მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა
მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა
როგორც ვთქვით, სახარებიდან არ ჩანს, როგორ მოხდა მაცხოვრის თორმეტივე მოციქულის მოწოდება და მისვლა უფალთან. რომელთა მოწოდების შესახებაც სახარება გვაუწყებს, მოწოდებისთანავე აღიარეს იესო ქრისტე ძე ღვთისად, მესიად, მიატოვეს ყველაფერი, გაჰყვნენ მაცხოვარს და აღარასოდეს განშორებიან მას, თუმცა მათი მოციქულებად არჩევა არ მომხდარა მოწოდებისთანავე. უფალმა ისინი შემდგომში გამოარGია თავის მოწაფეთაგან, რომლებიც ქადაგების დაწყების შემდეგ მრავლად ჰყავდა შემოკრებილი და უწოდა მოციქულნი... გვესაუბრება არქიმქნდრიტი მაკარი (აბესაძე):

- საინტერესოა, რატომ აღიარებენ მოციქულები მოწოდებისთანავე იესო ქრისტეს ძე ღვთისად, მესიად, რატომ ტოვებენ მასთან განუყრელად მყოფობისთვის ყოველივე მიწიერს. ვიცით, რომ მოციქულებს სულიერი თვალი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ აეხილათ. იმ დროს ხომ ყველაფერს უფრო ხორციელი თვალით ხედავდნენ...

- მათ იცოდნენ, რომ იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა, ის იყო ადამიანი, რომელიც ისრაელს გამოიხსნიდა. გარკვეულწილად ისინიც ისე ფიქრობდნენ, როგორც იუდეველთა უმეტესობა, მაგრამ მათ სულიერი თვალი გაცილებით მეტად ჰქონდათ ახელილი, პირდაპირი გაგებით არ ესმოდათ, რომ მესია, მხსნელი ისრაელის ქვეყანას გამოიხსნიდა რომაელთა ბატონობისგან და ისრაელიანებს მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიდრე მაცხოვარი მოუწოდებდათ და შემდგომში მოციქულებადაც გამოარჩევდათ, ეს ადამიანები იყვნენ მაცხოვრის მოწაფეები, მისი უამრავი ქადაგება ჰქონდათ მოსმენილი. ცხადია, იმის შესახებაც უწყოდნენ უფლისგან, რომ უნდა მომხდარიყო არა ისრაელის გამოხსნა რომაელთა ბატონობისგან, არამედ ადამიანთა სულების გამოხსნა ეშმაკის ბატონობისგან, უკვე იცოდნენ, რომ მესია არ იყო ისეთი, როგორიც იუდეველებს ჰყავდათ წარმოდგენილი, სწამდათ და აღიქვამდნენ. როდესაცMმოწოდებისას პეტრემ თუ სხვა მოციქულებმა იესო ქრისტეს მიმართეს - შენ ხარ ძე ღვთისაო, მათ იცოდნენ, რომ ის იყო ძე ღვთისა, ადამიანთა სულების გამომხსნელი და არა ისრაელის ხორციელად განმათავისუფლებელი.

რა თქმა უნდა, იმ დროს მოციქულები არ იყვნენ განმტკიცებულნი მაცხოვრის სარწმუნოებაში. სახარებიდან ვიცით, რომ როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში ადის, მასთან იაკობთან და იოანესთან ერთად მათი დედაც მიდის და სთხოვს - ჩემი ერთი ვაჟი დაჯდეს შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ შენს დიდებაშიო, ე.ი. მაინც ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო მაცხოვარს მიწიერი ძალაუფლებაც მოეპოვებინა. ამიტომაც მიუგებს მათ მაცხოვარი - არ იცით, რას ითხოვთო, თუმცა მაინც მიანიჭა მათი სათხოვარი - უფალთან მარადისობაში ყოფნა თავიანთი დაუცხრომელი ღვაწლის გამო.

მოციქულებმა შემდგომში ნელ-ნელა გააცნობიერეს, რომ მათი მოძღვარი იყო არა უბრალო კაცი, არამედ განკაცებული ღმერთი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა, აღდგა, ზეცად ამაღლდა და მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა. აღდგომიდან ამაღლებამდე მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ეცხადებოდა მოციქულებს და ასწავლიდა სასუფევლის შესახებ, შემდეგ სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე, ისინი სულიწმინდის მადლით განიბრძნენ და ის საღმრთო ცოდნა, ღვთისმეტყველება, რაც დღეს ეკლესიას აქვს, სწორედ ამის შემდეგ მოდის მოციქულთაგან. მოციქულთა შემდგომ რაიმე ახალი ცოდნა ეკლესიას არ მიუღია. ეკლესიამ მხოლოდ მოციქულთა სწავლება ჩამოაყალიბა და წერილობით, დოგმატური სახით დაწერილი მოგვცა. ყველა ის სწავლება, ყველა ის დოგმატი, რაც დღეს ეკლესიას აქვს, სწორედ მოციქულთა სწავლებიდან მომდინარეობს.

- მაცხოვარს არ ჰყავდა მოწაფეებად მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მოციქულებად იწოდნენ, მათ გარდა ქადაგების დაწყების შემდეგ კიდევ უამრავი ადამიანი დაემოწაფა...

- უდაბნოდან გამოსვლისა და ქადაგების დაწყების დროიდან მაცხოვარს უამრავი ადამიანი დაემოწაფა, მაგრამ შემდგომში ბევრმა მათგანმა დატოვა იგი. სახარებაში არის ერთი ადგილი, როდესაც მაცხოვარი მიმართავს უკვე მოციქულებად გამორჩეულ მოწაფეებს - თქვენც გინდათ წახვიდეთო? პეტრე მიუგებს: ცხოვრების სიტყვები, ანუ ცხონება შენთანაა და სად უნდა წავიდეთ, უფალოო. მაგრამ მოწაფეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც თავიანთი წარმოდგენა ჰქონდათ მაცხოვარზე, თავიანთი "მაცხოვარი" - მესია ჰყავდათ და აღმოაჩინეს რა, რომ მესია ისეთი არ არის, როგორიც მათ წარმოედგინათ და სურდათ, რომ ყოფილიყო, განეშორნენ და დატოვეს. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიწიერის სრულად დატოვება ვერ შეძლეს მაცხოვართან განუყრელად მყოფობისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა და მოხდა ქრისტიანული ეკლესიის დაარსება, სულ 120 კაცი იყო შეკრებილი, ანუ მაცხოვრის მოწაფეათა რიცხვი, ვინც ბოლომდე იყო მაცხოვართან, ბოლომდე გაჰყვა მას, სულ 120-ს შეადგენადა, მაგრამ ქადაგების დაწყებისას თუ შემდგომ, ჯვარცმამდე, უამრავი ადამიანი ემოწაფებოდა. მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა 12 მოციქული გამოარჩია და წარგზავნა საქადაგებლად, თავის მოწაფეთაგან უკვე 70 მოციქულიც გამოარჩია და ისინიც წარგზავნა საქადაგებლად, ანუ მოწაფეთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. ქადაგების პერიოდში მაცხოვარს თან ახლდნენ დედები, რომლებიც თავიანთი შრომით ემსახურებოდნენ მას და მოციქულებს, ისინიც მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ, თუმცა არც 12 და არც 70 მოციქულს შორის არც ერთი ქალი არ ყოფილა. ქადაგებების დროს მოწაფეების გარდა უამრავი ადამიანი დაჰყვებოდა მაცხოვარს. გავიხსენოთ თუნდაც 5000 კაცის 5 პურით დაპურების სასწაული. იმ დროს მაცხოვარს 5000 მარტო მამაკაცი ახლდა, ქალებისა და ბავშვების რიცხვი სახარებაში ნახსენები არ არის. სავარაუდოდ, იმ დროს მაცხოვარს 15000 ადამიანი მაინც გაჰყვა, იმდროინდელი ქალაქისთვის ეს იყო ძალიან დიდი რიცხვი. გამოდის, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე ქალაქი გამოდიოდა მაცხოვრის სიტყვის მოსასმენად.

მოციქულების გამორჩევა და წარგზავნა საქადაგებლად
- ვიცით, რომ მაცხოვარი სამი წლის მანძილზე ქადაგებდა. მისი ქადაგების პირველივე წელს მოხდა მოციქულების გამორჩევა და მათი წარგზავნა საქადაგებლად სხვადასხვა ქალაქში, რათა როდესაც შემდგომ, ორი წლის მანძილზე თვითონ გაივლიდა ამ ქალაქებს, ადამიანების გონება მომზადებული ყოფილიყო იმ სწავლების მისაღებად, რასაც მაცხოვარი უქადაგებდათ.

- საქადაგებლად წარგზავნისას უფალი მოციქულებს აძლევს ეშმაკის განსხმის, კურნებისა თუ სხვა სასწაულთა ქმნის ძალასა და ნიჭს. რატომ იყო საჭირო, რომ ღვთის სიტყვის ქადაგებასთან ერთად მოციქულებს სასაწაულებიც აღესრულებინათ?

- საქადაგებლად წარგზავნისას უფალმა მათ მისცა ეს ნიჭი იმისათვის, რომ მათი სიტყვით ნათქვამი საქმეებითაც ყოფილიყო დამტკიცებული. იმდროინდელი კაცობრიობის გონება არ იყო ღვთისმეტყველებაში იმდენად ამაღლებული, რომ მათ მხოლოდ სიტყვაში დაენახათ ჭეშმარიტება. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, თუნდაც ერთ-ერთი მოციქული ნათანაელი გავიხსენოთ, რომლებმაც მხოლოდ სიტყვით ირწმუნეს, მაგრამ უმეტესობა ამგვარ მდგომარეობაში არ იყო და იმით, რომ ისინი ხედავდნენ მოციქულების ქმნილ სასწაულებს, უკვე მათ სიტყვასაც ერწმუნებოდნენ. მიუხედავად აურაცხელი სასწაულის ხილვისა, უამრავმა ადამიანმა მაინც არ მიიღო ღვთის სიტყვა. სასწაულები რომ არ ეხილათ, გაცილებით მცირე იქნებოდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უფალს მიიღებდნენ; ღვთიური სასწაულები არ ხდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანები ქრისტესკენ მოქცეულიყვნენ. ყველა ის მოვლენა, რომლებიც აღესრულებოდა სასწაულების დროს - ბრმების განკურნება, დავრდომილთა აღდგინება, ეშმაკის განდევნა თუ სხვა, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო და აუცილებელი იყო იმ ადამიანისთვის, რომელზეც ესა თუ ის მოვლენა აღესრულებოდა, მაგრამ ეს ხდებოდა სასწაულებრივად.

ამდენად, უფალმა ქადაგების დაწყების წინ მოციქულებს სწორედ იმისთვის მისცა სასწაულთა ქმნის ძალა და ნიჭი, რომ მათ სიტყვას ფასი დასდებოდა და მოციქულთა სიტყვა უფრო ადვილად მისულიყო ადამიანთა გულებამდე. სასწაული ადამიანის გულს ათბობდა და ამის შემდეგ მოციქულთა მიერ ნათქვამი ღვთის სიტყვა ადვილად შედიოდა გულში. საერთოდაც, ნებისმიერი სასწაული უპირველესად ადამიანის სულიერი მდომარეობის ამაღლებისთვის არის ქმნილი.

მოციქულებს სასწაულების ნიჭი თავიანთი მოღვაწეობის გამო კი არ მისცა უფალმა, არამედ იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა ექადაგათ - ეს ნიჭი იყო ღვთის სიტყვის თანამდევი და არა მოციქულების დამსახურება, თორემ ყველაფერი, რაც მოციქულებს ჰქონდათ, ჰქონდა იუდასაც - იუდაც კურნავდა, განდევნიდა ეშმაკებს, ქადაგებდა... დანარჩენი 11 მოციქული რასაც აღასრულებდა, აღასრულებდა იუდაც. აქედან გამომდინარე, მოციქულებს ეს ნიჭი არა თავიანთი დამსახურების გამო მიეცათ, არამედ ღვთის წყალობით.

საერთოდაც, როდესაც წმინდა და ღვთივსათნოდ მცხოვრებ მამებს ეძლევათ სასწაულის ნიჭები, არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს თავიანთი დამსახურების გამო მოიპოვეს. სასწაულის ნიჭი ადამიანს ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წყალობით. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა - რატომ ყველას არ ეძლევა ღვთისგან ეს ნიჭი? იმის გამო, რომ ამით უფალმა დანარჩენ ადამიანებს აჩვენოს, როგორ სათნოეყოფა ღვთის მცნებების აღსრულება, იმ მოღვაწის, წმინდა ადამიანის საქმეები უფალს - როდესაც უფალი წმინდა მოღვაწეებს აძლევს სასწაულის ნიჭს, ეს ნიჭი საჭიროა არა თავად ამ მოღვაწისთვის, არამედ, უმეტეს შემთხვევეაში, სხვა ადამიანების სულის განსამტკიცებლად, საცხოვნებლადაა მიმართული. ამიტომაც ეს ნიჭი შესაძლოა საერთოდაც არ ჰქონდეთ უდაბნოში მოღვაწე ადამიანებს.

- რატომ უწოდებს რჩეულ მოწაფეებს მაცხოვარი მოციქულებს და რა იყო იმ დროს მათი მისია?

- მოციქულნი უწოდა და თან გაუშვა საქადაგებლად. ამ სიტყვებით აუწყა მათ, თუ რა ღვაწლი უნდა ეტვირთათ.

მოციქულებს უნდა ექადაგათ სინანული. წარგზავნისას მაცხოვარი მათ ეუბნება - შედით, რომელი ქალაქი და სახლიც შეგიწყნარებთ, დასხედით, ჭამეთ, რასაც დაგიდებენ და უთხარით: "მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი". რომელმა ქალაქმაც არ შეგიწყნაროთ, გამოსვლისას ფეხი დაიბერტყეთ, უთხარით - თქვენი ქალაქიდან აკრული მტვერიც კი არ გვინდა, მაგრამ უწყოდეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ასე მოიარეთ ყველა ქალაქი და სოფელიო.

შემდეგ უფალმა თავისი მოწაფეებიდან 70 მოციქული გამოარჩია, წარგზავნა ორ-ორი და მათაც იგივე დაავალა.

როგორც ვიცით, შემდგოში 12 მოციქულს გამოაკლდა იუდა და მის ნაცვლად მიემატა მატათა მოციქული, რომელიც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იქნა გამორჩეული. ასევე მცირედი სხვაობაა 70 მოციქულს შორისაც. ჩვენ ვიცით მაცხოვრის 70 მოციქულის სახელები, მაგრამ მათი, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ აგრძელებდნენ ქადაგებას. აშკარაა, რომ ამ 70 მოციქულში არ შედის ყველა, ვინც მაცხოვარმა თავის ჯვარცმამდე და მკვდრეთით აღდგომამდე გამოარჩია და წარგზავნა საქადაგებლად. ზოგიერთი ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაემოწაფა მაცხოვარს.

- იყო თუ არა განსხვავება იოანე ნათლისმცემლისა და მოციქულების სინანულის ქადაგებას შორის? მოციქულებსაც ხომ სინანულის ქადაგებით უნდა განემზადებინათ ადამიანები მაცხოვრის მისაღებად...

- მოციქულებს კონკრეტულად უნდა ეუწყებინათ ადამიანებისთვის, რომ მესია, მხსნელი მოვიდა - ისინი პირდაპირ ამბობდნენ, მესია მოსულია და სულ მალე გამოჩნდება ამ ქალაქშიო. იოანე ნათლისმცემელი კი ქადაგებდა მოახლოებული "ცათა სასუფევლის" შესახებ. მოციქულები ქადაგებდნენ იმ სასწაულებისა და საქმეების შესახებაც, რომელთაც მაცხოვარი აღასრულებდა.

- რატომ ირჩევს უფალი სწორედ 12 და 70 მოციქულს?

- 12 მოციქული გამოარჩია ნიშნად იმისა, რომ ისრაელს თორმეტი ტომი და თორმეტი მამამთავარი ჰყავდა, ეუბნება კიდეც მოციქულებს - ისრაელის თორმეტი ტომის განმსჯელად დაგადგენთო. სამოცდაათთაგანი კი გამოარჩია ნიშნად იმისა, რომ ისრაელიანთა სამოცდაათი მთარგმნელის მიერ ითარგმნა ძველი აღთქმის წიგნები. ამ ციფრებს მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა, რათა თავად ეს ციფრებიც კი მისაღები ყოფილიყო იუდეველებისათვის. სხვა, არც სულიერი და არც ხორციელი დანიშნულება არ ჰქონია. არ უნდა ვიფიქროთ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა.

- რატომ სწორედ ეს ადამიანები გამოარჩია მოციქულებად?

- რადგან იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იმ დროს მაცხოვრის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი, ყველაზე მეტად სწორედ მოციქულებად გამორჩეულნი იყვნენ ღვთის მცნებების აღმასრულებლები, თუმცა ზოგი იმისთვისაც გამოარჩია, რომ მათთვის შანსი მიეცა გადარჩენისა და ცხონებისა. მაცხოვარმა იცოდა, რომ იუდას უნდა გაეცა იგი, მაგრამ 12 მოციქულს შორის ისიც აირჩია, ყველაზე მეტადაც მასზე ზრუნავდა და მეტ სასწაულებსაც უჩვენებდა, რადგან თუ გაცემას ვერ აერიდებოდა, მაცხოვრის გაცემის შემდეგ მაინც მოსულიყო ჭეშმარიტ სინანულში და საკუთარი სული გადაერჩინა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat