შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!
შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!
განვაგრძობთ საუბარს მაცხოვრის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან დაკავშირებით...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):


- როდესაც მაცხოვარი პეტრეს სიდედრის განკურნების შემდეგ უამრავ სნეულს განკურნავს, მათ შორის მრავლად არიან ეშმაკეულნი, მათგან გამოსული ბოროტი სულები ყვირიან და ამბობენ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა! როგორც სახარება მოგვითხრობს, უფალი რისხავდა მათ და უკრძალავდა საუბარს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგიო. პეტრეს სიდედრის განკურნებამდე მაცხოვარი სინაგოგაში იმყოფებოდა. მისი ქადაგების მოსმენისას არაწმინდა სულით შეპყრობილმა კაცმა ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? ვიცი ვინცა ხარ, ღვთის წმინდავ". ვიცით, რომ დაცემული ანგელოზების წინაშე დაფარული იყო ღვთის განკაცების საიდუმლი, ბოროტმა სულებმა დანამდვილებით ჯვარცმის წინაც კი არ იცოდნენ, რომ იესო იყო მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი, სულიერად გამომხსნელი კაცობრიობისა. როგორ უნდა გავიგოთ ეს სახარებისეული მონათხრობი?

- დაცემულმა ანგელოზებმა იცოდნენ, რომ იესო იყო ღვთის წმინდა, წმინდა ადამიანი, მაგრამ განკაცებული ღმერთი თუ იყო, არ იცოდნენ. ბოროტმა სულებმა იცოდნენ ისიც, რომ მესია მოვიდოდა, რომელიც მათაც შეებრძოლებოდა და დაამარცხებდა, მაგრამ მესია თუ განკაცებული ღმერთი იქნებოდა, ეს მათ წინაშე დაფარული იყო, მათაც ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ მესიაზე, როგორიც იუდეველებს. ე.ი. როდესაც დაცემული სულები იესოს აღიარებენ ღვთის წმინდად, ძე ღვთისად და ქრისტედ, იგულისხმება, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს იყო წმინდა კაცი, ღვთისგან მოვლენილი, მესია, ანუ ძე ღვთისა, მაგრამ ძე ღვთისაში ისინი არ გულისხმობდნენ, რომ ის იყო ძე ღვთისა, ღმერთი, არამედ ადამიანური მიმართებით ღვთის ძეს, ისევე როგორც, ვთქვათ, ძენი ღვთისანი არიან მოხსენიებულნი ბიბლიაში, რაც მიემართებოდა ღვთისმოსავ ადამიანებს. ანუ იცოდნენ, რომ იესო მხსნელი იყო, მაგრამ თუ მხსნელი იქნებოდა თავად განკაცებული ღმერთი, ეს არ იცოდნენ. დაცემული ანგელოზების უპირველესი თვისება რა არის? - ამპარტავნება. განკაცება რა არის? - განკაცება არის უაღრესი თავმდაბლობა. მათ ამპარტავნებას არ შეეძლო წარმოედგინა ესოდენი თავმდაბლობა, რომ ღმერთი მოვიდა განკაცებული. როდესაც უფალმა ჯვარცმის დროს განხეთქა ჯოჯოხეთის ბჭენი, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ იესო ქრისტე იყო ღმერთი, თორემ შეუძლებელი იყო თვითონ მისულიყვნენ ამ დასკვნამდე, რადგამ მათი ამპარტანება ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას არ მისცემდათ.

ლეგიონით შეპყრობილი ეშმაკეულის განკურნება ღადარინელთა ქვეყანაში
(მათე 9,28-34; მარკოზი 5,1-20; ლუკა 8,26-39):

მაცხოვარი ერთხელაც გაღმა გავიდა, ღადარინელთა ქვეყანაში, მათე მახარებლის მონათხრობის თანახმად, მას ორი ეშმაკეული შემოხვდა, ლუკა და მარკოზ მახარებლები კი მოგვითხრობენ, რომ ღადარინელთა ქვეყანაში შესულ იესოს შემოხვდა ერთი კაცი, რომელსაც ეშმაკები დაუფლებოდნენ და ჯაჭვებითაც კი ვერ კრავდნენ, რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებით, მაგრამ მაშინვე ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. ამ კაცს სამარხებში დაედო ბინა და მისი შიშით ვერავინ ბედავდა იმ ადგილებში გავლას. როგორც კი იესო დაინახა, მასთან მივიდა, ძირს დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩვენგან, იესო, ძეო უზენაესი ღვთისაო, გევედრები, ნუ მტანჯავ", რადგან არაწმინდა სულს უბრძანა, ამ კაცისგან გამოსულიყო. იესომ ჰკითხა მას: რა არის შენი სახელი? მან კი მიუგო: ლეგიონი, ვინაიდან ბევრნი ვართ. იქვე ახლოს ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები შეევედრნენ იესოს: თუ განგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვიო. როდესაც იესომ ნება დართო, არაწმინდა სულები გამოვიდნენ და შევიდნენ ღორების კოლტში. კოლტი კბოდედან გადაეშვა და ზღვაში ჩაიხრჩო. როდესაც ეს მწყემსებმა იხილეს, გაიქცნენ და მთელ იმ მხარეს გააგებინეს ეს ამბავი. მომხდარის სანახავად უამრავი ადამიანი გამოვიდა. მივიდნენ იესოსთან და ნახეს, რომ კაცი, რომელსაც არაწმინდა სულები დაუფლებოდნენ და ყველა უფრთხოდა, შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით. შეშინებულმა ხალხმა მაცხოვარს სთხოვა, რომ მათ საზღვრებს, მათ ქვეყანას გასცლოდა. იესო ჩაჯდა ნავში და გამობრუნდა. ყოფილი ეშმაკეულიც სთხოვდა მაცხოვარს, რომ თან წაეყვანა, მაგრამ იესომ ნება არ დართო, არამედ უთხრა: წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, თუ რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელ იმ მხარეში ქადაგებდა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მაცხოვარმა მასზე აღასრულა.

 

KARIBCHE

 

როდესაც მახარებლები ღადარინელთა ქვეყანაში ეშმაკეულის განკურნების ფაქტს გადმოგვცემენ, ზოგი ჰყვება ორი ეშმაკეულის შესახებ, ზოგი კი მხოლოდ ერთს ასახელებს. წმინდა იოანე ოქროპირი, როდესაც სახარების ამ ადგილს განმარტავს, ამბობს, - რატომ არის მახარებლებს შორის თითქოსდა ასეთი დაპირისპირება? არამც და არამც ეს ასე არ არის. როდესაც მაცხოვარმა ეს სასწაული აღასრულა, იქ იყო ორი ეშმაკეული, უბრალოდ, ზოგიერთი საუბრობს მხოლოდ იმ ეშმაკეულის შესახებ, რომლიც ლეგიონით იყო შეპყრობილი, სამარხებში სახლობდა და მისი შიშით იმ ადგილებში ვერავინ დადიოდა. მეორე იყო ჩვეულებრივი ეშმაკეული, რომლის მსგავსიც უფალმა ათასობით განკურნა. ე.ი. ყველა მახარებელი, როდესაც ამ ამბავს მოგვითხრობს, ძირითადად ლეგიონით შეპყრობილი ეშმაკეულის შესახებ ჰყვება.

ჯერ ერთი, ამ სასწაულით მაცხოვარმა განკურნა ეს ადამიანები, რაც თავისთავად საჭირო იყო მათთვის, ამასთან, უამრავმა ადამიანმა იხილა, რომKკაცი, რომლისაც ყველას ეშინოდა, დამშვიდებული და გონიერი იჯდა მაცხოვრის ფეხებთან, ხოლო როდესაც მაცხოვარი ხალხის თხოვნით ტოვებს ღადარინელთა ქვეყანას, სთხოვს, რომ ისიც თან წაიყვანოს. ამ ადამიანებს უნდა დაენახათ, როგორ შეიცვალა ამ ადამიანის გონება. მაცხოვარი უარს ეუბნება თხოვნაზე და ისევ თავის მიწებზე ტოვებს, იმის გამო, რომ მაცხოვრის სიტყვის გამავრცელებელი შექმნილიყო იმ ადგილებში და მამხილებელი ყოფილიყო იმ ადამიანებისა, რომლებმაც მაცხოვარი თავიანთი მიწებიდან გააძევეს. რატომ სთხოვენ ეს ადამიანები მაცხოვარს, რომ დატოვოს მათი საზღვრები? - რადგან სინდისმა შეაწუხათ და იმის მოშორება სურდათ, რაც მათ სინდისს აწუხებდა. ალბათ ხშირად შეგვინიშნავს, როდესაც ადამიანები ცოდვაში ცხოვრობენ, სასულიერო პირის დანახვისას ან მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობისას მაშინვე იწყებენ ეკლესიის წინააღმდეგ საუბარს, სასულიერო პირების განკითხვას. უნდა ვიცოდეთ, რომ მათ ამ დროს სინდისი ამხელთ თავიანთი ცოდვების გამო და იმის ნაცვლად, რომ სინანულში ჩავარდნენ და შეინანონ, იმის წინააღმდეგ აღიძვრებიან, რამაც მათი სინდისი გააღვიძა, რათა თავიანთი სინდისის ხმა დაფარონ. სწორედ ასე მოიქცნენ ღადარინელები, როდესაც მაცხოვარს უთხრეს, რომ გასცლოდა მათ მიწებს. მაცხოვარიც განეშორა მათ, მაგრამ ეს კაცი, განკურნებული ეშმაკეული, დატოვა მათ სამხილებლად და ღვთის სიტყვის საქადაგებლად. სახარებიდან ვიცით, რომ როდესაც შემდეგ მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ღადარინელთა ქვეყანაში, მას უკვე უამრავი ადამიანი მიუყვანეს განსაკურნებლად, რადგან ყოფილი ეშმაკეულის მათთან ყოფნამ, მისმა ქადაგებამ შედეგი გამოიღო, - ამ ადამიანებში უკვე გაჩნდა ქრისტეს სარწმუნოება.

ვიდრე მაცხოვარი დაცემულ ანგელოზებს უბრძანებს დატოვონ ეშმაკეულის სხეული, დაცემული სულები სთხოვენ, რომ ღორების კოლტში შესვლის ნება დართოს. აქედან ჩანს, რომ უფლის დაშვების გარეშე ეშმაკებს თავად ღორებშიც კი არ შეუძლიათ შესვლა, არათუ ადამიანში. თუ დაუკვირდებით, რა მოსწიეს ღორების კოლტს, ადვილი მისახვედრია, როგორ იცავდა ეშმაკეულ ადამიანს უფალი მაშინაც კი, როდესაც მასში ლეგიონი იყო ჩასახლებული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat