რაც მეტად მივმართავთ უფლისკენ ჩევნს გონებას, მით ნაკლებად გვინდა, რომ ამქვეყნიური საზრუნავებით ვიყოთ დატვირთული
რაც მეტად მივმართავთ უფლისკენ ჩევნს გონებას, მით ნაკლებად გვინდა, რომ ამქვეყნიური საზრუნავებით ვიყოთ დატვირთული
ამჯერად უფლის კიდევ რამდენიმე სწავლებაზე ვისაუბრებთ...
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ (მათე 7,7-12); (ლუკა 11,9-11)

- ამ სწავლებით უფალი გვასწავლის უფლისადმი დაუცხრომელ სასოებას. თუ ჩვენი ლოცვა არ იქნება შესმენილი, არ აგვისრულდა თხოვნა, ეს იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ლოცვა და ღვთის ვედრება შევწყვიტოთ. ორი მომენტია: შესაძლოა თხოვნა დაგვიანებით აგვისრულდეს ღვთისგან, რათა ჩვენი სარწმუნოება განმტკიცდეს, ან საერთოდ არ აგვისრულდეს იმის გამო, რომ თავად ჩვენ ან სხვას ზიანი არ მიადგეს ჩვენი სათხოვრის აღსრულებით, თუმცა ის ლოცვა, რომლითაც ამა თუ იმ სათხოვრის აღსრულებას შევთხოვთ უფალს, უკვალოდ არ იკარგება, უფალი სხვა მიმართულებით, ჩვენი სულიერი განვითარებისთვის წარმართავს. ხოლო თხოვნის დაგვიანებით აღსრულებით ვსწავლობთ ლოცვას, მოთმინებას, ვმტკიცდებით სულიერად. თუკი უფალი მაშინვე აგვისრულებს სათხოვარს, ლოცვა გვავიწყდება, დიდი ხნის შემდეგ შესრულების შემთხვევაში კი არ გვავიწდება, თან ლოცვა უკვე ჩვეულებად გვექცევა. სახარებიდან ვიცით, რომ როდესაც უფალი საქადაგებლად მიდიოდა, მას ერთი სამარიტელი დედაკაცი აედევნა და სთხოვდა თავისი ასულის განკურნებას. უფალმა ყურადღება არ მიაქცია. მასთან მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს: უფალო, განუტევე, ანუ თხოვნა აუსრულეო. მან მოწაფეების თხოვნაც არ შეისმინა. მიუხედავად ამისა, დედაკაცი მაინც დაუცხრომლად ევედრებოდა. როდესაც უფალი სახლში მივიდა, მოუწოდა ქალს და უთხრა: "არა ჯერ არს წართმევა შვილთათა და მიცემა ძაღლთა", დედაკაცმა კი მიუგო: უფალო, ძაღლებიც ჭამენ ჩვენი შვილების მონარჩენსო... რატომ არ მისცა უფალმა ამ ქალს მაშინვე სათხოვარი? - იმის გამო, რომ სხვებისთვის გამოეცხადებინა, სხვებს ენახათ, რაოდენ მტკიცე სარწმუნოება და მოთმინება ჰქონდა მას - რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მისდევდა უფალს, მით უფრო, რომ მაცხოვარი ყურადღებას არ აქცევდა. მოციქულებმაც სთხოვეს უფალს, მისთვის თხოვნა აღესრულებინა და არც მათ აუსრულა. სწორედ სამარიტელ დედაკაცს უნდა მივემსგავსოთ, რათა სათხოვარი შეგვისრულდეს. თუ მაშინ სამარიტელი დედაკაცის სარწმუნოება სხვა ადამიანებისთვის გამოაჩინა უფალმა, როდესაც ჩვენ დაგვიანებით გვისრულდება სათხოვარი, ჩვენვე გვიმტკიცებს რწმენას, რათა ჩვენც ისეთი სარწმუნოება შევიძინოთ, როგორიც სამარიტელ დედაკაცს ჰქონდა.

უფალს მაგალითებიც მოჰყავს: მეგობარი რომ მოვიდეს ღამით და სამი პური გთხოვოს, კიდეც რომ არ გინდოდეს ადგომა და მიზეზები დაასახელო, რის გამოც მისი თხოვნის შესრულება არ შეგიძლია, თუ თხოვნას არ შეწყვეტს, მომაბეზრებელი თხოვნის გამო მაინც ადგები და მისცემ, რასაც ითხოვს. ამით სწორედ დაუცხრომელი ლოცვისა და ღვთისადმი სასოებისკენ მოგვიწოდებს. თუ სასოებას არ დავკარგავთ და იმედი გვექნება, რომ უფალი სათხოვარს აგვისრულებს, არ დავიღლებით ლოცვით. ვიღლებით იმ შემთხვევაში, როდესაც იმედს ვკარგავთ, ღვთის სასოებას ვკარგავთ და ჩავთვლით, რომ უფალი თხოვნას არ გვისრულებს.

- ამასთან, ისიც უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ვითხოვოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი სათხოვარი. უფალმა უკეთ იცის, რომელი სათხოვარი აგვისრულოს, რა იქნება სასარგებლო ჩვენი თუ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს მამისადმი თხოვნის მაგალითის მოყვანით, თუმცა ზოგიერთები სწორედ იმის გამო კარგავენ ღვთის იმედს, რომ თხოვნა არ უსრულდებათ, მეტიც, ყვედრებასაც კი გამოთქვამენ უფლის მიმართ...

- სათხოვარი რა არის? შეიძლება ვინმემ უფალისგან ითხოვოს ახლობლის გამოჯანმრთელება, მაგრამ ეს ადამიანი გარდაიცვალოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა არ შეისმინა და თხოვნა არ აგვისრულა. ჩვენ იმდენად მიწიერები ვართ, რამდენადაც ადამიანის ხორციელ კურნებას ვითხოვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის ხორციელი კურნება არ უნდა ვითხოვოთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვითხოვოთ მისი სულიერი განკურნება. როდესაც სნეულის სულიერი კურნებისთვის ვლოცულობთ და ამ დროს ეს ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენი ლოცვა შეწირულია მისი სულის კურნებისათვის, მისი სულის საცხოვნებლად, ანუ უფალი უკეთესს მოგვაგებს მცირედისათვის. ამიტომ პირველ რიგში უფალს უნდა ვთხოვოთ ჩვენი თუ სხვისი სულიერი კურნება. ისიც გავიხსენოთ, რას გვეუბნება უფალი - შენ იზრუნე სულისა შენისათვის და ესე ყოველი, ანუ ამქვეყნიური, მოგცე შენო. ამქვეყნიურში ჯანმრთელობაც იგულისხმება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მოყვასისაც. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უფალი უნდა ვადიდოთ და სულიერი კურნება ვთხოვოთ ჩვენთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც. სანაცვლოდ მიწიერს ჩვენც მოგვიგვარებს და სხვა ადამიანებსაც. თუკი ჩვენ სარწმუნოებაში იმ დონეზე ავმაღლდებით, რომ მხოლოდ სულიერი კურნება ვითხოვოთ ჩვენთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც, ჩვენზე უკვე აბსოლუტურად ღვთის ნება აღესრულება. ღვთის ნების აბსოლუტური აღსრულება ნიშნავს, რომ რაც ყველაზე საუკეთესოა ჩვენთვის, ის მოგვეცემა.

- როდესაც ამ სწავლებას აძლევს მაცხოვარი, წარმოთქვამს: "ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათო". რას ნიშნავს, როგორ უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები?

- არც ერთ ადამიანს არ სურს ცუდად მოექცნენ, ამიტომ ჩვენც ისევე უნდა მოვექცეთ სხვა ადამიანებს, როგორც ჩვენ თვითონ გვსურს მოგვექცნენ სხვები. გინდა პატივი გცენ? შენც პატივი ეცი სხვას. გინდა გასაჭირში დაგეხმარონ და გვერდით დაგიდგნენ ადამიანები? შენც დაეხმარე გასაჭირში მყოფ მოყვასს... თავისთავად ხდება - როგორც შენ იქცევი, ისევე ხდება შენს გარშემო უკვე ყველაფერი. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ გვინდა მოგექცნენ, ამიტომ ჩვენც ასევე უნდა მოვექცეთ სხვებს. ეს არის მოკლედ ჩამოყალიბებული ქრისტიანული სწავლება. უფალი ყველა წვრილმანს ვერ დაგვიწერდა, ყველაფერს ვერ გვასწავლიდა - რა უნდა გაგვეკეთებინა და რა - არა. დაწვრილებითაც რომ ეთქვა, ყველა წვრილმანს ვერც დაიმახსოვრებდა ადამიანი, ამიტომ უბრალოდ გვითხრა: მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ სხვა ადამიანები.

"როგორც ვიწრო გზა სიცოცხლისკენ":
"შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მათე 7,13-14).

- ცხადია, ფართო გზაში იგულისხმება წარწყმედისკენ, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ცხოვრების წესი, ვიწრო გზაში კი სიცოცხლისკენ, სასუფევლისკენ მიმავალი გზა, ღვთისთვის სათნო ცხოვრება. დედამიწაზე წარწყმედის, ეშმაკის უამრავი მექანიზმი და მანქანება არსებობს, ცხონებისთვის კი სწორედ ისაა საჭირო, ისე ვიცხოვროთ დედამიწაზე, რომ როგორმე თავი ავარიდოთ ეშმაკის მანქანებას, რომელიც ადამიანის წარწყმედისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, სასუფეველი რომ დავიმკვიდროთ, ძალიან ბევრი რაღაცის აღკვეთა მოგვიწევს ჩვენი ხორცისთვისაც და სულისთვისაც, ბევრ რამეზე მოგვიხდება უარის თქმა. ჩვენი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ძალიან ცოტა რამაა ისეთი, რისი გაკეთებაც ჩვენს სულს არ დააზიანებს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის ვიწრო ეს გზა. ცოტა რამ აცხოვნებს ჩვენს სულს და ბევრი რამ წარწყმედს. თუკი ბევრ რამეს ვაკეთებთ, ანუ ძალიან თავისუფალნი ვართ ჩვენს ქცევაში ამ ქვეყანაზე, ფართო გზით მივდვართ. რაც უფრო ბევრ რამეს არ ავუკრძალავთ ჩვენს თავს, მით უფრო ფართო გზით მივდივართ, მით უფრო მივექანებით წარწყმედისკენ. ხოლო რაც მეტ რამეს ვუკრძალავთ ჩვენს თავს ღვთის სადიდებლად, ჩვენი ამქვეყნიური სვლა, სულიერი თვალსაზრისით, უფრო ვიწრო გზაზე გადადის. რაც უფრო ვიწროა გზა, ადამიანის გონებაც მით მეტადაა მიმართული ღვთისკენ, რაც უფრო ფართოვდება, ჩვენი გონება, მით მეტად შორდება უფალს. შეიძლება პირიქითაც ვთქვათ: რაც უფრო მიწიერებისკენ გადადის ჩვენი გონება, მით უფრო ვშორდებით უფალს და ამ ქვეყანაზე ყველაფერს ვიქმთ და რაც მეტად მიემართება უფლისკენ ჩვენი გონება, მით უფრო ვწყდებით ამქვეყნიურ საქმიანობას, მიწიერებას (ამქვეყნიურ საქმიანობაში არ იგულისხმება ის საქმიანობა, რომელიც ადამიანის ხორცისთვისაა აუცილებელი და სულისთვის სასარგებლო). რაც მეტად მივმართავთ უფლისკენ ჩვენს გონებას, მით ნაკლებად გვინდა, რომ ამქვეყნიური საზრუნავებით ვიყოთ დატვირთული და თავისთავად ის გზა, რომელზედაც მივდივართ, ვიწროვდება. ვიწრო გზა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი წუხილით, იძულებით მიდის ამ გზაზე, პირიქით, ამ გზაზე მიმავალი კაცი სულიერ სიხარულს განიცდის და ვერც კი ამჩნევს მის სივიწროვეს. თავისი გზის სივიწროვეს ის ამჩნევს, ვისი გონებაც უფლისკენ არაა მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანების გზა ფართოა, ის სიფართოვეც არ ჰყოფნის და კიდევ უფრო მეტი უნდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat