იოანეს უმთავრესი მისია იყო, სინანულის მოწოდებით განემზადებინა ადამიანთა გულები მაცხოვრის მისაღებად
იოანეს უმთავრესი მისია იყო, სინანულის მოწოდებით განემზადებინა ადამიანთა გულები მაცხოვრის მისაღებად
უდაბნოდან გამოსვლის შემდეგ მაცხოვარი ტოვებს იუდეას და მიდის გალილეაში. ამჯერად მაცხოვრის უდაბნოდან გამოსვლის შემდგომ პერიოდსა და იოანე ნათლისმცემლის დაპატიმრებისა და თავისკვეთის შესახებ ვისაუბრებთ... არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- როგორც ვიცით, მაცხოვრის უდაბნოდან გამოსვლის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი კვლავ აგრძელებს ქადაგებას და ნათლისღებას, შემდეგ იოანე დააპატიმრეს ჰეროდე ანტიპას ბრძანებით. მანამდე მიდის მაცხოვარი გალილეაში თუ იოანეს დაპატიმრების შემდეგ?

- ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს, სავარაუდოდ, იოანეს დაპატიმრება უნდა მომხდარიყო მაცხოვრის უდაბნოდან გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ. ამ დროისათვს მაცხოვარს უკვე ჰყავს არჩეული მოწაფეები, რადგან სახარებიდან ვიცით, რომ იოანესთან მიდიან მისი მოწაფეები და ეუბნებიან, - ის, ვისაც შენ ეცი ნათელი, თავად სცემს ნათელსო. აშკარაა, როდესაც მაცხოვარმა დაიწყო ნათლისღება, ამ დროისათვის არჩეული ჰყავს მოწაფეები, რადგან სახარება გვაუწყებს, რომ არა მხოლო იესო ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი ნათელ სცემდნენო. ე.ი. ერთხანს იოანე ნათლისმცემლის ქადაგებისა და ნათლისღების პარალელურად მაცხოვარიც ქადაგებდა და ნათლავდა თავისი მოწაფეების მეშვეობით.

ზუსტად ვიცით, რომ უფალმა ქადაგება დაიწყო გალილეიდან. გალილეაში ჩასვლიდან მალევე დამკვიდრდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში, რადგან ნაზარეთში ნაზარეველებმა მაცხოვარი და მისი ქადაგება არ მიიღეს. კაპერნაუმში წასვლამდე მაცხოვარი ამხილებს მათ და ამბობს: "არავინ წინასწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თვისსა მამულსა" - თავის მამულში არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათო. დატოვა ნაზარეთი, წავიდა და დამკვიდრდა ზღვისპირა ქალაქ კაპერნაუმში, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი: "ქუეყანაი ზაბულონისი და ქუეყანაი ნეფთალემისი, გზაი ზღვისაი წიაღ-იორდანესა, გალილეაი წარმართთაი; ერი, რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ". ამის შემდეგ კაპერნაუმი მაცხოვრის ქალაქად იწოდება. აქვე ნახა და მოუწოდა მან პირველ მოწაფეებს.

პირველად მაცხოვარმა მოუწოდა ანდრიას და პეტრეს, შემდეგ იაკობსა და იოანეს - ზებედეს ძეთ, ამის შემდეგ მოხდა უკვე მათესა და სხვა მოციქულების მოწოდება. მაცხოვრის გარშემო უამრავი ადამიანი შეიკრიბა. იგი განაგრძობდა ქადაგებას და დროდადრო ჩადიოდა იუდეაში, განსაკუთრებით - სადღესასწაულო დღეებში, იუდეველთა ჩვეულების თანახმად, და იქ შეკრებილთ უქადაგებდა.

როგორც ვთქვით, ამ პერიოდში იოანე ნათლისმცემელი კვლავ აგრძელებს ქადაგებას და ნათლისღებას და უკვე მაცხოვარიც იწყებს იუდეაში თავისი მოწაფეების მეშვეობით ხალხის ნათლისღებას. როგორც იოანე მახარებელი გვაუწყებს, ამის გამო იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა. იოანესთან მიდიან მისი მოწაფეები და ეუბნებიან: მოძღვარო, ის, ვინც შენგან ნათელიღო იორდანეში და რომლის შესახებაც შენ მოწმობდი, თავად სცემს ნათელს და მასთან უამრავი ადამიანი მიდისო. იოანე ამბობს: "მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა - მოკლებად" - ჩემი დაკნინების დრო მოვიდა, ხოლო მისი აღზევებისა და ამაღლებისო, ანუ მე რისთვისაც ვიყავი მოვლინებული - გზა გამემზადებინა მაცხოვრისთვის, აღესრულა, მე ჩემი მისია აღვასრულე და აწ მისი დრო-ჟამი დადგაო.

ამის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი მალევე დააპატიმრა ჰეროდე ანტიპამ, რომელიც იმ დროს იუდეის მმართველი იყო. ამ დროისათვის მაცხოვარიც იუდეაში იმყოფებოდა. როდესაც იოანეს დაპატიმრების შესახებ შეიტყო, განეშორა იუდეას და კვლავ გალილეაში წავიდა. მალე იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს.

უშჯულო ფიცის სანაცვლოდ მოკვეთილი პატიოსანი თავი...
- რა გახდა იოანეს შეპყრობისა და თავისკვეთის მიზეზი?

- გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ მიატოვა კანონიერი მეუღლე, არაბეთის მეფის, არეთას ასული და უკანონოდ დაისვა ცოლად თავისი ჯერ კიდევ ცოცხალი ძმის - ფილიპეს თანამეცხედრე, ჰეროდეადა. იოანე ხშირად ამხელდა ანტიპას ამ ცოდვილი ქმედების გამო. ჰეროდეს იოანეს სიკვდილით დასჯა სურდა, მაგრამ ხალხის შიშით ვერ ბედავდა, ვინაიდან იცოდა, იოანე მართალი და წმინდა კაცი იყო და ხალხი უდიდეს წინასწარმეტყველად მიიჩნევდა. ამიტომ საპყრობილეში ჩააგდებინა.

დადგა ჰეროდეს დაბადების დღე, მან წვეულებაზე მიიწვია თავისი ქვეყნის წარჩინებულნი - საერონი და სასულიერონი. სტუმრების წინაშე იცეკვა ჰეროდეადას ასულმა სალომეამ და დიდად ასიამოვნა ჰეროდესა და მის მეინახეებს. სალომეას ცეკვით მოხიბლულმა ჰეროდემ ფიცით აღუთქა, რომ ყველაფერს აუსრულებდა, რასაც მოისურვებდა: რაც გინდა მთხოვო, ყველაფერს მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო. თუ ისურვებდა, თანამმართველადაც კი დაისვამდა. სალომეამ რჩევა დედამისს ჰკითხა. ჰეროდეადამ ეს მომენტი გამოიყენა იოანეს დასასჯელად. მისი რჩევით, სალომეამ ითხოვა ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი. ამის გაგონებაზე ჰეროდე ჯერ შეძრწუნდა, მაგრამ ფიცის გატეხა არ ისურვა და ბრძანა, სალომეასთვის იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი მიერთმიათ. ჯალათებმა ბრძანება აღასრულეს. არსებობს გარდამოცემა, რომ თავისკვეთის შემდეგ იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავის ბაგეები კიდევ ერთხელ გაიხვნა და წარმოთქვა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს ცოლი..."

სალომეამ იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი დედამისს გადასცა, მან კი, როგორც საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, წინასწარმეტყველის ენა ნემსებით დააჩხვლეტინა, შემდეგ სიწმინდე უწმინდურ ადგილზე დაფლა. იოანეს თავისკვეთის შემდეგ მოწაფეებმა მისი სხეულის მოპარვა მოახერხეს და დიდი პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, იქ, სადაც უშჯულოება აღესრულა.

ვიცით, რომ იოანეს უმთავრესი და ძირითადი მისია იყო სინანულის მოწოდებით განემზადებინა ადამიანთა გულები მაცხოვრის მისაღებად. იოანეს მიერ ჰეროდეს მხილებაც ამ უმძიმეს ცოდვაში იყო მისი გულის გამზადება მაცხოვრის მისაღებად, რათა გამოეყვანა იმ ცოდვილი მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფებოდა; თუმცა ფარისეველთა მსგავსად, მასაც დახშული ჰქონდა გული ჭეშმარიტი მხსნელის, ჭეშმარიტი უფლის მისაღებად. მას რომ იოანესთვის ესმინა, მისი დაეჯერებინა და გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან, უფლამდეც მივიდოდა. მან კი, პირიქით, თავი მოჰკვეთა სინანულის მქადაგებელს, ცოდვას ცოდვა დაამატა. მიუხედავად ამისა, უფალი ბოლომდე იღვწის ჰეროდეს სულის გადასარჩენად - როდესაც პილატემ მაცხოვარი ჰეროდეს გაუგზავნა განსასჯელად და მანაც პილატეს მსგავსად ბრალი ვერ იპოვა მაცხოვარში, რომ დაესაჯათ, შეეძლო ეზრუნა მის გადასარჩენად, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, მაცხოვარი კვლავ პილატეს გაუგზავნა და ამით კიდევ მეტად გაიმრავლა ცოდვები და დაიმძიმა სულიერი მდგომარეობა. ჰეროდეს სწორედ თავისმა ცოდვებმა და შინაგანმა მდგომარეობამ დაუკეტა საბოლოოდ გზა უფალთან მისასვლელად.

- რატომ აღნიშნავს ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მარხვით და არის თუ არა ამ დღეს დაწესებული მძიმე მარხვა?

- მძიმე მარხვები ეწოდება ისეთ სამარხვო დღეებს, როდესაც არ აღესრულება სრული წირვა - იოანე ოქროპირის ან ბასილი დიდის წირვა, ანუ მძიმე მარხვები არის ისეთი სამარხვო დღეები, როდესაც ან საერთოდ არ აღესრულება წირვა, ან აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია.

შესაძლოა, გარკვეულ წრეებში ეს დღეები იმის გამო დამკვიდრდა მძიმე მარხვის სახელდებით, რომ ამ დღეს არ შეიძლება თევზის ხმევა, თორემ ლიტურგიკული თვალსაზრისით, ეს არის ჩვეულებრივი სამარხვო დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ყველანაირი სამარხვო საზრდელის მიღება შეიძლება, გარდა თევზისა. ასე რომ, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე არის ჩვეულებრივი სამარხვო დღე.

ქრისტიანული დღესასწაულები, წმინდანთა ხსენების დღეები უმეტესად დაწესებულია მათი აღსრულების დღეს, მაგრამ ამ დღეებს ეკლესია არ აღნიშნავს მარხვითა და გლოვით, პირიქით, სადღესასწაულო განწყობით ეგებება. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს კი ეკლესიის მიერ დაწესებულია მარხვა: იოანეს თავი მოჰკვეთეს ჰეროდეს დაბადების დღეზე - იმ დღეს მთელი ისრაელის ელიტა განცხრებოდა და ამ განცხრომაზე უფლის წინამორბედს თავი მოჰკვეთეს. ამ დღეს მარხვით აღვნიშნავთ არა იმის გამო, რომ ჩვენ იოანეს თავისკვეთას, წინამორბედის აღსრულებას განვიცდით და ვგლოვობთ, არამედ ამ მარხვით წინ აღვუდგებით ჰეროდესა და მისი თანამეინახეების ქმედებას, ვამტკიცებთ, რომ არ ვართ თანაზიარნი მათი საქმეებისა და განცხრომისა, რასაც მოჰყვა იოანეს თავისკვეთა. ნებისმიერ მათგანს შეეძლო, წინ აღდგომოდა ჰეროდეს გადაწყვეტილებას და დაეცვა იოანე. გაითვალისწინებდა თუ არა ჰეროდე მათ აზრს, სხვა საკითხია, მაგრამ სახარებიდან ჩანს, რომ იქ მყოფთაგან არც ერთს ხმა არ აუმაღლებია ჰეროდეს უსჯულო გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ვინმე მაინც რომ შეწინააღმდეგებოდა, შესაძლოა, ჰეროდეს ხელიც კი აეღო უსჯულო ფიცის აღსრულებაზე.

რა ბედი ეწია იოანე ნათლისმცემლის პატიოსან თავს
- ჰეროდე ანტიპას ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა იოანე ნათლისმცემლის თავი ფარულად ამოთხარა მიწიდან, თიხის ჭურჭელში ჩააბრძანა და ელეონის მთაზე დაკრძალა, რომელიც იმხანად ჰეროდეს ეკუთვნოდა (აქ მაცხოვრის ზეცად ამაღლება მოხდა). მრავალი წლის შემდეგ ის მამული ღვთისმოშიში დიდებულის - ინოკენტის ხელში გადავიდა. მან ღვთის სადიდებელი ტაძრის აგება წამოიწყო. საძირკვლის გაჭრისას მუშებმა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს. ღვთის განგებით, განცხადდა, რომ მასში იოანე ნათლისმცემლის თავი ინახებოდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად პოვნა. დიდებული დიდი კრძალვითა და სასოებით ინახავდა უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეს, მაგრამ სიკვდილის წინ, იმის შიშით, რომ სიწმინდე უსჯულოებს არ ჩაეგდოთ ხელში და არ გაენადგურებინათ, კვლავ იმ ადგილას დაფლა, სადაც იპოვა. წლების შემდეგ ის ადგილი გაუდაბურდა. უფლის წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელიც დავიწყებას მიეცა...

ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ზეობის დროს იერუსალიმში ორი ბერი ჩავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად. მათ ორგზის გამოეცხადათ უფლის წინამორბედი და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერები მინიშნებულ ადგილზე მივიდნენ, სიწმინდე ამოთხარეს, აქლემის ტყავის ტომარაში ჩადეს და უკან გაბრუნდნენ. გზად უცნობი მექოთნე შეხვდათ. ბერებმა ტომარა მას გადასცეს სატარებლად. მექოთნემ არაფერი იცოდა ძვირფასი ტვირთის შესახებ, მაგრამ მას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა. აუწყა, განშორებოდა დაუდევარ ბერებს და თან წაეღო ის, რაც ხელთ ეპყრა - მისი წმინდა თავი. ღვთისმოშიში მექოთნე ბერებს უჩუმრად განეშორა. სიწმინდე უსაფრთხოდ მიიტანა შინ და სიკვდილამდე არ განუშორებია. გარდაცვალების წინ თავისი და იხმო და საუნჯე მას გადასცა.

მას შემდეგ სიწმინდე ღვთისმოშიშ ქრისტიანებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მანამ, ვიდრე მისი მფლობელი მწვალებელი მღვდელმთავარი ევსტათი არ გახდა. იგი სიწმინდის ძალით სასწაულებს აღასრულებდა და ამას ერესის მადლს მიაწერდა. ამის შესახებ ქრისტიანებმა შეიტყვეს. ევსტათი იძულებული გახდა, გაქცეულიყო, თან იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავიც წაიღო და ემესის მახლობლად, ერთ-ერთ მღვიმეში გადამალა. იმედი ჰქონდა, დაბრუნდებოდა და კვლავ დაეპატრონებოდა ძვირფას საუნჯეს, მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება: უფლის ნებით, მღვიმეში ღვთისმოშიში ბერები დამკვიდრდნენ. ბერების რიცხვი თანდათან გაიზარდა და იმ ადგილას მონასტერიც დაარსდა.

452 წელს სავანეს მარკელიუსი წინამძღვრობდა. მას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აუწყა, სად იყო დაფლული მისი პატიოსანი თავი. ეს მოვლენა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნადაა მიჩნეული.

ბერებმა სიწმინდე ემესაში გადაასვენეს. მოგვიანებით კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, სადაც წმინდა იოანე ოქროპირის კონსტანტინოპოლიდან გადასახლებამდე იყო დაცული. კონსტანტინოპოლიდან წმინდა მამის გადასახლებას შფოთი მოჰყვა. ქრისტიანებმა ნათლისმცემლის თავი ქალაქს გაარიდეს და ემესაში გადაიტანეს. 810-820 წლებში ემესაში სარკინოზთა შემოსევები გახშირდა, ამის გამო სიწმინდე იქაურობასაც განარიდეს და კომანში გადააბრძანეს. უფლის წინამორბედის პატიოსანი თავი დასავლეთ საქართველოში მოხვდა...

850 წლამდე უცნობი იყო სიწმინდის ადგილსამყოფელი, 850 წელს კი პატრიარქ ეგნატეს უფლისგან ეუწყა მისი ადგილსამყოფელი. ძვირფასი სიწმინდე დიდი პატივითა და კრძალვით ამოაბრძანეს კომანის მიწიდან, მოგვიანებით კვლავ კონსტანტინოპოლში, საიმპერატორო კარის ეკლესიაში გადააბრძანეს...

სამწუხაროდ, ამჟამად იოანე ნათლისმცემლის თავის ნაწილი არამართლმადიდებლურ გარემოში იმყოფება. 850 წლის შემდეგ სიწმინდის ერთი ნაწილი ქალაქ პეტრაში აღმოაჩინეს, სადაც 1204 წლამდე იმყოფებოდა, შემდეგ ქალაქი ჯვაროსნებმა დაარბიეს და სიწმინდე საფრანგეთის ქალაქ ამიენში გადაიტანეს. ნათლისმცემლის თავის ქალას კიდევ რამდენიმე ნაწილი, დიმიტრი როსტოველის ცნობით, ათონის მთის დიონისეს მონასტერშია დაცული...

- საინტერესოა, რატომ უნდა ყოფილიყო დაფარული კაცთა წინაშე გარკვეული პერიოდების მანძილზე იოანე ნათლისმცემლის თავის ადგილსამყოფელი...

- როდესაც სიწმინდეები იკარგება ან იფარება კაცთა თვალთაგან, ეს ხდება იმ პერიოდში ან იმ ადგილზე მცხოვრები ადამიანების სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. სწორედ ამ მიზნით იქნა დაფარული იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავიც. თავიდან წარმართობის ხანა იდგა და ამის გამო იყო კაცთა თვალთაგან ეს სიწმინდე დაფარული. შემდეგ - ხატმებრძოლობის გამო... როდესაც ამ ყველაფერმა გადაიარა და სიწმინდეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, სიწმინდის ადგილსამყოფელიც განცხადდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat