უფალი კი არ სჯის ქალაქებს, ქვეყნებსა თუ ცალკეულ პიროვნებებს, არამედ თავად ადამიანები ისჯიან თავს იმის გამო, რომ სცილდებიან უფალს
უფალი კი არ სჯის ქალაქებს, ქვეყნებსა თუ ცალკეულ პიროვნებებს, არამედ თავად ადამიანები ისჯიან თავს იმის გამო, რომ სცილდებიან უფალს
კვლავ იმ პერიოდს მივუბრუნდეთ, როდესაც მაცხოვარი უდაბნოდან გამოსვლის შემდეგ გალილეაში ჩავიდა... ვიცით, რომ მაცხოვარი ჯერ ნაზარეთში მიდის, მაგრამ როდესაც ნაზარეველებმა მისი ქადაგება არ მიიღეს, კაპერნაუმში წავიდა და იქვე დამკვიდრდა, იქვე მოუწოდა მოწაფეებსაც, ქადაგებდა და აღასრულებდა სასწაულებს... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

მაცხოვრის პირველი ქადაგება ნაზარეთში
- რატომ არ მიიღეს მაცხოვარი და მისი ქადაგება ნაზარეველებმა? Uუფალმა ისიც წინასწარ უწყოდა, რომ ნაზარეთში მის ქადაგებას არ მიიღებდნენ, მაშინ რატომღა ჩადის გალილეაში დაბრუნების შემდეგ ნაზარეთში?

- გალილეაში დაბრუნების შემდეგ მაცხოვარი პირველად ჩადის ნაზარეთში, რადგან სწორედ ნაზარეთში ცხოვრობდა მისი ოჯახი. მან ამ დრომდე - 30 წლამდე განვლილი ცხოვრება, თუ არ ჩავთვლით წმინდა ოჯახის ეგვიპტეში ყოფნის პერიოდს, სწორედ ნაზარეთში გაატარა. მიწიერი გაგებით მისი ოჯახი იყო იქ. საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო მართალი იოსები, მაგრამ იქ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსების ვაჟები, რომლებთან ერთადაც იზრდებოდა განკაცებული უფალი.

მაცხოვარმა პირველი ქადაგებაც ნაზარეთში წარმოთქვა. როდესაც ნათლისღების შემდეგ ნაზარეთში ჩასული მაცხოვარი ჩვეულებისამებრ შევიდა სინაგოგაში და მას გადმოუღეს წიგნი, გადაშლა და ის ადგილი წაიკითხა, სადაც იყო ესაიას წინაწარმეტყველება მაცხოვრის განკაცების შეასხებ. შემდეგ წიგნი დახურა და კვლავ მსახურს დაუბრუნა. მთელი სინაგოგაში მყოფი ადამიანების ყურადღება მაცხოვრისკენ იყო მიმართული და მაცხოვარი მათ ეუბნება - დღეს აღესრულა ეს წინასწარმეტყველება, თქვენ ხართ მოწმენი ამ წინასწარმეტყველების აღსრულებისა, ანუ მაცხოვარმა პირველად ნაზარეთში დაამტკიცა და აუწყა ადამიანებს, რომ ის იყო განკაცებული ღმერთი, ის, ვისაც შეეძლო ძველი აღთქმის წიგნების გულისხმისყოფა. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნასწავლი ჰქონდა ძველი აღთქმის წიგნები და მიღებული ჰქონდა სულიერი განათლება, ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივ მისაღები. საეკლესიო გარდამოცემით, ეს მოხდა ძველი სტილით 1, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით წმინდა ეკლესია საეკლესიო ახალი წლის, ანუ ინდიქტიონის დაწყებას აღნიშნავს სწორედ ძველი სტილით 1 სექტემბერს, როდესაც მაცხოვარმა პირველად იქადაგა სინაგოგაში.

ამის შემდეგ მაცხოვარი კვლავ აგრძელებდა ქადაგებას ნაზარეთში, მაგრამ ვიცით, რომ ნაზარეველებმა მისი ქადაგება არ მიიღეს. მათ მაცხოვარი ამხილებს და ეუბნებათ, თუ რატომ არ მიიღეს - არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავიანთ მამულშიო. მაცხოვარი მათ თვალწინ გაიზარდა, ის იყო ღარიბი ხუროს შვილი, თავადაც ამბობდნენ მის მიმართ - ეს არ არის ძე იოსებისა? მისი ძმებიც ჩვენს გვერდში არიან და საიდან არის მხსნელიო. იმდენად იყო მათი გულები დახშული ღვთის შემეცნების და ღვთის სიტყვის მიღებისთვის, რომ მაცხოვრის მათ გვერდით გატარებულმა წლებმა არათუ თვალი აუხილა მათ და მასში მხსნელი შეიცნეს, არამედ კიდევ უფრო მეტად შეუშალათ ხელი მაცხოვრის შეცნობაში. როდესაც ისინი მაცხოვარმა ამხილა, წაიყვანეს და იმ კლდიდან გადაგდება დაუპირეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო აშენებული, მაგრამ იესომ განვლო მათ შორის და წავიდა, დაიფარა მათ თვალთაგან. მაცხოვრის ერთ-ერთი სასწაული ესეც არის. სახარება ზუსტად არ გვაუწყებს, რომ მაცხოვარი მათ წინაშე დაიფარა, მაგრამ სასწაული ის არის, რომ ნაზარეველებს მისი კლდიდან გადაგდება უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

ამის შემდეგ მაცხოვარი დაემკვიდრა კაპერნაუმში. აქვე მოუწოდა პირველ მოწაფეებსაც - კაპერნაუმიდან დაიწყო მისი ქადაგებები, შემდგომში აქედან გაუშვა საქადაგებლად მოციქულებიც, ანუ კაპერნაუმიდან დაიწყო მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ის სამწლიანი პერიოდი, როდესაც ქადაგებდა და ადამიანებს მოუწოდებდა, ეუბნებოდა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".

რატომ სწორედ კაპერნაუმი?
- იმ პერიოდში კაპერნაუმი იყო ერთ-ერთი ცენტრი გალილეის ზღვის პირზე მდებარე ქალაქებს შორის. ამჟამად კაპერნაუმი როგორც ქალაქი არ არსებობს. იქ არის რამდენიმე მონასტერი, სხვადასხვა კონფესიის რელიგიური ცენტრები, მათ შორის ერთი მართლმადიდებლური მონასტერია. მოსახლეობა საერთოდ არ ცხოვრობს.

სახარებიდან ჩანს, რომ კაპერნაუმში მყოფმა ადამიანებმა მაცხოვრის ქადაგება მიიღეს. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მთელმა კაპერნაუმმა მიიღო მაცხოვარი და მისი ქადაგება, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ კაპერნაუმში მიიღეს მაცხოვრის სიტყვა - იქ ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც იყვნენ მიმღებნი მაცხოვრის სიტყვისა. უფალიც ამის გამო დაემკვიდრა კაპერნაუმში. ის, რომ უფალი კაპერნაუმში ცხოვრობდა, არ არის გარანტი იმისა, რომ ეს ქალაქი სამუდამოდ იქნება დაცული და ყველა იქ მცხოვრები ადამიანი დაიმკვიდრებს სასუფეველს. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მოიპოვოს სასუფეველი მაცხოვრის სარწმუნოებით. გავიხსენოთ, რას ეუბნება მაცხოვარი კაპერნაუმის მკვიდრთ - მაშინ ე.ი. მეორედ მოსვლის ჟამს ბევრი მეტყვით: უფალო, განა შენთან არ ვიყვით? განა ჩვენს ქუჩებში არ ქადაგებდი? ყოველდღე არ ვისმენდით შენს ქადაგებას? მაგრამ მე გეტყვით - წარვედით ჩემგან, მოქმედნო უსჯულოებისანო, ვინაიდან არ გიცნობთ თქვენ. უფალი ამ სიტყვებით მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ესმოდათ მაცხოვრის სიტყვები, მაგრამ მიმღებნი არ იყვნენ ამისა. გაცილებით დიდი დანაშაულია, როდესაც ღვთის სიტყვა ესმის კაცს და არ ასრულებს, ვიდრე ის, რომ არ ესმის და ამის გამო არ ღებულობს. შემდგომში, როდესაც მაცხოვარი ლაპარაკობს ისრაელის ქალაქებზე, კაპერნაუმზე ამბობს: "და შენ, კაპერნაუმ, ცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დავარდებიო". მართლაც, ვიცით, რომ უკაცრიელი გახდა კაპერნაუმი სწორედ იმის გამო, რომ თავისი მიწიერი, ქადაგებითი მოღვაწეობის ყველაზე დიდი ნაწილი მაცხოვარმა კაპერნაუმში გაატარა, ანუ ყველაზე მეტად მაცხოვრის სიტყვა კაპერნაუმში მოისმინეს, მაგრამ შესაბამისად არ მიიღეს ქრისტე - იმ რაოდენობის ადამიანი არ მოექცა, რა რაოდეობაც ისმენდა განკაცებული უფლის სიტყვას. უფალი კი არ სჯის ქალაქებს, ქვეყნებსა თუ ცალკეულ პიროვნებებს, არამედ თავად ადამიანები ისჯიან თავს იმის გამო, რომ სცილდებიან უფალს. თუკი ადამიანი ზამთარში თბილი სახლიდან საკუთარი სურვილით გავა ყინვაში და დაიღუპება, ეს არც სახლის ბრალია და არც ყინვის, არამედ ადამიანის, რომელიც მოსცილდა სითბოს. ასევე, როდესაც ადამიანი ისჯება, ეს არის არა უფლის ბრალი, არამედ ადამიანისა, რომელიც მოსცილდა უფალს და ღვთის წყალობის გარეშე დარჩა. როგორც ზამთარში სითბოს გარეშე დარჩენილი ადამიანი გაიყინება და დაიღუპება, ასევე როდესაც ადამიანი არ ასრულებს ღვთის მცნებებს და უფალს სცილდება, რჩება უფლის ცხოველსმყოფელი მადლის გარეშე და იღუპება, სულიერადაც და ხორციელადაც.

პირველი მოწაფეების მოწოდება
- მაცხოვარი კაპერნაუმში დამკვიდრების შემდეგ მალევე მოუწოდებს პირველ მოწაფეებს - ანდრიას და სვიმონ-პეტრეს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეებს, როდესაც ისინი ჩვეულებრისამებრ თევზაობდნენ. მაცხოვარმა ზღვის ნაპირას გაიარა, დაინახა ისინი და მოუწოდა, რათა მას გაჰყოლოდნენ. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ანდრია და იოანე, ზებედეს ძენი, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ, მაცხოვრის შესახებ უკვე უწყოდნენ იოანესგან, იცნობდნენ კიდეც მაცხოვარს და მის სწავლებას და მისი მიმდევრებიც იყვნენ, დროდადრო მისი ქადაგებების მოსასმენადაც დადიოდნენ სინაგოგაში, მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც ისინი გაჰყვნენ მაცხოვარს და აღარ განშორებიან.

მაცხოვარმა ჯერ ანდრიას მოუწოდა. ანდრია წავიდა და თავისი ძმა - სვიმონი მიიყვანა, რომელსაც უფალმა იქვე უწოდა კეფა, რაც ებრაული სიტყვაა და ბერძნულად ითარგმნება კლდედ, პეტრედ. გულთამხილველმა უფალმა უწყოდა, თუ როგორი მხურვალე იყო სვიმონ-პეტრეს გული და როგორი მტკიცე რწმენა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო უბრალი მებადური და სხვა განათლება არ ჰქონდა, მისი გული ღვთის უსაზღვრო სიყვარულით იყო ანთებული. სწორედ ამგვარი მტკიცე და მხურვალე რწმენის გამო უწოდა მაცხოვარმა სვიმონ-პეტრეს ღვთისადმი რწმენას კლდე. როგორც კლდეა მტკიცე, ასეთივე მტკიცე იყო მისი სარწმუნოება. კლდეში სვიმონ-პეტრეს რწმენა, სარწმუნოება იგულისხმება.

ყველა მათგანის მოწოდება ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა. ისინი ერთად თევზაობდნენ, სახარებაშიც არის მოხსენიებული, რომ ისინი ზიარნი, ერთი საქმის მაზიარენი იყვნენო. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე თევზაობდნენ, ერთად შრომობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ახლობლობდნენ. როდესაც პეტრემ მაცხოვრის მითითებით უამრავი თევზი დაიჭირა, დასახმარებლად მოუწოდა იაკობს და იოანეს, რომლებიც სხვა ნავში ისხდნენ. ისინიც მაშინვე მივიდნენ დასახმარებლად. ერთად ადიდებდნენ ღმერთსაც, ანდრია და იოანე ხომ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ.

ამასთან, ვიცით, რომ იაკობისა და იოანეს დედა იყო მართალი იოსების ქალიშვილი, ანუ, მიწიერი გაგებით, როგორც ადამიანები თვლიდნენ, ქრისტეს ხორციელი ნათესავები იყვნენ და ამ დრომდეც იცნობდნენ მას, მაგრამ თავდანვე აღქმული არ ჰყავდათ მესიად, ვიდრე იოანე ნათლისმცემლისგან არ გაიგეს, რომ იესო იყო მხსნელი... არათუ მათ, როგორც სახარებაში წერია, იესოს ძმებსაც (საუბარია მართალი იოსების შვილებზე) არ სწამდათ იგიო, მაგრამ შემდგომში ერთ-ერთი მათგანი, იუდა მოციქული, თადეოზად წოდებული და არა იუდა ისკარიოტელი, მაცხოვრის მოწაფე გახდა და მოციქულობის ღირსიც კი შეიქნა. იოსების მეორე ვაჟი - იაკობი მაცხოვრის სამოცდაათ მოციქულს შორის იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat