ადამი
ადამი
ეგრეთცა წერილ არს: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკუანასკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად"
(1 კორ. 15:45).

და ჭამა ადამ ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა
სული, რომელიც მიემხრობა, შეიცნობს და დაემორჩილება ბოროტს, არ შეიძლება სამოთხეში მკვიდრობდეს. სამოთხე მუდმივია, ბოროტება კი ხრწნადი და დროებითი, საწყისშივე ზიანის მომტანი, არასრულფასოვნებაა, ნაკლოვანებაა. როდესაც სისრულე, ჰარმონია, სიყვარული, თავმდაბლობა და უფლის ერთგულება ჩნდება, ბოროტი თავის ძალას კარგავს და მაშინვე ისპობა. ნათქვამია: "...ვითარცა ცუილი რაი დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყუარს ღმერთი და გამოისახვენ პირ-ჯუარსა".

სამოთხეში ღვთაებრივი სიყვარულის დაკარგვის წუთიდან ადამი და მისი შთამომავლობა სულიერი სიმშვიდის აღდგენას მიელტვიან. ადამიანს იმ სამკვიდრებელში დაბრუნება სურს, საიდანაც საკუთარი არსი გამოდევნა.

უფალი მარადიულია. ადამიანი ღვთის ხატია, ამიტომ ძალუძს იყოს უფლის მსგავსად უხრწნელი და უკვდავი. უფალი ერთი ბუნება და სამი იპოსტასია, ანუ ღმერთია და იმავდროულად სამების სამი პირია (მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა); უფლის მსგავსად, ღვთის ხატი - ადამიანიც ერთარსია და ეს ერთარსობა იმდენ იპოსტასში ვლინდება, რამდენი ადამიანიც გაჩენილა და კვლავაც გაჩნდება.

ღმერთისა და ადამიანის, უქმნელისა და ქმნილის ბუნებას შორის უსასრულოდ დიდი ზღვარია, მაგრამ სწორედ ამ წინააღმდეგობის გადასალახავად განკაცდა იესო ქრისტე. და რადგან ადამის მოდგმის გადასარჩენად მოავლინა მამა ღმერთმა ძე ღმერთი, ქრისტეს განკაცების შემდეგ, ღვთის მადლით, ყოველ ადამიანს შეუძლია განახორციელოს საკუთარი პიროვნება და "სასყიდელი დიდი მოიპოვოს ცათა შინა".

მაგრამ ვერც ერთი ადამიანი ვერ შევა ცათა სასუფეველში მანამ, სანამ ბოროტისაგან სრულად არ განთავისუფლდება და ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ ეზიარება, რადგან დაცემის შემდეგ: "განავლინა იგი (ადამი) უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა" (დაბად. 3:23) და "...დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა" (დაბ. 3:24).

სამოთხის გარეთ დარჩენილ ადამს უფალმა უბრძანა: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ" (დაბად. 3:19). ასეთი მკაცრი განაჩენი უფლის გაღიზიანებით არ არის გამოწვეული; დაცემული ადამიანისთვის ეს არის უფალთან დაბრუნების ერთადერთი საშუალება და პირდაპირი გზა.

ცოდვით დაცემამდე ადამიანი უზრუნველყოფილი იყო უფლის მიერ ნაბოძები სულიერი და ფიზიკური საზრდოთი. ეს ისევე ბუნებრივია, როგორც დღევანდელ პირობებში ჰაერით, წვიმითა და მზით სარგებლობა. ვინაიდან ადამი თავის თავს უფლის ხატად და მსგავსად აღიქვამდა, მისი თვითშემეცნებაც პირდაპირ უფალთან იყო დაკავშირებული. ადამის ამგვარი მდგომარეობით ისარგებლა ბოროტმა - მისი ეშმაკობით, უფლის გაფრთხილება ადამს წამიერად დაავიწყდა და იგი მცდარ, თვითგაღმერთების გზას დაადგა. ადამს მოეჩვენა, რომ შეუძლია ღმერთს მიემსგავსოს, იცხოვროს უფლის დახმარების გარეშე, თვითონ უზრუნველყოს საკუთარი როგორც ფიზიკური, ისე სულიერი არსებობა.

უსაზღვრო და შეუქცევადია ღმერთის სიყვარული ადამიანისადმი. უფალი დროისა და სივრცის მიუხედავად ყოველ ცალკეულ პიროვნებას ასე მიმართავს: "ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ" (ეს. 43:5). კაცთა მოდგმა ადამის ერთარსია, მაგრამ ღმერთისთვის ყოველი ცალკეული ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, ინტელექტუალური, მატერიალური თუ ფიზიკური მდგომარეობისა, მაინც ინდივიდია და კონკრეტული იპოსტასია. თავის მხრივ, ყოველი ადამიანი საკუთარი ნებით თვითონ წყვეტს, სურს თუ არა გამოეხმაუროს უფლის მოწოდებას.

ღმერთმა ადამიანი ასე აკურთხა: "აღორძინდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაი და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღვისათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა" (დაბად. 1:28).

უფლის მითითებითა და თავისი შეხედულების შესაბამისად, ადამი არყოფნიდან ყოფაში შემოყვანილ მიწიერ არსებათა არსს ჩასწვდა, შეაფასა და ყოველ მათგანს შესაფერისი სახელი შეურჩია. ადამისთვის ასეთი რთული საქმის შესრულება იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანა და ყოველი მისი ბინადარი უფალმა ადამიანისთვის შექმნა: "და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მხეცი ველისაი, ყოველი მფრინველი ცისაი და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშვინვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი" (დაბად. 2:19).

თუ არა ღვთის მიერ კურთხეულ წინამძღოლს, რომელ მიწიერ არსებას ძალუძს ასეთი ნიჭის გამოვლინება? ეს არც მმართველის და არც ზედამხედველის დალოცვაა; ეს არის თავკაცისა და წინამძღვრის კურთხევა, რომელიც, როგორც მელქიზედეკი - "მღდელი ღმრთისა მაღლისა" (დაბად. 14:18), - მთელ ქვეყნიერებას ცათა სასუფევლისკენ უნდა მიუძღოდეს. ადამიანს ამ ამოცანის განხორციელების უნარი დასაბამითვე ჰქონდა.

გავიხსენოთ სამოთხიდან უკვე განდევნილი ადამის შთამომავლობის ამბავი: როდესაც აღივსო ქუეყანა უსამართლოებით "და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ხორციელმან გზაი თვისი ქუეყანასა ზედა" (დაბად. 6:12), ღმერთსა მხოლოდ "სათნო ეყო ნოე" (დაბად. 6:9). უფალმა მოიხმო იგი. ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ეს იყო შემწეობისთვის ღმერთის მიერ კაცის პირველად მოხმობა.

ეჭვს არ იწვევს, უფალს შეეძლო ანგელოზის ხელით განეხორციელებინა ყველაფერი, რაც ნოეს დაავალა, ანდა მხოლოდ თავისი სურვილის გამოხატვით მთლიანად ან ნაწილობრივ გაენადგურებინა, ან გადაერჩინა, ან შეეცვალა ქვეყანა, მაგრამ ღვთის ნებით: "ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად. და ყოველნი მხეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი" (დაბად. 7:13-14).

ამიერიდან ადამიანი კვლავ შეუდგა საქმეს, რაც პირველ რიგში საკუთარი თავის სრულყოფას, შემდეგ კი ქვეყნიერების უფლისკენ გაძღოლას ნიშნავს, თუმცა ეს სიკეთით აღსავსე ქმედობა დღევანდელი ურწმუნო კაცისთვის თითქმის შეუმჩნეველია; ისევე როგორც ნოეს დროს, ადამიანის უშუალო მონაწილეობით ყოველგვარი ბოროტი, უწმინდური და უსამართლო დღესაც იხრწნება, ქრება და აღიგვება პირისაგან მიწისა. ყველა ღვთისმორწმუნე, ერთი კაცი თუ მთელი ერი, ვინც ერთი შეხედვით უძლურად ან სუსტად მოჩანს, ამას გრძნობს და დიდი სიძნელეების მიუხედავად ღმერთისკენ მიემართება; მეორედ მოსვლის ჟამს კი, როგორც უფალმა "აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა" (დაბად. 7:17), ისე ამაღლდება ცათა სასუფეველში ყოველი კაცი თუ ერი, რომელიც სძლევს ცდუნებას ხისაგან ცნობადისა.

ძე კაცისა, რომელიც უფალმა სცნო
"უფალო, რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისა, რამეთუ შეჰრაცხე იგი?" - ასეთი კითხვაა დასმული 143-ე ფსალმუნში და ამ კითხვაზე სრული პასუხის გაცემა დღემდე საშურ საქმედ ითვლება.

მხოლოდ ადამიანის შექმნის დროს ბრძანა უფალმა: "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბად. 1:26). უფალმა შექმნა ადამიანი, რომელიც სხეულსაც ფლობს და სულსაც, ერთდროულად მოკვდავიც არის და უკვდავიც, ხილულიც და უხილავიც. კირილე ალექსანდრიელი ნესტორთან ქრისტოლოგიური საკითხების შესახებ კამათის დროს ადამიანის ამ უნიკალურ თავისებურებებს ქრისტეს ორბუნებრიობას ადარებდა. მისი მტკიცებით, როგორც მაცხოვარია ღმერთიც და კაციც, ისე ადამიანის იპოსტასშია გაერთიანებული მისი სულიცა და სხეულიც.

ამასთან, ადამიანს აქვს კიდევ ერთი უნიკალური თავისებურება - ხილულ სამყაროში ის ერთადერთია, ვინც თვითონ წყვეტს თავის ბედს და ქმნის თავის სულიერ მომავალს. თუ, მაგალითად, ცხოველის ბედი მისი დაბადებიდანვე განსაზღვრულია, განუსაზღვრელია ადამიანის მომავალი. თავისი ცხოვრებით პიროვნება ან ცათა სასუფეველში მაღლდება, ან მისი ცოდვილი ყოფა ბნელ-უკუნეთით სრულდება.

ადამიანის სამშვინველი, ცხოველისგან განსხვავებით, სხეულის სიკვდილის შემდეგაც არ წყვეტს არსებობას. ამიტომ, როგორი მარტივი, დაცემული ან თუნდაც ამპარტავანიც არ უნდა იყოს ადამიანი, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც შეიგრძნობს საკუთარი არსის უკვდავებას. წამიერად მაინც დაეუფლება თავისუფალი ნების შეგრძნების შედეგად წარმოქმნილი აღტაცება და შეაშფოთებს განვლილ წლებში არჩეული ცხოვრების გზის სისწორის შიში.

ადამიანის თვითშემეცნებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი მისი გამრავლების პროცესს უკავშირდება. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მიიჩნევს, ცოდვით დაცემა რომ არა, ადამიანი სულიერი გზით გამრავლდებოდა. იგი არ აზუსტებს, როგორ უნდა განხორციელებულიყო ამგვარი გამრავლება, მაგრამ მაინც ნათელი ხდება, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს სულ სხვაგვარად აღიქვამდა.

სქესობრივი განსხვავების დანახვა ადამიანის თვითშემეცნების პროცესში ახლებურად ხედვის დასაწყისია. ცოდვით დაცემამ ადამიანები ერთმანეთისაგან განაშორა, მათ "განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს" - და დაიკარგა მათი ერთარსობა. მაგრამ მას შემდეგ, რაც "იცნა ევაი ცოლი თვისი", ადამმა საკუთარ ცოლს "ცხორებაი" ანუ "ევა" უწოდა. ევა ცხოვრებად კი მხოლოდ ადამთან ერთობაში აღიქმება: "და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი". შესაბამისად, მამაკაცი გახდა ქმარი, დედაკაცი - ცოლი.

"იმისათვის, რათა ცხოვრებაში ახალ ურთიერთობებს მიეცეს გზა, ადამიანი მშობლებთან ბუნებრივ კავშირს წყვეტს. მამაკაცი და დედაკაცი ერთმანეთს ნებაყოფლობით ირჩევენ, თავიდანვე მათ შეუღლებაში მთავარი ფაქტორი სიყვარული და ერთგული თანაცხოვრება ხდება. ამ გადაწყვეტილებას ორი ადამიანი არა მხოლოდ ზნეობრივ და სულიერ სიახლოვემდე, არამედ ინდივიდუალობის შენარჩუნებით ურთიერთშერწყმამდე მიჰყავს. ამგვარად, ქმნილ სამყაროში თავის ადგილს თანაცხოვრების უქმნელი სამყაროსთვის დამახასიათებელი ტრინიტარული მოდელი იმკვიდრებს", ანუ წმინდა სამების გამოძახილს როგორც ცალ-ცალკე ადამსა და ევაში, ისე მათი სიყვარულით აღორძინებულ განუყოფლობაში ვხედავთ.

ეს ნებაყოფლობითი მტკიცე ერთობა ადამიანის მოდგმის კვლავ გამთლიანების საწყისი გახდა. დაწერილია: "და შენ შექმენ კაცი ადამ და მიეც მას შემწედ ცოლი, მსგავსი მისი, და ორთა მათგან იქმნა ნათესავი კაცთა" (ტობ. 8:8). და კიდევ: "და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკვიდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა" (საქმ. 17:26).

ამ ურყევ ჭეშმარიტებაზეა აგებული ადამიანის ერთარსობა, ცოდვიანობა და მაცხოვარის მიერ მთელი კაცობრიობის ცოდვისაგან გამოსყიდვა: "ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათვის ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა" (რომ. 5:18).

სხეული
"საკვირველი და დიდი სიწმინდის მომასწავებელი ამბავი გამანდეს, - ბრძანებს ღირსი იოანე სინელი, - ერთმა საოცრად პირმშვენიერი დედაკაცი იხილა. მან ამ მიზეზით ღმერთი ადიდა და ღვთის განუზომელი დიდებულების გამო ცრემლი დაღვარა. მართლაც, საოცარი სანახაობაა! ის, რაც ერთისთვის დასანთქმელი უფსკრული იქნებოდა, ამ ზეაღმატებულისთვის დიდების გვირგვინის მომნიჭებელი გახდა. თუ ასეთ ადამიანს მსგავს შემთხვევაში ყოველთვის ასეთივე გრძნობა და ღვაწლი აქვს, ის უკვე აღდგომილი და უხრწნელია საყოველთაო აღდგომამდე" (კიბე ანუ კლემაქსი, სიტყვა 15:78).

იოანე სინელი ღვთის ხატს არა მხოლოდ ადამიანის სულში, არამედ მის სხეულშიც ხედავს და მიაჩნია, რომ ღვთის განდიდებისთვის სრულიად საკმარისია ადამიანის სხეულის სრულყოფილების აღქმა.

ანტიკურ ფილოსოფიაში ადამიანის ფასეულება ყოველთვის მის სულთან კავშირში განიხილებოდა. ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სულის გადარჩენას გულისხმობდა, სხეული კი ბოროტის საწყისად და სულის საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალად მიიჩნეოდა.

წმინდა იუსტინე ფილოსოფოსმა წარმართებთან კამათში ასეთი კითხვა დასვა: "თუ სხეული უსარგებლო რამ არის, რატომ განკურნა იგი იესო ქრისტემ?" ეკლესიის მტკიცებით, ადამიანი თავისთავად არც მხოლოდ სულია და არც სხეული. ეკლესია ადამიანს სულისა და სხეულის ერთობლიობად განიხილავს.

მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის, ქრისტოს იანარასის აზრით, ადამიანის იპოსტასში სრული ადამიანური ბუნება იგულისხმება. ეს სრულყოფილება მრავალგვარ გარეგნულ ენერგიებად ვლინდება. ისინი პირობითად ფსიქიკურ და სომატურ ჯგუფებად შეიძლება დაიყოს: ფსიქიკური ენერგიების ერთობლიობას სულს ვუწოდებთ, ხოლო სომატურისას - სხეულს. ამ ორი ჯგუფის მთლიანობა კი ადამიანია. როგორც დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი აღნიშნავს, ამ ანთროპოლოგიურ მოდელში სრულად აისახება წმინდა წერილის, უკიდურეს შემთხვევაში - ძველი აღთქმის, განწყობა, მაგრამ წმინდა მამათა წერილებსა და გამონათქვამებში ასეთი პოზიციის მტკიცებულების მოძიება საკმაოდ რთულია.

წმინდა გრიგოლ პალამა ადამიანს ანგელოზებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს, რადგან შემოქმედებითი უნარი, რომელიც ადამიანს აქვს, მისი სხეულებრივი ბუნების გამოვლინებაა. ის თვლის, რომ ღვთაებრივ ქმნილებათა შორის ეს გამორჩეული თავისებურება მხოლოდ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, როგორც გრძნობად, ისე ინტელიგიბელურ (ზეგრძნობად, ზებუნებრივ) ცხოვრებაში მონაწილეობით გაამდიდროს საკუთარი გამოცდილება, ამავე დროს, ერთმანეთს დაუკავშიროს და გაამთლიანოს ხილული და უხილავი სამყარო. ანგელოზებს, როგორც უსხეულო სულებს, ასეთი გამორჩეული შესაძლებლობა არ აქვთ. პავლე ფლორენსკის სიტყვებით კი: "ადამიანი თავისი არსით ისე მჭიდროდაა დაკავშირებული სამყაროს სხეულთან, რომ მისი და სამყაროში არსებული ყოველი ქმნილების ბედი ფაქტობრივად განუყოფელია".

სული
წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის: "სული არის არსება ცოცხალი, მარტივი, უსხეულო, თავისი ბუნებით სხეულებრივ თვალთაგან უხილავი, უკვდავი, მოაზროვნე და გონისმიერი, უაღნაგობო, ორგანული სხეულით მოსარგებლე და მისთვის სიცოცხლის, ზრდის, გრძნობისა და შობადობის მიმნიჭებელი, გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა, რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონებაც თვითუფლებრივი, მნებებელი და მოქმედი, ცვალებადი ანუ ნებსითცვალებადი, როგორც, აგრეთვე, ქმნილი, რომელსაც მისი შემოქმედის მადლისგან ბუნებით აქვს შეთვისებული ყოველივე ეს, რადგან მადლისგანვე მიუღია მას არსებობაც და ბუნებით ამგვარად არსებობაც" ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავი ოცდამეექვსე).

ადამიანის იპოსტასი რთული ფენომენია, მასში რამდენიმე სუბსტანციაა გაერთიანებული. ღვთისმეტყველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანის არსი შედგება სულისა და სხეულისაგან, მათთვის სამშვინველსა და სულს შორის მკვეთრი ზღვარი არ იკვეთება.

მეორენი იშველიებენ მოციქულ პავლეს სიტყვებს: "სული თქუენი, სამშვინელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ" (1 თეს. 5:23) და მიიჩნევენ, რომ სული ფუნქციურად განსხვავდება სამშვინველისაგან. ამდენად, ადამიანი შედგება სამშვინველისგან, სულისა და სხეულისგან.

წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი თავისი წერილის "აღდგომის შესახებ" მე-10 თავში გვასწავლის: "სხეული არის სახლი სამშვინველისა, ხოლო სამშვინველი - სულისა და ეს სამეული იმათში მკვიდრობს, ვისი ცხოვრებაც უფლის იმედსა და რწმენაზეა აგებული".

"სულის, სამშვინველისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულება მამათა შემოქმედებაში ასე ყალიბდება: სული უფლით უნდა საზრდოობდეს, სამშვინველი - სულით, ხოლო სხეული - სამშვინველით. ამგვარი იყო კაცის საწყისი ბუნება. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ღმერთი უარყო, იმის მაგივრად, რომ სამშვინველი სულით იკვებებოდეს, ის ცდილობს, თვითონ ასაზრდოოს სული და ამ საზრდოს ჩვენ სულიერ ფასეულობებს ვუწოდებთ; სამშვინველი თავისი ნებით სხეულის დახმარებით იკვებება, ეს კი ვნებებით კვებაა. ვნებების ტყვეობაში მოქცეული სხეული სამშვინველის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას უსულო მატერიაში ეძებს. ამ ძიებაში სხეული თვითლიკვიდაციისკენ მიექანება. ამგვარად, ადამიანური ბუნება საბოლოოდ ნადგურდება".

როგორც აღინიშნა, სამშვინველსა და სულს შორის წმინდა მამები ფუნქციურ სხვაობას ხედავენ. ამავე დროს, სულში ისინი ან უფლის მიერ შთაბერილ სულს, ან უფლის მადლით განწმენდილი სამშვინველის ნაწილს, სამშვინველის განსხვავებულ მდგომარეობას გულისხმობენ. როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი აღნიშნავს: "სამშვინველი და სული - ერთი და იგივე არსის სხვადასხვა მდგომარეობის დასახელებაა". სხვაგვარად, სული უფლის მადლით გაკეთილშობილებული სამშვინველია.

მოციქული პავლე მშვინვიერი (ინტელექტუალური და გონებრივი) ძალების ქმედებას სხეულებრივთან კავშირში აღიქვამს. ამ თვალსაზრისით სულიერსა და მშვინვიერს ერთმანეთს უპირისპირებს: "ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისაისა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ" (1 კორინ. 2:14). მაგრამ აქვე ნათლად ვლინდება, რომ წმინდა პავლე ამ განსხვავებაში ზნეობრივ და არა ონტოლოგიურ სხვაობას გულისხმობს: "რამეთუ ცხოველ არს სიტყუაი ღმრთისაი და ძლიერ და უმკუეთლეს უფროვის ყოვლისა მახვილისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშვინველისა და სულისა, ნაწევართა და ტუინთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა" (ებრ. 4:12). ამ სიტყვებიდან ირკვევა, რომ ადამიანს ძალუძს მისი გულიდან წამოსული ნება ერთ შემთხვევაში სულიერებას ანუ უფალს დაუმორჩილოს, ხოლო მეორე შემთხვევაში - მშვინვიერებას ანუ ნივთიერ ბუნებაზე გავლენის მქონე ძალებს დაუკავშიროს. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამშვინველი ნივთიერ სუბსტანციას არ წარმოადგენს.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი სამშვინველის სულიერების შესახებ გვასწავლის: "თუკი გამრავლება და ხრწნა სხეულისთვის ბუნებრივია, სამშვინველს სხეულად ვერ ჩავთვლით, რადგან ყოველივე აღნიშნული მას არ ახასიათებს. როგორც გულის საზრიანობის ხატს - სამშვინველს გონიერს ვუწოდებთ; ხოლო როგორც უკვდავსა და უხილავს, უხრწნელად, არანივთიერად და ყოველგვარი საგნობრიობისგან განყენებულად მივიჩნევთ".

უკვდავება
ადამიანის სული და მასთან ერთად სამშვინველიც უკვდავია. სულის უკვდავებას მრავალი სხვადასხვა რელიგიური თუ ფილოსოფიური სისტემის მიმდევარი აღიარებს, მაგრამ მხოლოდ მართლმადიდებლური მოძღვრება მიიჩნევს, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის უკვდავება ადამიანის არსის ბუნებრივი მდგომარეობაა. მართლმადიდებლური აზროვნებისთვის ნამდვილი და ტრაგიკული სიკვდილი სულის სიკვდილია, უფლის უარყოფა და მისგან განდგომაა.

ღვთისმორწმუნე კაცისთვის იესო ქრისტესთან პირადი, ევქარისტიული (ზიარებითი) ურთიერთობა ღმერთის თანადგომის უტყუარი ნიშანია: "მე ვარ პური ცხორებისაი; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის" (იოან. 6:35), - ბრძანებს უფალი.

სიკვდილით მხოლოდ ადამიანის ხრწნადი სხეული კვდება. სიკვდილი ცოდვით გამოწვეული მოვლენაა, ის საკუთარი მოჩვენებითი გამარჯვების მიღწევის მიზნით ინდივიდის ბიოლოგიური ავტონომიის არსებობას ეწინააღმდეგება. ამ ბრძოლის შედეგად მას მხოლოდ ადამის ცოდვით გამოწვეული ყალბი იპოსტასის განადგურება შეუძლია. როცა სიკვდილი სხეულს ანადგურებს, სხეულთან ერთად მასში დაბუდებული ცოდვისა და ბოროტების მასაზრდოებელი ძალაც ნადგურდება. თუ ადამიანი მოუნანიებელი ცოდვით არ არის დამძიმებული, თავისუფლდება ჭეშმარიტი სიცოცხლე, შესაძლებელი ხდება ადამიანში შთაბერილი ღვთიური სულის შეუზღუდავი მოქმედება.

იესო ქრისტე ბრძანებს: "მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ" (იოან. 10:14). მას შემდეგ, რაც ადამიანის სული ადამის დაცემის გამო შეძენილ, დამძიმებულ სხეულს ტოვებს და უხეში მიწიერი მოთხოვნილებებისგანაც თავისუფლდება, უფლის ნებით, ანგელოზი მას ზეციური სამკვიდრებლისკენ მიუძღვება.

როგორც იოანე დამასკელი გვასწავლის, სული თავისი სრულყოფილების გამო უბრალო და მარტივი არსებაა, ხოლო ის, რაც მარტივი და შეუზავებელია, არ შეიძლება შემადგენელ ნაწილებად დაიშალოს. ამიტომ სიკვდილი არა მხოლოდ სულს საზოგადოდ, არამედ ღვთის მიერ არყოფნიდან ყოფნაში გამოხმობილ პიროვნულ სულსაც ვერ ანადგურებს. ამდენად, ყველა ცალკეული იპოსტასი: რომელიც ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს - თავისი არსით, განუმეორებელია, მარადიული და უკვდავია.

"სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" (იოან. 14:2), - გვანუგეშებს უფალი. ღვთის სამკვიდრებელში უკვდავებას ნაზიარები ყველა ცალკეული იპოსტასი (პიროვნება) მაცხოვრის მეორედ მოსვლის მოლოდინში თავისი სულიერების შესაფერისი ცხოვრებით ცხოვრობს.

აღდგომა
"მე ვარ აღდგომაი და ცხორებაი. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე" (იოან. 11:25), - ბრძანებს იესო ქრისტე.

ესაიას წიგნში არის წინასწარმეტყველება გამომხსნელის შესახებ: "ესე გუემულებათა ჩუენთა იტვირთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს, და ჩუენ შეჰვრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა. ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათვის და გუემულ არს უსჯულოებათა ჩვენთათვის, წურთა მშვიდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით" (ეს. 53:4-5).

KARIBCHE


ვლადიმერ ლოსკის სიტყვებით რომ ვთქვათ: "სიკვდილი რომ დამარცხებულიყო, მას საშუალება უნდა მისცემოდა, თავისი ადგილი თვით ქრისტეშიც ეძებნა. სიკვდილი უფალში ვერ დამკვიდრდა, რადგან ჭეშმარიტებასა და უკვდავებაში მან საკუთარი თავი ვერ იპოვა". ამრიგად, თუ მაცხოვრის განკაცება ცოდვაზე გამარჯვება და ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის საფუძველია, იესო ქრისტეს ჯვარცმა ცოდვით დაცემის შედეგად გაჩენილი წყევისგან გამოხსნა და კაცობრიობის გამოსყიდვაა. "ქრისტემან ჩუენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთვის წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (გალ. 3:13).

ძელის ანუ ჯვრის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის: "პატიოსანი ჯვარი წინაგამოსახა ცხოვრების ხემ, ღვთის მიერ დანერგილმა სამოთხეში (რადგან ხისგან იყო სიკვდილი, ხის მიერვე უნდა მონიჭებულიყო სიცოცხლე და აღდგომაც)".

ძველ აღთქმაში ითვლებოდა, რომ პირველი მოსავლის შეწირვისა და კურთხევის მადლი მთელი წლის მოსავალზე ვრცელდება: "ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი" (რომ. 11:16). მოციქული იყენებს ამ მაგალითს და მაცხოვრის შესახებ ბრძანებს: "ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1 კორ. 15:20). როგორც წმინდა პავლე გვასწავლის: იესო ქრისტე არის დასაბამი ჩვენი აღდგომისა "და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ. ხოლო თვითოეული თვისითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა" (1 კორ. 15:22-23).

მაცხოვრის აღდგომა საყოველთაოდ შეუდარებელი მოვლენაა. რელიგიის ისტორიაში, ბიბლიაში, კერძოდ ახალ აღთქმაში, ადამიანთა სიკვდილიდან გამოხსნის არაერთი შემთხვევაა აღწერილი. მაგალითად: იესო ქრისტეს მიერ - იაიროს ქალიშვილისა (მკ. 5:22-43) და ლაზარესი (ინ. 11:1-44); მოციქული პავლეს მიერ - ევტვიქოსისა (საქმ. 20:9-12); მოციქული პეტრეს მიერ - ტაბითასი (საქმ. 9:36-42). მაგრამ ყოველი ამ მიცვალებულის გაცოცხლება აღდგომისგან პრინციპულად განსხვავდება. სიკვდილისგან გამოხსნილი ადამიანის სხეული კვლავაც მოკვდავია, როგორც დიდი შოთა ბრძანებს: "ვერ დაჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი, მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი..." სიკვდილის შეყოვნება აღდგომა არ არის, ადამის ცოდვით დამძიმებული, არ შეიძლება სიკვდილს გადაურჩეს.

მორწმუნის უკვდავების წინაპირობა მაცხოვარში ადამიანისა და უფლის გაერთიანებაა. ეს არის საიდუმლო ადამიანის უხრწნელობასთან, უკვდავებასა და ღვთიურ ცხოვრებასთან ზიარებისა. ამ საიდუმლოს მთავარი მამოძრავებელი ძალა იესო ქრისტეს აღდგომის უეჭველობაა. მოციქული პავლე ბრძანებს: "უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაი ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი... და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი; ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე" (1 კორ. 15:14,16,17).

როგორც წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: "ყველა, ვინც შთაინთქა ზღვაში, შესანსლა მხეცმა, კორტნა ფრინველმა, დაიწვა ცეცხლში - უმალვე გამოიღვიძებს, ვით ღვთისგან შექმნილი ადამის შვილი, სიკვდილიდან აღდგება და სხვებთან ერთად წარმოჩინდება... აღდგომაში არ იპოვება არც დიდი და არც მცირე არსი. ადრე შობილი და ვერშობილი ისევე აღდგება, როგორც ზრდასრული. ყველას განმსჯელად თვისი საქმე მოევლინება. საქმეთა მსგავსად: ერთნი ბნელში შთაინთქმებიან, მეორენი კი ღვთის ნათელში გაბრწყინდებიან".

სწორედ ჯვარცმის შემდეგ გახდა ნათელი, რომ სიკვდილი დაცემული ბუნების ცოდვისგან გამოხსნაა. სიკვდილი ის ჩიხი აღარაა, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას შიშს ჰგვრიდა. მაცხოვრის ჯვარცმამ ნათელი გახადა, რომ სიკვდილი აღდგომით მარცხდება და მორწმუნეთათვის ცათა სასუფეველში ღია კარად გადაიქცევა.

"ამ ბრწყინვალე დღეს მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტე. ამ დღეს დაეხშო საკეტები ჯოჯოხეთისა და გაქარწყლდა საწრეტელი ბოროტებისა. აღდგომის დღეს უბრუნდება სილაღე სულებს. ამ დღეს ცხადდება უფალი ჩვენი და მას იხილავს ყოველი კაცი - ვისთვისაც იშვა, ივნო და აღსდგა, რათა მხილველი - სიკვდილისგან განრიდებული მასთან მიიქცეს, უკვე ზეცად ამაღლებულთან. ამ ბრწყინვალეს დღეს ზეიმობს, ხარობს ზეციურად მცხოვრებთა დასი, ციდან მოისმის ანგელოზთა სიმღერის ხმები და ქვეყანაზე ცათ აღმავალი გალობა ტკბილი".

"ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნუელი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat