ადამი
ადამი
სამოთხე ედემისა და ხენი მისნი
ედემი
სამოთხე ედემისა არის დედამიწის ისტორიის ნაწილი. ადამის ცოდვით დაცემამდე ის აქ, დედამიწაზე იყო. წმიდა იოანე დამასკელის განმარტებით, ედემის სამოთხე მდებარეობს: "...აღმოსავლეთით, მთელ დედამიწაზე უფრო მაღლა, არის კეთილშეზავებული, ირგვლივ ფაქიზი და უწმინდესი ჰაერით გაშუქებული, მარადყვავილოვანი მცენარეებით გამშვენებული, კეთილსურნელებით სავსე და სინათლით ავსებული, რაც აღემატება ყოველგვარი გრძნობადი მშვენიერებისა და სილამაზის შესახებ აზრს, არის ჭეშმარიტად საღვთო მხარე და ღირსეული სავანე მისთვის, ვინც ღვთის ხატისებრ დაიბადა".

ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის: "მეექვსე დღეს უფალმა შექმნა ადამი და ედემში დაასახლა. ქვეყანა ნივთიერი და გრძნობადი იყო, ამიტომ ის ჭეშმარიტი სამოთხე ვერ იქნებოდა, მაგრამ ღმერთის მიწიერ ქმნილებას მაინც სამოთხის სახე ჰქონდა. წმიდა წერილი გვამცნობს (დაბად. 1:26-30), უფალმა ქვეყანა ადამსა და მის შთამომავლობას გადასცა. სხეულებრივი ადამი ჯერ არ ფლობდა სულიერ სისრულეს, მაგრამ როგორც მიწიერი, უკვდავი სრულყოფილება, უფალმა იგი სამოთხის პატრონად და ღვთის მიერ შექმნილი ცისქვეშეთის მეფედ დაამკვიდრა".

სიტყვა ედემი, თავისი შინაარსით, ნიშნავს შვებას, ტკბობას, განცხრომას. ედემში იყო სამოთხის ბაღი, რომელშიც იზრდებოდა მრავალი სახის მაცოცხლებელი ხილის ხე; სამოთხე აღსავსეა მზითა და კამკამა მდინარეებით; მორთულია ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მოგვიანებით "რწმენის კიდობანიც" ხით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით შეიმოსა (დაბ. 25-27), უფლის ტაძარიც ასევე მოირთო და დამშვენდა (2 მეფ. 7; იეზეკ. 41-47). ეს სიმბოლური თანხვედრა იმაზე მიგვითითებს, რომ უფალის მკვიდრობა ედემის უმთავრესი უპირატესობაა. დაწერილია: "და ესმათ ხმაი უფლისა ღმრთისა, მავალისაი სამოთხეს შინა" (დაბ. 3:8-10).

ეს წმიდა ადგილი, ზოგს მიაჩნია, რომ არის სინამდვილის გრძნობადი აღქმა. სხვანი ედემს სულიერ მდგომარეობად, ანუ სპირიტუალურ გაგებად მიიჩნევენ. წმიდა იოანე დამასკელი კი გვასწავლის: "ზოგმა გრძნობადად წარმოისახა სამოთხე, ზოგმა - გონისეულად. მე კი მგონია, რომ ადამიანის მსგავსად, რომელიც შეიქმნა როგორც ერთდროულად გრძნობადიც და გონისეულიც, მისი ეს უწმინდესი სამყოფელიც ერთდროულად გრძნობადიცაა და გონისეულიც, აქვს რა ორმაგი გააზრება, რადგან ადამიანი, როგორც გაუწყეთ, სხეულით უსაღვთოეს და ზემშვენიერ მხარეში მკვიდრობდა, სულით კი უაღმატებულეს და შეუდარებლად უფრო გარემშვენიერ ადგილას იმყოფებოდა".

ედემი, სადაც, უფლის ნებით, ადამთან ერთად წყლიდან და მიწიდან აღორძინებული ყოველი საუკეთესო მიწიერი არსება იქნა დასახლებული, სიკეთითა და ჰარმონიითაა აღსავსე. სამოთხე გამოირჩევა ბრწყინვალე ბუნებრივი პირობებით (დაბ. 2:10-14). აქ ულევია ყველა ის სიკეთე, რომელიც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს და მოითხოვოს. ეს საოცარი ადგილი უსაზღვროდ ლამაზია. აქ ყოველი მცენარე, ერთი მხრივ, ადამიანს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს, მეორე მხრივ, მათი ნაყოფი კარგია საჭმელად (დაბ. 2:9).

ამ სრულყოფილ სამყაროში - ედემში საკვების მოსაპოვებლად სხვისი სიცოცხლის განადგურება არც ერთი არსებისათვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. მართლაც, მცირედმორწმუნე ადამიანისათვისაც კი გასაგებია, რომ უფალი არ შექმნის ისეთ არსებას, რომელიც უფალის მიერვე შექმნილი სხვა არსების სისხლის ღვრისა და განადგურების ხარჯზე იცხოვრებს. ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ არსების მიერ ბოროტის შეცნობის შედეგად შეიძლება მოხდეს, "რამეთუ კეთილ არს" ყოველი სიცოცხლე ცალ-ცალკე, და დასაწყისში ყველაფერი უფლის უმაღლესი სიბრძნის შესაბამისად მოქმედებდა. აქ არაფერი არანაირი სიდუხჭირითა და ზედმეტობით არ იყო დამძიმებული. ედემის მკვიდრთა შორის არსებული თანხმობა და მთლიანობა არაზეციურ, მაგრამ სრულ, მიწიერ სამოთხეს წარმოადგენდა. ასეთი ურთიერთთანაზიარობის საფუძველი ერთარსობაა, რადგან მხოლოდ ერთ შემოქმედს, ერთ ნებას ძალუძს, ბუნების მაცოცხლებელ ძალად სიკეთე და ჰარმონია დაამკვიდროს. ამის შესახებაა: "და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად" (დაბ. 1:31).

სწორედ ასეთ გარემოში ცხოვრებისათვის განამზადა უფალმა ადამიანი. "და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი (დაბ. 2:8). ადამისათვის, ედემის ბაღი უფალმა თვითონ გააშენა, ამდენად მასში სრულყოფილებასთან ერთად სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრების დანაწესსაც უნდა ვხედავდეთ. ედემის ბაღი კონკრეტული ადგილი და ამავე დროს ადამიანის ჯანსაღი სულიერი მდგომარეობის ასახვაა.

დაბადების წიგნის მე-2 თავში არაფერია ნათქვანი ედემის რაიმე ღობით შემოსაზღვის შესახებ, მაგრამ მასში მუდმივად შეიგრძნობა უსაფრთხოება და სიმშვიდე, რომელსაც თუ ადამიანის პირადი ნება არა, ვერანაირი ბოროტება ვერ შეეხება. ეს შეგრძნება უფრო მეტად ძლიერდება, როდესაც ვხედავთ, რომ ადამის დაცემის შემდეგ უფალმა "...ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა" (დაბად. 3:24) დააწესა.

სანამ ადამი ცოდვით დაეცემოდა, მთელი ქვეყანა უხრწნელი იყო. ედემის ბიბლიური აღწერა, მისი ჰარმონია და უბრალოება შეუსაბამოა დღევანდელ ხრწნად ყოველდღიურ რიტმთან, დინამიკასა და ადამიანთა შორის ყოველმხრივ დაუნდობელ, სიცრუით აღსავსე "ცივილიზებულ" ბრძოლასთან. ეს განსხვავება აშკარაა არა მხოლოდ დღევანდელობასთან, არამედ ნოეს დროინდელ ყოფასთანაც, რომლის შესახებაც ბიბლია ასე მოგვითხრობს: "და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ხორციელმან გზაი თვისი ქუეყანასა ზედა" (დაბად. 6:12).

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ უხრწნელი ედემი ღმერთმა ადამიანისათვის შექმნა, უღირსნი ვერც ედემს იხილავენ და ვერც სამოთხეში შევლენ, რადგან მას "ქერობინი და მოტყინარე მახვილი" იცავს. ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისათვის, ამ შემოსაზღვრულობის გადალახვა განისაზღვრება იმ ინტუიციური გრძნობით, რომლითაც ედემს მივწვდებით, და იმ დიდი ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც გვაქვს ჩვენი დაცემული ყოფისა და ქვეყნიერების შესახებ.

ედემის ბაღი არა მხოლოდ ღვთიური სიკეთის სიმბოლოა, არამედ ადგილია, სადაც ადამიანმა უნდა იღვაწოს, რადგან, ცხადია, ყველა სახის ბაღს მოვლა-პატრონობა და დამუშავება ესაჭიროება. ნათქვამია, რომ უფალმა დაასახლა კაცი ედემში, რათა მას დაემუშავებინა იგი (დაბ. 2:15).

ბაღში ცხოვრების ხის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ თვით სამოთხის არსში ღვთიური ცხოვრებისათვის საჭირო პრინციპებია ჩადებული. ასეთ მდგომარეობაში კი უფლისაკენ განვითარების საშუალებას ადამიანის იდეალური ღვაწლი წარმოადგენს. სამოთხეში შრომა – უფლისაგან ბოძებული იდეალური გარემოს მოვლა-პატრონობა ადამიანის მაქსიმალური თვითრეალიზაციისა საშუალება იყო. ამ მიზნების განხორციელების მთავარ წყაროს კი უფალთან მუდმივი ურთიერთობა და მისი მცნებების შესრულება წარმოადგენს.

ადამი და ევა ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდნენ. ეს ჰარმონია მათ ურთიერთობაზე და ყოფაზეც აისახებოდა. ამდენად, არ იწვევს გაკვირვებას არც ედემის სიმშვიდე და არც მასში მოსეირნე მამაკაცისა და დედაკაცის სიშიშვლე. მაგრამ ყოველგვარ ჰარმონიასთან შეუდარებლად დიდია მათი უფალთან პირდაპირი ურთიერთობა. დაწერილია, რომ დღის სიგრილის ჟამს უფალი სეირნობდა ედემში (დაბ. 3:8). მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ედემიდან განიდევნენ, ადამიანმა მხოლოდ სამოთხე კი არა, უფალთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობაც დაკარგა.

ახალ აღთქმაში სამოთხე ზეციურ ცხოვრებას უკავშირდება (ლუკ. 23:43; 2 კორ. 12:4; გამოცხ. 2:7), თუმცაღა დაწვრილებით ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ძირითადი, რასაც აქ ვხედავთ, ეს არის კედლის შიგნით არსებული ახალი იერუსალიმი და ამ ქალაქში "...მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაი, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა", რომლის ორივე ნაპირზე მსხმოიარე ცხოვრების ხეების ფოთლები და ნაყოფი ხალხის სიკეთეს ემსახურება (გამოცხ. 22:1-2).

პირველი სამოთხე მხოლოდ ორი ადამანისათვის შექმნილი, განცალკევებული ადგილი იყო. ზეციური სამოთხეში კი მრავალი მოსახლე ბინადრობს. სამოთხის კედლები დამშვენებულია თორმეტი მბრწყინავი კარით, "და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაი" (გამოცხ. 21:21). "და ბჭენი მისნი არა დაეხშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს" (გამოცხ. 21:25). ამ ქალაქს არ ანათებს არც მზე და არც მთვარე, "რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი". როგორც ჩანს, გამოსყიდულ მიწასა და ამ ქალაქ-ბაღს შორის მუდმივი კავშირია, რადგან "...სანთელ მისა არს კრავი იგი" (დაბ. 21:23) (გამოცხ. 21:26). ამ ერთდროულად შემოსაზღვრულ და ღია ქალაქში ჩვენ ვხედავთ დასრულებული სამოთხის წმიდა სახეს, რომლის ჩვეულებრივი, დაცემული ადამიანური თვალსაზრისით პარადოქსული თავისებურება ისაა, რომ მას არავინ იცავს და ის მაინც ჩაკეტილია, რათა "...არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაი და ტყუვილისაი", და ამავე დროს ის ღიაა, რადგან მასში თავისუფლად შედიან "...დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა" (დაბ. 21:27).

როდესაც ვსაუბრობთ სამოთხის შესახებ, წერს მამა სერაფიმე როუზი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არა მხოლოდ ადგილია, სადაც ადამი ცოდვით დაცემამდე ცხოვრობდა, არამედ - მთელი ჩვენი ცხოვრების მიზნად ქცეული ნეტარი რეალობა, რომელსაც ამ დაცემული ქვეყნის არსებობის დასასრულს ყოველი ღირსეული ადამიანი დაუბრუნდება და ღვთიურ განცხრომას, ანუ ადამიანისათვის ბუნებრივ მდგომარეობას ეზიარება.

რადგან ქვეყანა ადამისათვის იყო შექმნილი, მისი ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა, ადამის მსგავსად, ქვეყანაც ხრწნადობას და ამაოებას დაუმორჩილა. ედემი და მასში არსებული სამოთხე კი, - კაცის თვალთათვის მიუწვდომელი შეიქნა. ადამიანის აზროვნებაში ედემის ბაღი დარჩა მხოლოდ იდეალურ სულიერ სამყოფელად, "წიაღად აბრაამისა" (ლუკ. 16:20-25), ადგილად, სადაც მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე მხოლოდ წმინდათა სულები დროის მიღმა, უკვდავებაში მკვიდრობენ.

ხე ცნობად კეთილისა და ბოროტისა (დაბ. 2:9)
ბიბლია იწყება და მთავრდება ხეებთან დაკავშირებული ამბებითა და მოვლენებით. ედემის ბაღში იზრდება ხე ცხოვრებისა და ხე ცნობად კეთილისა და ბოროტისა (დაბ. 2:9). გამოცხადების წიგნში, ახალი იერუსალიმის უკანასკნელი ესქატოლოგიური ხილვის დროს, კვლავ გვხვდება ხე ცხოვრებისა, რომლის ფურცლები ხალხს კურნავს და მისი მადლით, დაწყევლილად აღარაფერი რჩება (გამოცხ. 22:2).

დასაწყისში ცოდვით დაცემის ერთ-ერთი უმძიმესი მიზეზი ის არის, რომ ადამმა უფლის აღთქმაზე უფრო მაღლა ქმნილისადმი, ანუ "კეთილისა და ბოროტის ხის" ნაყოფის შეცნობისადმი ინტერესი დააყენა. შემდგომში ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყეს ბუნების ძალებისა და უფლის სხვა ქმნილებების თაყვანისცემა. ამის გამო წინასწარმეტყველები კიცხავდნენ ებრაელებს, და არა მხოლოდ მათ: "...ქუეშე კერძო ყოველსა ხესა ჩრდილოანსა და ქუეშე კერძო ყოველსა მუხასა ვარჯოანსა, სადა მისცეს მუნ საყნოსი სულნელებისაი ყოველთა კერპთა მათთა" (იეზ. 6:13), ხოლო ფრაზა "ყოველი სიმაღლე და ყოველი ხე..." ცოდვიანობის ჩვეულებრივ მახასიათებლად იქცა: "და აღაშენნეს მათცა თვისა მაღალნი და მაღნარნი ზედა ყოველსა ბორცუსა მაღალსა ქუეშე ყოველს ხესა მაგრილობელსა" (3 მეფ. 14:23).

ასე დაეცა ადამი და მისი შთამომავლობა. ასე შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულება ღმერთისადმი, დედაკაცისადმი, საერთოდ ადამიანისადმი და მთელი ქვეყნისადმი.

წმიდა მამათა განმარტებით, ღმერთმა კაცი დასაწყისშივე შინაგან მარხვაზე აკურთხა. როგორც ღირსი ეფრემ ასური გვასწავლის: "უფალმა ადამს მთელი სამოთხე გადასცა და ამ სამოთხეში მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ხმევა აუკრძალა. ასეთი მარხულობა პირველი ადამიანისათვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ერთი ხის ნაყოფის ნაცვლად, რაც ადამისათვის სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო, უფალმა მას მისცა მრავალი; ამდენად, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ცოდვით დაცემა არა რაიმე აუცილებლობით, არამედ მხოლოდ დაუდევრობითა და უსულგულობით იყო გამოწვეული".

"კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხე, - ბრძანებს წმიდა იოანე დამასკელი, - იყო გრძნობადი და გემოვანი საკვები, მოჩვენებითად დამატკბობელი, სინამდვილეში კი, ვინც გასინჯავდა, ბოროტებათა შენივთებაში მისი მომაქცეველი, რადგან ღმერთმა თქვა: "ყოველი ხისგან, რაც სამოთხეშია, ჭამით ჭამო" (შეს. 2,16). ამით იგი, ვფიქრობ, გვეუბნება: "ყოველი ქმნილების გზით ჩემამდე, შემოქმედამდე, ამოდი და ყოველივესგან ერთი ნაყოფი მოინაყოფე - მე, ჭეშმარიტი სიცოცხლე. ყოველივემ სიცოცხლე გინაყოფოს შენ, და ჩემთან წილმქონეობა აქციე შენი საკუთარი არსებობის შემყარებად, რადგან ამ გზით იქნები უკვდავი"; ხოლო "კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხისგან - არ ჭამოთ მისგან, რადგან რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, სიკვდილით მოკვდებით" (შეს. 2,17). მართლაც, ბუნებითად, გრძნობადი საკვები - ესაა განთხეულის შევსება, რაც, აგრეთვე, გარეთ გავა და განიხრწნება. ამიტომ, შეუძლებელია, რომ გრძნობადი საკვების შემთვისებელი უხრწნელი დარჩეს" ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავი ოცდამეხუთე).

ადამი არ იყო აბსოლუტურად სრულყოფილი პიროვნება. მისი სისავსე მხოლოდ საფუძველი უნდა ყოფილიყო ადამიანში ინდივიდის შემდგომი განვითარებისა. უფალი ბრძანებს: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათ. 5:48). შესაბამისად ვერც ადამის თავისუფალი არჩევანი იქნებოდა სრულყოფილი, მაგრამ ვინაიდან ის იყო ხატი ღვთისა, მას ჰქონდა თავისუფლად არჩევის უფლება. ადამმა ეს უფლება გამოიყენა, მაგრამ მან არ გაითვალისწინა ამ უფლების მომნიჭებლის - უფლის რჩევა: "რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო" (საქმე 17:25).

მიუხედავად იმისა, რომ უფლის "მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ" (საქმე 17:28), თავისუფალი ნების მქონე ადამს შეეძლო აერჩია არა მხოლოდ ბოროტება, არამედ სიკეთეც. ამაზე თვით ღვთის აღთქმაც მეტყველებს, რადგან რჩევა თავისთავად პიროვნების ნებაზე მიუთითებს. პირველ ადამიანს ღმერთთან ერთობით შეეძლო ღვთაებრივი სრულყოფისათვის მიეღწია. სხვაგვარად ის, როგორც საკუთარი ნებით უფლისაგან განდგომილი, განწირული იყო უღმრთო ცხოვრებისათვის, და მისი ცხოვრება, თვით ადამიანის სასიკეთოდ, გარდაუვალი სიკვდილით უნდა დასრულებულიყო, რადგან წარმავალია ყველაფერი, რაც ბოროტებას და ცოდვას ეზიარება (დაბ. 2:17).

თვითონ გამოთქმა "ხე ცნობად კეთილისა და ბოროტისა" იმაზე მიუთითებს, რომ ვინც ამ ხის ნაყოფს მიიღებს, თავის ცხოვრებას საკუთარ პიროვნულ ცოდნასა და შეხედულებებზე ააგებს. ერთი მხრივ, ის თითქოს დამოუკიდებლობას მოიპოვებს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დამოუკიდებლობა იქნება ყალბი, რადგან აიგება შეცდომებსა და ცდებზე, ისევე როგორც ბავშვის საქციელი, რომელიც სინამდვილის ამსახველ ძალიან მცირე ინფორმაციას ფლობს და მიმზიდველად ხან რას მიიჩნევს და ხან რას. ეშმაკს გზააბნეულის ეს უსუსური მდგომარეობა აინტერესებს. მას სურს, სწორედ ამ დროს გადაიბიროს და საბოლოოდ გაანადგუროს პიროვნება.

როგორც მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი წერს: შეცნობის ხით გამოიცადა სრულ სიკეთეში მყოფი ადამის ღვთისმორჩილება და გაირკვა, როგორ შეხვდებოდა ბოროტებას ღმერთისაკენ მიმავალი ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ ის აღთქმას დაარღვევდა.

ადამი, როგორც ხატი ღვთისა, დამოუკიდებელი ინდივიდია, როგორც მსგავსი ღვთისა, თავისი არსით ის ეშმაკისაგან აბსოლუტურად თავისუფალია და ჭეშმარიტების მოყვარულია. სწორედ ამიტომ, შეცდომების მიუხედავად, ის მაინც უფლისაკენ მიიკვლევს გზას, მან იცის, რომ მხოლოდ იქ არის ჭეშმარიტება.

სიკეთისა და ჭეშმარიტების სიყვარული ადამიანმა თავისი ბუნებიდან მხოლოდ ეშმაკის გავლენითა და საკუთარ თავზე ძალადობით შეიძლება განდევნოს. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვები: რის წინააღმდეგ იბრძვის ეშმაკი და რა საქმეში სურს მას ადამის შთამომავლობა თანაზიარად გადაიქციოს? დაბოლოს, რას მიიჩნევს უფალი სიკეთედ?

წმიდა წერილი სიკეთის შესახებ
წმიდა წერილში ვკითხულობთ:

* "და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ" (დაბ. 1:31). ყველაფერი, რაც ღმერთის მიერაა შექმნილი, სიკეთეა. უფალს ბოროტება არ შეუქმნია.

ეშმაკს თვითონ არაფრის შექმნა არ შეუძლია. მას სძულს ყველაფერი, რაც უფალმა ადამიანისათვის შექმნა. ეშმაკი ცდილობს ადამიანის ხელით აკეთოს ის, რისი ქმნაც მას არ ძალუძს. მას სურს, ადამიანმა თვითონ დაანგრიოს ღმერთის მიერ ადამიანისათვის შექმნილი ქვეყანა, ანუ მოსპოს უფლის მიერ შექმნილი სიკეთე და ამრავლოს ბოროტება.

* "ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ" (იაკ. 1:17).

KARIBCHEმოციქული იაკობი გვასწავლის - ის, რაც უფალმა შექმნა, სიკეთეა და ეს სიკეთე სრულიად უცვლელია და მას უკეთურობის ჩრდილი არ მიეკარება. ამასვე გვასწავლის მოციქული იოანე: "და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოან. 1:5).

* "აჰა მო-ვინმე-უხდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხორებაი საუკუნოი? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი" (მათ. 19:16-17).

როგორც ვხედავთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: ჭეშმარიტი სიკეთის ქმნა არავის ძალუძს, გარდა ღმერთისა. ამიტომ, არა თუ ეშმაკის, არამედ უღმერთოდ დარჩენილი ადამიანის ქმედების არსიც არ შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს.

აშკარაა, რომ ადამი სრულ სიკეთეში და ჰარმონიულ სამყაროში ცხოვრობდა. ამ სამოთხის შექმნაში თვით ადამს არანაირი წვლილი არ მიუძღოდა.

აქვე ჩნდება კითხვა: ცოდვით დაცემამდე ამ ნეტარებაში მყოფი ადამიანი განასხვავებდა თუ არა კეთილს ბოროტისაგან?

წმიდა იოანე ოქროპირი დაბადების წიგნის კომენტირებისას ბრძანებს: "თვითონ განსაჯეთ, რაზე უნდა იყოს აგებული ადამიანის თავისუფალი ნება, თუ არა ცოდნაზე, ამიტომ ნუ იტყვი, რომ ადამმა არ იცოდა, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი". ღირსი მაკარი ეგვიპტელი თავის "სულიერ საუბრებში" აღნიშნავს: "ადამიანი სრულად განკარგავდა როგორც ცას, ასევე უფრო შორეულ სივრცეებს. მან იცოდა, რას წარმოადგენდა სხვადასხვა სახის ვნება, ამავე დროს, მისთვის უცხო იყო დემონური გრძნობები, მანკიერება, არანაირი ცოდვა მას არ ეკარებოდა. ადამი უფალს მიმსგავსებული სიწმინდით გამოირჩეოდა".

როგორც ვხედავთ, წმინდა მამებს არ მიაჩნდათ, რომ ადამიანმა ცოდვით დაცემამდე არ იცოდა, რა არის ბოროტება. იცოდა, ის, რაც ღმერთმა შექმნა, სიკეთეა! ცოდვის მნიშვნელობაშიც ადამიანი აკრძალული ნაყოფის მიღებამდე იყო გარკვეული. ბიბლიის ებრაულ ტექსტში გამოყენებულია ზმნა, რომელიც შეცნობად წარმოგვიდგება, თავისი შინაარსით ცოდვასთან პრაქტიკულ დაკავშირებას გულისხმობს და მართლაც, ღვთის აღთქმის დარღვევა კეთილისა და ბოროტის გარჩევა კი არა, ბოროტებაში შესვლაა.

ამრიგად, დაცემამდე ადამიანს კარგად ესმოდა, რა აახლოვებს მას უფალთან და რა აშორებს, რას მოითხოვს მისგან უფალი და რა არის ღმერთისათვის მიუღებელი. თვითონ უფალმა ასწავლა ადამიანს, რა არის კარგი და რა არის ცუდი: "არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა" - ეს მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები ადამიანზე მზრუნველ შემოქმედს ეკუთვნის. აშკარაა, რომ ადამმა უკვე ამ დროისათვის შეიგრძნო, რას ნიშნავს მარტოობა, თვითჩაკეტილობა, განდგომა და ვინაიდან პიროვნების სრულყოფილების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმდინარეობს, თუ ადამიანი ღვთის ნებას შეგნებულად და არა უნებლიეთ ან ძალდატანებით ემორჩილება, სწორედ ასეთი გრძნობები ეუფლება კაცს, როდესაც ის ღვთის მცნებებს ივიწყებს. როგორც ვხედავთ, პირველ შემთხვევაში ადამი თავის გძნობებში გულწრფელი იყო "და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი" (დაბ. 2:18). ღმერთმა იგი დაცემისგან იხსნა: "და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა" (დაბ. 2:22).

ეჭვს არ იწვევს, ადამიანს კეთილისა და ბოროტის გარჩევა და ბოროტებაზე შესაბამისად რეაგირება რომ არ შესძლებოდა, მაშინ ის ცხოველის მსგავსად უგუნური და უპასუხისმგებლო იქნებოდა. მის მიერ ჩადენილი ცოდვა ღვთის ნების უგულებელყოფად არ ჩაითვლებოდა.

სრულყოფილი ადამიანი ღვთისადმი ურყევ გულწრფელობასა და სასოებას ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვითონ არ არის სამყაროს შემოქმედი, სხვა არსებისაგან განსხვავებით სული მას თვით უფალმა შთაბერა და სიკეთით სავსე ქვეყანა უბოძა. შესაბამისად, ადამიანი ცხოვრობს როგორც მატერიალურ, ისე სულიერ სამყაროში, მაგრამ მისთვის სულიერი სამყარო მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაწვდომი, თუ იგი უფლის ნებაზეა დაუნჯებული, ასრულებს აღთქმას, მარხულობს, ლოცულობს და ბოროტსა და კეთილს ერთმანეთისაგან უფლის მცნებათა თანახმად განარჩევს.

რა მიაჩნია ადამიანს სიკეთედ
თანამედროვე ადამიანის აზრით, სიკეთე არის:

* სოციალური კეთილდღეობა, საზოგადოების სხვადასხვა საჭირო ნივთით, მომსახურების სფეროთი უზრუნველყოფა.

კეთილდღეობის საერთო კრიტერიუმები დღემდე არავის დაუდგენია, რადგან სხვადასხვაა დედამიწის მოსახლეობის ცხოვრების დონე და ყოველ ადამიანს ამ საკითხზე თავისი შეხედულება გააჩნია, მიღწეულით კმაყოფილებას აუცილებლად თან სდევს უკმარობის გრძნობაც. აქ ადამიანთა შორის ინტერესთა როგორც ფარული, ისე ღია ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს;

* ოჯახის წევრთა ბედნიერება, მათი მატერიალური უზრუნველყოფა, შესაბამისად, კარგი სამსახური და კარიერა.

როგორც ცალკეული პიროვნებები, ისე პიროვნება და სახელმწიფო აქაც მუდმივ კონფლიქტშია, რადგან ეს გულისხმობს თანამდებობრივ ზრდას, მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებას, ავტორიტეტს, მოგებას;

* კარგი მეგობრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიმშვიდე, მშვიდობა მსოფლიოში.

ყოველივე ამისათვის საჭიროა ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის სწორი, სამართლიანი ურთიერთობების არაძალადობრივი გზებით დანერგვა, ყოველგვარი შეიარაღებული კონფლიქტების შეწყვეტა.

ყოველივე აღნიშნულის საპირისპიროდ, მთელი კაცობრიობის ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ პროცესები სულ უფრო საშიშ ხასიათს ატარებს;

* ბედნიერების შეგრძნება.

ცნობილია, რომ მატერიალური კეთილდღეობით ადამიანმა შეიძლება განიცადოს დროებითი სიხარული, ხოლო ჭეშმარიტი ბედნიერების შეგრძნება მხოლოდ უფლის მადლით არის შესაძლებელი;

* მიწიერი ბედნიერებით გატაცებული ადამიანისათვის დიდხანს სიცოცხლეა დიდი სიკეთე.

მაგრამ არც მდიდარს, არც მაღალი თანამდებობის პირს, არც დიქტატორსა და არც უზურპატორს არ შეუძლია კარს მომდგარი სიკვდილის შეჩერება. ბრძოლით მოპოვებული ქონება და ძალაუფლება სიკვდილის ჟამს ამ ადამიანებისათვის დიდ სატანჯველად გადაიქცევა. ქვეყნად მოხვეჭილი ქონებისა და ძალაუფლების მეტი არაფერი გააჩნიათ და ამ "სიკეთეს" ისინი სიკვდილთან შეხვედრასთან ერთად ემშვიდობებიან.

რა მიაჩნია უფალს ადამიანისათვის სასიკეთოდ
ადამიანს არ ძალუძს მხოლოდ საკუთარი ინტუიციითა და ცოდნით განსაჯოს, სად ძევს ზღვარი ჭეშმარიტად კეთილსა და ბოროტს შორის. ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება, სასარგებლო გზის არჩევა.

* რა არის ადამიანისათვის სასიკეთო, ამის შესახებ წმიდა წერილი მორწმუნე კაცს მარტივად და გასაგებად მიუთითებს: "ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა" (ფსალმ. 72:28). ასე განმარტავს დიდი მეფსალმუნე მეფე დავითის ამ ლექსს დეკანოზი გიორგი რაზუმოვსკი: დაე, ყოველმა თვითონ განსაჯოს, რა არის მისთვის სასიკეთო და სარგებლის მომტანი, ჩემთვის კი არაფერია უკეთესი ღმერთთან შერწყმაზე. და რადგანაც დღეს, ხილულ ყოფაში, ეს ჩემს ძალას აღემატება, მე სასოებით ღმერთს მინდობილი ვცდილობ მის ქებაში ხელის გაწაფვას, რათა ვადიდო უფალი არა მხოლოდ დახშულ კარს მიღმა - ჩუმად, ლოცვებში, არამედ სიონის კართან, ხალხმრავლობაში, ძახილით და გახმამყვირებით.

* უფალს, ისევე როგორც ყველა მშობელს, სურს, ადამიანი მასკენ მიილტვოდეს და მისგან სწავლობდეს. ეს არის ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ამ გზით ეზიარება იგი ნამდვილ სიმშვიდეს და ბედნიერებას: "და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკვიდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკვიდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყვის მოქმედნი იტყვიან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო" (საქმე 17:26-27). ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი ასეთ კომენტარს უკეთებს პავლე მოციქულის ამ სიტყვებს: "პავლე უჩვენებს ბერძენ წარმართებს, რომ მათ არც კი უძებნიათ, ისე მოიპოვეს უფალი, და რომ უფალი სავსებით ნათლად მოჩანს ყველგან და ყველა მის ქმნილებაში; რადგან შეუძლებელია, ზეცა იყოს აქ და არ იყოს სხვაგან; შეუძლებელია ასევე, ის იყოს ახლა და არ იყოს სხვა დროს. ამრიგად, ყოველთვის და ყველგან შეიძლება ვეზიაროთ ღმერთს. უფალმა ისე განკარგა, რომ ჩვენ არავითარ წინააღმდეგობას არ ვაწყდებით მის ძიებაში... უფალი ისე ახლოსაა, რომ მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია".

* როგორ უნდა დაუახლოვდეს ადამიანი უფალს? ამის შესახებ მოციქული იაკობი ბრძანებს: "მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ?ელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო" (იაკ. 4:8). აქ ერთადერთი საშუალება გულწრფელი აღსარებაა, სხვაგვარად არ ძალუძს ადამიანს განწმედა, უწმინდური კი ღვთის სიახლოვეს ვერ იქნება.

* "მიგეთხრა შენ, ჰოი კაცო, რაი კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა" (მიქ. 6:8). უფალი წინასწარმეტყველის სიტყვებით გვამცნობს, რომ ჭეშმარიტი გზა ღმერთისაკენ არის ღვთისმსახურება, რაც გულისხმობს: სამართლიანობას, გულმოწყალებას, თავმდაბლობასა და თვინიერებას.

* "და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუხლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაითა ცხორებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?" (მარკ. 10:17). როგორც ტექსტის კომენტარიდან ჩანს: "ეს ახალგაზრდა გულრწფელად ასრულებდა მოსეს კანონებს. მაგრამ, გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ მის სიმრთელეს რაღაცა აკლდა. მაცხოვართან საუბარში გაირკვა, რომ მას ნაკლებად ესმოდა მცნებათა შინაგანი ბუნება, რადგან. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, "ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?" (რომ. 7:21). სხვაგვარად, ის რომ ქრისტიანი ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ მთელი კანონის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. "განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ" (მარკ. 10:21), - ასე უპასუხა მაცხოვარმა ახალგაზრდას, რომელსაც სურდა, საუკუნო ცხოვრება დაემკვიდრებინა.

ალბათ იკითხავენ, ნუთუ ადამიანმა ყველა ამქვეყნიურ სიკეთეზე უნდა თქვას უარი, რათა სასუფეველში შევიდეს? მართალია, რომ ქრისტე საკუთარ თავზე ყოველგვარ ზრუნვას გვიკრძალავს?

მაცხოვარმა შესთავაზა თავის მოწაფეებს, მიეტოვებინათ ყველაფერი და გაჰყოლოდნენ მას, იმის გამო, რომ იმ დიდი მოციქულებრივი საქმისათვის, რომელიც მათ ელოდათ, ეს აუცილებელი იყო. მაცხოვარმა თავისი მიმდევრების აბსოლუტური უმრავლესობისათვის დაადგინა ისეთი ტვირთი, რომელიც მდიდარსაც და ღარიბსაც ძალუძს იტვირთოს. მაცხოვარი სიმდიდრეს კი არა, მდიდრული ცხოვრებით გატაცებას უარყოფს. საშიშროება არა თვით სიმდიდრეშია, არამედ იმაში, რომ ქონება დაცემულ ბუნებას მაცდურად ეპარება და უფლისაკენ მიმავალ გზაზე ბევრ წინააღმდეგობას მოუვლენს. ქონებაზე შეყვარებულ ადამიანს ბუნება ეცვლება და დროთა მანძილზე მას წარმართობის სენი – მექრთამეობა და ვერცხლისმოყვარეობა ეუფლება.

რაც შეეხება სიღატაკეს:

"ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat