"ადამ, სადა ხარ?"
"ადამ, სადა ხარ?"
როგორც ვიცით, დაცემულმა ანგელოზმა ვერ აიტანა ღმერთსა და ადამიანს შორის ჰარმონია, პირველ ადამიანთა ნეტარი ყოფა სამოთხეში და მათი ცდუნება განიზრახა: ჯერ ევას ეჩვენა გველის სახით და უთხრა: "მართლა აგიკრძალათ ღმერთმა ბაღში მდგარი ყველა ხის ნაყოფის ჭამა?" ევამ მიუგო: "ჩვენ შეგვიძლია ერთის გარდა ყველა ხის ნაყოფი ვჭამოთ, აკრძალული გვაქვს ჭამა ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, და თუ შევჭამთ, დავიხოცებითო". "არა, არ დაიხოცებით, არამედ იქნებით ვითარცა ღმერთი - კეთილისა და ბოროტის მცოდნენი", - ეუბნება ბოროტი სული. ეშმაკმა მოახერხა ევას მოტყუება და ცდუნება - მან მოწყვიტა აკრძალული ხის ნაყოფი და იხმია. შემდეგ მეორე ნაყოფიც მოწყვიტა, მიუტანა ადამს და მანაც ჭამა. პირველი ადამიანები ღვთის მცნებას გადავიდნენ და სცოდეს. როგორც ვიცით, ამ ცოდვას ადამის ანუ პირველქმნილი ცოდვა ეწოდა.

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- აკრძალული ხის ნაყოფი პირველად ევამ იხმია, პირველად მან დაარღვია მცნება და სცოდა. საინტერესოა, რატომ იწოდება პირველქმნილი ცოდვა ადამის ცოდვად...

- როგორც ვიცით, პირველ ადამიანებს ერთადერთი მცნება ჰქონდათ - არ ეხმიათ სამოთხის შუაგულში მდგარი კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფი, მაგრამ ეს მცნება ევამ ღვთისგან კი არა, ადამისგან, ადამმა კი უშუალოდ უფლისგან მიიღო. ამიტომაც მოძებნა ეშმაკმა ევა, განსაზღვრა, რომ მას უფრო ადვილად აცდუნებდა, ვიდრე ადამს. მცნების დარღვევით ევამ ქმრის ურჩობა გამოიჩინა, ქმრის სიტყვას გადავიდა, რამაც ორივეს დააკარგვინა სამოთხე. რადგან შემდეგ ადამიც დაჰყვა ცოლის ნებას, მანაც იხმია აკრძალული ნაყოფი, გადავიდა ღვთის მცნებას და სცოდა, ამიტომაც ეწოდა პირველქმნილ ცოდვას ადამის ცოდვა.

- რა ხდება ცოდვით დაცემის შემდეგ?

- ცოდვით დაცემის შემდეგ პირველ ადამიანებში ხრწნილება შევიდა და ისეთი რამ გაიგეს, რაც ჯერ არ უნდა გაეგოთ. სწორედ ამის შემდეგ დადის უფალი ედემის ბაღში და ეძებს ადამსა და ევას, მაგრამ ისინი ემალებიან შემოქმედს. ნახეთ, როგორ შეიცვალა მათი გონებრივი მდგომარეობა - უკვე იმას ფიქრობენ, რომ ღმერთი ერთ კონკრეტულ ადგილას არის.

გონება ადამისა, რომელმაც შეიცნო ღვთის ყველა ქმნილების არსი, ჩასწვდა ღვთისგან შექმნილი ქმნილებების არსს, ცოდვით დაცემის შემდეგ შეზღუდული ხდება. ხე, რომლის ნაყოფიც ადამმა იხმია, თითქოსდა იყო ხე ცნობადისა, მაგრამ მან ამ შეცნობით გაიგო ბოროტების არსებობა, თორემ სიკეთე, საღვთო ქმნილებები და საღვთო ჭეშმარიტება გაცილებით უკეთ შეეცნო მის გონებას, ვიდრე ცნობადის ხის ნაყოფის მიღების შემდეგ. ამის შემდეგ ადამიანის გონებამ მატერიალურად დაიწყო აზროვნება - თუკი აქამდე განსულიერებული იყო და სულიერს ჭვრეტდა, ახლა უკვე გადაერთო მიწიერზე, მატერიალურზე, რადგან მატერიალურად შეზღუდული იყო ყველაფერი - ცხოველები, მცენარეები ერთ კონკრეტულ ადგილას იყვნენ, თავადაც ერთ კონკრეტულ ადგილას იმყოფებოდა, და ფიქრობდა, რომ არც ღმერთი სუფევდა ყველგან. აი, ამდენად დაეცა ადამიანის გონებრივი შემეცნება.

- "ადამ სადა ხარ?" - მიმართავს ადამს უფალი...

- ცხადია, უფალმა კარგად უწყოდა ფიზიკურად სად იმყოფებოდა ადამი, მაგრამ ამას იმისთვის ეკითხებოდა, რომ დაფიქრებულიყო, სინანული გასჩენოდა და პატიება ეთხოვა, რათა ამ გზით დაბრუნებოდა პირვანდელ მდგომარეობას და ღირსი გამხდარიყო ედემის ბაღში დარჩენისა, თუმცა, სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა...

- "აქა ვარ, უფალო, შემეშინდა, დავიმალე" - რატომ იმალება ადამი? რა გამოხატა ამ პასუხით?

- აკრძალული ხის ნაყოფის ხმევის შემდეგ ადამმა თავი ღვთისგან დაშორებულად იგრძნო. ღმერთს კი არ მიუტოვებია, რადგან უფალი ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს, ადამი მიხვდა, რომ შესცოდა, დანაშაული ჩაიდინა, ის მცნება დაარღვია, რომელიც უფალმა მისცა. გაახსენდა პირობა - თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამ, მოკვდებიო. მცნების დამრღვევს შეეშინდა - ფიქრობდა, მოვა ღმერთი და მომკლავსო. ღმერთს რომ არ მოეკლა, დაიმალა. მისი გონება კიდევ უფრო გამატერიალურდა. ადამი გრძნობდა, რომ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ სინანული არ ჰქონდა.

- რა შეეძლო გაეკეთებინა ადამს?

- ევამ სცოდა - მიიღო აკრძალული ხის ნაყოფი. მივიდა ადამთან და მასაც შესთავაზა. ადამს თვითონაც კი არ უნდა ეხმია აკრძალული ნაყოფი, არამედ ევასთვის მოეწოდებინა, მოენანიებინა, შემდეგ უფლისთვის პატიება ეთხოვა, რომ ვერ მოუარა დედაკაცს, რომელიც მან მისცა, ვერ დააცვევინა მცნება. მაგრამ ადამმა თვითონაც დაარღვია მცნება - საკუთარი სურვილით მიიღო აკრძალული ნაყოფი. უფლის ნათქვამს ცოლისა ამჯობინა. უფლის წინაშეც ყველაფერი ევას გადააბრალა...

KARIBCHE


შემდეგაც, როცა ევას სთხოვს პასუხს უფალი, იგივე მეორდება - ევა ცდილობს, ყველაფერი გველს გადააბრალოს...

ადამი და ევა აკრძალული ხის ნაყოფის ხმევის გამო კი არ გამოიდევნენ სამოთხიდან, არამედ იმიტომ, რომ დანაშაული, ცოდვა არ აღიარეს და შენდობა არ ითხოვეს. სინანული რომ ეგრძნოთ და პატიება ეთხოვათ, კვლავ დარჩებოდნენ ედემის ბაღში და უფალი განსამტკიცებლად სხვა სწავლებას მისცემდა მათ. ექნებოდათ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარიც, მაგრამ შემოქმედი მათ უკვე განამტკიცებდა მასში.

- საინტერესოა ისიც, რატომ შეარჩია დაცემულმა ანგელოზმა სწორედ გველი, რათა მასში შესულიყო და მისი მეშვეობით ეცადა ადამიანის ცდუნება...

- როგორც ბიბლია გვაუწყებს, გველი ცხოველთა შორის ყველაზე გონიერი გახლდათ. როგორც ჩანს, ამ გონიერებით ყველაზე ახლოს იყო ადამიანთან, ამიტომაც ეშმაკმაც სწორედ გველი გამოიყვანა თავისი განზრახვის შესასრულებლად.

- რა იყო პირველი ადამიანების უსინანულობისა და ცოდვაში ჩავარდნის მიზეზი?

- უსინანულობა თავად ადამიანის ბრალია. ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, ცოდვის შეცნობის შემდეგ ინანებს თუ არა. ის, რომ მან აკრძალული ნაყოფი იხმია, ცხადია, ურჩობა და ამპარტავნებაც იყო. ეშმაკმა გველის პირით უთხრა - თუ კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფს გასინჯავთ, იქნებით ვითარცა ღმერთიო. ამის გამო იხმიეს აკრძალული ხილი. დაცემულმა ანგელოზმა ის უთხრა, რაც თვითონ სურდა - გამხდარიყო ღმერთი. მათაც ამპარტავნების გამო ჭამეს აკრძალული ნაყოფი, ამპარტავნების გამო ჩაცვივდნენ ურჩობაში. ამდენად, პირველი ცოდვა ადამიანებშიც, ისევე როგორც ანგელოზებში, ამპარტავნება იყო. ჯერ ამპარტავნებით დაეცნენ, შემდეგ - ურჩობით, რასაც უსინანულობა და ცოდვის სხვაზე გადაბრალება მოჰყვა.

- როგორ აისახა პირველქმნილი ცოდვა სამყაროზე?

- პირველმშობელთა შეცოდების შედეგად უფლის წყევა და სასჯელი მოიწია გველზე, ევასა და ადამზე. ცხადია, გველის ბრალი არაფერი იყო, მაგრამ უფალი პირველ რიგში მას მიმართავს: ამიერიდან მუცელზე ხოხავდე და მიწას ჭამდე. მტრობას ჩამოვაგდებ ადამიანის ნაშობსა და შენ შორის. ის თავს გიჩეჩქვავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდეო. მაგრამ ამ სიტყვებით შემოქმედი მიმართავს არა გველს, არამედ ეშმაკს. ეს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ მოვიდოდა დედაკაცისგან, ადამიანისგან ნაშობი - მაცხოვარი, რომელიც თავს გაუჩეჩქვავდა არა მატერიალურ გველს - ცხოველს, არამედ საუკუნო გველს - ეშმაკს, დაამარცხებდა მის ბატონობას ადამიანებზე. პირველად სწორედ გველის წყევაში გამოამჟღავნა უფალმა კაცობრიობისადმი მიცემული აღთქმა მხსნელის მოვლინების შესახებ.

როგორც ვთქვით, უფალი ამ სიტყვებით ეშმაკს მიმართავს, მაგრამ ადამიანის თვალისთვისაც რომ სახილველი ყოფილიყო და არ დავიწყებოდათ ცოდვით დაცემა, ღმერთმა გველიც შეცვალა, მასაც მოუვლინა სასჯელი.

უფალი ევას მიმართავს: რადგან დაუჯერე გველს, მთელი ცხოვრება ქმარს უჯერებდე და მის მორჩილებაში იყო. ამიერიდან ტკივილით შობდე შვილებსო... რადგან ცოდვის საბაბად იქცა, ევას ქმრის მორჩილება მიესაჯა. სასჯელად მიეცა შვილების ტკივილით შობაც. ევას სასჯელი ყველა დედაკაცზე გავრცელდა.

უფლის წყევამ და მსჯავრმა ადამზეც მოაწია: "ოფლითა პირისა შენისაითა სჭამდე პურსა შენსა, ვიდრე მიქცევამდე შენდა მიწად, რომლისგან იქმენ" (დაბ. 3,9). ამის შემდეგ მიწამ აღმოაცენა ეკალნი და კუროსთავნი. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ახალი მცენარეები გაჩნდა; შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი მართლაც მოგვიანებით აღმოცენდა, მაგრამ აქ იგულისხმება, რომ ცოდვის შემდეგ მცენარეებმა თვისებები შეიცვალეს - რომლებიც დღეს შხამიანია და ვნებს ადამიანს, ეს თვისება პირველქმნილი ცოდვის შემდეგ შეიძინეს. ასევე მოხდა ცხოველებშიც - ისინი მტაცებლები ადამის დაცემის შემდეგ გახდნენ. მანამდე კი ყველაფერი თვინიერი, სათნო იყო, დედამიწაზე სრული ჰარმონია სუფევდა. ადამის ცოდვის გამო მისთვის შექმნილი ხილული სამყაროც დაისაჯა - როგორც ადამში, მასშიც დაირღვა ჰარმონია.

"ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენა" - ამ სიტყვების განმარტებისას წმინდა მამები ბრძანებენ: აბა, დავუკვირდეთ - როდესაც ნაშრომნი მივუსხდებით სუფრას, რა გემრიელია საზრდელი! ღვთის წყევლა თუ ასე საამოა, როგორიღა იქნება მისი კურთხევაო. თუკი ისე მოვიქცევით, რომ ღვთის კურთხევა დავიმსახუროთ, რაოდენ აღმატებული, ნეტარების მომგვრელი იქნება იგი მატერიალურადაც. ვინც მუქთად, უშრომლად ჭამს ლუკმას, ღვთის წყევლის გარეშეც კია დარჩენილი. წარმოიდგინეთ, რა საშინელ მდგომარეობაშია ასეთი კაცი!

ვიცით, რომ დაცემის შემდეგ ადამი და ყველა ადამიანი სიკვდილსა და ხრწნილებას დაემორჩილა. ადამიანის სხეული დაცემამდეც მატერიალური იყო, მაგრამ ის მატერია არ განიცდიდა ხრწნილებას, ისევე, როგორც მთელი სამყარო. სამყაროზე თითოეული ადამიანის ცოდვა აისახება და უფრო და უფრო ხრწნადს ხდის მას. რაც მეტად სცოდავს კაცობრიობა, სამყაროც მით უფრო ხრწნადი ხდება.

დიდი მარხვის დაწყების წინ, შენდობის კვირას, მწუხრზე შენდობას ვთხოვთ ერთმანეთს. ამ დღეს შენდობა უნდა ვითხოვოთ ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს - მათ წინაშე რაღა შევცოდეო? მთელ სამყაროს უნდა ვთხოვოთ შენდობა იმის გამო, რომ ჩვენი ყოველი ცოდვა აისახება მასზე, მერე კი თითოეულ ადამიანზე გადანაწილდება და ამით სრულიად უცნობებსაც ვვნებთ. ამიტომ უნდა გვქონდეს სინანული, რომ სამყარო ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვებისგან განთავისუფლდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat