ქრისტეშობის თარიღთან დაკავშირებული ძველი და ახალი ცნობების ერთიანი ანალიზი
ქრისტეშობის თარიღთან დაკავშირებული ძველი და ახალი ცნობების ერთიანი ანალიზი
დასაწყისი იხ. კარიბჭე #6
ნაზარეთიდან იუდეამდე. როგორც წმინდა ლუკა მახარებელი გვამცნობს, ხარების შემდეგ "ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს , იუდეას ქალაქს" (ლუკ. 1:39). ჩვენ კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარიამს გამგზავრებამდე აუცილებელი სამზადისი ესაჭიროებოდა, დაწერილია "იმ დღეებში" და არა იმავე დღეს. ამავე დროს, ცნობილია, რომ მანძილი ნაზარეთსა და მთიან მხარეს შორის დაახლოებით 100 კილომეტრია და იმ დროისათვის ასეთ ძნელ და გრძელ გზაზე გასამგზავრებლად მარიამს შესაძლებელია თანამგზავრის მოძებნაც დასჭირვებოდა. ამ გარემოებებიდან ნათელი ხდება, რომ მარიამი ელისაბედთან ხარებიდან მე-8-10 დღეზე ადრე ვერ ჩავიდოდა. ამიტომ მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლის მიერ ელისაბედისა და სამყაროს ხარებაც 8-10 დღეზე, ანუ 15 აპრილზე ადრე ვერ იქნებოდა.

მართლმადიდებლური თვალსაზრისი ჩასახვისა და განკაცების შესახებ. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ჩასახვა და განკაცება ტოლფასი მოვლენებია. ამის საბუთად მოვიყვანთ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვებს: "იუდეველები ამბობენ, რომ იესო ქრისტეს შესახებ დაწერილი სიტყვები: "შენგან გამოვიდეს", სინამდვილეში ზორობაბელის შესახებ წინასწარმეტყველება იყო, მაგრამ აშკარად იტყუებიან და თავსაც იტყუებენ, რადგან ზორობაბელი ბეთლემში კი არა, ბაბილონში დაიბადა: "ზორო" ნიშნავს თესლს და შობას, ხოლო "ბაბელი" - ბაბილონს, ანუ ბაბილონში ჩასახულს ან გაჩენილს". როგორც ვხედავთ, "ჩასახული და გაჩენილი" ადამიანის ამქვეყანად მოსვლის ტოლფასი მოვლენებია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის დღეს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ამ შეხვედრის დროს საყოველთაოდ გაცხადდა განგებულება საიდუმლოსი: "განათლებად ყოველთა, რაი-იგი არს განგებულებაი იგი საიდუმლოისაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა" (ეფ. 3:9). ამავე დროს, წმინდა წერილში მრავალჯერ არის დაფიქსირებული გამოთქმა: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს", ანუ საიდუმლოს შეცნობისათვის შესაბამისი მზაობა იყო საჭირო და საყოველთაო მზაობის დროც ახლოვდებოდა. ქვეყნიერებისათვის "ახალი აღთქმა" ამ დღით, დაახლოებით 17 აპრილით უნდა დაწყებულიყო. დაწერილია: "გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი", ამიტომ მოლოდინი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონოდა, როგორც იუდეველს, ისე წარმართს, მათთვის ნიშნები კი სხვადასხვანაირი იქნებოდა. იმ დღიდან მოყოლებული, ღვთაებრივი საიდუმლოს შესაცნობად მხოლოდ ადამიანის მზაობაა საჭირო.

ამასთან, ჩვენი მხრივ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთის განკაცების შესახებ იოანე ნათლისმცემელზე ადრე მოგვები ვერ შეიტყობდნენ, რადგან, წმინდა წერილის მიხედვით, ქრისტეს განკაცება კაცობრიობისათვის პირველს იოანე ნათლისმცემელს უნდა ეწინასწარმეტყველებინა. ეს უნდა ყოფილიყო ხმა "უდაბნოში" მღაღადებლისა, ანუ მაცხოვრის დაბადება არ შეიძლებოდა იოანემდე ვინმეს გაეცნობიერებინა. სწორედ ამიტომ მაცხოვრის შესახებ ჯერ კიდევ მუცლადღებულ იოანეში გაჩენილი პირველი სიტყვა, როგორც აღვნიშნეთ, მისმა დედამ, ელისაბედმა გაახმოვანა. მოგვებს ვარსკვლავი ანუ ნიშანი ამის შემდეგ უნდა ეხილათ.

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე ასტროლოგების გამოთვლებით, იუპიტერი მთვარეს ახალი სტილით 17 აპრილს გადაეფარა და მოგვებისათვის სწორედ ეს იყო სამყაროს მეფის დაბადების ნიშანი. გამოდის, რომ თანამედროვე მეცნიერებმა ქრისტეს დაბადების დასაბუთებულ თარიღს მიაკვლიეს: თუ იუპიტერის მთვარით გადაფარვას და მართლმადიდებლურ კალენდარს შევაჯერებთ, ადვილად დავინახავთ, რომ ხარება მარიამისა იყო ძვ. წ. აღ. 6 წლის 7 აპრილს, ხარება ელისაბედისა და მოგვების მიერ ცისკრის ვარსკვლავის ხილვა კი დაახლოებით 10 დღის შემდეგ - 17 აპრილს და, ამ თარიღებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ქრისტეშობა: ძვ. წ. აღ. 5 წლის 7 იანვარს (ახალი სტილით) და ძველი სტილით - 6 წლის 25 დეკემბერს აბსოლუტურად ზუსტი ყოფილა. მით უმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, ვარსკვლავმა მოგვებს მთავარანგელოზის ხარების ადგილი - ნაზარეთი კი არა, იუდეა, ანუ სამყაროს ხარების ადგილი მიუთითა. ბეთლემის შესახებ კი მოგვებმა ჰეროდეს მწიგნობრებისაგან შეიტყვეს, ხოლო დაბადების ადგილის შესახებ, სადაც მათ უფალი იხილეს, დაწერილია: "აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს" (მათ. 2:9-10). წმინდა წერილიდან ჩანს, რომ ვარსკვლავი მათ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიუძღვებოდა.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, რის გამოც არ შეიძლება თანამედროვე ევროპელი მკვლევრებისადმი ღრმა პატივისცემით არ განეწყო, მათ თავიანთი ტრადიციებიდან გამომდინარე მართლმადიდებლური ხარების თარიღს ყურადღება არ მიაქციეს და მუცლადღება, ანუ საყოველთაო ხარება უნებლიეთ ქრისტეშობად გამოაცხადეს. აი, ამ უზუსტობის გამო ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქრისტეშობა არც 25 დეკემბერს და 7 იანვარს არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

მოგვთა თაყვანისცემის მიზეზები. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: იესო ქრისტეს განკაცების მიზეზი მთელ კაცობრიობაში ცხოვრების ძველი წესების შეცვლა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა დროის, ყველა ხალხის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემისათვის მოქცევა იყო. ებრაელები წინასწარმეტყველთაგან მუდმივად ისმენდნენ ღმერთის ამ ახალი გამოწვევის შესახებ და მათ ეს მოლოდინი უკვე თავისებურად შემკობილი და შეფუთული ჰქონდათ. ამდენად, მათთვის ამ მოვლენის ნამდვილი შინაარსი მინავლული და მივიწყებული იყო. იმ უდიდესი მნიშვნელობის რწმენას, რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო, მათთვის აქტუალობა ჰქონდა დაკარგული, ისინი ძლიერ, განმათავისუფლებელ და დამპყრობელ მეფეს ელოდნენ. იმისათვის, რათა იუდეველები გონს მოსულიყვნენ, უფალმა ახალდაბადებული მეფის ადგილსამყოფლის გამოსაკითხად იუდეაში წარმართი მოგვები მოიხმო. მაცხოვრის მობრძანება იუდეველთათვის იმდენად დიდ საცდურად იქცა, რომ ერთნი განზე გადგნენ, მეორენი მოციქულებად იქცნენ, ხოლო მესამენი ჰეროდე მეფის, ანნას, კაიაფასა და იუდას ცოდვაში ჩაცვივდნენ.

გზა მაღალმთიანი აღმოსავლეთიდან "ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაი იგი". ცაზე პლანეტების განლაგებამ მოგვებს იუდეაზე მიუთითა. მათ დიდი მანძილი ჰქონდათ გასავლელი და "აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო" (მათ. 2:9). ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს: "არ იფიქრო, რომ ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელსაც ცაზე ვხედავთ. არა, ეს ვარსკვლავის სახით მოვლენილი ღვთიური და ანგელოზებრივი ძალა იყო". ცხადია, ეს ძალა არ შეიძლება რაიმე სახის ილუზიად ჩაითვალოს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ ნიშანს მხოლოდ მოგვები აღიქვამდნენ. ამიტომ მათგან განსხვავებით ჰეროდე მეფესა და მის მწიგნობრებს არ შეეძლოთ ამოეცნოთ ქრისტეშობის ზუსტი ადგილი, წმინდა წიგნებში მათ მხოლოდ იუდეის ბეთლემი ამოიკითხეს, მოგვებმა კი ჩვილი იესოს ადგილსამყოფელს ადვილად მიაგნეს.

მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი" (მათ. 2:7), ჰეროდეს კონკრეტულად დაბადების თარიღი არ გამოუკითხავს, მოგვებს პასუხად დაახლოებით ერთი წელი უნდა მიეთითებინათ და ვარსკვლავის გამოჩენა ჰეროდემ დაბადებად მიიჩნია. მოგვთა თაყვანისცემის ამსახველ ხატებშიც ჩანს, რომ იესო სულ რამდენიმე თვის ჩვილია. ამ ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ, წმინდა გადმოცემის მიხედვით, ჰეროდეს ჯარისკაცებს იოანე ნათლისმცემლის მოკვლა უნდოდათ. იოანე მაცხოვარზე 6 თვით უფროსი იყო და ამავე დროს, რადგან ჰეროდეს განკარგულება ორ წლამდე ბავშვებს შეეხებოდა, ის ორი წლისაც არ უნდა ყოფილიყო. მოგვებს რომ ჰეროდესთვის დაახლოებით ორი წელი მიენიშნებინათ, ჰეროდე სამ წელს იტყოდა. ასეთი ბრძანება გონებადაკარგულ მეფეს ბავშვის პოვნის მეტ გარანტიას აძლევდა.

მიუხედავად ამისა, ვარსკვლავის გამოჩენიდან მაინც დიდი დრო იყო გასული და შესაბამისად იკვეთება ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა დასჭირვებოდათ მოგვებს თითქმის ერთი წელი ან უფრო მეტი ბეთლემში მისასვლელად?

ჯერ ერთი, ვარსკვლავების საშუალებით მოგვებს არა მხოლოდ მუცლადღების, არამედ შობის თარიღიც შეიძლებოდა ამოეცნოთ, ამავე დროს, ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს: "იმის გამო, რომ მოგზაურობაზე დიდი დრო უნდა დაეხარჯათ, ვარსკვლავი მათ უფლის შობამდე წინასწარ გამოეცხადა". ისიც, შესაძლებელია, მოგვებს თაყვანისცემის დღის ორიენტირად ვარსკვლავის გამოჩენიდან ერთი წელი ჰქონოდათ აღებული. და კიდევ, მოგვები ჩვეულებრივი ახალდაბადებული მეფის თაყვანისცემისათვის უცხო ქვეყანაში არ წავიდოდნენ. ისინი სამყაროს მეფის თაყვანისცემად მიდიოდნენ და ძღვენიც შესაბამისი უნდა მოეძიათ. მოგვები პირდაპირ გზას რომ გასდგომოდნენ, დაახლოებით 1500 კილომეტრი უნდა გაევლოთ. ამავე დროს, ნათელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისათვის ძღვენს ისინი რომელიმე ვაჭართან ან ბაზარზე არ შეისყიდიდნენ, მათ მიერ მირთმეული ძღვენი უშუალოდ იქ უნდა ყოფილიყო აღებული, სადაც მოიპოვებოდა. ცნობილია, რომ გუნდრუკი და მური აღმოსავლეთში - სპარსეთში (საიდანაც მოგვები მოდიოდნენ) ვაჭრებს შეჰქონდათ. ეს ძვირფასი ძღვენი სამხრეთში - საბაიაში (სხვაგვარად - შებაში) მოიპოვებოდა. ვფიქრობთ, წმინდა წერილში ამიტომ არის ნათქვამი: "...არაბიასთა და საბაისათა ძღუენი მიართუან მას" (ფსალმ. 71:10).

მეფეთა მეფისათვის განკუთვნილ ძღვენს სპეციალური ჭურჭლის მომზადებაც ესაჭიროებოდა. ამასთან, ვინაიდან ისინი დედაქალაქში და შესაბამისად ჰეროდე მეფის კარზე მივიდნენ, საფიქრებელია, რომ ახალი მეფე მათ არსებული მეფის შთამომავლად ან მის ახლობელ ნათესავად მიაჩნდათ. ვიზიტი გარეგნულადაც მეფისათვის შესაფერისი უნდა ყოფილიყო, ამ დიდ გზაზე მოგვებს შესაბამისი მცველები და მომსახურე პერსონალიც ეყოლებოდათ წამოყვანილი. ამიტომაც წერს ესაია წინასწარმეტყველი: "უამრავი აქლემები დაგფარავს, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ" (ეს. 60:6-14). იმ საუკუნეებში ასეთი მოგზაურობისათვის სამზადისს და თავად მგზავრობას, როგორც წმინდა თეოფილაქტე ბრძანებს, დიდი დრო ესაჭიროებოდა.

მწყემსთა ხარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე ევროპელი მკვლევრები მართლმადიდებლურ ხარებას ყურადღებით არ მოეკიდნენ, თარიღს ასტროლოგიური დაკვირვების შედეგად მიაკვლიეს და ხარება ქრისტეშობად გამოაცხადეს. ამავე დროს საჭირო გახდა ისეთი მტკიცებულების მოძიება, რომელიც მათ ქრისტეშობის ტრადიციული 25 დეკემბერის, ანუ 7 იანვარის უარყოფის საშუალებას მისცემდა. ლონგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეგვიპტოლოგმა პალეოპათოლოგმა ბობ ბრიერმა გაარკვია, რომ იუდეველები ღამით საძოვარზე ცხვარს წელიწადში მხოლოდ 6 თვის მანძილზე, აპრილიდან სექტემბრამდე ტოვებენ, რადგან წლის სხვა დროს ცივი ღამეებია და ამიტომ ცხვარი საძოვრებიდან შესაბამის ადგილებში გადაჰყავთ. ამ ინფორმაციას მათ ლუკას სახარების ტექსტი ("იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით" (ლუკ. 2:8)) დაუპირისპირეს და დაასკვნეს, რომ "ვინაიდან, იმ მხარეში მწყემსებს არ შეიძლებოდა ღამით ველად ფარა ჰყოლოდათ, მაცხოვარი დეკემბერში ვერ დაიბადებოდა. ე. ი. მოლნერის გამოთვლები სწორია და ქრისტეშობა აპრილში უნდა ყოფილიყო".

აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე ევროპელი მკვლევრები ლოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ. მათი აზრით, იესო ქრისტე იშვა ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილს. მაგრამ მათ კვლავ არ გაითვალისწინეს ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ფაქტორი, რომ ებრაული მიშნა (ზეპირი კანონების კრებული) მთელი ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში საერთოდ კრძალავს საქონლის დიდი სადგომების არსებობას. გამონაკლისს პალესტინის სიახლოვეს, ბეთლემთან ახლოს, მხოლოდ იმ საქონლის სადგომი წარმოადგენს, რომელიც ტაძარში მსხვერპლად შესაწირი საქონლისათვის იყო განკუთვნილი. მიშნა პირდაპირ მიუთითებს, ფარა, რომელიც იერუსალიმის გზაზე მდებარე ბეთლემის ღია საძოვრებზე იდგა, ტაძარში მსხვერპლშეწირვისათვის იყო განკუთვნილი, ანუ ეს არ იყო ჩვეულებრივი ცხვრის ფარა. იგივე ფრაგმენტი მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილზე ცხვრის ფარა მთელი წლის განმავლობაში იდგა, რადგან აქ ხაზგასმულია, რომ ცხვარი ამ ველზე პასექამდე სამი თვით ადრე, თებერვლის ყველაზე წვიმიან დღეებშიც კი რჩებოდა. გარდა ამისა, იუდეური გადმოცემის მიხედვით, მესია უნდა დაბადებულიყო მიგდალ ედერში, ანუ იქ, სადაც მწყემსები შესაწირ ფარას მთელი წელი ყარაულობდნენ.

მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი ეს მაინც არ არის. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მაცხოვრის დაბადების ტექსტის კომენტირების დროს ხაზგასმით ბრძანებს: "უფალი იმისთვის მოგვევლინა ამქვეყნად, რომ გამოვესყიდეთ უგუნურებისაგან". გამოსყიდვა მხოლოდ შესაწირავის საშუალებით ხდება, რადგან, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება" (ებრ. 9:22). და კიდევ: "როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა, ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად" (ებრ. 9:27-28). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვან შინაარსს იძენს ის ფაქტი, რომ ანგელოზებმა ახალშობილი უფლის ხილვა პირველებს სწორედ იმ მწყემსებს ახარეს, რომლებიც შესაწირ ფარას ყარაულობდნენ...

მწყემსები ტაძარს ემსახურებოდნენ და სხვაზე უკეთ აღიქვამდნენ ანგელოზთა გალობის შინაარსს. მწყემსთა ხარება ქრისტესშობის შემდეგ მოხდა და, როგორც დაწერილია, წინ "უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკ. 2:9-11). ამასთან, ცნობილია, რომ მწყემსების წინაშე "ანაზდად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა" (ლუკ. 2:13-15).

მწყემსთა ხარების შინაარსის შესახებ იესო ქრისტე თვითონ ბრძანებს: "მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის" (იოან. 10:11), და კიდევ: "მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე" (იოან. 10:14). შემდეგ მათეს სახარებაში მიქა წინასწარმეტყველის სიტყვებს ვკითხულობთ: "და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს" (მათ. 2:6).

მაგრამ მთელი ამ სიხარულის ფონზე ჩაგვესმის იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, რომელიც მან იესო ქრისტეს საუფლო მსახურების დაწყების წინ განაცხადა:

აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს...

ახალშობილი მაცხოვარი ბაგაში პირველებმა შესაწირი ფარის მწყემსებმა იხილეს და ეს იყო ტარიგი ღმრთისა.

ამრიგად, ჭეშმარიტად ასე ყოფილა:

KARIBCHE




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat