საქმით განვადიდოთ უფალი
საქმით განვადიდოთ უფალი
ვესაუბრებით არქიმანდრიტ მაკარის (აბესაძე):

ქრისტეს აღიარება და უარყოფა (მათე 10, 32-39)
მაცხოვარი განაგრძობს მოციქულთა დამოძღვრას და ეუბნება მათ: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზაცათაისა; და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 10, 32-33) - ვინც მე მაღიაროს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარო ჩემი ზეციური მამის წინაშეო. ამით უფალი მოციქულებს და ყველა ქრისტეს მიმდევარს მოგვიწოდებს და გვასწავლის, რომ უპირველესი მოვალეობა და საქმე ქრისტიანისა არის ღვთის სიტყვის გავრცელება. ამაზე ზეაღმატებული საქმე არ არსებობს. რაც დედამიწაზე გაჭირვებულია, ყველას რომ მოუაროს ადამიანმა, ყველა გამოიყვანოს ხორციელი გასაჭირიდან, ესეც კი არაფერია იმასთან შედარებით, რომ ადამიანმა ერთი ადამიანიც კი მოაქციოს სულიერად და მიიყვანოს უფალთან. თანაც ეს არის მოვალეობა. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხი მოგვეთხოვება, ისევე როგორც იმ უგუნურ მონას, რომელმაც ტალანტი მიწაში დაფლა. ხოლო "ვინც უარმყოს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყო ჩემი ზეციური მამის წინაშეო", - ბრძანებს მაცხოვარი. სწორედ ამ მცნებაზე იყო დამყარებული მთელი მართლმადიდებელი სამყარო, განსაკუთრებით პირველ საუკუნეში. უამრავამა ქრისტიანმა მოწამებრივი აღსასრული მიიღო სწორედ იმისათვის, რომ არ უარეყოთ ქრისტე, თავიანთი სიტყვით, საქმით, სიკვდილითაც კი ექადაგათ უფალი.

"ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მოფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა; რამეთუ მოვედ განყოფად კაცთა კაცისა მამისაგან თვისისა და ასული - დედისაგან თვისისა და სძალი – დედამთილისაგან თვისისა; და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისი; რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს" (მათე 10, 34-37) - შემდეგ უფალი მოციქულებს ეუბნება, ნუ გგონიათ, თითქოს ქვეყნად მშვიდობის მოსაფენად ვარ მოსული, (უფალი არ მოსულა იმისათვის, რომ მიწაზე მშვიდობა დაემყარებინა), არამედ განყოფად მოვედიო. მაგრამ უფალი სპეციალურად არ განყოფს, ერთმანეთისგან განაცალკევებს ადამიანებს და ოჯახის წევრებს: მამას - შვილისაგან, დას - ძმისგან, რძალს - დედამთილისგან, ძმას - ძმისგან, არამედ საღვთო მშვიდობის მოყვარე ადამიანები, ვინც ღვთის სიტყვა მიიღო, ვინც ღვთის მცნებების აღმასრულებელია, თავისთავად მოძულებულნი ხდებიან დანარჩენისაგან, თავიანთი ოჯახის წევრებისგანაც კი. წმინდანთა ცხოვრებაში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. თუნდაც წმინდა ბარბარე გავიხსენოთ, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა. იყო შემთხვევები, როდესაც საკუთარ შვილს გაუცია ქრისტეს მიმდევარი მამა და შვილის გაცემის გამო მამა უწამებიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უფალს სურს ასე. ეს არის იმ ადამიანების თავისუფალი ნება, რომლებიც უფალს არ აღიარებენ. კეთილისმყოფელი კი არ განეყოფა ბოროტის მოქმედს, არამედ ბოროტის მყოფელი განეყოფა კეთილის მოქმედს. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს უფალი და მოციქულებს და ღვთის მიმდევრებს ეუბნება, აფრთხილებს, თუ თქვენ ჩემი მიმდევარნი ხართ და თქვენს გარშემო მშვიდობა არ იქნება, ეს ნუ შეგაძრწუნებთ, არ იფიქროთ, რომ ჩემი მიმდევრები არ ხართო.

შემდეგ მაცხოვარი ამბობს: ვისაც მამა, დედა, და, ძმა... ჩემზე "უფროის" უყვარს, ის ჩემი ღირსი არ არისო. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი დედა, მამა, და, ძმა, შვილი და ახლობლები. შეიძლება ზოგიერთმა ისიც იფიქროს, რომ ეს სიტყვები ეწინააღმდეგება მეხუთე მცნებას, რომელიც მშობლების და ახლობლების სიყვარულს გვავალდებულებს. არამც და არამც. ადამიანებმა მშვენივრად იციან, როგორ უყვარდეთ დედა, როგორ უყვარდეთ მამა, და, ძმა, შვილი, ახლობლები. უფალი გვეუბნება, - ვისაც ახლობლები "უმეტეს ჩემდა" უყვარდეს, ის არ არის ჩემი ღირსი, ხორციელ სიყვარულზე ზეაღმატებულად უნდა გიყვარდეთ ღმერთიო. მშობლები და ახლობლები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ მათზე მეტად, გაცილებით ზეაღმატებულად უფალი უნდა გვიყვარდეს.

"რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10,38) - ჯვრის აღებაში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა გამოთალოს ჯვარი, აიღოს და ატაროს. თუმცა ჩვენ წმინდანთა ცხოვრებაში გვაქვს ასეთი ფაქტიც. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო და არც საერო განათლება, მოისმინა რა ეს სიტყვები ტაძარში, ფიზიკურად აიღო ჯვარი, წავიდა და მიადგა ერთ-ერთ მონასტერს, სადაც შემდეგ დაიმკვიდრა და სულიერების ისეთ საფეხურზე ავიდა, რომ ღირსი შეიქმნა საღვთო გამოცხადებებისა და შემდეგ სასუფეველში დამკვიდრებისა. ეს სულ სხვა რამეა. როდესაც წმინდა მამები განმარტავენ ამ სიტყვებს, გვეუბნებიან, რომ ჯვარი არის ის, რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ. ადამიანმა უნდა გამოიძიოს, რისი კეთება შეუძლია ყველაზე მეტად და მისი ჯვარი ეს არის. უნდა ვაკეთოთ იქ და ის საქმე, რა საქმეშიც მოგვიწოდა უფალმა. სწორედ ეს საქმე უნდა ვაკეთოთ ისე, რომ განვადიდოთ უფალი. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ ვიყოთ ეკლესიურები, არ ვიყოთ მლოცველები. ეს თავისთავად უპირველესად გვევალება, მაგრამ ამასთანავე იმ საქმითაც უნდა ვადიდოთ უფალი, რომელშიც უფალმა მოგვიწოდა. ვინც ასე არ აკეთებს, ის უფლის ღირსი არ არის.

"რომელმან მიოპოოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი" - ვისაც ჰგონია, რომ თავი იცხოვნა, თვლის, რომ ცხონდა თავისი საქმეებით, წარიწყმედს თავს, ხოლო ვინც თავს წარიწყმედს ქრისტესთვის და სახარებისთვის, ის ცხონდება. აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა თავი უნდა დადოს სარწმუნოებისათვის და ყველაფერი დაითმინოს უფლისა და სახარებისათვის. ჩვენ ჩვენი თავით ცხონება არ შეგვიძლია. ვერც ერთი ადამიანი, რაოდენ დიდი სიკეთეების მკეთებელიც არ უნდა იყოს, თავისი საქმეებით ვერ ცხონდება. ჩვენი ცხონება შეუძლია მხოლოდ უფალს. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი საქმეებით შეგვიძლია ცხონება, წარვიწყმედთ სულს, ხოლო თუ ვთვლით, რომ არ შეგვიძლია ცხონება ჩვენი საქმეებით, წარწყმედილები ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს ღვთისა, გვწამს, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ჩვენი ცხონება და შევთხოვთ მას, გვაცხოვნოს, მაშინ მოვიპოვებთ და ვიცხოვნებთ სულს.

ვინც მე მღებულობს
(მათე 10, 40-42)
"რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი" (მათე 10,41) - მიმართავს უფალი მოციქულებს და ამით სასოებას, იმედს აძლევს. როდესაც ეს სიტყვები გვესმის, უნდა გავიგოთ, აღვიქვათ და ვისწავლოთ ის, რომ ყველა ადამიანი უნდა შევიწყნაროთ. უფალი ყველა ადამიანშია განსახიერებული. არ ვამბობ, რომ უფალი ისეა განსახიერებული, როგორც ქრისტე იყო, არამედ მაცხოვარი ამ სიტყვებით გვაუწყებს, რომ ყველა ადამიანი მისი ძეა, ყველა ადამიანი მისი ასულია და თუ ჩვენ ნებისმიერ მცირეთაგანსაც კი შევიწყნარებთ, ნებისმიერ მცირეთაგანსაც კი შევეწევით, უფალი სამაგიეროს მოგვაგებს.

"რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს; და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი წყალი გრილი სახელად მოწაფისა... არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი" (მათე 10.41-42). შემდეგ უფალი ბრძანებს: ვინც წინასწარმეტყველი შეიწყნაროს, თვითონაც წინასწარმეტყველად ჩაითვალოს და თვითონაც წინასწარმეტყველის მადლი მიიღოს. ვინც მართალი შეიწყნაროს, მართლის სასყიდელი მიიღოს. "ერთსა მცირეთაგანს", გაჭირვებულ ადამიანს ერთი ჭიქა წყალიც რომ დაალევინოთ, ესეც კი არ დაგეკარგებათ ცათა სასუფეველშიო. ეს არის უდიდესი სწავლება ქრისტიანობისა. უფალი არ მიაგებს ადამიანებს იმის მიხედვით, რა რაოდენობის სიკეთეს აკეთებს, არამედ იმის მიხედვით მიაგებს, თუ როგორ აკეთებენ ადამიანები ამ სიკეთეებს. აქვს ადამიანს ორი ლეპტა და ორივეს სწირავს, როგორც სახარებაშია მოთხრობილი ქვრივი დედაკაცის შესახებ, მეორე მდიდარი კი სწირავს, ვთქვათ, ათას დინარს, მაგრამ ქვრივი დედაკაცის შესაწირი აღმატებულია, რადგან მან ყველაფერი შესწირა, რაც გააჩნდა, ხოლო მდიდარმა ნამეტნავისაგან შესწირა, ის, რაც ზედმეტი ჰქონდა. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ შესაწირს არ ღებულობს უფალი, მაგრამ უფლისთვის რაოდენობა მატერიალურსა და ფიზიკურში კი არ არის, არამედ სულიერშია. სწორედ ასე მიაგებს უფალი თითეულ ადამიანს. შესაძლოა უქონელისა და გაჭირვებულისთვის ერთი ჭიქის მიმწოდებელს უფრო მეტი მიანიჭოს, ვიდრე მილიონების გამღებს - ერთი ჭიქის შემწირველი აღმატებული იმით იყოს, რომ უანგაროდ გაიღო ეს სიკეთე, უბრალოდ, მას მეტის გაკეთება არ შეეძლო, ხოლო მილიონის შემწირველმა შეიძლება ანგარებით გაიღოს ეს სიკეთე და ამის გამო არათუ სიკეთედ ჩაეთვალოს ღვთის წინაშე, არამედ, პირიქით, დაისაჯოს როგორც ანგარებიანი ადამიანი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat