შემომიდეგ მე!
შემომიდეგ მე!
ანდრიას, პერტეს, იოანესა და იაკობის მოწოდების შემდეგ მალევე ხდება მათე მოციქულის - ლევის მოწოდება. ამის შემდეგ მოუწოდებს ფილიპეს... სახარებაში არ არის მოთხრობილი, როგორ მოხდა თორმეტივე მოციქულის მოწოდება, რომლებიც შემდგომში გამოირGია მაცხოვარმა თავისი მოწაფეებიდან და უწოდა მოციქულნი... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ლევის მოწოდება
ვიცით, რომ ლევი, ანუ მათე მოციქული, მეზვერე, მებაჟე - გადასახადების ამკრები იყო. იმ პერიოდში მებაჟეობა ყველაზე ცოდვილ ხელობად მიიჩნეოდა და მებაჟეები ხალხსაც სძულდა, რადგან დამპყრობელ რომაელთა იმპერიას ემსახურებოდნენ. თანაც თითოეული მათგანი ანგარებით სახელმწიფოს მიერ დაწესებულ გადასახადზე მეტს კრებდა. ერთხელ, როდესაც მათე ჩვეულებისამებრ ქალაქის შესასვლელში იჯდა და გადასახადებს კრებდა, მას მაცხოვარი მიუახლოვდა და მიმართა: შემომიდეგ მე! მათემ მაშინვე მიატოვა საბაჟო და გაჰყვა მაცხოვარს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათემ იმ დღეს პირველად ნახა მაცხოვარი, მას ამ დრომდეც მოსმენილი ექნებოდა ღვთის სიტყვები, ემოწაფებოდა კიდეც უფალს, მაგრამ როგორც ანდრიას, პეტრეს, იოანესა და იაკობის შემთხვევაში, მოწოდების შემდეგ მათეც აღარ განშორებია მაცხოვარს, ამის შემდეგ განუშორებლად იყო იესო ქრისტეს გვერდით.

მათე იმდენად გახარებული იყო მაცხოვრის მოწოდებით, რომ გადაწყვიტა სახლში მიეწვია ქრისტე და საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმა მიიღო მისი მიპატიჟება და შინ ეწვია. მასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, უმეტესობა მეზვერე იყო. იქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველი, რომლებმაც იესოს მოწაფეებს უთხრეს: "რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!" უფალს მათი სიტყვები ესმა და მომართა: "არა უხმს ცოდვილთა მკურნალი, არამედ სნეულთა, ხოლო თქვენ წარვედით და ისწავლეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოველ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად".

მათეს ლევი, ანუ ლომი, მოციქულად გამორჩევის შემდეგ უწოდა უფალმა, თუმცა თვითონ მათე მახარებელი არასოდეს არ იხსენიებს თავის თავს ლევად, რათა თავის თავსაც და სხვებსაც შეახსენოს, თუ საიდან გამოიყვანა ის უფალმა - ისეთი შეურაცხმყოფელი პროფესიიდან, როგორიც მეზვერეობა იყო, ერთ-ერთ რჩეულ მოციქულობამდე აამაღლა. ამიტომაც მათე მოციქულს ყოველთვის სახალხოდ გამოაქვს თავისი წარსული.

- რაზე მიგვანიშნებს უფალი იმ დროს მათეს მოწოდებით, როდესაც ის მეზვერე, ცოდვილი იყო?

- უფალი უპირველესად ადამიანის გულს ხედავს, ღვთისთვის მთავარია, რა მდგომარეობაშია ადმიანის გული. მაცხოვრის მოწოდებისთანავე მათემაც ისევე მიატოვა ყველაფერი მიწიერი, როგორც ანდრიამ, პეტრემ, იაკობმა და იოანემ. მან მეყსეულად დატოვა საბაჟო და გაჰყვა მაცხოვარს, თან მაცხოვარი თავის სახლში მიიწვია და გაუმასპინძლდა. როგორც ვთქვით, მაცხოვრის საპატივცემულოდ გამართულ სუფრაზე მათემ თავის მეგობრებს - მეზვერეებს მოუყარა თავი. იქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. მაცხოვრის მათესთან სტუმრობამ დრტვინვა გამოიწვია იუდეველთა შორის, მწიგნობარნი და ფარისევლები მაცხოვრის მოწაფეებს აყვედრიან, ცოდვილებთან ერთად ჭამს თქვენი მოძღვარიო. მათ საპასუხოდ მაცხოვარი ამბობს თავის ცნობილ სიტყვას: "არა უხამს ცოდვილთა მკურნალი, არამედ სნეულთა... მოველ არა მართალთა წოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულადო" - ვინც ავად არ არის, მას მკურნალი არ სჭირდება, მკურნალი სნეულს სჭირდებაო. ღვთის წინაშე ყველა ცოდვილია. ის იუდეველებიც, მწიგნობარნი და ფარისეველნი ღვთის წინაშე უფრო ცოდვილები იყვნენ, ვიდრე მეზვერეები, რადგან თავიანთ თავს არ თვლიდნენ ცოდვილებად. ცოდვილთა ორი კატეგორია არსებობს: ერთნი თავიანთ თავს ცოდვილებად თვლიან, მეორენი კი თავს ცოდვილებად არ მიიჩნევენ. სწორედ ასეთი ადამიანების მიმართYამბობს უფალი, მართალთა წოდებად არ მოვსულვარ, ცოდვილთა სინანულად მოვედიო - იმ ადამიანებისთვის, ვინც აღიარებს, რომ ცოდვილია. ყველა მეზვერე აღიარებდა, რომ მეზვერეობა შეურაცხმყოფელი პროფესია იყო, თავს ცოდვილებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ არ იყვნენ ღვთის ღირსნი. სწორედ ამ სინანულმა მიიყვანა ბევრი მათგანი ჭეშმარიტებამდე, მიიღეს მაცხოვარი და ქრისტეს მიმდევრები გახდნენ. ფარისეველთაგან და მწიგნობართაგან კი ძალიან მცირე ნაწილი გახდა მაცხოვრის მიმდევარი, მათგან მხოლოდ იმათ მიიღეს ქრისტე, რომლებიც გულში მაინც ფიქრობდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ; იუდეველთა სჯულისმეცნიერებმა და ფარისევლებმა იცოდნენ, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ თვლიდნენ, რომ სჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ და ამიტომაც თავიანთი თავი უცოდველებად მიაჩნდათ.

ფილიპეს მოწოდება და ნათანაელის, იმავე ბართლომეს, მისვლა უფალთან
ლევის მოწოდების შემდეგ უფალმა მალევე მოუწოდა ფილიპეს. იგი პეტრესა და ანდრიას ქალაქიდან, ბეთსაიდიდან იყო. როდესაც მაცხოვარმა ფილიპე იხილა, მიმართა: "გამომყევი" და ისიც მაშინვე გაჰყვა. ფილიპემ მოუწოდა ნათანაელს. სახარებიდან ჩანს, რომ ნათანაელი არ იცნობდა მაცხოვარს: როდესაც მასთან ფილიპე მივიდა და უთხრა, ვნახე მესია, რომელიც ითარგმანების ქრისტედ, იესო ნაზარეველიო, ნათანაელი ეუბნება: განა შესაძლებელ არს ნაზარეთით კეთილისა რაისამე გამოსვლაო? ნათანაელი განათლებული კაცი იყო და იცოდა, რომ მესია ბეთლემში, ანუ დავითის ქალაქში იუდა შობილიყო და სწორედ ამან დააეჭვა. ფილიპე კი ეუბნება: "წამოდი და ნახე". ნათანაელიც გაჰყვა. როდესაც უფალმა მისკენ მიმავალი ნათანაელი იხილა, წარმოთქვა: "აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, რომელთანაც ზაკვა არ არის". ნათანაელს გაუკვირდა და ჰკითხა - საიდან მიცნობო. მაცხოვარი მიუგებს: ვიდრე ფილიპე მოგიწოდებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გნახეო. ის იყო მლოცველი, სწორედ ამას ეუბნება ამ სიტყვების წარმოთქმით მაცხოვარი: დიდი სიცხის დროს ისრაელში სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო. ამიტომაც ეზოში, ხის ქვეშ ლოცულობდნენ ხოლმე. ესეც ნათანაელის წიგნიერებაზე მიანიშნებდა. ნათანაელმა მაშინვე აღიარა, რომ ქრისტე იყო მესია, ძე ღვთისა. მაცხოვარი მას ეუბნება - ამაზე მეტს ნახავ, ნახავ ანგელოზებს აღმავალს და ჩამომავალსო - დღევანდელზე დიდ სასწაულებს იხილავო.

მოციქულად გამორჩევის შემდეგ ნათანაელი ყველგან მოხსენიებულია როგორც ბართლომე, რაც ნიშნავს თომას ძეს. იგი უფლის მოციქულთა შორის იმდენად პატივდებული იყო, რომ მამის სახელით მიმართავდნენ, რადგან განათლებული, წიგნიერი კაცი გახლდათ და ასაკითაც უფროსი იყო სხვა მოციქულებზე.

- სახარებიდან არ ჩანს, როგორ მოხდა უფლის თორმეტი მოციქულიდან დანარჩენი ხუთის მოწოდება და მისვლა მაცხოვართან. მათ შესახებაც ვისაუბროთ.

- იუდა ისკარიოტელი თვითონ მივიდა მაცხოვართან, მისთვის მაცხოვარს არ მოუწოდებია. ესეც ნიშანდობლივია. უფალმა უწყოდა, რომ სწორედ იუდა იქნებოდა მისი გამცემი, თუმცა ერთ-ერთ მოციქულად მაინც გამოირჩია. რატომ? - უფალი წინდაწინ არავის სჯის იმ ცოდვის გამო, რასაც მომავალში ჩაიდენს. ეკლესიის ისტორიაში არაერთი ფაქატია ცნობილი, როდესაც ადამიანები უდაბნოში გასულან სამოღვაწეოდ, აურაცხელ სასწაულს აღასრულებდნენ, თუმცა შემდგომში დაეცნენ და სასუფეველიც დაკარგეს, მაგრამ იმ დროს, როდესაც ღვთის მცნებებს აღასრულებდნენ, უფალი იმას აძლევდათ, რისი ღირსნიც იყვნენ. იუდას შესახებ უფალმა ისიც უწყოდა, რომ ვერცხლისმოყვარეობისკენ იყო მიდრეკილი, მოიპარავდა თანხას მოციქულთა სალაროდან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გამოარჩია თორმეტ მოციქულთა შორის და ჩააბარა მოციქულთა სალაროც...

მაცხოვრის ერთ-ერთი მოციქული იყო იაკობ ალფესი, მათე მახარებლის ძმა. ასევე თომა მოციქული. იგი მარჩბივად - ტყუპისცალადაც იწოდება. ერთ-ერთი ვარაუდით, მას მართლაც ჰყავდა ტყუპისცალი ძმა, თუმცა უფრო სარწმუნო მეორე ვარაუდია - წმინდა მამების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თომა მოციქული გარეგნულად საოცრად ჰგავდა მაცხოვარს და სწორედ ამის გამო იწოდება ტყუპისცალად. თომა მოციქულის ცხოვრებაში წერია, რომ როდესაც ინდოეთის მეფეს მაცხოვარი გამოეცხადა, თავიდან მას იგი თომა ეგონა (ვიცით, რომ თომა მოციქული ინდოეთში ქადაგებდა). თომას რომ ტყუპისცალი ჰყოლოდა და ის მაცხოვრის მოწაფე ყოფილიყო, აუცილებლად გამჟღავნდებოდა და ჩვენამდეც მოაღწევდა.

მეთერთმეტე მოციქულად უფალმა გამოარჩია სვიმონ კანანელი, მოშურნედ წოდებული. წმინდა მამათა ნაწილი ვარაუდობს, რომ სვიმონი იყო ის სიძე, რომლის ქორწილშიც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია. მან მიატოვა ქორწილი და მაცხოვარს გაჰყვაო. მაგრამ წმინდა მამათა ნაწილი, მაგალითად იოანე ოქროპირი, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, იგი ბრძანებს, რომ უფალმა თავისი მისვლით ქორწილი აკურთხა და იმას, რაც აკურთხა, მაშინვე არ დაანგრევდაო. თუკი სვიმონ კანანელი იყო სიძე იმ ქორწილისა, რომელშიც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია და იგი ქორწილის შემდეგ გაჰყვა მაცხოვარს, შესაძლოა მასთან ერთად მისი ცოლიც ავრცელებდა ღვთის სიტყვას, მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა, ისევე როგორც ვიცით, საეკლესიო გარდამოცემით, პეტრე მოციქულზე. წმინდა გარდამოცემა გვაუწყებს, რომ პეტრე მოციქულს ცოლიც თან ახლდა მისიონერული მოღვაწეობისას, თუმცა ისინი პეტრეს მაცხოვართან დამოწაფების შემდეგ და-ძმასავით ცხოვრობდნენ.

ერთ-ერთი მოსაზრებით, სვიმონ კანანელი კანონის მტკიცე დამცველი იყო და მისი ზედწოდება - კანანელი ანუ მოშურნე, ზილოტი (ასე უწოდებდნენ მოშურნეს ბერძნულად) აქედან მომდინარეობს.

მაცხოვრის რჩეულ მოციქულთა შორის ერთ-ერთი მაცხოვრის ხორციელი ძმა, იუდაც გახლდათ. იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, ის ასევე იწოდება - ლებეოსად, თადეოსად და ბარსაბად. ის მართალი იოსების, ღვთისმშობლის დამწინდველის ვაჟი იყო და ამიტომაც იწოდება მაცხოვრის ხორციელ ძმად, ხოლო იუდა იაკობისად იმის გამო მოიხსენიება, რომ ღვიძლი ძმა იყო იაკობისა. იაკობი - იერუსალიმის პირველი მწყემსმთავარი მართალი იოსების უფროსი ვაჟი იყო. იუდა მოციქული იაკობისად იწოდება იმიტომაც, რომ ამ ზედწოდებით განესხვავებინათ იუდა ისკარიოტელისაგან. იოსებს ოთხი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ იაკობი შეიქმნა ღირსი უფლის ძმად წოდებისა: გადმოცემის თანახმად, ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ მართალმა იოსებმა ვაჟებს შორის მიწების დანაწილება დაიწყო. სურდა, მისი ქონების წილი მარიამისგან შობილ იესოსაც რგებოდა, მაგრამ ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, მხოლოდ იაკობმა მიიღო მაცხოვარი თავისი მამულის თანამფლობელად - თავისი კუთვნილი წილიდან ნახევარი უწილადა. სწორედ ამის გამო იწოდა იგი უფლის ძმად.

შემდგომში იუდამაც მტკიცედ ირწმუნა იესო ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა, დაემოწაფა მას და აღარასოდეს განშორებია. იუდა მოციქული იმდენად თავმდაბალი იყო, რომ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ მიიჩნევდა - თავის ეპისტოლეში მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიებს თავს.

თავისი სახარების ბოლოს იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები". რაც დაიწერა ცხოვნებისთვის, ესეც საკმარისია, თორემ მაცხოვრის ყველა ქმედება რომ დაწერილიყო, მთელი ეს ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებსო. ამდენად, სახარებისეული სწავლების გადმოსაცემად და სულის საცხოვნებლად არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ სახარებაში ზოგიერთი მოციქულის მოწოდება წერია, ზოგის კი არა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat