როგორც კიდობნის მეშვეობით გადარჩა მიწიერება, ასევე, თუკი ვინმე სულიერად გადარჩება, - მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით
როგორც კიდობნის მეშვეობით გადარჩა მიწიერება, ასევე, თუკი ვინმე სულიერად გადარჩება, - მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით
როდესაც კაენისა და სეითის შთამომავლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, მათი შერევის გამო ადამიანთა შორის გამრავლდა უკეთურება და გარყვნილება. სეითის კეთილმსახური და ღვთის მადიდებელი შთამომავლებიც კაენის შთამომავალთ დაემსგავსნენ. ყველამ დაივიწყა ღმერთი. ქვეყანა ბოროტებითა და ცოდვით აივსო, რაც წარღვნის წინაპირობად იქცა. მთელ მაშინდელ ცოდვილ კაცობრიობაში ერთადერთი ღვთის მადიდებელი კაცი დარჩა - მამამთავარი ნოე, სეითის შთამომავალი. მოწყალე ღმერთს სურდა ადამის მოდგმის მოქცევა, ამიტომ ნოეს პირით განუცხადა კაცობრიობას - შეენანათ ცოდვები და მოქცეულიყვნენ. თუ არ მოექცეოდნენ, სასტიკად დაისჯებოდნენ. ეს მოხდა წარღვნამდე 120 წლით ადრე. ადამიანებმა ყურიც არ ათხოვეს ღვთის გაფრთხილებას. მაშინ ნოეს ღმერთმა უბრძანა: გაეკეთებინა გაფისული ხისგან კიდობანი (დიდი ხომალდი), რომელშიც უნდა შესულიყო თვითონ თავისი ცოლ-შვილით და რძლებით და შეეყვანა თან ცხოველები და ფრინველები - წმინდათაგან შვიდ-შვიდი წყვილი (რომლებიც მსხვერპლად შეიწირებოდა), ხოლო არაწმიდათაგან ორ-ორი.

ასი წელი აგებდა ნოე კიდობანს და ასი წელი მოუწოდებდა ადამიანებს, მობრუნებულიყვნენ ღვთისკენ, თუმცა წარღვნა მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა...

ნოემ გააკეთა კიდობანი. ღვთისგან დანიშნულ დღეს თავისი ოჯახით შევიდა მასში და შეიყვანა ცხოველები და ფრინველები, რომლებიც უფლის ნებით თვითონ მივიდნენ კიდობანთან. უფალმა დახშო კიდობნის კარები.

დაიწყო ძლიერი წვიმა. ორმოცი დღე და ღამე განუწყვეტლივ წვიმდა, მთელი დედამიწა წყალმა დაფარა. ადამიანები და ყოველი სულდგმული დაიხრჩო. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. კიდობანი წყალზე ტივტივებდა და უვნებლად დაცურავდა...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ნოეს დროს სხვა ღვთის მადიდებელი ადამიანებიც ცხოვრობდნენ, თუნდაც მამამთავარი მათუსალა. რატომ გამოარჩია უფალმა სწორედ ნოე, რათა კაცობრიობა გადაერჩინა?

- იმ დროს მათუსალა უკვე ღრმად მოხუცებული იყო, იგი წარღვნამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა კიდეც. ნოე, თუკი იმდროინდელ სიცოცხლის ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ, ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც სათავე უნდა დაედო ახალი კაცობრიობისთვის. ვიცით, რომ ნოეს, ვიდრე უფალი გამოეცხადებოდა, ოჯახი არ ჰყავდა. თავისი თავი ღვთისთვის შეეწირა, 480 წელი ღვთის დიდებაში ცხოვრობდა. როდესაც უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ მას უნდა გადაერჩინა კაცობრიობა, მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა ოჯახი და გაუჩნდა შვილები.

- უფლის ბრძანებით, ნოე ასი წლის განმავლობაში მოუწოდებდა ადამიანებს, მოქცეულიყვნენ ღვთისკენ, რათა თავიდან აეცილებინათ წარღვნა. თუმცა წარღვნის გზით კაცობრიობის განადგურება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა...

- ყველაზე დიდი მამხილებელი სწორედ კიდობანი - გორაკზე აშენებული ხომალდი გახლდათ, თუმცა ეს ხომალდი დაცინვას იწვევდა ხალხში და ნოეს შეურაცხადად თვლიდნენ. ასე ხდებოდა მთელი ასი წლის განმავლობაში. კიდობნის აგებაში ნოეს გარდა უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ნოეს ჰყავდა დაქირავებული და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ შრომობდნენ, თორემ კაცს, რომელიც გორაკზე უზარმაზარ ხომალდს აშენებდა, ისინიც დასცინოდნენ. ბოლოს, როდესაც ის მართალი აღმოჩნდა, სინანული გვიანღა იყო.

წმინდა მამები ბრძანებენ: წარღვნის დროს შესაძლოა უამრავმა ადამიანმა შეინანა. ისინი ფიზიკურად ვერ გადარჩნენ, მაგრამ ბევრი ადამიანის სული გადარჩა. მათი სულები არა უშუალოდ წარღვნის პერიოდში, არამედ მაცხოვრის მოსვლისა და გამოხსნის შემდეგ გადარჩნენ და შევიდნენ სასუფეველში.

მიზეზი წარღვნისა ის იყო, რომ კაცობრიობა თავისი გაუკუღმართებული ცხოვრების წესით უკიდურეს ზღვრამდე იყო მისული. მოხუცი მამამთავრების გარდაცვალების შემდეგ კაცობრიობაში ერთადერთი მართალი კაცი ნოე იყო, რომელსაც შეეძლო, მართალი კაცობრიობისთვის დაედო საფუძველი.

- დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობდა და როგორი ბუნებრივი პირობები იყო წარღვნამდე?

- წარღვნამდე ადამიანები დაახლოებით 1000 წელი ცოცხლობდნენ. თუ ვიგულისხმებთ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში მაინც ერთი შვილი უჩნდებოდათ, შვილიერების უნარი კი 200-300 წელი ჰქონდათ, თითოეულ ოჯახს 50-60 შვილი მაინც უნდა ჰყოლოდა. ამდენად, ძველი აღთქმის წარღვნამდელი კაცობრიობა, სულ მცირე, მილიარდი მაინც უნდა ყოფილიყო, თანაც სიკვდილიანობა იმხანად ნაკლები იყო. არა მარტო ადამიანები, წარღვნამდელ პერიოდში ცხოველებიც დიდხანს ცოცხლობდნენ, რასაც ხელს უწყობდა იმ დროს არსებული ბუნებრივი პირობები. ძველი აღთქმის პერიოდში წყლები იყო ხმელს ქვეშე და ხმელს ზევით. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მთელ დედამიწას წყლის ორთქლის ხუფი ფარავდა და თითქმის ერთნაირი ტემპერატურა იყო, არ არსებობდა სხვადასხვა ზონა, სიცივისა და სითბოს მონაცვლეობა; არ არსებობდა არც მთები; არ იყო რადიაცია, არ იყო სიცივე. ამდენად, ძველი აღთქმის პერიოდში, ცოდვით დაცემის შემდეგაც, ცხოვრების იდეალური პირობები იყო.

წარღვნისა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ უფალი ეუბნება ნოეს - ცისარტყელას დავდებ იმის ნიშნად, რომ წარღვნა აღარ მოხდებაო. ამ დრომდე ცისარტყელა არ არსებობდა. ცისარტყელა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც წვიმისა და მზის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. გამოდის, წარღვნამდე ან მზე არ ჩანდა, ან ზეციდან წვიმა არ მოდიოდა. რომ არ ეწვიმა, დედამიწა აბსოლუტურ უდაბნოდ იქცეოდა, მაგრამ პირიქით იყო - მთლიანად ღრუბელი ფარავდა, იდეალური ტენიანობა იყო და მზე არ ჩანდა.

პირველი სიახლე, რაც ადამიანებმა კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ იხილეს, მზე იყო. თუკი უძველეს რელიგიებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პირველი ღვთაებები მათში მზესთან ან მთვარესთანაა დაკავშირებული - ნოეს შთამომავალთა ნაწილმა რაც განსხვავებული იხილა, ის ჩათვალა ღმერთად. მიიჩნიეს, რომ მზემ, მთვარემ გადაარჩინა ისინი. მზე, მთვარე, ვარსკვლავები ადამიანებისთვის ხილულად წარღვნის შემდეგ იქნენ გამოჩინებული.

- წარღვნამდე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მის შემდეგ...

- იმ დროს ადამიანის ფიზიკური გენეტიკა დაუბინძურებელი იყო. როგორც ვთქვით, ადამიანთა დღეგრძელობას ხელს უწყობდა ბუნებრივი პირობებიც. წარღვნამდე სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ერთნაირი იყო. ადამმა 950 წელიწადი იცოცხლა. ადამზე მეტხანს იცოცხლა მათუსალამ. ზოგიერთი 850 წელიწადს ცოცხლობდა. წარღვნის შემდეგ სიცოცხლის წლებმა ძალიან სწრაფად იკლო. მაგალითად, სემმა 600 წელიწადი იცოცხლა - ასი წელი წარღვნამდე და ხუთასი წელი წარღვნის შემდეგ... ამის მიზეზი ის იყო, რომ გარემო პირობები თანდათან უარესობისკენ მიიდრიკა. გამრავლდა ცოდვებიც. ამ ყველაფერმა გამოიწვია სნეულებათა წარმოქმნა. ავადმყოფობები გენეტიკურად გადავიდა შთამომავლობაზე - ადამიანის გენეტიკაში ხრწნადობა კიდევ უფრო მეტად შემოვიდა და სიცოცხლის ხანგრძლივობამ იკლო.

- ნოე წარღვნამდელი პერიოდის ბოლო მამამთავარი იყო. ერთ-ერთი მამამთავარი, ენუქი, ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად. რით იყო იგი გამორჩეული? რის სანაცვლოდ დაიმსახურა ღვთის ესოდენი წყალობა?

- ღვთის წინაშე გამორჩეული მადლი პოვა ენუქმა - ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად, განრიდებულ იქნა მიწიერ ხრწნადობას. ენუქს ხორციელი სიკვდილი არ განუცდია. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, მისი სხეული ხრწნადობისგან დაცულია მეორედ მოსვლის ჟამამდე. იოანე ღვთისმეტყველი აპოკალისფში გვაუწყებს, რომ ენუქი და ელია წინასწარმეტყველი ხორციელად გამოცხადდებიან ანტიქრისტეს მეფობის ჟამს და ამხილებენ ანტიქრისტეს. მეორედ მოსვლის წინ განიცდიან ხორციელ სიკვდილს, შემდეგ აღდგებიან და უკვე აღმდგარი სხეულებით იქნებიან ატაცებული ზეცად. აქედან გამომდინარე, დღემდე მათი სხეულები ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებისაა, ოღონდ, ღვთის განგებულებით, მათში შეჩერებულია ხრწნადობა.

ენუქის შესახებ ბიბლიაში წერია: დადიოდა იგი ღმერთთან და სათნო ეყო ღმერთს. ბიბლია მხოლოდ ამ ცნობას გვაწვდის. მან თავისი თავი უფალს მიუძღვნა. წმინდა და მართალი ცხოვრებით იმდენად ახლოს იყო უფალთან, რომ ხილული თვალით გარიდებულ იქნა ამქვეყნიურ ცხოვრებას და უფალთან დაივანა.

- საინტერესოა, რა იყო ძველი აღთქმის მამამთავართა დანიშნულება...

- ძველი აღთქმის მამამთავრები საღვთო სწავლებას გადასცემდნენ თაობიდან თაობას, იყვნენ კანონმდებლები საღვთო სწავლებისა და პასუხისმგებლები, რომ საღვთო სწავლება ჭეშმარიტად გადაეცათ შთამომავლობისთვის.

- ცნობილია თუ არა დაახლოებით როდის მოხდა წარღვნა?

- წარღვნა მოხდა სამყაროს შექმნიდან დაახლოებით 23-ე საუკუნეში, ქრისტეს შობიდან 32 საუკუნით ადრე, ძველი წელთაღრიცხვით 3250 წელს.

- სად, რომელ ტერიტორიაზე ააგო ნოემ კიდობანი?

- ადამი და ევა სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ედემის ბაღის მახლობლად დასახლდნენ. ეს არის დღევანდელი პალესტინისა და ისრაელის ტერიტორია, სადაც სახლობდნენ ადამი, სეითი და მისი შთამომავლები. კაენი კი, როგორც ბიბლია გვაუწყებს, განდევნილ იქნა აღმოსავლეთით. ამრიგად, ღვთის მადიდებელი კაცობრიობა სახლობდა დღევანდელი პალესტინისა და ისრაელის ტერიტორიებზე. კიდობანიც სწორედ აქ აიგო.

- რის წინასახე იყო კიდობანი?

- კიდობანი ქრისტეს ეკლესიის წინასახე იყო. როგორც კიდობნის მეშვეობით გადარჩა მიწიერება - არა მხოლოდ ადამიანები, ყველაფერი ცოცხალი დედამიწაზე, - ასევე, თუკი ვინმე სულიერად გადარჩება, - მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით, ეკლესიის წიაღში ყოფნით.
ბეჭდვაელფოსტა
23.03. 2019
??
მართლა უცნაურია რომ მზე არ ენახათ წარღვნამდე.პირველად მესმის..საინტერესოა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat