თუ ადამიანს ქრისტე არ უდევს გულში ქვაკუთხედად, მას ამქვეყნიური ამაოებები წალეკავს
თუ ადამიანს ქრისტე არ უდევს გულში ქვაკუთხედად, მას ამქვეყნიური ამაოებები წალეკავს
როდესაც მაცხოვარი ადამიანებს აძლევს სწავლებას ცრუ წინასწარმეტყველთა შესახებ, ამბობს: "ვინც მეუბნება, უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციური მამის ნება-სურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს? მე განვუცხადებ მათ: მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო უსჯულოებისა" (მათე 7,21-23), შემდეგ კი წარმოთქვამს გონიერი და უგუნური მშენებლების იგავს. ამჯერად სწორედ ამ სწავლებებზე შევჩერდებით...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

"არა ყოველი, რომელი მეტყვის, უფალო, უფალო" (მათე 7,21-23)
- როდესც უფალი ბრაძანებს: ბევრი მეტყვის იმ დღესო, - გულისხმობს მეორედ მოსვლის ჟამს. სწორედ ისინი, ცრუ წინასწარმეტყველნი, რომლებიც ამქვეყნად ამბობენ, რომ ღვთის ნებით წინასწარმეტყველებენ და თავიანთ თავს წინასწარმეტყველებსა და ნათელმხილველებს უწოდებენ, როდესაც ღვთის წინაშე წარდგებიან, უფალს ეტყვიან - უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? შენი სახელით არ ვდევნიდით ბოროტს? უფალი მიუგებს მათ: მე არ მომიცია ნება, ჩემი სახელით გეწინასწარმეტყველათ, თქვენ სიცრუით იღებდით ჩემს სახელს და წინასწარმეტყველებდით ჩემი სახელით, თქვენ კი ამბობდით, რომ ღვთისგან გქონდათ ამის ნიჭი და ნება მოცემული, მაგრამ მე არ გიცნობთ, წინასწარმეტყველების ნიჭი ჩემგან არ მიგიღიათ და ვისგანაც გქონდათ მოცემული, სწორედ მასთან ერთად დაიმკვიდრებთ სამუდამო სატანჯველს; ვინც ჭეშმარიტად ღვთის მცნებების აღმასრულებელია, აღასრულებს და არ ამბობს, არ საუბრობს ამის შესახებ. ყველა, ვინც თვლის, რომ ღვთის მცნებებს აღასრულებს და ღვთის ნებით მოქმედებს, ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, ვერ მივა უფალთან, - ვინც სიტყვით ამბობს: "უფალო, უფალო" და საქმეებით არ ადასტურებს ნათქვამს, რადგან ასეთებს ღვთის სიტყვით აღიარება და ღვთის სახელით მოქმედება იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიანთი სიცრუით ნამოქმედარი დაფარონ. ისევე როგორც მიდიოდნენ მაცხოვართან ფარისევლები და ეუბნებოდნენ: "რაბი" - მოძღვარო, მაგრამ მას არ თვლიდნენ მოძღვრად. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, - მოძღვარო, სახიერო. მათ მაცხოვარი მიუგებს: რაისა მეტყვი მე სეხიერ, არავინ არს სახიერ გარნა მხოლო ღმრთისა. მაცხოვარი ამით ამხილებს მათ და ეუბნება - რატომ მიწოდებ სახიერს, შენ თვითონ არ თვლი, რომ სახიერი ვარ. სწორედ ასეთებზეა ნათქვამი უფლის მიერ ეს სიტყვები: "არა ყოველი, რომელი მეტყვის მე: უფალო, უფალო". ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს და არა საქმით, შინაგანად არ აღიარებენ ღმერთს.

"გონიერი და უგუნური მშენებლები" (მათე 7,24-27; ლუკა 6,47-49)
ყველას, ვინც ჩემთან მოდის, ისმენს ჩემს სიტყვას და ასრულებს მას, ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული, კარგად იყო ნაშენები. ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც მიწაზე აიშენა სახლი უსაძირკვლოდ. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი დაეცა და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.

- რის შესახებ გვაუწყებს უფალი ამ იგავური თქმით? რა არის ამ იგავის მთავარი სათქმელი?

- შესაძლოა ადამიანი ფიქრობდეს, რომ აღასრულებს ღვთის მცნებებს - დადიოდეს ეკლესიაში, ამბობდეს აღსარებას, ეზიარებოდეს, მაგრამ მას არ ჰქონდეს სწორი საფუძველი. სწამს მას განკაცებული ქრისტე? სწამს მას, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით? სწამს მას, რომ უფალმა გამოიხსნა ადამიანები? თუ ადამიანს ის არ სწამს, რისთვისაც უფალი მოვიდა ამქვეყნად, მის ეკლესიაში სიარულს, აღსარებას, მარხვას, ლოცვას, ზიარებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ თუ არ სწამს, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტად მხსნელი სოფლისა - არ სწამს, რომ ღმერთი განკაცნა და გამოიხსნა კაცობრიობა, მაშინ გარეგნული ქმედებების აღსრულება არავითარ სარგებლობას არ მოუტანს. ორი სახლი შეიძლება ერთნაირად იყოს აშენებული, გარეგნულად იყოს აბსოლუტურად ერთნაირი, მაგრამ, როგორც სახარება გვეუბნება, ერთს ჰქონდეს მტკიცე საფუძველი, მეორეს კი საფუძველი საერთოდ არ გააჩნდეს. ვისაც საფუძველი აქვს, ის არის ქრისტეს რწმენაზე დაფუძნებული, იმაზე, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, ქრისტე არის კაცობრიობის მხსნელი. სახარებიდან ის ადგილი გავიხსენოთ, მაცხოვარი მოციქულებს რომ ეკითხება - რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე? ზოგი ეუბნება: ელისე, ზოგი - წინასწარმეტყველი ან იოანე ხარ აღმდგარიო. შემდეგ ეკითხება: თქვენ რას ფიქრობთ, ვინ ვარ მეო. პეტრე ყველა მოციქულის სახელით მიუგებს - შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისაო. მაცხოვარი მიმართავს: პეტრე, შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, ანუ კლდე, საფუძველი ადამიანის რწმენისა უნდა იყოს ის, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, მხსნელი სოფლისა. ეს თუ არ სწამს ადამიანს, სხვა ყველაფერი ფუჭია. დანარჩენი შეიძლება იგივე იყოს, რაც სხვა ადამიანის შემთხვევაშია, ან გარეგნულად სულაც უკეთესი იყოს ის სახლი, რომლესაც საფუძველი არ აქვს, მაგრამ წყალდიდობის დროს სწორედ ბრწყინვალე სახლი განადგურდება, რადგან მას არ აქვს საფუძველი. რომელსაც საფუძველი აქვს, დარჩება. აქ საუბარია იმის შესახებ, ადამიანს რა სარწმუნოებაზე აქვს თავისი ცხოვრება აგებული, ამის მიხედვით მოხდება მისი განსჯა და ცხონება-არცხონება, და არა იმის მიხედვით, გარეგნულად რას იქმოდა. ბუდისტი ბერების მაგალითი ავიღოთ. ისინი ძალიან ბევრს ლოცულობენ, ძალიან ბევრს მარხულობენ, ყველანაირ მიწიერ სიამოვნებაზე უარს ამბობენ, მაგრამ მათ არ აქვთ საფუძველი, - ქრისტეს სარწმუნოება, ამიტომ მათი სულიერი ცხოვრება დანგრევისთვის არის განწირული, ვერ დაიმკვიდრებენ უფალთან მარადისობაში, სწორედ იმის გამო, რომ საფუძვლად არ აქვთ ქრისტეს სარწმუნოება. შეიძლება ადამიანმა ცოდვილი ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ სინანულში იყოს ამის გამო, იცოდეს, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, იცოდეს, რომ ის მოვიდა კაცობრიობის სახსნელად, იცოდეს, რომ უფალს შეუძლია ხსნა და სულ ევედრებოდეს მას ხსნისა და ცხონებისთვის. ასეთი ადამიანი ცხონდება.

- რას გულისხმობს უფალი, როდესაც ბრძანებს: "ადიდდებიან მდინარეები და დაანგრევენ ამ სახლსო"?..

- საერთოდ, როდესაც წმინდა წერილი ახსენებს მდინარეს, ძალიან ხშირად მასში იგულისხმება მიწიერი ამაოებები. აქაც სწორედ ამქვეყნიური ამაოებები, ამქვეყნიური განსაცდელები უნდა ვიგულისხმოთ. თუ ადამიანის რწმენა ქრისტეს სარწმუნოებაზე არ არის აგებული, ანუ ადამიანს ქრისტე არ უდევს გულში ქვაკუთხედად, მას ამქვეყნიური ამაოებები წალეკავს. ვისაც გულში ქრისტე უდევს ქვაკუთხედად, როგორი მცირეც არ უნდა იყოს მისი სარწმუნოება, სარწმუნოებრივი ღვაწლი, მას ეს რწმენა მაინც გადაარჩენს. თითქოსდა გარეგნულად როგორი მტკიცეც არ უნდა იყოს ადამიანის სარწმუნოება და როგორი მტკიცეც არ უნდა იყოს კაცი, თუ ეს სიმტკიცე ქრისტეზე არ არის აშენებული, აუცილებლად განქარვდება.

"იესო ასწავლის როგორც ხელმწიფების მქონე" (მათე 7,28-29;
მარკოზი 1,22; ლუკა 4,32)
როდესაც ისმენდა მაცხოვრის სწავლებას, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით, ვინაიდან ის ასწავლიდა როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარი. ძალმოსილი იყო მისი სიტყვა.

მაცხოვარი არ ასწავლიდა სხვის სწავლებას. ის ასწავლიდა თავის სწავლებას. უფალი არსად არ ამბობს, ვთქვათ - ასე გვეუბნება სჯულიო, არამედ ამბობს, რომ ეს ასეა. თუ სხვები ასწავლიდნენ, - სჯული ასე გვეუბნება და ასე უნდა ვქნათ, იმის გამო, რომ სჯულში ასე წერიაო, ის ქადაგებდა, რომ ეს ასეა, ანუ თვითონ იყო სჯულის დამდებელი და სჯულის მიმცემელი, და ამით კიდევ ერთხელ ახსენებდა ადამიანებს, რომ ის, ვინც მათ სჯული მისცა, თავად იყო უკვე მოსული და მას ხელეწიფებოდა ამის სწავლება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat