მოსეს შეეძლო, ეგვიპტელად დარჩენილიყო და უდიდესი მიწიერი პატივისთვის მიეღწია, მაგრამ ყველაფერი მიატოვა და თავის ერთან მონობა არჩია, რადგან მისი გული უფალს ეკუთვნოდა
მოსეს შეეძლო, ეგვიპტელად დარჩენილიყო და უდიდესი მიწიერი პატივისთვის მიეღწია, მაგრამ ყველაფერი მიატოვა და თავის ერთან მონობა არჩია, რადგან მისი გული უფალს ეკუთვნოდა
როგორც ვიცით, ახალშობილი მოსე, რომელსაც შემდგომში ისრაელიანები უნდა გამოეყვანა ეგვიპტიდან, მდინარიდან ფარაონის ასულის ნებით გამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მან ჩვილის წარმომავლობა იცოდა, უწყოდა, რომ ებრაელი იყო, მისი აღზრდა გადაწყვიტა. მოსე ფარაონის ასულმა იშვილა და ფარაონის კარზე აღზარდა, სადაც ნამდვილი მეფის შვილივით ექცეოდნენ. მან შეისწავლა ყველა სიბრძნე და მეცნიერება ეგვიპტელთა, რომლებიც იმხანად განათლებით ყველას აღემატებოდნენ.

მოსეს ძიძად მისივე დედა აუყვანეს. მან იცოდა, რომ ებრაელი იყო და მისი ერი ეგვიპტელთაგან იჩაგრებოდა. მოსეს სძულდა ეგვიპტელთა კერპები, გულში ერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა და სიყვარული ჰქონდა. ჭეშმარიტი სარწმუნოება აღზრდის დროს საკუთარმა დედამ შთაუნერგა. მანვე შეაყვარა ებრაელი ხალხიც. მოსე წუხდა ისრაელიანთა ხვედრის გამო და მათი დახმარება სურდა.

ბიბლიიდან ვიცით, რომ ერთხელ მოსე ერთ ებრაელს გამოესარჩლა, რომელსაც უმოწყალოდ სცემდა ეგვიპტელი. მან ეგვიპტელი მოკლა და ქვიშაში ჩაფლა... ამ ამბავმა ფარაონის ყურამდე მიაღწია და მან მოსეს მოკვლა განიზრახა. მოსე ეგვიპტიდან გაიქცა, მიდიანის ქვეყანას - არაბეთს მიაშურა და იქ დასახლდა...

ორმოცი წლის შემდეგ, ღვთის ბრძანებით, მოსე ეგვიპტეში ბრუნდება და ისრაელიანები იქიდან გაჰყავს...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ფარაონების თანამმართველები ყოველთვის მათი ცოლები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ იმათი სახელებია ცნობილი, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ ამ უფლებას. მოსეს დაბადების დროს ფარაონი იყო თუტმოს II, რომლის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი - თუტმოს III ადის. მისი მეუღლეა ფატშეფსუტი, რომელიც ფარაონის თანამმართველად ჩანს. სავარაუდოდ, სწორედ ფატშეფსუტი იყო მოსეს აღმზრდელი. როდესაც მთელი ეგვიპტე დევნიდა ებრაელებს, ვინც ებრაელ ყრმას გადაარჩენდა, სასტიკად სჯიდნენ. ფარაონის ასულს კი იმხელა კადნიერება ჰქონდა და იმდენად დამოუკიდებელი იყო, რომ ებრაელის შვილი აიყვანა და აღზარდა, მით უმეტეს, ეს ამბავი ყველამ იცოდა. აქედან გამომდინარე კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფატშეფსუტი, რომელიც შემდეგ თუტმოს III-ის მეუღლე და თანამმართველი გახდა, აქტიურად ერევა სახელმწიფო საქმეებში და თავისი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებებს.

- როგორც ვიცით, ეგვიპტელის მოკვლის შემდეგ ფარაონის შიშით მოსე ტოვებს ეგვიპტეს და მიდიანის ქვეყანაში მიდის...

- როდესაც მოსემ ეგვიპტელი მოკლა, ორმოცი წლის გახლდათ. ამ პერიოდში ფარაონის ტახტზე ადის ამენჰოტებ III, რომელიც დაახლოებით მოსეს ტოლია და მასთან ერთად არის გაზრდილი ფარაონის სახლში. სავარაუდოდ, ამენჰოტებ III-ს თავიდანვე არ უყვარდა მოსე, როგორც იუდეველი, რომელიც მის სახლში იზრდებოდა, მაგრამ მისი შევიწროების უფლება არ ჰქონდა, ისევე როგორც მამამისს. როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა, მოსეს მოკვლა განიზრახა, მაგრამ, როგორც ვიცით, მან მიდიანის ქვეყანას მიაშურა, მიდიანელი მღვდლის ქალიშვილზე დაქორწინდა, შეეძინა ორი ვაჟი და 40 წელი იქვე დაჰყო...

ცხადია, მოსეს ეგვიპტიდან წასვლა ღვთის განგებულებით მოხდა. ფარაონის სახლში რომ დარჩენილიყო, თავისი ერისთვის მისაღები პიროვნება აღარ იქნებოდა, ხოლო თავის ერში რომ ეცხოვრა, ფარაონის სახლზე აღარ ექნებოდა გავლენა. მიწიერი თვალსაზრისითაც თუ მივუდგებით, ეგვიპტელის მოკვლით მოსე კანონგარეშედ გამოცხადდა და თუკი არ გაიქცეოდა, დაიჭერდნენ ან სიკვდილით დასჯიდნენ...

კაცი, რომელიც ეგვიპტური წესით იყო გაზრდილი და ფარაონის სახლში ცხოვრობდა, ებრაელი მონის გამო კლავს ეგვიპტელს. ამიტომ თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რომ არსებობდა კაცი, რომელიც ისრაელიანებს იცავდა და მათი გონება და გული ყოველთვის მისკენ იქნებოდა მიმართული...

მოსეს მიერ ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქის ხილვა
მიდიანის ქვეყანაში ყოფნისას მოსე სიმამრის ცხვრებს მწყემსავდა. ერთხელაც ფარა მოშორებით გადარეკა და იმ მთის მახლობლად მოხვდა, რომელსაც "ღვთის მთას" ეძახდნენ. მთას ორი წვერი ჰქონდა: დაბალს ქორები ერქვა, უფრო მაღალს - სინა. მოსე, რომლის გულშიც ყოველთვის იყო დავანებული უფალი და მარადის ადიდებდა ღმერთს, სწორედ აქ შეიქნა ღირსი ღვთიური გამოცხადებისა - იხილა მაყვლის ბუჩქი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. როდესაც გაოცებული მოსე იმ ადგილს მიუახლოვდა, რათა გაეგო, რა ხდებოდა, მაყვლოვანიდან ხმა მოესმა - "მოსე! მოსე! ფეხზე გაიხადე და ისე დადექი ჩემ წინაშე, რადგან სადაც შენ დგახარ, წმინდა ადგილიაო". მოსე კითხულობს - "ვინ ხარ შენ, უფალო?" პასუხად ესმის: "მე ვარ, რომელი ვარ" - რაც ძველბერძნულად გამოითქმის როგორც "იაჰვე". რასელისტები ანუ ე.წ. იეღოვას მოწმეები ამტკიცებენ, თითქოს ეს იყო ღმერთის მარადიული სახელი, უფალმა თავისი სახელი აუწყა მოსეს. მაგრამ ეს ასე არ არის; როდესაც მოსემ წარმოთქვა - "ვინ ხარ შენ, უფალო?", ამ სიტყვებში ღმერთი არ მოუაზრებია. მას ესმა ხმა და მოკრძალების გამოსახატავად წარმოთქვა სიტყვა "უფალო" (ბატონო). მოსეს კვლავ ესმის ხმა მაყვლოვანიდან - "მე ვარ". როდესაც ნაცნობს ვესტუმრებით და კარის გაღებამდე გვეკითხებიან ვინაობას, ხშირად სახელს არ ვეუბნებით, უბრალოდ ვპასუხობთ: "მე ვარ", რადგან უკვე გვიცნობენ. მოსეს გული ახლოს იყო უფალთან, ის იცნობს უფალს და ამიტომაც ეუბნება ღმერთი: "მე ვარ" - მე ის ვარ, ვინც შენს გულშიაო.

- რას მოასწავებდა თავად ეს მოვლენა?

- პირველ რიგში, მოსემ იხილა სასწაული, რომელიც ისტორიულ დროში, რეალობაში მოხდა - მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. ამასთანავე, ეს სასწაულებრივი მოვლენა, ისევე როგორც ყველა მოვლენა თუ სიტყვა ბიბლიაში, იყო წინასახე მომავალში მოსახდენი მოვლენისა. ეს იყო წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცების - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის შობის შესახებ. ღვთისმეტყველებაში ცეცხლმოკიდებულ მაყვლის ბუჩქს ხშირად ადარებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: როგორც მაყვლის ბუჩქს ეკიდა ცეცხლი ყოველი მხრიდან და არ იწვოდა, შეუწველი დარჩა, ასევე იშვა ქალწული მარიამისგან იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი და ამით მის ქალწულებას არაფერი ევნო. ამრიგად, მაყვლის ბუჩქი, რომლისგანაც ისმოდა სიტყვა ღვთისა, მოასწავებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე - სიტყვა ღვთისა.

ამ მოვლენას თავისი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. მაყვლის ბუჩქი, რომელიც სხვა ხეებთან შედარებით დიდს არაფერს წარმოადგენს, იყო სახე ებრაელთა, მათი შეურაცხყოფილი მდგომარეობისა ეგვიპტეში; ცეცხლის ალი კი, რომელიც გარს ერტყა მაყვალს, ნიშანი გახლდათ ღვთის რისხვისა ებრაელებზე. მაგრამ მაყვალს ცეცხლი ეკიდა, ის კი არ იწვოდა. ეს ნიშნავდა, რომ ღმერთი არ გასწირავდა თავის რჩეულ ერს, არ გაანადგურებდა მას ეგვიპტის მონობაში.

- სწორედ ამ ღვთაებრივი გამოცხადების დროს ავალებს ღმერთი მოსეს ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოყვანას, რაზეც დაბნეული და შეშინებული მოსე თავდაპირველად უარს ამბობს. რა იყო ამის მიზეზი?

- მოსე უარს თავმდაბლობის გამო ამბობს, თვლის, რომ ამ უდიდესი მისიის აღსრულების ღირსი არ არის, ამის გაკეთება მის ძალებს აღემატება, მაგრამ უფალი განამტკიცებს სასწაულებით და თავად მოსესაც აძლევს სასწაულთა ქმნის ძალას, ისიც მორჩილებით დაჰყვება ღვთის ნებას და ამ უდიდესი მისიის აღსასრულებლად მიდის.

- როგორც ვიცით, მოსე იყო "ენა-მძიმე და ხმა-წვრილი". ამ საბაბითაც ამბობდა უარს ღვთის ბრძანების შესრულებაზე, რაზეც უფალმა მიუგო, რომ მის ნაცვლად ხალხთან მისი ძმა - აარონი ისაუბრებდა. საინტერესოა, რატომ გამოარჩია უფალმა ესოდენ დიდი მისიის შესასრულებლად ისეთი ადამიანი, რომელსაც მეტყველება უჭირდა...

- ცხადია, უფალს შეეძლო, მოსეს ენაგამართულადაც ესაუბრა, მაგრამ ეს დაღი იმის გამო დაასვა, რომ ისრაელიანებს თავად მოსე არ ეღიარებინათ ღმერთად. ვიცით, რაოდენ პატივდებული ჰყავდათ მოსე ებრაელებს. მას რომ ეს ნაკლი არ ჰქონოდა, ადვილი შესაძლებელი იყო, თავად მოსე წარმოედგინათ ღმერთად. უფალმა მას დამხმარე გაუჩინა აარონის სახით, რათა ისრაელიანებს დაენახათ, რომ მოსე და აარონი იყვნენ იარაღნი ღვთისა, რომელიც მათზე ზრუნავდა.

რატომ სწორედ მოსე?
- საინტერესოა, რატომ გამოარჩია უფალმა სწორედ მოსე ამ უდიდესი მისიის აღსასრულებლად...

- უფალი ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად ადამიანს ირჩევს მისი სულიერი მდგომარეობის მიხედვით. მოსეს მაღალი სულიერება ჰქონდა. თუნდაც ის ფაქტი გავიხსენოთ, უფალი რომ ეუბნება მაყვლოვანში - "მე ვარ". მოსესთვის ეს სიტყვებიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეცნო ღმერთი.

როდესაც ფარაონის ბრძანებით უამრავი ყრმა მოაკვდინეს ეგვიპტეში, მოსე ნილოსში ჩაშვებული კალათითაც კი გადარჩა უფლის ნებითა და მფარველობით, თანაც ღმერთმა ინება, ფარაონის სახლში აღზრდილიყო. როდესაც ებრაელები იდევნებოდნენ, ის პატივში იზრდებოდა, როგორც ფარაონის შვილი, რადგან უფალმა უწყოდა, რა დიდსულიერი ადამიანი იქნებოდა იგი. ამიტომაც წინდაწინ საზოგადოებრივი მდგომარეობაც კი შეუქმნა - როდესაც ფარაონის შეხედვის გამოც კი ხოცავდნენ ადამიანებს, მოსეს კადნიერება ჰქონდა, ფარაონთან მისულიყო და ელაპარაკა. იმის მიუხედავად, რომ ის იუდეველი იყო და შემდგომში ეგვიპტიდან გაიქცა, მაინც ფარაონის ოჯახის წევრად ითვლებოდა. უფალმა ეს ყოველივე იმიტომ განუმზადა მოსეს, რომ შემდგომ, როდესაც ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის დრო დადგებოდა, ღვთის ნების აღსრულება მოეხერხებინა. ის რომ უბრალო იუდეველი ყოფილიყო, ფარაონის კარამდეც კი არ მიუშვებდნენ.

მოსეს შეეძლო, ეგვიპტელად დარჩენილიყო და უდიდესი მიწიერი პატივისთვის მიეღწია, ფარაონის შემდეგ პირველი კაციც კი გამხდარიყო ეგვიპტეში, მაგრამ ყველაფერი მიატოვა და თავის ერთან მონობა არჩია, რადგან მისი გული უფალს ეკუთვნოდა. სწორედ ამ თვისებების გამო გამოარჩია უფალმა და გახადა ღირსი უდიდესი მისიის აღსრულებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat