ამ სასწაულებით ადამიანებმა სულიერი წარმატება მოიპოვეს
ამ სასწაულებით ადამიანებმა სულიერი წარმატება მოიპოვეს
განვაგრძობთ თხრობას მაცხოვრის ქადაგების დაწყების პერიოდთან დაკავშირებით. გვესაუბრება მამა მაკარი (აბესაძე):

სასწაულებრივი თევზჭერა
როგორც ვთქვით, მაცხოვარმა ანდრიას, პეტრეს, იოანესა და იაკობს მოუწოდა კაპერნაუმში, როდესაც ისინი ტიბერიის ტბაზე იმყოფებოდნენ, ამის შემდეგ ისინი უკვე განუყრელად იყვნენ უფალთან, თორემ მანმადე, ვიცით, რომ ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი უკვე მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ იუდეიდან. ანდრიამ მაცხოვართან თავისი ძმა - სვიმონი, შემდგომში პეტრედ წოდებულიც, მიიყვანა. ასევე ვიცით, რომ იაკობი და იოანე - ზებედეს ძეები, იყვნენ მართალი იოსების შვილიშვილები - სალომეს შვილები. ისინიც ამ დრომდე იცნობდნენ მაცხოვარს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ მათი საბოლოო მოწოდებაც მოხდა ტიბერიის ტბაზე.

როგორც სახარება მოგვითხრობს, მაცხოვრისგან მოწოდების დროს იაკობი და იოანე ბადეს კერავდნენ. იოანე ოქროპირი გვეუბნება: ნახეთ, როგორი გაჭირვებულები იყვნენ, იმის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, რომ ახალი ბადე ეყიდათ, ყველა თევზაობის შემდეგ ასე კერავდნენ ბადეს, რომ მომდევნო თევზაობისთვის გამოეყენებინათო. სწორედ ამ დროს მოხდა მათი მოწოდება. მაცხოვარი შევიდა პეტრეს ნავში და იქიდან უქადაგებდა ხალხს. როდესაც ქადაგება დაასრულა, პეტრეს მიმართა: შეიყვანე შენი ნავი ღრმად და გადააგდე ბადე. პეტრე მიუგებს: უფალო, მთელი ღამე ვთევზაობდი, მაგრამ ვერაფერი დავიჭირე, მაგრამ შენი სიტყვისამებრ გადავაგდებ ბადესო. პეტრე გამოცდილი მეთევზე იყო, ის ორმოცდაათ წელს იყო მიტანებული, მთელი ცხოვრება მეთევზეობაში ჰქონდა გატარებული და კარგად იცოდა, როდის იყო საუკეთესო დრო თევზის დასაჭერად. ეს იყო ღამის საათები, იმ დროს კი, როდესაც უფალი პეტრეს ბადის წყალში გადაგდებას ავალებს, უკვე გათენებულია და სანაპიროსთან უამრავი ხალხია შეკრებილი. ასეთ დროს ფაქტობრივად თევზის დაჭერა შეუძლებელია, ამას პეტრე მაცხოვარსაც ეუბნება, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ამას აღასრულებს მორჩილებით და გადააგდებს ბადეს. სწორედ მორჩილებით აღსრულებულმა საქმემ გამოიღო ნაყოფად ის, რომ პეტრემ უამრავი თევზი დაიჭირა. როგორც სახარება მოგვითხრობს, იმდენი თევზი იყო, ბადეები განსქდებოდნენო. რა თქმა უნდა, ეს იყო ღვთის უდიდესი სასწაული. იხილა რა პეტრემ ღვთის ეს უდიდესი სასწაული, რომელიც მისი საქმიანობიდან იყო გამომდინარე, მაცხოვარს ფეხებში ჩაუვარდა და ეუბნება - გამშორდი, უფალო, კაცი ცოდვილი ვარ მე. პეტრემ ის კი არ იფიქრა, რომ მას ღმერთი განშორებოდა, არამედ თავისი თავი, თავისი სულიერი მდგომარეობა დაინახა, მიხვდა, რომ უღირსია უფალთან ყოფნისა და თავისი უღირსების შეგრძნებიდან გამომდინარე ამბობს მაცხოვრის მიმართ ამ სიტყვებს. როდესაც ადამიანი სასწაულს ნახულობს, სასწაულით მის გულს უფალი ეხება, თუ მის გულში ღვთის სიყვარულია, თავის ცოდვებს კიდევ უფრო მეტად ხედავს, ხოლო თუ ადამიანის გულში უფლის სიყვარული არ არის, მას უნდა, რომ მოიცილოს ის, რამაც ამხილა ცოდვაში, ისევე როგორც ეს მოხდა ღადარინელთა ქვეყანაში. როდესაც მაცხოვარმა ეშმაკეული განკურნა და მისგან გამოსული ეშმაკების ლეგიონი ღორების კოლტში შევიდა და ორი ათასი ღორი ზღვაში დაინთქა ეშმაკების მიერ, მაშინ მთელი ქალაქი გამოვიდა და უფალს ეუბნებოდნენ, განშორებოდა მათ, რადგან, შეეხო რა მათ გულებს უფალი ამ სასწაულით და მხილებულნი იქნენ თავიანთ ცოდვებში სულიწმინდის, სინდისის ხმის მიერ, სინანულში კი არ მოსულან და თავიანთი ცოდვების გამოსწორება კი არ ისურვეს, არამედ იმის მოშორება მოინდომეს, ვისმა იქ მყოფობამაც შეაწუხა ისინი, ვინც მათი სინდისი შეაწუხა. პეტრეც წარმოთქვამს იმავე სიტყვებს მაცხოვრის მიმართ - გამშორდი, უფალოო, მაგრამ იქვე ამბობს, რატომ ითხოვს ღვთისგან ამას - რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე. პეტრე ამ სიტყვებს თავისი უღირსების შეგრძნებიდან გამომდინარე ამბობს, გრძნობს, რომ უღირსია უფალთან ყოფნისა, მაგრამ უფალი მას მიმართავს: ნუ გეშინია, პეტრე, ამიერიდან კაცთა მებადურად გაქცევ. უფალი მასაც და მასთან მყოფ მებადურებსაც, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრება. როგორც მოგვებს მოუვლინა ვარსკვლავის სახით ანგელოზი და ამ გზით მიიყვანა თავისთან, ასევე მებადურებსაც მათი ენით ესაუბრება, რათა უფრო გასაგები, მისაწვდომი და მისაღები ყოფილიყო მათთვის მაცხოვრის სიტყვები და მოწოდება. რა უნდა ეკეთებინათ მომავალში, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე აუხსნა მათ მაცხოვარმა. მართლაც, ვიცით, რომ მოციქულები იქცნენ კაცთა მებადურებად - საღმრთო მადლის ძალით უამრავი ადამიანი მიიყვანეს უფალთან.

ნახეთ კიდევ ერთი საოცრება - რისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე იღვწოდნენ პეტრე და მასთან მყოფი მოციქულები - თევზი დაეჭირათ, გაეყიდათ და ამ გზით ოჯახი ერჩინათ, როდესაც ყველაზე მეტი თევზი დაიჭირეს, ნაცვლად იმისა, რომ გაეყიდათ, რაიმე ეშოვათ და ოჯახში წაეღოთ, მიატოვეს ყველაფერი და მაცხოვარს გაჰყვნენ, რადგან მიხვდნენ, ეს ყველაფერი მიწიერი იყო და მათ ახლოს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა, უდიდესი იმასთან შედარებით, რასაც სასაწაულებრივი თევზჭერა ჰქვია, ამიტომაც მიატოვეს ყველაფერი და მაცხოვარს გაჰყვნენ. ზებედეს ძეებმა მამაც კი დატოვეს. მას შემდეგ არასოდეს განშორებიან მაცხოვარს, განუყრელად იყვნენ მასთან ჯვარცმამდე, შემდგომში აღდგომისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ყველა მოციქული სიცოცხლის ბოლომდე, უკანასკნელ წუთამდე, დაუცხრომლად ქადაგებდა. გავიხსენოთ თუნდაც ანდრია მოციქული, რომელიც თოკებით გააკრეს ჯვარზე. იგი ორი დღის მანძილზე, ვიდრე ჯვარზე აღესრულებოდა, დაუცხრომლად ქადაგებდა.

- აუცილებელი იყო, მათ ეს სასწაული ეხილათ?

- პეტრემ, ანდრიამ, იაკობმა და იოანემ იხილეს ის სასწაული, რაც ყველაზე მეტად შეეხებოდა მათ გულს. მათ იცოდნენ, რომ ის, რაც მაშინ მოხდა, არ შეიძლებოდა ჩვეულებრივ კაცს ექმნა, ადამიანური გონებით წარმოუდგენელი იყო, ეს მომხდარიყო და მიხვდნენ, რომ ღვთისგან მომდინარეობდა თევზჭერის სასწაული. შეგვიძლია გავიხსენოთ მეორე სასწაულებრივი თევზჭერა, რომელიც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მოხდა, ისევ ტიბერიის ტბაზე. უფალმა მოციქულებს იგივე სასწაული გაუმეორა, რაც რამდენიმე წლის წინ უჩვენა, რათა მიმხვდარიყვნენ, ამ სასწაულით შეეცნოთ, რომ მათ გვერდით უფალი იყო. ღამით მოციქულებმა ვერ გაარჩიეს, ვინ იყო მათთან მისული, მაგრამ იხილეს რა ისევ სასწაულებრივი თევზჭერა, იოანე მაშინვე მიხვდა, რომ მათთან უფალი მივიდა და ეუბნება პეტრეს - უფალი არს. სიხარულით აღვსილმა მოციქულებმა მაშინაც მიატოვეს ტბაში თევზი და უფალთან შესახვედრად გაემართნენ.

გალილეის კანაში აღსრულებული სასწაული
- კანაში აღსრულებული სასწაული, როდესაც უფალმა ქორწილში წყალი ღვინოდ აქცია, იყო მაცხოვრის პირველი სასწაული, რომელიც სასწაულებრივ თევზჭერამდე აღესრულა. ვიდრე უფალი ამ სასწაულს აღასრულებს, თავადაც ბრძანებს: "ჩემი დრო ჯერ არ დამდგარაო". უფალმა ეს სასწაული ქმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თხოვნით. წმინდა ეკლესია გვასწავლის, რომ თუკი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მეოხებას შევთხოვთ ღვთის წინაშე, აუცილებლად იქნება აღსრულებული ღვთისგან, თუკი ჩვენი თხოვნა არ ეწინააღმდეგება უფლის ნებას და სასარგებლო იქნება ჩვენთვის. ამ სასწაულიდან ასევე ჩანს, როგორ პატივს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მაცხოვარი, თავად განკაცებული ღმერთიც როგორი მორჩილია თავისი მიწიერი მშობლისა.

ასეთი შემთხვევა, ქორწილში რომ ღვინო გამოლეულიყო, შესაძლოა ხშირად მომხდარიყო ისრაელში, ამდენად საგანგაშო არაფერი მომხდარა და უფალი ამის გამო სასწაულს არ აღასრულებდა. თანაც ეს სასწაული რომ მოხდა, გაიგეს მხოლოდ სიძემ და მსახურებმა, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მაცხოვრის რამდენიმე მოწაფემ, რომლებიც თან ახლდნენ მაცხოვარს. ე.ი. წყლის ღვინოდ გადაქცევის სასწაული უფალს არ უქმნია იმისათვის, რომ ადამიანები სულიერად განემტკიცებინა, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ ვნახოთ, როგორი მეოხება შეიძლება გაგვიწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ღვთის წინაშე და როგორი მორჩილი უნდა იყოს ადამიანი თავისი მშობლისა.

- საერთოდ, აქვს თუ არა მნიშვნელობა იმის ცოდნას, რომელი სასწაული როდის აღასრულა უფალმა?

- მაცხოვრის მიერ აღსრულებულ ქმედებებებში არა ასტრონომიულ თარიღებს, მათ ქრონოლოგიურად დალაგებას აქვს მნიშვნელობა, არამედ მათ სულიერ დანიშნულებას, რომ მოვიდა ღმერთი და ადამიანები გამოიხსნა საუკუნო სატანჯველისგან. თუ დაუკვირდებით, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში არ ჩანს, რომ მაცხოვარი სამი წლის მანძილზე ქადაგებდა. იოანეს სახარებაში კი ჩანს, რომ მაცხოვარი რამდენიმეჯერ ადის იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად, დანარჩენ სამ მახარებელს მხოლოდ ერთხელ აქვს მოთხრობილი მაცხოვრის იერუსალიმში ასვლა პასექის დღესასწაულზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაცხოვარს სამი წლის მანძილზე არ უქადაგია. როგორც მამები ბრძანებენ, ეს იმის გამო მოხდა, რომ მთავარი მნიშვნელობა არა ქრონოლოგიაში, არამედ იმ საქმეების მისიაშია, დანიშნულებაშია, რომლებიც მაცხოვარმა აღასრულა, ასევე სასწაულებშიც - მთავარია არა ის, რომელი რომლის შემდეგ მოხდა, არამედ ის, რომ ამ სასწაულებით ადამიანებმა სულიერი წარმატება მოიპოვეს.

- მაცხოვრის ქადაგებას ხშირად თან ახლდა სასწაულები. რატომ იყო საჭირო მაცხოვრის სიტყვის მოსმენასთან ერთად ადამიანებს სასწაულებიც ეხილათ?

- რათა უფრო ადვილად მიეღოთ ქრისტიანობა, განმტკიცებულიყვნენ რწმენაში, თორემ ღვთის სიტყვის მისაღებად სასწაული აუცილებელი არ არის. იყო ისეთი შემთხვევებიც, რომ მაცხოვარი ქადაგებდა და სასწაული არ უჩვენებია. როდესაც უფალმა ნიკოდიმოსს უქადაგა, მისთვის სასწაული არ უჩვენებია, რადგან ის სწავლული კაცი იყო და მისთვის მაცხოვრის სწავლებაც საკმარისი იყო. სასწაული სჭირდება მას, ვისაც არ აქვს იმდენი სულიერი განათლება, რომ სწავლება მიიღოს. ვის გულშიც ღვთის სიტყვა განმტკიცებულია, მას სასწაული აღარ სჭირდება.

თანამედროვე პერიოდში სასწაულები ნაკლებად ხდება, რადგან ქრისტიანული სწავლება უკვე ჩამოყალიბებულია და ადამიანი სწავლებით მიღებულ ცოდნას უფრო ითვისებს, განათლებით მიღებულ ცოდნას უფრო უჯერებს, ვიდრე სასწაულს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat