სიტყვა ბაბილონი ღვთის წინააღმდეგობის ეპითეტად იქცა
სიტყვა ბაბილონი ღვთის წინააღმდეგობის ეპითეტად იქცა
ნოეს შვილებისგან - სემის, ქამისა და იაფეტისგან კაცობრიობა ხელახლა გამრავლდა. თავიდან ყველანი ერთად ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის წამოწყების შემდეგ კოშკის მშენებლებს, რომელშიც მთელი იმდროინდელი კაცობრიობა მონაწილეობდა, ღმერთმა შეურივნა ენანი. რადგან ადამიანებს ერთმანეთის აღარაფერი ესმოდათ, იძულებული გახდნენ, მშენებლობა შეეწყვიტათ. ამის შემდეგ ადამიანები დედამიწის სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

- რა გახდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მიზეზი? რატომ განიზრახეს ადამიანებმა კოშკის აშენება, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა?

- ვიცით, რომ წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს სამი შვილი ჰყავდა. წარღვნის შემდეგ მან კიდევ 350 წელიწადი იცოცხლა. როგორც ბიბლიაში წერია, კიდევ შვა ძენი და ასულნი მრავალნი. რა თქმა უნდა, ნოეს შვილებსაც შეეძინათ შვილები. როდესაც ბიბლიაში საუბარია სემის, იაფეტის, ან ქამის შთამომავლობის შესახებ, იქ მოხსენიებულია რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ისევ ბიბლია მოგვითხრობს, რომ მათ ძალიან ბევრი შვილი ჰყავდათ.

როგორც ვთქვით, წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა, სემმა წარღვნამდე 100, წარღვნის შემდეგ კი 500 წელი. სემის თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 600 წელი იყო. შემდეგ თაობებში მოიკლო და 400 წლამდე მივიდა. შემდგომ ხანებში კიდევ უფრო შემცირდა - ჯერ 300 წლამდე და ა.შ. როდესაც სემს შვილი შეეძინა, ის დაახლოებით 100 წლის იყო. ამის შემდეგ მას კიდევ მრავალი შვილი გაუჩნდა. ასევე მოხდა სემის თაობის სხვა ადამიანებშიც.

ბაბილონის კოშკის მშენებლობა დაიწყო წარღვნიდან 500 წლის შემდეგ. ანუ ხუთი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა 4-5 თაობა. თუკი ვიანგარიშებთ, რომ ერთ თაობაში თითო ოჯახს დაახლოებით 35 შვილი ჰყავდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან იმ პერიოდში შობადობა-შვილიერების ასაკი 200 წლამდე გრძელდებოდა, გამოდის, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დაწყებისას დედამიწაზე მილიონი კაცი მაინც უნდა ყოფილიყო.

კიდობანი არარატის მთასთან გაჩერდა. წარღვნის შემდგომდროინდელი ადამიანები ჯერ იქვე ცხოვრობდნენ, შემდეგ, როდესაც გამრავლება დაიწყეს, მოსახლეობამ მესოპოტამიაში - შუამდინარეთის ნაყოფიერ მიწაზე დაიწყო გადასვლა. მილიონი ადამიანისთვის ეს ტერიტორია საკმარისი იყო. ამ დროს უკვე ქალაქებიც არსებობდა. ზოგი მომთაბარე ცხოვრებასაც ეწეოდა. შემდგომში, როდესაც ხალხი თანდათან გამრავლდა, ადამიანებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთს დაშორებოდნენ და სხვადასხვა მხარეს წასულიყვნენ - ოჯახების, ტომების მიხედვით. ერთმანეთთან რომ კავშირი არ დაეკარგათ, გადაწყვიტეს, აღემართათ ისეთი გოდოლი-კოშკი, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა. თუკი ბაბილონის გოდოლში ღვთის სადიდებლად და ერთმანეთის სანახავად შეიკრიბებოდნენ, ეს ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ კოშკის მშენებლობის წამოწყებით ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი. ამით კაცობრიობა აუჯანყდა უფალს. ადამიანები, როგორც წარღვნამდე, ამ პერიოდშიც დაცილდნენ ღმერთს და თავად გოდოლი გახდებოდა თაყვანისცემის საგანი. ადამიანებს სურდათ ისეთი კოშკი აეგოთ, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა. იმ პერიოდში ადამიანები მეცნიერებაში არ იყვნენ გაცნობიერებულნი და ეგონათ, ხილულ ცას სასრული ჰქონდა და იმის იქეთ ღმერთს იხილავდნენ - ბაბილონის გოდოლის აგებით ადამიანებს მიწიერად სურდათ ღმერთთან მისვლა. თანაც, რადგან ძალიან გამრავლდნენ, ამიტომაც უფალმა ინება, რომ გამრავლებულ კაცობრიობას პირი არ შეეკრა ღვთის წინააღმდეგ. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, კოშკის მშენებლებს უფალმა ენები აურია. მათ ერთმანეთის აღარ ესმოდათ და იძულებულნი გახდნენ, მშენებლობა შეეწყვიტათ. ამის შემდეგ დედამიწის სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ და ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ამ დრომდეც ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ რადგან უკვე ერთმანეთს ვეღარაფერს აგებინებდნენ, აუგებელ კოშკს ეწოდა "ბაბილონი", რაც ენათა აღრევას ნიშნავს.

ადამიანთა დაშორება და სხვადასხვა მხარეს გაფანტვა უფალმა ინება იმის გამოც, რომ თუკი კაცობრიობის რამდენიმე ნაწილი განუდგებოდა უფალს და ჩავარდებოდა მწვალებლობაში, ნაწილი მაინც შეინარჩუნებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ეს მართლაც ასე მოხდა. ებერის და შემდეგ აბრაამის შთამომავლობას შემორჩა ჭეშმარიტი სარწმუნოება - ძველი სჯული, რომელიც ებრაელებმა შემოინახეს და რომელშიც მოვიდა შემდეგ მაცხოვარი.

ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ ნებისმიერი სახის მასობრივი წინააღმდეგობა, გამოსვლა ღვთის წინააღმდეგ ბაბილონის ეპითეტით იმკობა. ე.ი. სიტყვა ბაბილონი ღვთის წინააღმდეგობის ეპითეტად იქცა, იმის გამო, რომ მასობრივად სწორედ აქ აუჯანყდა კაცობრიობა ღმერთს. ძველ აღთქმაში ყოველთვის სცოდავდნენ ადამიანები, მაგრამ ერთიანად, გაერთიანებულად ღმერთს სწორედ ბაბილონში აღუდგნენ.

ნებროთის მეფობა კაცობრიობაზე
ბაბილონის გოდოლის მშენებლობის პერიოდში კაცობრიობაზე ნებროთი ბატონობდა. ნებროთი იყო ქამის შვილიშვილი, აღნაგობითა და ძალით გამორჩეული. ბიბლია გვაუწყებს, - ამისთვისაა ნათქვამი - ნებროთივით ბუმბერაზია ღვთის წინაშეო. მთელს იმდროინდელ კაცობრიობას ნებროთი განაგებდა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ნებროთი იყო მაშინდელი კაცობრიობის მეფე. მას რამდენიმე ქალაქი ჰქონდა. დედაქალაქი იყო ბაბილონი, სადაც კაცობრიობამ გოდოლის მშენებლობა წამოიწყო. ე.ი. კოშკი ნებროთის სამეფოს ცენტრში შენდებოდა და ყველაფერს ნებროთი განაგებდა. იგი დესპოტურადაც კი ავრცელებდა თავის ძალაუფლებას კაცობრიობაზე, როგორც ამას "ქართლის ცხოვრება" მოწმობს: ნებროთის დროს სემის შვილიშვილი იყო კაენანი-ებერის ებრაელთა წინაპრის ბაბუა. ხოლო იაფეტის - ქართველთა წინაპრის შვილიშვილი იყო თარში. თარშის შვილი იყო თარგამოსი. "ქართლის ცხოვრების" თანახმად, ენათა აღრევის შემდეგ თარგამოსი და მისი შთამომავლები ჩრდილოეთით წამოვიდნენ. თარგამოსს შვიდი შვილი ჰყავდა, მათ შორის ქართლოსი და ეგროსი - ქართველთა წინაპრები, თუმცა მის ხელქვეით გაცილებით მეტი ადამიანი იყო. ისევ "ქართლის ცხოვრება" მოწმობს, რომ სწორედ თარგამოსის შთამომავლები აუჯანყდნენ ნებროთს და მოკლეს იგი. ეს მოხდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტისა და ენათა აღრევიდან 70 წლის შედმეგ. ამის მერე დაედო საფუძველი კავკასიელ ხალხთა დამოუკიდებლობას. მაშინ ჩაისახა ქართული სახელმწიფოებრიობა.

უძველესი ცივილიზაციების წარმოშობა
როგორც ვთქვით, ბაბილონის გოდოლის მშენებლობა და ენათა აღრევა მოხდა წარღვნიდან ხუთასი წლის შემდეგ, ანუ სამყაროს შექმნიდან 28-ე საუკუნეში. დაახლოებით ამავე პერიოდს ემთხვევა უძველესი ცივილიზაციების წარმოშობა. XXVI-დან XXIV საუკუნემდე (ჩვ.წ.-მდე) ხდება მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავება, რაც პირდაპირ ემთხვევა თარგამოსიანების საქართველოს ტერიტორიაზე მოსვლის დროს. ამავე პერიოდში ხდება ეგვიპტური ცივილიზაციის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციების წარმოშობა - ფაქტობრივად უძველესი ცივილიზაციები თითქმის ერთდროულად წარმოიქმნა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერიოდში მოხდა ადამიანთა გაფანტვა. ეს თარიღები ბიბლიიდან ვიცით. შესაძლოა მეცნიერულად დადგენილი თარიღები ზუსტად არ ემთხვეოდეს ბიბლიურ თარიღებს, მაგრამ მათი ზუსტად დადგენა მეცნიერულად არ შეიძლება. კონკრეტულად ამ პერიოდთან მიმართებაში შესაძლოა ერთი-ორი საუკუნეც კი იყოს სხვაობა.

თუ დაუკვირდებით ეგვიპტის პირამიდების ფორმას, ეს არის ცისკენ სწრაფვა. ყველაზე მაღალი, ხეოფსის პირამიდა, 150 მეტრია. ბაბილონის გოდოლის აგება გაცილებით დიდი, გრანდიოზულად იყო წარმოდგენილი. მეგალითური მშენებლობებიც გავიხსენოთ - უზარმაზარი ლოდებით ნაგები შენობები. ამგვარი გრანდიოზული მშენებლობები უძველეს ხანაში მიმდინარეობდა და ეს ყველაფერი თითქმის ერთ პერიოდს ემთხვევა. ადამიანები რაღაც გრანდიოზულს ესწრაფვოდნენ, თითქოს სურდათ ზეცაში ასულიყვნენ.

ზეცისკენ სწრაფვა ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ. უძველეს ხანაში ეს ვლინდებოდა გრანდიოზული ნაგებობების მშენებლობით. შუა საუკუნეების ზღაპრებს თუ დავუკვირდებით - ადამიანები მფრინავი ხალიჩებით ისწრაფვიან ზეცისკენ. შემდგომ საუკუნეებში, როდესაც ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა, თანდათან ღრმად მიდიან კოსმოსში, თუმცა არა იმ რწმენით, რომ ისინი ღმერთს მიადგებიან, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო.

დაახლოებით ამავე პერიოდში, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, მამამთავარ ფალეგის დროს, მოხდა დედამიწის კონტინენტებად დაყოფა. ბიბლია გვაუწყებს, რომ ფალეგის დროს გაიყო ქვეყანა. ფალეგი იყო ებერის შვილი; ანუ დედამიწა კონტინენტებად დაიყო ნოედან მეხუთე თაობაში, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ.
ბეჭდვაელფოსტა
16.11. 2016
გიგა
საინტერესო სტატიაა. ვისურვებდი უფრო ვრცელი ვერსია დაგებეჭდათ
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat