ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად
ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად
მათეს სახარების მე-6 თავში გადმოცემულია უფლის სწავლება მოწყალებასა და ლოცვაზე. ამჯერად სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

სწავლება მოწყალებისთვის:
"ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციური მამისაგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად" - ეს არის უფლის სწავლება მოწყალებისთვის, რომლის შესახებაც საუბარია მათეს სახარების მე-6 თავში.

დასაწყისი სიტყვებით უფალი გვაძლევს სწავლებას იმის შესახებ, რომ ადამიანი უნდა იყოს მოწყალე. უფალი ძველი აღთქმის პერიოდშიც მოუწოდებდა ადამიანებს, ყოფილიყვნენ მოწყალენი. იმ პერიოდშიც გასცემდნენ მოწყალებას ადამიანები და ევალებოდა კიდეც ეს ისრაელის ერს, მაგრამ შემდეგ ისრაელმა ნელ-ნელა დაივიწყა ჭეშმარიტი მოწყალება. თუ ვინმე მოწყალებას გაიღებდა, ეს იყო მხოლოდ გარეგნული გამოხატულება, გარეგნულად ქმნილი ადამიანთა დასანახად. მაგრამ ახალ აღთქმაში უფალი გვასწავლის, რომ მოწყალების საქმენი უნდა ვაკეთოთ არა იმისათვის, რომ ადამიანებმა ნახონ და ამის გამო ქება შეგვასხან, არამედ ღვთის სადიდებლად. როგორც მამები გვასწავლიან, მოწყალება, კეთილი საქმე იმ იმედითაც კი არ უნდა ვაკეთოთ, რომ უფალი სამაგიეროს მოგვიზღავს. თუ დაუკვირდებით, გარკვეულწილად ესეც კი სულიერი ანგარებაა, რადგან სიკეთეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უფალი სამაგიეროს მოგვაგებს ზეციურ სასუფეველში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი ცოდვა, როგორიც კაცთა წინაშე განსადიდებლად და ხორციელი სარგებლის მიღებისთვის ქმნილი მოწყალების საქმეები, მაგრამ უანგარო მაინც არ არის. სიკეთე უნდა გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ მოყვასის სიყვარულით და ღვთის სადიდებლად. ეს არ ნიშნავს, რომ უფალი სამაგიეროს არ მოგვაგებს ჩვენი კეთილი საქმეების სანაცვლოდ. ღვთისგან სამაგიერო, მადლი და წყალობა აუცილებლად მოგვეცემა ამქვეყნადაც და ზეციურ სასუფეველშიც.

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც მოწყალებას, სიკეთეს აკეთებს მხოლოდ იმის გამო, რომ ამის კეთება სიამოვნებს. ეს არა მოწყალება, არამედ ვნებაა. ნებისმიერი საქმე, რასაც ჩვენი სიამოვნებისთვის ვაკეთებთ, უკვე ვნებაა. მასში სიკეთის ნაპერწკალიც კი არ არის.

- როგორც უფალი გვეუბნება - რასაც გაჭირვებულებსა და განსაცდელში მყოფ ადამიანებს გაუკეთებთ, მე მიკეთებთო. რატომ გვითვლის უფალი კაცთათვის გაკეთებულ მოწყალებასა და სიკეთეს თავად ღვთისთვის გაკეთებულად?

- ძველ აღთქმაში ადამიანები აკეთებდნენ სიკეთეს, მაგრამ, როგორც ვთქვით, ეს იყო მხოლოდ გარეგნულად გამოხატული, რათა ამის გამო პატივი და სახელი მოეპოვებინათ. მოვიდა რა განკაცებული უფალი, ადამიანებს მისცა სწავლება - როდესაც სიკეთეს გააკეთებთ, ადამიანებისგან კი არ მოითხოვოთ, ჩემგან მოითხოვეთ - მათ აზრებს აღამაღლებს, მათ სულიერ მდგომარეობზე უფრო აღმატებულს აუწყებს. შემდგომში, როდესაც ადამიანებმა ქრისტიანობა მიიღეს, კაცობრიობას უფრო ზეაღმატებული სწავლება მისცა უფალმა წმინდა მამებისა და ეკლესიის პირით, როდესაც გვაუწყა, რომ სამაგიეროს საერთოდ არ უნდა მოველოდეთ, სამაგიეროს მიღების გამო არ უნდა ვაკეთოთ სიკეთე, თუმცა იმასაც ამბობს - რასაც გლახაკს აძლევთ, მე მაძლევთ, რასაც გლახაკს უკეთებთ, მე მიკეთებთო... ამას კი იმის გამო ეუბნება ადამიანებს, რომ მათ უფრო მეტი მონდომებით ეკეთებინათ და აკეთონ სიკეთე, უფრო დიდი მონდომებით დაეხმარონ მოყვასს, რადგან პირველ რიგში კეთილი საქმის ქმნა საჭიროა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამას ვუკეთებთ, ვისაც ეს სჭირდება. სწორედ იმისთვის, რომ ადამიანებს ესწავლათ გაჭირვებულთა დახმარება, ეუბნება, თქვენ მათ დაეხმარეთ და მე გადაგიხდით, მე ვიქნები მოვალე ამისა, მართალია, ისინი ვერ გადაგიხდიან, მაგრამ მე გადაგიხდითო.

- ცხვრებისა და თიკნების იგავში უფალი პირდაპირ გვაუწყებს, რომ საბოლოო განსჯა, განკითხვა სწორედ მოწყალების საქმეების მიხედვით მოხდება, მოწყალენი დადგებიან მარჯვენით უფლისა, მოიპოვებენ სამარადისო ნეტარებას...

- თავად მოწყალების საქმეები არ არის მაცხოვნებელი, მაცხოვნებელია მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მრავალმოწყალება. უფალი თავისი მრავალმწყალებით შეიწყალებს ადამიანს. რა საქმეც, რაოდენ დიდ მოწყალებაც არ უნდა ქმნას ადამიანმა, არ შეიძლება იყოს მაცხოვნებელი. საქმეს რომ შესძლებოდა ადამიანის ცხონება, ძველი აღთქმის პერიოდშიც ცხონდებოდნენ ადამიანები. საჭირო აღარ იქნებოდა ის მსხვერპლშეწირვა, რაც უფალმა აღასრულა - თავისი თავი შესწირა მსხვერპლად. მარკოზის სახარებაში უფალი ერთ ადგილას ამბობს - რომელი მამაა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და მან გველი მისცეს, ან პური სთხოვოს და მან ქვა მისცეს, კვერცხი სთხოვოს და ღრიანკალი მიაწოდოს? თუკი თქვენ, უკეთურები, არ უკეთებთ თქვენს შვილებს ცუდს, განა თქვენი ზეციური მამა იქმს ამას? თუკი ჩვენ კეთილ საქმეებს ვაკეთებთ, აღვძრავთ უფალს იმისათვის, რომ შეგვიწყალოს. უფალი ხომ ჩვენი ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას. თუკი წარწყმედის მიზეზს მოძებნიდა, ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა. როდესაც ჩვენ ჩვენი საქმეებით "ხელებს ვუკრავთ" უფალს ჩვენი ცხონებისთვის, საშუალებას არ ვაძლევთ, თავისი მრავალმოწყალება გამოაჩინოს ჩვენზე, ცხონების გზა დაკეტილი გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ უფალს რაღაც არ შეუძლია, არამედ ჩვენ არ შეგვიძლია, უფლის მრავალმოწყალება მივიღოთ. ჩვენ არ ვართ მზად ამისათვის. თუკი ღვთის მრავალმოწყალებას მაინც მივიღებდით, ჩვენი უსჯულოების მიუხედავად მაინც დავიმკვიდრებდით ცათა სასუფეველს, ეს გაცილებით დიდი სატანჯველი იქნებოდა, ამიტომაც არის, რომ ზოგნი დააკლდებიან სასუფეველს, თავიანთი ცოდვების გამო. ეს არ ნიშნავს, რომ უფალმა დასაჯა ეს ადამიანები. მათთვის უფრო დიდი სასჯელი სასუფევლის დამკვიდრება იქნებოდა, უფალთან მყოფობით მეტად დაიტანჯებოდნენ, ვიდრე მასთან განშორებით.

- მოწყალების საქმეები იყოფა ხორციელ და სულიერ საქმეებად. არსებობს შვიდი ხორციელი და შვიდი სულიერი მოწყალების საქმე...

- მოწყალება არ გულისხმობს მარტო უპოვართა თუ ეკლესია-მონასტრების შეწევნას. არსებობს სულიერი მოწყალების საქმეებიც. ხეს აქვს ფოთლებიც და ნაყოფიც. ხე ნაყოფით ფასდება, მაგრამ ფოთლების გარეშე ნაყოფს ვერ გამოიღებს. ფოთოლი აუცილებელია, რომ ნაყოფი დაცული იყოს. ასევეა სულიერი და ხორციელი მოწყალების საქმეებიც. მიწიერი მოწყალების საქმეები - გლახაკების დახმარება, ეკლესია-მონასტრებისთვის შესაწირის გაღება, პატიმართა მონახულება თუ სხვა - საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა სულიერი მოწყალების საქმეები აღასრულოს, მისი გონება განუყრელად იყოს უფალთან, მუდმივად იქნეს დაკავებული უფალზე, ღვთის დიდებაზე ფიქრით. მთავარი სულიერი ნაყოფის გამოღება, სულიერი საქმეების კეთებაა, მაგრამ ადამიანი ამ ნაყოფს ვერ გამოიღებს, ან ეს ნაყოფი ნაარევად გახმება, ვერ დამწიფდება, თუ მიწიერი კეთილი საქმეები არ ექნება, მიწიერ კეთილ საქმეებს არ აკეთებს.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, ჩვენი საქმეებით უნდა ვემსგავსოთ უფალს. უფალიც გვეუბნება - იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არსო. უფალი სრულყოფილი მოწყალებაა, სხვა არსისმიერ თვისებებთან ერთად მასში არსებობს სრულყოფილი მოწყალება. ჩვენ რომ ღვთაებრივ მოწყალებას მივემსგავსოთ, უნდა ვივარჯიშოთ ხორციელ მოწყალებებში, რათა პირველი ნაბიჯები მაინც გადავდგათ იმ დაუსრულებელ გზაზე, რასაც უფალთან მიმსგავსება ჰქვია. უფალი ჩვენს გარეშეც მიხედავს იმ ადამიანს, რომელსაც ვეხმარებით, მაგრამ ჩვენ თუ იარაღი გავხდებით უფლის ხელში გასაჭირში მყოფი მოყვასის შეწევნისთვის, ისე მოგვაგებს, თითქოს ჩვენ ვიყოთ ამ სიკეთის მკეთებლები. ამიტომ უნდა ვეცადოთ, იმ მოწყალების იარაღი, რომელსაც უფალი უკეთებს ადამიანს, ჩვენ ვიყოთ უფლის ხელში.

სწავლება ლოცვისათვის (მათე 6,5-8): …
ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანები გარეგნულად გამოხატავდნენ თავიანთ ლოცვით მდგომარეობას. შესაძლოა დღესაც ხშირად ვნახოთ, რომ ადამიანები დგანან ტაძარში და ლოცულობენ ხელაპყრობით, ხშირად გამოისახავენ პირჯვარს ან სხვა ქმედებებს აღასრულებენ. თუკი მსგავსი თვისებები ჩვენც გვახასიათებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ დროს ჩვენში არავითარი სულიერება არ არის. უფალს ჩვენი ქმედებები კი არა, ჩვენი გული სჭირდება. თუკი ჩვენ ჩვენი გულის სიღრმიდან მივმართავთ უფალს, არვითარი გარეგნული ქმედებით არ არის გამოხატული ჩვენი ლოცვა, ისევე როგორც მეზვერის ლოცვა არ იყო გამოხატული არავითარი გარეგნული ქმედებებით, მას მხოლოდ მჯიღი ჰქონდა გულზე დადებული, თავსაც არ სწევდა ზევით, მხოლოდ გულში წარმოთქვამდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას. უფლისგან სწორედ მეზვერე იქნა შეწყნარებული, რადგან ის ჭეშმარიტად ლოცულობდა. ფარისეველი კი, რომელიც ლოცვის დროს მიმოიხედვიდა გარშემო, თავს მაღლა სწევდა, ხელაპყრობით ლოცულობდა, მრავალსიტყვაობდა ლოცვის დროს და უფალს თავს აწონებდა სჯულის წესების ზედმიწევნითი აღსრულებით, დამდაბლდა ღვთის თვალში. როდესაც გარეგნულად გამოხატული ნიშნებით ლოცულობს ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ ეს არის ფარისევლური ლოცვა, მეტიც, უფრო წარმართული რიტუალია, ვიდრე ლოცვა.

მთავარი შინაგანი ლოცვაა. მარტოდმარტოც რომ ვდგავართ და ვლოცულობთ ღვთის წინაშე, კაცთაგან ვერავინ გვიყურებს, მაშინაც კი არ უნდა იყოს გამოხატული ჩვენი ლოცვა გარეგნული ნიშნებით. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვაკეთოთ დაწესებული მეტანიები, არ გამოვისახოთ პირჯვარი. აქცენტი არ უნდა გვქონდეს რიტუალურობაზე. წმინდა მამები იმასაც ამბობენ - თუკი ლოცვის დროს ჩვენი ხმის ტემბრი იცვლება, ხან ავუწევთ ხმას, ხან დავუწევთ, ან ვალამაზებთ, იცოდეთ, რომ ეს ლოცვა არ არის. ამ დროს მოცილებულნი ვართ უფალსო. მამები ყოველ მოძრაობას აკონტროლებდნენ, რომ გულისყურით ლოცვა ესწავლებინათ თავიანთი მორჩილებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მათზე იყო მინდობილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat