთი ცოლების ოქროს სამკაულების მოტანა დაავალა. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ის იმედოვნებდა, იქნებ სამკაულების მოყვარულმა ქალებმა ვერ გაიმეტონ ძვირფასეულობა და კერპიც ვერ გააკეთონო. თუმცა ისრაელიანებს იმდენად დაბინდვოდათ გონება, რომ უსაყვარლესი ნივთებიც გაიმეტეს. მაშინ აარონი იძულებული გახდა, კერპი გაეკეთებინა, მაგრამ მისთვის თაყვანი არ უცია; აარონის გული ყოველთვის ჭეშმარიტი ღმერთისკენ იყო მიდრეკილი.

მოსეს ბრძანებით, ლევიტელებმა მახვილი აღმართეს და სიკვდილით დასაჯეს სამი ათასი კაცი - კერპთაყვანისცემის მოთავეები...

მოსეს მოტანილ მცნებებს შორის ერთ-ერთი იყო "არა კაც კლა", იმ დღეს კი სამი ათასი კაცი დახოცეს მოსემ და აარონმა. მათი საქციელი თითქოს ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს, მაგრამ მოსეს მოტანილ მცნებათაგან "არა კაც კლა" ბოლოა, თავში კი წერია - გიყვარდეს ღმერთი შენი; არა ქმნა კერპი... სწორედ ამის გამო დაისაჯნენ კერპთაყვანისცემის მოთავეები. უფალმა მოსეს ხელით ინება მათი დასჯა, რათა ეს საქციელი მაგალითი ყოფილიყო სხვებისთვის, ამასთან, უფალმა კარგად უწყოდა, რომ მათი მოქცევა შეუძლებელი იყო. ისუ ნავეს ძისა და ქალებ იფუნის ძის გარდა, ვიცით, რომ ვერც ერთი ეგვიპტიდან გამოსული 20 წელს გადაცილებული ებრაელი ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, ყველანი უდაბნოში დარჩნენ, იქ მხოლოდ მათი შთამომავლები შევიდნენ და დამკვიდრდნენ. ისრაელიანთა ნაწილი უდაბნოში შხამიანი გველების ნაკბენისგან მოკვდა. ათასობით ადამიანი დაიხოცა მწყრის ხორცის ნაყროვანებით ჭამითაც... ერი ყოველ წუთს ავლენდა სულმდაბლობას, მონურ ფსიქოლოგიას და ამის გამო არ ინება უფალმა აღთქმულ ქვეყანაში მათი შესვლა. ისუ ნავეს ძე და ქალებ იფუნის ძე სულიერად არასოდეს ყოფილან მონები. ამასთან, მათი შესვლა აღთქმულ ქვეყანაში უფალმა იმისთვისაც ინება, რომ იქ დამკვიდრებულთ მაგალითად ჰყოლოდათ ადამიანები, რომლებმაც მონობის ქვეყანაში იცხოვრეს. მათ უნდა ეუწყებინათ ისრაელიანთათვის, რა განსხვავებაა მონობის ქვეყანასა და აღთქმულ ქვეყანას შორის. აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრების შემდეგ მათ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლეს და სიცოცხლის ბოლო დღემდე იარაღით ხელში იბრძოდნენ. ქალებ იფუნის ძე ეუბნება კიდეც ისუ ნავეს ძეს - როგორც ეგვიპტიდან გამოსვლისას მერჩოდა ძალა, მკლავი და მახვილი, ისევე მერჩის ახლაცო. როდესაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა, 100 წელს იყო გადაცილებული.

- საინტერესოა მოსეს ქმედებაც - რატომ მრისხანებს იგი?

- შეიძლება ითქვას, მოსე იყო ახალი აღთქმის კაცი ძველ აღთქმაში, ისევე როგორც დავით წინასწარმეტყველი. მოსეს მრისხანება არ ყოფილა გამოვლინება მისი შინაგანი მდგომარეობისა, არამედ ამით სურდა ეჩვენებინა ისრაელიანთათვის, რაოდენ დიდი ცოდვა ჩაიდინეს.

- მოსე კვლავ ადის სინას მთაზე, სადაც ღმერთი ათ მცნებასთან ერთად აძლევს სჯულს - სასულიერო და საერო კანონებს და მოძრავი კარვის აგებას ავალებს...

- სინას მთაზე პირველად ასვლის დროს უფალი მოსეს მხოლოდ ხელთუქმნელ მცნებებს აძლევს. პირველ მცნებებში რა ეწერა, ცნობილი არ არის, მაგრამ ცხადია, იგივე ეწერებოდა, რაც შემდგომ მიცემულში. ხელთუქმნელი მცნებების დამსხვრევის შემდეგ მოსე კვლავ ადის სინას მთაზე, ღვთის ბრძანებით, საკუთარი ხელით გამოკვეთს ფილებს, რომლებზეც უფალი აწერს ათ მცნებას. მთელი დანარჩენი სჯული კი წინასწარმეტყველს სიტყვიერად მიეცა. უფალი დროდადრო უცხადებდა და ასწავლიდა წესებსა და კანონებს, რომელთაც მოსე იწერდა. ასე შეიქმნა მოსეს ხუთწიგნეული. მათში მოთხრობილია ისრაელის ისტორიაც, მაგრამ უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით "ლევიტელთა" და "რიცხვთა", მთლიანად სჯულის წიგნებია. "რიცხვთა" წიგნში ასევე მოყვანილია, რამდენი იყვნენ ისრაელიანნი, როდესაც ეგვიპტიდან გამოვიდნენ, როდესაც აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრდნენ; რომელ ტომს რომელი მიწა უნდა მიეღო...

ძველი აღთქმის სჯული, რომელიც მოსეს ხელით მიეცა რჩეულ ერს, თითქოს არ შეესაბამება ახალაღთქმისეულ მოძღვრებას, იმ სჯულს, რომელსაც დღეს ჩვენ ეკლესია გვიქადაგებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროისთვის ისრაელი იმდენად სუსტი იყო სულიერად, რომ სწორედ ძველაღთქმისეული სჯულის წესები და კანონები სჭირდებოდა. ეს არ ყოფილა უმაღლესი მცნებები, ღვთის მადიდებელი კაცობრიობა მათ უმაღლეს მცნებებამდე უნდა მიეყვანა. ძველი აღთქმის ძირითადი კანონები აკრძალვაა - არ იპარო, არ იმრუშო, არ ქმნა კერპი... პატარა ბავშვს გარკვეულ ასაკამდე აკრძალვით ვესაუბრებით, როცა საჭიროა, ვსჯით კიდეც, მაგრამ როდესაც გაიზრდება და მისი შეგნების დონეც ამაღლდება, მას აკრძალვა და დასჯა აღარ დასჭირდება, სიტყვითაც გავაგებინებთ. ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი ისრაელის ერი იმ დროს სულიერად ჩვილი იყო, ამიტომ ყველაფერი გასაგებად, კონკრეტულად უნდა მისცემოდათ. ძველი აღთქმის სჯულის თანახმად, ვინც კერპთმსახური გახდებოდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო. თუმცა ვიცით, რომ ებრაელები მაინც მიიდრიკებოდნენ ხოლმე კერპთმსახურებისკენ. ეს მცნება რომ არ ჰქონოდათ, ხომ უფრო მეტად ჩავარდებოდნენ ამ ცოდვაში.

განკაცებულმა უფალმა მოგვცა ახალი აღთქმა, ახალი სჯული, რომელიც სიყვარულზეა აგებული, რადგან ადამიანთა შემეცნება და შეგნება გაცილებით მაღალია. უფალი უკვე ზრდასრულ კაცობრიობას ესაუბრება. ძველმა სჯულმა კი კაცობრიობა ახალი შეხედულებებისთვის მოამზადა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat