ნეტარია ადამიანი, როდესაც მთლიანად უფალთან არის თავისი გონებითა და არსით
ნეტარია ადამიანი, როდესაც მთლიანად უფალთან არის თავისი გონებითა და არსით
მოციქულების გამორჩევამდე და საქადაგებლად წარგზავნამდე მაცხოვარი თავისი მოწაფეების წინაშე წარმოთქვამს ნეტარების მცნებებს - ცხრა ნეტარებას. მათ შესახებ საუბარია მათეს სახარების მეხუთე თავში, რომელსაც ეწოდება "ქადაგება მთაზე". გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ნეტარების მცნებები - ცხრა ნეტარება
ნეტარების მცნებები, ცხრა ნეტარება არის ფორმულა სულიერი ცხობრებისა, სულიერი წინსვლისა და წარმატებისა. მათი სახით უფალი არა მარტო კანონს გვაძლევს, როგორ ვიცხოვროთ, არამედ გვეუბნება, ასეთ ცხოვრებას რა ჯილდო მოჰყვება ღვთისგან; თითოეული ნეტარება შეიცავს რომელიმე კონკრეტულ სათნოებას და ამ სათნოების შედეგს.

პირველი ნეტარება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". გლახაკი არის არაფრის მქონე. სულიერად ყველა ადამიანი არაფრის მქონეა, ღვთის წინაშე არც ერთ ადამიანს არაფერი გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ნეტარია, არამედ მხოლოდ ის, ვინც შეიგნებს, შეიმეცნებს, რომ გლახაკია სულით და უფალს შესთხოვს დახმარებას. მიწიერადაც რომ ავიღოთ, თუკი გლახაკი, არაფრისმქონე ადამიანი არ სთხოვს დახმარებას სხვას, შიმშილით დაიღუპება. თუ დახმარებას ითხოვს, აუცილებლად მიიღებს მას. ასევე, ის ადამიანი, რომელიც არ აღიარებს, რომ გლახაკია სულიერად და უფალს არ შესთხოვს დახმარებას, დაიღუპება სულიერად. ვინც აღიარებს, რომ ღვთის წინაშე გლახაკი, არაფრის მქონეა, უფალს შესთხოვს დახმარებას და უფალს მიენდობა, დაიმკვიდრებს სასუფეველს, მოიპოვებს ნეტარ მდგომარეობას.

მეორე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ" - შესაძლოა უამრავი ადამიანი გლოვობდეს, წუხდეს თავისი მდგომარეობის გამო ან არსებულზე მეტი სურდეს, მაგრამ ასეთი მგლოვიარენი არ იქნებიან ნეტარნი და ნუგეშინისცემულნი, არამედ ისინი, ვინც თავის ცოდვებს აღიქვამს და გლოვობს მათ გამო, მარადჟამს ახსოვს ღვთის წინაშე თავისი უღირსება. ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ყველა არ აღიქვამს თავის ცოდვებს. მარადჟამს ჩვენი ცოდვები კი არ უნდა ვიხსენოთ, არამედ ის, რომ უღირსნი ვართ, ის, რომ ცოდვილნი ვართ. ამის გამო ვინც მწუხარებაშია, ვინც გულით გლოვობს თავისი ცოდვილი და დაცემული მდგომარეობის გამო, სწორედ ისინი იქნებიან ნუგეშინისცემულნიც. ნუგეშინისცემულნი იქნებიან იმით, რომ დაიმკვიდრებენ მარადიულ ნეტარებას, სადაც აბსოლუტური ნუგეშინისცემა და სამარადისო ნეტარებაა, მაგრამ მიწაზეც მიიღებენ ნუგეშინისცემასა და სულიერ სიხარულს.

ერთი შეხედვით თითქოსდა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მწუხარეც და ნუგეშინისცემულიც, სიხარული იყოს მასში. თუ ადამიანი ჭეშმარიტ სინანულშია, სინანულსა და მწუხარებასთან ერთად აღვსილია საღმრთო სიხარულით, რაც განღმრთობილ წმინდა მამებს ჰქონდათ. ისინი განუწყვეტლივ ევედრებოდნენ უფალს, ეპატიებინა მათი ცოდვები, ყოველთვის თვლიდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს მათი გული სიხარულითა და ნუგეშით იყო აღსავსე. სინანულისა და გულით მგლოვიარობის სანაცვლოდ, მათ გულში უფალი შედიოდა და სიხარულით აღავსებდა.

მესამე ნეტარება: "ნეტარ იყვნნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა" - მშვიდებში არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არ ჩხუბობენ, კონფლიქტურ სიტუაციებში ინარჩუნებენ სიმშვიდეს, არამედ ისინი, ვინც ცდილობს თავის გარშემოც მშვიდობა დათესოს. მშვიდი ისეთი ადამიანია, რომელიც საერთოდ არ ხვდება კონფლიქტურ სიტუაციაში და ყველანაირად ცდილობს, მის გარშემო სიმშვიდე იყოს. სწორედ ასეთი ადამიანების მიმართ ამბობს უფალი - დაიმკვიდრონ ქვეყანაო. ქვეყანაში უპირველესად მარადიული ქვეყანა, ზეციური იერუსალიმი უნდა ვიგულისხმოთ, მაგრამ ამავდროულად მშვიდები დაიმკვიდრებენ ამ ქვეყანასაც. თითქოსდა წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი აგებულია პატივმოყვარეობაზე, როგორ შეიძლება მშვიდმა ადამიანმა დაიმკვიდროს თავი, მაგრამ ისტორიული მოვლენებიც გვაუწყებს, რომ ეს სწორედ ასე ხდება ღვთის განგებით. დავით წინასწარმეტყველი, მეფსალმუნე მწყემსი იყო და მთელი ისრაელის ქვეყანა დაიმკვიდრა, მეფე და მამა, მმართველი გახდა მთელი ერისა. თავად ქრისტიანობამაც, რომელიც არის სიმშვიდის განსახიერება, საუკუნეების განმავლობაში იყო დევნილი და შეურაცხყოფილი, დაიმკვიდრა ეს ქვეყანა. ქრისტიანობის ყველა მტერი დღეს მის წინაშე დაკნინებულია. ე.ი სიმშვიდეს შეუძლია ადამიანს ყველაფერი მიანიჭოს, რა თქმა უნდა, ღვთის წყალობით - როდესაც ადამიანი მშვიდია, ცდილობს ღვთის ეს ნეტარება აღასრულოს, დანარჩენზე უფალი ზრუნავს, ზრუნავს, ასეთ ადამიანზე ვერ მძლავრობდეს უსჯულოება.

მეოთხე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ, რომელსა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ" - ისინი კი არ არიან ნეტარნი, ვისაც სიმართლის თქმა უყვარს, არამედ ვისაც შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისთვის, ვინც გაჭირვებასა და განსაცდელსაც აიტანს სიმართლისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ განსაცდელი არ მოგველის, სიმართლე არ უნდა ვთქვათ. სიმართლე ყოველთვის უნდა ვთქვათ, მაგრამ მაშინაც არ უნდა შევწყვიტოთ, როდესაც ამის გამო შესაძლოა მიწიერი დევნულება იქნეს ჩვენზე მოწევნული. წმინდა მამები ბრძანებენ - ისე უნდა გვინდოდეს სიმართლის თქმა, როგორც მშიერს და მწყურვალს საჭმელი და სასმელიო. ასეთი ადამიანები განსძღებიან ღვთის სიმართლით. ღვთის სიმართლით განძღომა ხდება უფალთან ყოფნის დროს, სასუფეველში და უფალთან გონებით ყოფნის დროს დედამიწაზე. თუ ჩვენ არსად შევბრკოლდებით და არსად შეგვეშინდება სიმართლის თქმისა და სიმართლის ქმნისა, უფალი როგორც სულიერ, ასევე მიწიერ მშვიდობასა და ნეტარებასაც მოგვანიჭებს.

მეხუთე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ ისინი შეიწყალნენ" - ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ქრისტიანისა არის სწორედ მოწყალება, მაგრამ მოწყალება არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალური გაგებით მოწყალების გაცემას - მშიერ-მწყურვალთა დაპურება იქნება ეს, შიშველთა შემოსვა თუ სხვა, არამედ საჭიროა ჩვენ მიმართ შემცოდეთა შეწყალებაც. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისკენ არის - "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები", "მიუტევე და მოგეტევება". თუ ჩვენ ყველა ადამიანს მივუტევებთ ჩვენ წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულს, მაშინ არც უფალი მოიხსენიებს ჩვენს შეცოდებებს საშინელი განკითხვისა თუ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ და პირდაპირ ვიქნებით შეწყალებულნი.

მეექვსე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" - ამგვარ მდგომარეობას ადამიანი მაშინ აღწევს, როდესაც ზრუნავს თავისი გულის განწმენდაზე, ცდილობს, არ შეუშვას გონებაში არავითარი უკეთური აზრი, მისი გულის ზრახვები დაკავებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ უფალზე ფიქრით. როდესაც ადამიანი დაუსრულებლად, განუწყვეტლივ ფიქრობს უფალზე, მის გონებას განეცხადება უფალი, რასაც ისიქიზმი ეწოდება. წმინდა მამები, რომლებიც წლების განმავლობაში განისწავლებოდნენ, დღესაც განისწავლებიან "იესოს ლოცვაში", აღწევენ ამ მდგომარეობას, მათი გონება ხდება საღმრთო ნათლის, უფლის ხილვის ღირსი. როდესაც ადამიანი თავის გულს განიწმენდს უფალზე ფიქრით, იესოს ლოცვით, ღვთის მცნებების აღსრულებით და მის გულში ადგილი აღარ დარჩება ამქვეყნიური ამაოებებისთვის, უკვე მზად არის, რომ ღმერთი იხილოს. რა თქმა უნდა, ღვთის ხილვა სრული ნეტარებაა.

მეშვიდე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ" - მშვიდობისმყოფელს განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში. ასეთი ადამიანი მშვიდად და მყუდროებით ცხოვრობს, ცდილობს არა მხოლოდ თვითონ იქონიოს კეთილგანწყობილი და უშფოთველი ურთიერთობა მოყვასთან, არამედ თავისი კეთილგონიერი და სამართლიანი შუამდგომლობით ურთიერთშუღლსა და მტრობაში მყოფთ შორისაც აღმოფხვრას უთანხმოება და სიმშვიდე და სიყვარული ჩამოაგდოს.

ვიცით, რომ ძე ღვთისა დედამიწაზე იმისთვის მოვიდა, რომ ადამიანი ღმერთთან შეერიგებინა. მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით ადამის მოდგმას გაეხსნა სასუფევლის კარი და სამარადისო სიმშვიდე და მშვიდობა დამყარდა. ასე რომ, ვინც მშვიდობას ჰყოფს სიტყვით, საქმითა თუ სხვა სახის ქმედებით - ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს. ამიტომაც იწოდებიან ასეთი ადამიანები ღვთის ძეებად, შვილებად.

მერვე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი" - მეოთხე ნეტარების თანახმად, ნეტარნი იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, ანუ როდესაც ნებაყოფლობით ვაკეთებთ ამას. დევნულება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა პირველმა გამოიწვიოს მეორე. ჩვენ ვიცით, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესია იყო მოწამეთა ეკლესია. ასეც უწოდებდნენ მას, რადგან ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში უამრავი ადამიანი აღესრულა მოწამებრივად, ისინი სწორედ სიმართლისთვის იყვნენ დევნულნი და ყველა მათგანი აღსრულებისთანავე იმკვიდრებდა სასუფეველს.

მეცხრე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ თქუენ, რაჟამს გყუედრიდნენ და გდევნიდნენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა" - რაჟამს გდევნიდნენ, გყვედრიდნენ, გავიწროებდნენ, ცდილობდნენ თქვენს განადგურებას, სწორედ ამის გამო გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი - ჯილდო დიდი იქნება თქვენთვის ცათა შინა - თუ ჩვენ ამ ყველაფრის გადატანა მოგვიხდება და მოვითმენთ, სანაცვლოდ უდიდესი ჯილდო გველის სასუფეველში.

მაცხოვარმა ეს მცნებები წარმოთქვა თავის მოწაფეთაგან მოციქულების გამორჩევამდე და მათ საქადაგებლად წარგზავნამდე, რათა სწორედ ამ ყველაფრის შესახებ ექადაგათ სხვა ადამიანებისთვის. როდესაც ნეტარების მცნებებზეა საუბარი სახარებაში, წერია: მოწაფენი მთაზე დადგნენო. არ წერია, მოციქულებიო. ე.ი. იმ დროს მაცხოვარს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მოწაფეთაგან გამორჩეული მოციქულები.Bბოლო მუხლი ნეტარების მცნებებისა უპირველესად მიმართული იყო მოციქულებისადმი, პირველ რიგში ამ სიტყვებით იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მოციქულებად უნდა გამოერჩია და წარეგზავნა საქადაგებლად, რათა გაეფრთხილებინა, რის გადატანა მოუხდებოდათ და ამასთან განემტკიცებინა იმისათვის, რომ უფრო თამამად და უშიშრად ექადაგათ ღვთის სიტყვა, სცოდნოდათ იმ სასყიდელის შესახებ, რაც ღვთის სიტყვის ქადაგებისა და ჭეშმარიტების გავრცელების სანაცვლოდ მოელოდათ. ცხადია, ნეტარების მცნებების ბოლო მუხლი ეხება ყველა ქრისტეს მიმდევარსაც.

- რატომ ეწოდა ამ სათნოებებს ნეტარების მცნებები?

- ცხრავე ფორმულა სულიერი წინსვლისა და წარმატებისა იწყება სიტყვა "ნეტარით", სწორედ ამის გავლენით ეწოდათ მათ ნეტარების მცნებები. სიტყვა "ნეტარებაში" უპირველესად იგულისხმება სულიერი ნეტარება. ნეტარია მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მთლიანად უფალთან არის თავისი გონებითა და არსით.Aამგვარი მდგომარეობა სრულად სუფევს ზეცაში, მაგრამ ნეტარი მდომარეობის მიღწევა, განცდა შესაძლებელია მიწაზეც. ერთ-ერთ ნეტარებაში უფალი ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ქვეყანაში უპირველესად უნდა ვიგულისხმოთ ზეციური ქვეყანა, სასუფეველი, მაგრამ იგულისხმება მიწიერი ქვეყანაც, რამეთუ მშვიდი ადამიანები მიწაზეც მშვიდობითა და ნეტარებით ცხოვრობენ. როდესაც ადამიანი შფოთსა და არეულობას ერიდება, თავისთავად კონფლიქტშიც არ ხვდება. თუ კონფლიქტში არ ხვდება, უკვე მიწაზეც მშვიდობით ცხოვრობს, მაგრამ პირველ რიგში ცხრავე ნეტარება ადამიანის სულის ცხონებას ემსახურება, სულიერი, ცათა სასუფევლის დასამკვიდრებელი ფორმულებია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat