ღვთის წინაშე ის კი არ არის პირმშო, ვინც პირველი დაიბადება, არამედ ვისი გულიც უფლისთვისაა ღია
ღვთის წინაშე ის კი არ არის პირმშო, ვინც პირველი დაიბადება, არამედ ვისი გულიც უფლისთვისაა ღია
როგორც ვიცით, აბრაამსა და სარას, ღმრთის აღთქმის თანახმად, მეცათ ძე ისააკი. ისააკიც ისეთივე კეთილმსახური კაცი იყო, როგორიც აბრაამი. ღმერთი მასაც მფარველობდა და უმეორებდა იმ აღთქმებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მისცა აბრაამს...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

ესავი და იაკობი - საზრდელში გაცვლილი პირმშოობა
- ისააკი ორმოცი წლისა დაქორწინდა, დედამისის - სარას თხოვნით ცოლი მშობლების ქვეყნიდან - შუამდინარეთიდან მოიყვანა. ისააკს ოცი წელი შვილი არ ჰყავდა. ის გამუდმებით სთხოვდა უფალს, მისთვის შვილი მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მასზე იყო აღთქმა ღვთისა, სწორედ მისგან უნდა წარმოშობილიყო ღვთის მადიდებელი კაცობრიობა, ისააკი უნდა ყოფილიყო გამგრძელებელი ამ თესლისა.

ოცი წლის შემდეგ ეყოლა ტყუპი - ესავი და იაკობი. პირველად ესავი იშვა, ამიტომ პირმშოც ის გახლდათ. როდესაც გაიზარდნენ, ესავი მონადირე გახდა. ის გარეგნულადაც გამოირჩეოდა იაკობისგან, მთლიანად თმით იყო დაფარული. იაკობმა, მამა-პაპის მსგავსად, მესაქონლეობას მიჰყო ხელი, მწყემსობა აირჩია.

- იმ დროს არსებული წესით, პირველი შვილი პირმშოობის, უფროსობის უფლებით სარგებლობდა, თუმცა ღვთის განგებულებით ისააკმა იაკობი აკურთხა უფროსად. რას ნიშნავდა პირმშოობა, რას ავალებდა იგი ადამიანს და რატომ ინება უფალმა, რომ სწორედ იაკობს რგებოდა ეს უფლება?

- პირმშოობით საღმრთო მადლი გადადიოდა პირმშოზე - უფროს შვილზე. ამასთანავე, მშობლების ქონების დიდი ნაწილიც სწორედ მას რჩებოდა. ისააკიც არ იყო აბრაამის პირმშო, ის იყო პირმშო აბრაამისა და სარასი. აბრაამის პირმშო იყო მხევლისგან ნაშობი ისმაილი. რადგან ისმაილი მხევლისგან იყო ნაშობი, უფალმა აღუთქვა აბრაამს, რომ ღვთის მადიდებელი კაცობრიობა სარასგან ნაშობი შვილისგან გამრავლდებოდა. ამ შემთხვევაში პირმშოობა ისააკს ჰქონდა - ის მადლი, რომელიც აბრაამზე იყო, მასზე გადავიდა.

რადგან ისმაილი მხევლისგან იყო ნაშობი, ლოგიკურად შეიძლება ვიფიქროთ, ამიტომაც გაგრძელდა პირმშოობის მადლი ისააკზე, მაგრამ ესავი და იაკობი ერთი დედისგან იყვნენ ნაშობნი და პირმშო ესავი იყო. მათ შემთხვევაში ასეთი რამ მოხდა: ერთ დღეს ესავი ნადირობიდან ხელცარიელი დაბრუნდა, მოშიებული იყო და იაკობს სთხოვა, მისთვის საჭმელი ეჭმია. იაკობმა შესთავაზა, სანაცვლოდ პირმშოობა მიეყიდა. ეს არა მზაკვრობით, არამედ საღმრთო განგებულებით, სულიწმინდის მოქმედებით ქმნა. ესავმა ერთი ჯამი წვნიანის სანაცვლოდ დაუთმო პირმშოობა. რად მინდა პირმშოობა, როდესაც შიმშილით ვკვდებიო - ამით გამოამჟღავა საკუთარი სულიერი მდგომარეობა. დღევანდელი ერთი ჯამი წვნიანი არჩია პირმშოობას, არჩია მატერიალურს - მამის ქონების გაცილებით დიდ ნაწილს, იმ სიმდიდრეს, მამისგან რომ ერგებოდა, სულიერებაზე ხომ საერთოდ არ ფიქრობდა. თუკი მიწიერზე არ ფიქრობდა, მით უფრო არ იფიქრებდა სულიერზე. მიწიერზე არ ფიქრობდა იმის გამო კი არა, რომ მატერიალური ქონება არ უნდოდა, არამედ იმ დროს ერთი ჯამი საჭმელი ერჩია. ესავმა საკუთარი ნებით მიჰყიდა იაკობს პირმშოობა.

შემდგომ უფალმა ისე განაგო, რომ ისააკმა იაკობი აკურთხა უფროსად - პირმშოდ: როდესაც ისააკი მოხუცდა და დაბრმავდა, ერთხელ ესავს მიმართა - წადი, ნანადირევი მოიტანე, გააკეთე საჭმელი, რათა გაკურთხოს ჩემმა ხელმაო. როდესაც ესავი სანადიროდ იყო წასული, დედის, რებეკას, რჩევით, საჭმელი მამას იაკობმა მიუტანა. ისააკს ესავი ეგონა და აკურთხა. ნადირობიდან დაბრუნებულ ესავს კი, როდესაც მამას კურთხევა სთხოვა, უთხრა - კურთხევა უკვე მივეცი შენს ძმასო. საყურადღებოა თავად ისააკის ქმედება - ის იმდენად იყო უფალში დარწმუნებული, ჩათვალა, რომ კურთხევა, რომელიც იაკობს მისცა, ღვთისგან იყო. ღვთის განგებულებას ჩასწვდა და მიხვდა, რომ პირმშოობა იაკობს ეკუთვნოდა, რადგან ისააკიც მართალი მამამთავარი გახლდათ და სხვა, მამამთავართა მსგავსად, წინასწარგანჭვრეტის ნიჭით იყო დაჯილდოებული.

ამით უფალი გვიჩვენებს, რომ ღვთის წინაშე ის კი არ არის პირმშო, ვინც პირველი დაიბადება, არამედ ვისი გულიც უფლისთვისაა ღია. ღვთისთვის მიწიერს არ აქვს მნიშვნელობა. უფლისთვის სწორედ იაკობის გული იყო ღია. უფალს შეეძლო ისე განეგო, რომ პირველად იაკობი შობილიყო, მაგრამ სხვაგვარად განაგო - ჯერ ესავი იშვა, შემდეგ - იაკობი, მაგრამ პირმშოობა იაკობს მისცა. ამით დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა პირმშო, თუ ღვთისთვის სათნოდ არ იქცევი, კარგავ ამ უფლებას. ისე შეიძლება დაეცეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომ კაცმა ერთ ჯამ საჭმელში - მცირედ მიწიერ სარგებელში გაცვალოს.

იაკობის სიზმარი
- როგორც ვიცით, ესავი გაჯავრდა ძმაზე და იაკობს მოკვლით დაემუქრა. დედის რჩევით, იაკობი განერიდა ძმას და დედამისის ძმასთან გაემგზავრა მესოპოტამიაში. სწორედ ამ მოგზაურობისას იხილა ის საკვირველი სიზმარი, რომელიც "იაკობის სიზმრის" სახელწოდებითაა ცნობილი. რამდენიმე სიტყვით ამ სიზმრის მნიშვნელობასაც შევეხოთ.

- მესოპოტამიისკენ მიმავალ იაკობს ტრიალ მინდორში შემოაღამდა. დაღლილმა თავშქვეშ მოზრდილი ქვა დაიდო და დაიძინა. ძილის დროს საკვირველი სიზმარი იხილა: დედამიწიდან აღმართულიყო მაღალი, თვალმიუწვდომელი კიბე, რომლის თავიც ცას სწვდებოდა. კიბეზე ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. კიბის თავზე უფალი იდგა, რომელმაც მიმართა იაკობს: "მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, რომელზეც წევხარ, შენთვის და შენი შთამომავლობისთვის მომიცია... შენით და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა". ბოლო სიტყვებით უფალმა აღუთქვა იაკობს, რომ მისი შთამომავლობიდან წარმოდგებოდა მხსნელი კაცობრიობისა - იესო ქრისტე.

იაკობს გაეღვიძა, შეშინდა - უფალი ვიხილე, წმინდა ადგილზე ვარო და მსხვერპლი შესწირა ღმერთს - ქვას ზეთი დაასხა. იაკობის სიზმრისეული ჩვენების განმარტებისას ყველა წმინდა მამა გვეუბნება, რომ იაკობისგან ნანახი კიბე მოასწავებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელიც შეიქმნა კიბედ მიწასა და ზეცას შორის, რამეთუ მისგან იშვა ხორციელად მაცხოვარი, მხსნელი კაცობრიობისა. ვიცით, რომ სასუფევლის კარიბჭე დახშული იყო ადამიანებისთვის. არც ერთ ადამიანს არ შეეძლო ზეცაში დამკვიდრება და სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ განიხვნა სასუფევლის კარები, სწორედ მან შეარიგა ადამიანები ღმერთთან მაცხოვრის განკაცებით. ეს სიზმრისეული ჩვენება იყო წინასახე და წინასწარმეტყველება იმისა, რომ ადამიანის, ყოვლადწმინდა ქალწულის მიერ იშვებოდა კაცობრიობის მხსნელი, განკაცებული ღმერთი.

კიბეზე ანგელოზთა ასვლა და ჩამოსვლა მიანიშნებდა უფლის ზრუნვას ქვეყანაზე.

მესოპოტამიაში წასვლამდე იაკობს დედა ეუბნება: წადი და უცხო ქვეყნიდან მოიყვანე ცოლი, რადგან შენი ძმის ცოლებმა სიცოცხლე გამიმწარესო - ესავს ქანანელი ცოლები ჰყავდა. იაკობს უნდა დაეტოვებინა აღთქმის ქვეყანა და შუამდინარეთში დაქორწინებულიყო, რათა შემდგომში აღთქმული შვილების დედაც იმ ქვეყნიდან ყოფილიყო, რომლიდანაც თვითონ იყვნენ გამოსულნი - საიდანაც წამოვიდა მამამთავარი აბრაამი.

- როგორც ვიცით, იაკობი ძმის შიშის გამო ტოვებს აღთქმის ქვეყანას...

- იაკობს ძმის ეშინოდა როგორც კაცს, მიწიერი შიში ჰქონდა, რომ არ მოეკლა ესავს. მიუხედავად იმისა, რომ იაკობი მართალი მამამთავარი იყო, ის კაციც გახლდათ. შემდგომში, როდესაც თავის შვილებს ლოცავდა და წინასწარ ჭვრეტის ნიჭით თითოეულისგან წარმომდგარ ტომს უწინასწარმეტყველებდა მის გზას, ის სულიწმინდის მადლით მოქმედებდა - საღმრთო საქმეს სულიწმინდით აკეთებდა, მაგრამ როდესაც ეშინოდა, ისე მოქმედებდა, როგორც კაცი.

იაკობი შუამდინარეთში
- სიზმრისეული ჩვენების შემდეგ უფლის შემწეობაში დარწმუნებულმა იაკობმა მესოპოტამიისკენ გააგრძელა გზა. იქ ჩასული მწყემსებს ხვდება და კითხულობს ბიძამისის - ლაბანის ამბავს. შემდეგ გზად ხვდება ლაბანის ქალიშვილს - რაქელს, რომელიც პირუტყვს მიაცილებს. იაკობი მივიდა ლაბანთან, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავდა - ლეა და რაქელი. იაკობს ჰკითხა ბიძამისმა - რა მოგცე, რომ მემსახუროო. მან რაქელის ცოლად შერთვა ითხოვა.

იაკობი მესოპოტამიაში გამრავლდა. 20 წლის შემდეგ უფლის ნებითა და კურთხევით კვლავ სამშობლოსკენ გამოემართა. იმ დროს იაკობს თორმეტი შვილი ჰყავდა - თორმეტი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ბენიამინი ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, იგი გზაში იშვა, როდესაც აღთქმის ქვეყანაში ბრუნდებოდნენ. რაქელი მშობიარობას გადაჰყვა.

თუკი აბრაამის შვილებს შორის ისმაილი მხევლისგან ნაშობობის გამო იქნა "დაწუნებული" აღთქმის გასაგრძელებლად, იაკობის შვილები - მხევლისგან ნაშობნიც და კანონიერი ცოლისგანაც - ღვთის წინაშე თანაბარნი ხდებიან და შემდგომ თორმეტივე ვაჟისგან წარმოდგება ისრაელის თორმეტი შტო. ყველა მათგანი მამამთავარი ხდება.

აღთქმის ქვეყნისკენ მიმავალი იაკობი
- რატომ უნდა დაბრუნებულიყო იაკობი აღთქმის ქვეყანაში? ვიცით, რომ როდესაც აღთქმის ქვეყანას მიუახლოვდა, გულში კვლავ გაუჩნდა ძმის შიში...

- მან იცოდა, რომ მისი ქვეყანა პალესტინა იყო, რომელიც იმ დროს ქანაანის ქვეყნად იწოდებოდა, ამიტომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა ისევ და ისევ ადამიანური შიშით, აღთქმის ქვეყანაში დაბრუნება გარდაუვალი იყო.

იორდანეს გადალახვის შემდეგ, როდესაც ძმის შიში გაუჩნდა გულში, უფალმა გამოცხადებით გაამხნევა: ღამით იაკობს უცნობი შეერკინა. ჭიდილმა დილამდე გასტანა. მოწინააღმდეგემ ვერ სძლია იაკობს, თუმცა ხელის დადებით ბარძაყის სახსარი უღრძო (ამ ბრძოლის ნიშნად, იაკობი ოდნავ კოჭლობდა). გამთენიისას უცნობმა გაშვება სთხოვა. იაკობმა უთხრა, ვიდრე მის ვინაობას არ დაადგენდა, წასვლის უფლებას არ მისცემდა. უცნობმა სახელი ჰკითხა. როდესაც თავისი სახელი - იაკობი წარმოთქვა, უცნობმა მიმართა: ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, არამედ ისრაელი (ანუ ღმერთთან მოჭიდავე), რადგან ერკინებოდი ღმერთს და კაცსაც სძლევო. მან აკურთხა იაკობი და გაუჩინარდა (ამ ბრძოლის სახსოვრად, ებრაელები მენჯის ხორცს არ იხმევდნენ, რადგან ღმერთი შეეხო მას და წმინდად მიაჩნდათ). იაკობი, კაცი, რომელსაც ესავის ეშინოდა, ღვთის ანგელოზს ერკინება. მაგრამ ერკინება არა ღვთის წინააღმდგომობის გამო. ამით უფალი გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ადამიანს, როდესაც ღვთისგან არის გაძლიერებული, ხოლო როცა საკუთარ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, შიში იპყრობს. იაკობს, როგორც უბრალო ადამიანს, ეშინოდა ესავის, ხოლო სულიწმინდის მადლით გაძლიერებული ღვთის ანგელოზს ერკინებოდა.

ხილვის შემდეგ იაკობს შიში გაუქრა, რადგან მიხვდა, რომ ძმისგან საშიშროება აღარ ელოდა. ძმები მართლაც სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს.

იაკობს ისრაელი ეწოდა. იგი შეიქმნა მამათავრად თავისი მრავალრიცხოვანი შთამომავლობისა, რომელსაც ეწოდა ხალხი ისრაელისა - ისრაელიანნი. ესენი იყვნენ სწორედ ებრაელები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat