ყველა ადამიანი და ყველა ერი თვითონვე ისჯის თავს თავისი საქციელის, ცხოვრების წესის გამო
ყველა ადამიანი და ყველა ერი თვითონვე ისჯის თავს თავისი საქციელის, ცხოვრების წესის გამო
ამჯერად მაცხოვრის რამდენიმე სწავლებაზე შევჩერდებით.

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

სახარება მოგვითხრობს: "ერთხელაც მაცხოვარმა ჰყვედრა იმ ქალაქებს, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალმოქმედებანი, იმის გამო, რომ არ მოინანიეს: ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალმოქედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ; შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, იგი დღემდე მოაღწევდა. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ" (მათე 12, 20-24; ლუკა 10, 13-15).

- მაცხოვარმა თავისი მიწიერი მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი გაატარა გალილეაში, განსაკუთრებით ბეთსაიდსა და კაპერნაუმში, ყველაზე მეტი მოციქულიც ბეთსაიდიდან იყო - ანდრია, პეტრე, იოანე, იაკობი, ფილიპე, ნათანაელი... რაც შეეხება კაპერნაუმს, მას ღვთის ქალაქს უწოდებდნენ, რადგან სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა უფალი, იესო ქრისტე. მისი ქადაგებებიც კაპერნაუმიდან დაიწყო. ვიცით, რომ როდესაც ნაზარეველებმა მაცხოვარი არ მიიღეს, მისი ჩაქოლვა მოინდომეს, ამის შემდეგ მაცხოვარი წავიდა და დაემკვიდრა კაპერნაუმში. ასევე ხშირად ქადაგებდა და აღასრულებდა სასწულებს ბეთსაიდაში. რა თქმა უნდა, კაპერნაუმსა და ბეთსაიდაში ბევრი ადამიანი დაემოწაფა ქრისტეს, ანუ პირველი ქრისტიანები სწორედ ამ ქალაქებიდან იყვნენ, მათ შორის, როგორც ვთქვით, მოციქულებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალაქების მცხოვრებნი მასობრივად იყვნენ ქრისტეს მიმდევრები, მეტიც, მათმა უმეტესობამ არ მიიღო უფალი. რა შეეხება ტვიროსსა და სიდონს, იყო ფინიკიის ზღვისპირა ქალაქები, სადაც იუდეველები არ ცხოვრობდნენ. ამ ქალაქების მკვიდრნი მიწიერი გაგებითაც კი უკიდურესი უსჯულოებით ცხოვრობდნენ, საკუთარ შვილებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად კერპებს. სოდომისა და გომორის მცხოვრებნი კი, ვიცით, რომ გარყვნილი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ, ანუ ტვიროსი და სიდონი და სოდომი და გომორი იუდეველებისთვის იყო სალანძღავი სიტყვები. უფალს ისრაელიანებისთვის მოჰყავს მიწიერად ყველაზე უსჯულო, მიწიერი ცოდვებით ყველაზე დაცემული ხალხის მაგალითი - კერპთმსახურებაში ყველაზე დაცემული ტვიროსელებისა და სიდონელებისა, რომლებიც თავიანთ შვილებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად და სოდომელებისა და გომორელებისა, რომლებიც მიწიერად ყველაზე გარყვნილი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ და ეუბნება მათ, ისინიც კი, რომლებსაც თქვენ ყველაზე უსჯულოებად მოიაზრებთ, ძაძით შეიმოსებოდნენ და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ, უდიდეს სინანულს მიეცემოდნენ, ის სასწაულები რომ ეხილათ, რაც ბეთასაიდსა და კაპერნაუმში აღესრულა და თქვენ იხილეთო. ამით ამხილებს მათ, რათა მათში სინდისი გააღვიძოს და ღვთისკენ მოექცნენ, თან ეუბნება, თუ თქვენ ხილულად, ფიზიკურად არ სჩადით იმ ცოდვებს, რასაც ტვიროსის, სიდონის, სოდომისა და გომორის მცხოვრებნი სჩადიოდნენ, სულიერად მათზე უარესები ხართ და რომ არა ღვთის ძალა, რომელიც აკავებს თქვენს საქციელს, თქვენ მათზე უარესს აქვე, მიწაზე იზამდითო. შემდგომში მართლაც ქმნეს უარესი - განკაცებული ღმერთი შეურაცხყვეს და აცვეს ჯვარს, თუმცა მაცხოვრის მხილებამ შედეგიც გამოიღო - შემდგომში, როდესაც მოციქულებმა ქადაგება დაიწყეს, ტვიროსსა და სიდონში წარმართთაგან მრავალნი ქრისტიანობაზეც მოექცნენ.

- როგორ გავიგოთ კაპერნაუმის მიმართ მაცხოვრის წინასწარმეტყველება: "შენ, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე შთახვალ... სოდომისა და გომორის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ"?

- მიწიერი თვალსაზრისითაც კი კაპერნაუმი იყო საკმაოდ დიდი, გამორჩეული, ამაღლებული და მდიდარი ქალაქი იმდროინდელი ისრაელისთვის. ასევე იქ ცხოვრობდნენ ისრაელიანთა სჯულისმეცნიერნი და მწიგნობარნი და ამ ქალაქში მცხოვრები იუდეველები თვლიდნენ, რომ გალილეის მხარეში კაპერნაუმი გამორჩეული იყო სულიერადაც, თავიანთ თავს ამ მახეში გამორჩეულ ღვთისმოსავებად მიიჩნევდნენ და ამის გამო გაამაყებულები, გაამპარტავნებულები იყვნენ, თავიანთ თავს აღამაღლებდნენ სხვებზე. უფალმა უწინასწარმეტყველა მათ, თუ რას მოიწევდნენ თავიანთი საქციელით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფალმა დასაჯა ისინი. უფალი არასოდეს არავის სჯის, ყველა ადამიანი და ყველა ერი თვითონვე ისჯის თავს თავისი საქციელის, ცხოვრების წესის გამო, - ეს არის გარდაუვალი მომენტი და რომ არა ისევ და ისევ ღვთის მრავალმოწყალება, გაცილებით ადრე და გაცილებით უარესი იქნებოდა საჯელი. ამდენად, სასჯელი მოიწევა ამა თუ იმ ცოდვის გამო, მით უმეტეს, თუ ეს ცოდვა არის მასობრივი, ისევე როგორც სოდომსა და გომორში, მაგრამ სასჯელი მოევლინება არა ქალაქს, არამედ ქალაქის მცხოვრებთ. ხოლო როდესაც უფალი ბრძანებს კაპერნაუმის მიმართ: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენო, აქ არა მხოლოდ მეორედ მოსვლის ჟამი უნდა ვიგულისხმოთ, არამედ თთოეული იმ ადამიანის გარდაცვალების დღეც, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ და რომლებმაც არ მიიღეს უფალი. ვიცით, რომ შემდგომში კაპერნაუმი მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. დღესდღეობით ისიც კი არ არის ცნობილი, ზუსტად სად იყო ქალაქი კაპერნაუმი, ქალაქის ნანგრევებიც კი არ არის აღმოჩენილი. მხოლოდ პატარა მართლმადიდებლური მონასტერი გვხვდება გალილეის ზღვის სანაპიროზე, რომელიც აღნიშნავს, რომ დაახლოებით ამ ტერიტორიაზე არსებობდა ქალაქი კაპერნაუმი. კიდევ გავიმეორებ - უფალმა კი არ გაანადგურა ეს ქალაქი და აღგავა პირისაგან მიწისა, არამედ ეს სასჯელი თავად მისმა მცხოვრებლებმა მოიწიეს თავიანთ თავზე. მისი დიდების ნარჩენებიც კი არ არის შემორჩენილი, მაგალითად, როგორც ბაბლიონისა. ბაბილონის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი თვალთაგან სახილველად, შეგვიძლია მცირედი წარმოდგენა მაინც შევიქმნათ, თუ როგორ იყო მიწიერად განდიდებული ეს ქალაქი. კაპერნაუმის დიდება კი მთლიანად აღგავა უფალმა პირისაგან მიწისა, იმის გამო, რომ მისი მცხოვრებნი იყვენენ გაამპარტავნებულნი და გაამაყებულნი.

სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტა (მათე 9,35-38)
"იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ხშირად დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და კურნავდა ადამიანებს ყოველგვარი სენისგან. ერთხელაც მან დაინახა ადამიანების ბრბო, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი, და უთხრა თავის მოწაფეებს: სამკალი ბევრია, მუშაკნი კი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალშიო".

- ძველი აღთქმის პერიოდში იყვნენ რაბინები, მწიგნობრები, ფარისევლები, რომელთაც ფაქტობრივად მომმკალის ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული, ადამიანებისთვის უნდა ესწავლებინათ ჭეშმარიტი სჯული და მიეყვანათ მესიამდე, ქრისტემდე, მაგრამ რადგან მათ არ მიიღეს ქრისტე, თავისთავად ჭეშმრიტებაც არ მიიღეს და ცხადია, არ შეეძლოთ ამ ადამიანების უფალთან მიყვანა, რაც ევალებოდათ. როდესაც უფალი ბრძანებს: სამკალი ფრიად არს, მომმკალი კი - მცირეო, აქ იგულისხმება სწორედ ის, რომ უამრავი ადამიანის გული იყო გამზადებული მაცხოვრის, ღვთის მისაღებად, მაგრამ თითქმის არ არსებობდნენ ისინი, ვინც ამ ადამიანებს უფალთან მიიყვანდა. ამიტომაც გამოარჩია უფალმა ჯერ თორმეტი, შემდეგ კი სამოცდააათი მოციქული, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამზადებულიყო უფლის მისაღებად. ეს იყო პირველი ეტაპი იმისათვის, რომ ადამიანთა გულები გამზადებულიყო უფლის მისაღებად, ხოლო მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომის, ამაღლებისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ უკვე ეს განმზადებული ადამიანები გახდნენ პირველი ქრისტიანები და უკვე თავად შეიქნენ არა მარტო მომკილნი, არამედ მომმკალნი - უამრავი ადამიანი მოაქციეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat