ქადაგების დროს სწორედ სულიწმინდა წარმართავს ადამიანის გონებას
ქადაგების დროს სწორედ სულიწმინდა წარმართავს ადამიანის გონებას
დღევანდელ ნომერშიც მოციქულთა გამორGევისა და საქადაგებლად წარგზავნის პერიოდის შესახებ ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- რა ძალით ქადაგებდნენ მოციქულები იმ პერიოდში, როდესაც მაცხოვარმა ჯერ კიდევ თავისი მიწიერი ცხოვრების დროს, პირველად წარგზავნა საქადაგებლად? მათ ხომ სულიერი თვალი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აეხილათ, როდესაც მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა...

- ყველა ქადაგება ხდება სულიწმინდის შთაგონებით. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს არავითარი სულიერი განათლება, ადგეს და პირდაპირ დაიწყოს ქადაგება, მაგრამ ქადაგების დროს სწორედ სულიწმინდა წარმართავს მის გონებას, თუ როგორ იქადაგოს, სულიწმინდა წარმართავს მის გულს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაიმე წინასწარგანზრახულობა იყოს ამაში. უფალი ყოველთვის ეხება ადამიანის გულს, რათა თავისი გულისკარი გაუღოს ღვთის სიტყვას, მაგრამ გაუღებს თუ არა გულისკარს და მიიღებს თუ არა ღვთის სიტყვას, ეს უკვე თავად ადამიანის თავისუფალი ნებაა. ადამიანის გონებასაც ქადაგების დროს უფალი წარმართავს და ადამიანი ქადაგებს ღვთის შთაგონებით.

- მოციქულებად გამორჩეულმა ადამიანებმა იმ დროს ისიც კი არ იცოდნენ, რომ მათი მოძღვარი იყო განკაცებული ღმერთი...

- როდესაც მაცხოვარმა პირველად წარგზავნა მოციქულები საქადაგებლად, მისცა ეშმაკთა განსხმისა და კურნების ნიჭი, თან უთხრა, იქადაგეთ, - მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, მხსნელი უკვე მოსულიაო. რაც შეეხება ღვთისმეტყველებას, მოციქულები ამ ეტაპზე არ ქადაგებდნენ. ღვთისმეტყველებითი ქადაგება მოციქულებმა დაიწყეს სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ. როდესაც მაცხოვრის სიცოცხლეში ქადაგებდნენ, მათი ქადაგების მიზანი იყო ადამიანების შემზადება მხსნელის მისაღებად. უფალმა ისინი წარავლინა იმ ქალაქებში, სადაც თვითონ უნდა გაევლო, რათა ხალხი შემზადებული შეხვედროდა მაცხოვარს. შემდეგ თავად უქადაგებდა მათ. ანუ, რაც მოციქულებს უნდა ექადაგათ - მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, - იყო ქადაგება მხსნელის მოსვლის შესახებ და იმისათვის, რომ ადამიანებს გული მოლბობოდათ, რათა მაცხოვრის სიტყვები უფრო მისაღები ყოფილიყო მათვის.

- რამდენად განმტკიცებულნი იყვენენ თავად მოციქულები პირველი ქადაგების პერიოდში?

- ცხადია, ისინი იმ დროს არ იყვნენ სულიერად ისე განმტკიცებულნი, როგორც უფლის ჯვარცმის, აღდგომისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ ქადაგების პერიოდში. გარდა იმისა, რომ ადამიანებს მოესმინათ მოციქულთაგან ნაქადაგები ღვთის სიტყვა, მაცხოვარმა მიწიერი ცხოვრების პერიოდში იმიტომაც გაუშვა მოციქულები საქადაგებლად, რომ ისინიც განმტკიცებულიყვნენ მომავალი ღვაწლისთვის და არ დაცემულიყვნენ სულიერად, როდესაც მიწიერად, თვალხილულად მარტო დარჩებოდნენ დედამიწაზე, თორემ მიწიერად განშორებამდე უფალი ეუბნება მათ: "მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისაო". შემდგომ, როდესაც ისინი ნახავდნენ აღმდგარ და ზეცად ამაღლებულ უფალს და გარდამოსულ სულიწმინდას, გაცილებით მეტ სიმტკიცეს შეიძენდნენ და შეიძინეს კიდეც. როდესაც სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ქადაგებდნენ მოციქულები და დევნიდნენ მათ, ისინი არათუ განიცდიდნენ ამ დევნას, არამედ, როგორც საქმე მოციქულთა გვეუბნება, სიხარულით აღივსებოდნენ ხოლმე, როცა ღვთის სიტყვის ქადაგების გამო იდევნებოდნენ.

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების, ვთქვათ, ფერისცვალების სახილველად მაცხოვარი მოციქულთაგან ყოველთვის გამოარჩევდა ხოლმე პეტრეს, იოანესა და იაკობს. რით იყვნენ ეს მოციქულები დანარჩენებზე აღმატებულნი?

- საღვთო საიდუმლოს უფალი თითოეულ ადამიანს განუცხადებს იმ დოზით, რისი დატევნაც მას შეუძლია. მოციქულთა შორის ყველაზე მეტად სწორედ ეს ადამიანები იყვნენ საღვთო მოვლენების, ღვთიური სასწაულების დამტევნი. მაცხოვრის მიწიერი ქადაგების პერიოდში ასეთი რამ მხოლოდ სამჯერ მოხდა - როდესაც იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა იაიროსის ქალიშვილი, როდესაც მაცხოვრის ფერისცვალება მოხდა და მესამედ, როდესაც მაცხოვარი ჯვარცმის მოახლოების დროს გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა. თანაც პეტრე, იოანე და იაკობი იყვნენ ის მოწაფეები, რომლებიც თავიდანვე მაცხოვარს ახლდნენ და, რა თქმა უნდა, ისინი პატივდებული იყვნენ სხვა მოციქულებისგანაც. იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგინების დროს თორმეტი მოციქულიდან ბევრი ჯერ კიდევ მაცხოვრის მოწაფეც კი არ იყო. ხოლო როდესაც შემდგომში მაცხოვარი გამოარჩევდა და მიჰყავდა მხოლოდ ეს სამი მოციქული, მოციქულებში ეს არასოდეს შურს არ აღძრავდა. არც თავად ის სამი მოციქული თვლიდა, რომ რაიმეთი უპირატესნი იყვნენ დანარჩენებისგან, ყველა მათგანი თვლიდა, რომ ეს იყო უფლის არჩევანი და მის ნებას ემორჩილებოდნენ.

პეტრე გამორჩეული იყო სარწმუნოებრივი სიმტკიცით, იოანე და იაკობი, ზებედეს ძეები, კი ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მოშურნეობით, ღვთის მცნებათა მოსწრაფე აღსრულებით, ამის გამო ზებედეს ძეებს ქუხილის, ანუ საღვთო ხმის ძეებიც კი უწოდა. სახარებიდან ვიცით, რომ როდესაც მაცხოვარი სამარიტელთა ქალაქმა არ შეიწყნარა, იოანემ და იაკობმა უფალს უთხრეს, - მოგვეცი ნება, ვთქვათ და ზეციდან ცეცხლი გარდამოვა და დაწვავს მათო. აქედან ჩანს, რაოდენ მოშურნენი იყვნენ ისინი ღვთისადმი რწმენაში და რაოდენი სიყვარული ჰქონდათ ღვთისა, იცოდნენ, რომ კაცის კვლა ცოდვაა, მაგრამ ღვთის სიყვარულის გამო ყველაფრისთვის მზად იყვნენ. რა თქმა უნდა, შემდგომში მათი სულიერი მდგომარეობა დაიხვეწა, მაგრამ მათში არსებული სიყვარული არათუ შენელდა, არამედ კიდევ უფრო აღმატებული გახდა. ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდა. თანაც იოანე ასაკითაც ყველაზე პატარა იყო მოციქულთა შორის და მაცხოვრისგან ამის გამოც იქცევდა გამორჩეულ ყურადღებას. იაკობი პირველი იყო მოციქულთა შორის, ვინც მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა, პეტრე კი, ვიცით, რომ მთლიანად წარმმართველი იყო მოციქულთა საქმიანობისა. შემდგომშიც აღმოჩნდა, რომ ეს მოციქულები განსაკუთრებულნი იყვნენ თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი ღვაწლით.

- მოციქულთა გამორჩევისა და ქადაგების წინ დამოძღვრის შესახებ სხვადასხვა მახარებელი სხვადასხვაგვარად მოგვითხრობს. უფლის ზოგიერთ მოძღვრებას, რომელიც მათე მახარებელს მოციქულთა წარგზავნისას აქვს გადმოცემული, ლუკა და მარკოზ მახარებლები სხვა კონტექსში მოგვითხრობენ...

- უფლის სწავლება ერთია, ამიტომ სხვადასხვა იგავი ან სხვადასხვა სწავლება შესაძლოა მაცხოვარს სხავადასხვა დროსაც ეთქვა, ან ერთი და იგივე დროს ეთქვა, მაგრამ სხვადასხვა მახარებლის მიერ სხვადასხვაგვარად იყოს გადმოცემული. შესაძლოა ზოგიერთ მახარებელს ზოგიერთი რამ საერთოდაც არ ჰქონდეს გადმოცემული. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, ხშირად ისინი ერთმანეთს ავსებენ. როდესაც, ვთქვათ, ერთ მოციქულთან რაიმე არ არის ნათქვამი, ხოლო მეორე მოციქულთან გვხვდება, ფაქტობრივად, ამით ხდება იმის შევსება, რაც სინამდვილეში ხდებოდა. ამას გარდა სახარებაში ხშირად არ არის დაცული ქრონოლოგიები, ვთქვათ, იგავებისა, მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულებისა ან სწავლებების წარმოთქმისა. შესაძლოა სწავლებები ერთმანეთს მოსდევდეს, მაგრამ ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე იყოს მოთხრობილი. ასევე, შესაძლოა, იგავები, სწავლებები ან სასწაულები ერთად იყოს გადმოცემული, მაგრამ სხვადასხვა დროს მოთხრობილი და აღსრულებული, რადგან სახარების დანიშნულება არ არის მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნისა და მოღვაწეობის ისტორიულად აღწერა, არამედ სახარება დაიწერა იმისათვის, რომ ადამიანებმა სულიერი წარმატება მოიპოვონ, ქრისტიანობა ისწავლონ. ამასთანავე, როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვეუბნება, ის, რაც მაცხოვარმა იქადაგა და აღასრულა, ყველაფერი რომ დაწერილიყო, მთელი დედამიწაც ვერ დაიტევდა აღწერილ წიგნებსო. რაც დაიწერა, სარწმუნოების მისაღებად და ცხონებისთვის საკმარისია. ყველაფერი კიდეც რომ დაწერილიყო და ყველაფერიც რომ წაეკითხა ადამიანთა ზოგიერთ კატეგორიას, მაინც არ მიიღებდნენ. რა დონეზე იცის ადამიანმა ღვთისმეტყველება - ეს კი არ არის მთავარი, არამედ რა დონეზე აღასრულებს ღვთის მცნებებს, რამდენად სწამს და უყვარს უფალი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat