თუ სიკეთეს ვაკეთებთ, ამის შესახებ ჩვენ არ უნდა განვაცხადოთ
თუ სიკეთეს ვაკეთებთ, ამის შესახებ ჩვენ არ უნდა განვაცხადოთ
სახარებაში მაცხოვრის მიერ აღსრულებული სამი მკვდრეთით აღდგინების სასწაულია მოთხრობილი. პირველად მან მკვდრეთით აღადგინა იუდეველთა რაბინის, იაიროსის ერთადერთი ასული. როგორც მახარებლები მოგვითხრობენ, ამ უდიდეს სასწაულს წინ უსწრებდა სისხლდენით დასნეულებული დედაკაცის განკურნება. ამჯერად სწორედ ამ სასწაულებზე ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):


იაიროსის ქალიშვილის აღდგინება. სისხლდენით გატანჯული ქალის განკურნება
(მათე 9,18-26; მარკოზი 5,21-43; ლუკა 8,40-55):
ერთხელაც, როდესაც იესო თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა, მასთან მივიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი, მაცხოვრის ფერხთით დაეცა და ევედრებოდა: ჩემი თორმეტი წლის ქალიშვილი სიკვდილის პირასაა, შინ წამომყევი, ხელი დაადე და გამოჯანმრთელდებაო. იესოც მაშინვე გაჰყვა მას. როდესაც მიდიოდა, დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა თან, მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელიწადი სისხლდენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებში დაეხარჯა და ვერავინ უშველა. მოისმინა იესოზე, ხალხში ზურგს უკნიდან მიეპარა და შეეხო მის სამოსელს, ვინაიდან ფიქრობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. მართლაც, შეეხო თუ არა მაცხოვრის სამოსელს, მაშინვე განიკურნა. ხოლო იესომ თქვა: ვინ შემეხო მე, ვინაიდან ვგრძნობ, რომ ძალი გავიდა ჩემგანო. ქალი ძრწოლით და შიშით მიუახლოვდა მაცხოვარს, მის წინაშე დაემხო და სახალხოდ განუცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. მაშინ იესომ უთხრა ქალს: ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა, წადი მშვიდობით. ჯერ სიტყაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსთან, იაიროსთან, და უთხრეს, - შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარსო. ეს სიტყვები ესმა მაცხოვარს და იაიროსს მიმართა: ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს. თავის მოწაფეთაგან თან გაიყოლა მხოლოდ პეტრე, იოანე და იაკობი და გაჰყვა იაიროსს. სინაგოგის მთავრის სახლში შეკრებილი ადამიანები ტიროდნენ და გლოვობდნენ გოგონას გარდაცვალების გამო. მაცხოვარმა უთხრა მათ: ნუ წუხხართ და ტირით. გოგონა არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ სძინავს. ხალხი დასცინოდა იესოს, რადგან იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო. იესომ ყველას უბრძანა დაეტოვებინა იქაურობა, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი - პეტრე, იოანე და იაკობი და შევიდა, სადაც გოგონა იწვა. მიუახლოვდა, ხელში აიღო გოგონას ხელი და მიმართა: "ტალითა კუმი!", რაც ნიშნავს - შენ გეუნები, ყრმაო, ადექი! გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა. მშობლები კი გააფრთხილა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ, თუმცა როგორც მათე მახარებელი გადმოგვცემს, მალე მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.

- როგორც მახარებლები მოგვითხრობენ, იაიროსის ასულის მკვდეთით აღდგინებამდე მაცხოვარი განკურნავს სისხლდენით დაავადებულ ქალს, რომელიც ჩუმად მიეახლება მას და ისე ღებულობს კურნებას, თუმცა უფლის ნებით ყველა იქ მყოფი ადამიანის წინაშე განცხადდა ქალის სასწაულებრივი კურნების ამბავი. რატომ ინება უფალმა, რომ ეს სასწაული განცხადებულიყო ადამიანების წინაშე?

- უფალმა, უპირველეს ყოვლისა, ამ ქალის სარწმუნოება განაცხადა იმისთვის, რომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ეჩვენებინა, თუ რა შეუძლია სარწმუნოებას, რწმენას. ასევე, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, უფალმა ეს სასწაული განაცხადა იაიროსისთვის. სახარებიდან ვიცით, რომ სწორედ ამ სასწაულის შემდეგ მიდიან მასთან და ეუბნებიან, - შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარსო, ანუ უფალმა ეს სასწაული წინდაწინ განუცხადა იაიროსს, რადგან, მივიდოდნენ რა მასთან მისი ქალიშვილის სიკვდილის მაუწყებელი ადამიანები, მას სარწმუნოება არ დაეკარგა, შეენარჩუნებინა იგივე სარწმუნოება, რომლითაც მივიდა უფალთან. იაიროსმა ეს შეინარჩუნა და უფალმაც ღირსყო, რომ მისი ასული მკვდრეთით აღდგომილიყო.

- რატომ ინება უფალმა, რომ ამ სასწაულის შესახებ თავად განკურნებული ქალისგან შეეტყოთ ადამიანებს?


- ერთი მხრივ, რა დაავადებაც ამ ქალს სჭირდა, ამის თქმა სირცხვილი იყო ხალხში, თანაც ქალის ამგვარი საქციელით უფალმა გვიჩავენა მისი უაღრესი თავმდაბლობა, თუ რაოდენი თავმდაბლობა ჰქონდა მას სარწმუნოებასთან ერთად. იმდენად თავმდაბალი იყო, რომ მხოლოდ მაცხოვრის სამოსის შეხება სურდა და მეტი არაფერი. მაცხოვრისთვის არც კი უთქვამს, ავად ვარ, შემეწიე და განმკურნეო.

თანაც ადამიანები სასწაულად უფრო იმას აღიქვამდნენ, რომ თავად ამ დედაკაცს ეღიარებინა, ყველაფერი თვითონ ეთქვა, რაც მის თავს მოხდა. უფალს არც ერთი თავისი სასწაული თვითონ არ განუცხადებია, არ უთქვამს, რომ ეს მე აღვასრულეო. მაცხოვრის მიერ აღსრულებული ყველა სასწაულის შესახებ თვითმხილველები მოგვითხრობენ. ეს სასწაულიც, რომელიც იყო დაფარული, არა თავად უფალმა განაცხადა, არამედ მას განაცხადებინა, ვისზეც ეს სასწაული აღესრულა. უფალი ამით გვასწავლის, რომ თუ ჩვენ რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, ამის შესახებ ჩვენ არ უნდა განვაცხადოთ. თავად ეს სიკეთე შესაძლოა განცხადდეს, რათა ადამიანებმა ამით ხორციელი და სულიერი სარგებელი მიიღონ, მაგრამ თუ ჩვენ დავიწყებთ ჩვენს მიერ ქმნილი სიკეთეების განცხადებას, ამგვარი საქციელით არათუ ჩვენ ვერ მივიღებთ სულიერ სარგებელს, შესაძლოა, სხვა ადამიანებსაც ზიანი მივაყენოთ.

- როდესაც მაცხოვარი სისხლდენით გატანჯული ქალის განკურნების შემდეგ კითხულობს, ვინ შემეხოო, ამბობს - ვიგრძენი, რომ ძალი გავიდა ჩემგანო. რის შესახებ გაუწყებს უფალი ამ სიტყვებით?

- იმით, რომ კურნება აღასრულა, უფალს არაფერი დაჰკლებია, მაგრამ ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვიმოწმებს, რომ იესო ქრისტე იყო ღმერთი. იმას კი არ ამბობს, ღვთისგან ვითხოვე და გავიდაო, არამედ მისგან გავიდა, ეს მისი კუთვნილება იყო - ის კურნებები, რომელთაც განკაცებული უფალი აღასრულებდა, მისი კუთვნილება იყო. როდესაც წმინდა ადამიანები აღასრულებენ სასწაულებს, ეს მათი კუთვნილება არ არის, ისინი ღვთის შეწევნით აღასრულებენ მათ.

- რა მნიშვნელობა ჰქონდა იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგინებას, რატომ უნდა ენახათ ადამიანებს იესოს მიერ აღსრულებული მკვდრეთით აღდგინების სასწაულიც?

- ძველი აღთქმის პერიოდშიც იყო ფაქტები, როდესაც წინასწარმეტყველებს მკვდრეთით აღუდგენიათ ადამიანები, მაგრამ ისინი ამას აკეთებდნენ ლოცვითა და ღვთისადმი ვედრებით. როდესაც თავად უფალი აღასრულებს მკვდრეთით აღდგინების სასწაულს, ამით გვიჩვენებს, თუ რაოდენ აღმატებულია ის წინასწარმეტყველებზე. როგორ აღადგინა მან იაიროსის ქალიშვილი? - მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: "შენ გეტყვი, ყრმაო, ადექ!". კი არ ილოცა მაცხოვარმა და უფალს კი არ ევედრა, განკურნეო, არამედ თავად განკურნა.

- რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სასწაულს თავად იაიროსისთვის და რატომ ღირსყო უფალმა სწორედ იაიროსი, რომ მისი ერთადერთი ასეული მკვდრეთით აღმდგარიყო?

- ერთი მხრივ, თავად იაიროსმა მიწიერად მიიღო უდიდესი სიხარული იმით, რომ მისი ქალიშვილი მკვდრეთით აღდგა, ასევე ამით მას სარწმუნოება შეეძინა. იაიროსი არ ჰგავდა სხვა იუდეველ რაბინებს, რომლებიც მხოლოდ იმის მცდელობაში იყვნენ, რომ როგორმე მახე დაეგოთ მაცხოვრისთვის, არამედ თავმდაბლად მივიდა მაცხოვართან და ითხოვა მისგან შეწევნა. ქალიშვილის ავადმყოფობა, სიკვდილი და აღგომა იაიროსს უფალთან მისასვლელად ექმნა. ხომ შეიძლებოდა სხვა შესაკრებლების მთავრებსაც მოსვლოდათ ასეთი რამ, მაგრამ ისინი უფალთან მიმსვლელები რომ ყოფილიყვნენ, უფალი მათაც აღუსრულებდა სასწაულებს. მხოლოდ იაიროსის გული იყო მზად იმისათვის, რომ მისულიყო უფალთან, მისი დროებით განსაცდელიც იყო არა სასჯელი, არამედ წამალი მიცემული ღვთისგან იმისათვის, რომ მისი გული საბოლოოდ განკურნებულიყო და ყოფილიყო ღვთის სიტყვის მიმღები.

- ვიდრე მაცხოვარი იაიროსის ქალიშვილს მკვდრეთით აღადგენდა, გოგონას გარდაცვალებით დამწუხრებულ ადამიანებს მიმართა: ნუ წუხხართ და ტირით, არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავსო, ეს კი მაცხოვრის მიმართ ადამიანთა დაცინვას იწვევს...

- ამით უფალი, ჯერ ერთი, იმას ამბობს, რომ მისთვის სიკვდილი არაფერია, მიცვალებული ადამიანი მისთვის იგივეა, რაც მძინარე. უფალს გაცილებით იოლად შეუძლია გარდაცვლილი ადამიანის აღდგინება, ვიდრე ჩვენ, ადამიანებს, დაძინებულის გაღვიძება. ხოლო იმისათვის, რომ შემდეგ იუდეველებს ბრალი არ დაედოთ უფლისთვის, რომ გოგონა მკვდარი არ ყოფილა, უბრალოდ ეძინა და გააღვიძაო, ჩირქი არ მოეცხოთ ამ სასწაულისთვის და იმ ადამიანებში, რომლებიც ამ სასწაულს მიიღებდნენ, ეს შხამი არ ჩაეთესად, თავად იუდეველებს დააცინინა თავი და საკუთარი პირით აღიარებინა, კი არ სძინავს, მკვდარიაო. იუდეველებმა თავად დაამტკიცეს და თავიანთი პირით აღიარეს, გოგონა მკვდარიაო და თავიანთ სიტყვას ხომ ვეღარ უარყოფდნენ?
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat